imedi /  02 ოქტომბერი 2017, 22:25 / სანდო წყარო

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა, რომელიც კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს მოიცავს.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის განცხადებით, მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებში გვხვდება.

"ხის კენწეროების ბილიკის შექმნის მიზანია, ადამიანებმა უკეთ, ახლოდან შეიცნონ ბუნება და ხელშესახები გახდეს მათთვის. მსგავსი ბილიკი ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, რაც ხელს შეუწყობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს.,,- განმარტავენ ადმინისტრაციაში.

პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 11:18

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე არჩევნებზე: მე დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის სიბრძნეში და მჯერა, რომ მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას

მე დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის სიბრძნეში და მჯერა, რომ მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, არ აყვება პროვოკაციას და მივა არჩევნებზე გააკეთებს საკუთარ არჩევანს, რაც ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ინფექციური საავადმყოფო

29 ოქტომბერი 2020, 11:16

COVID19

დღეს გამოვლენილი 1 709 შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 445, აჭარაში - 437, იმერეთში კი 388 შემთხვევა

დღეს გამოვლენილი 1 709 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში - 437, იმერეთში - 388, ქვემო ქართლში - 32, შიდა ქართლში - 125, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 151, კახეთში - 40, მცხეთა-მთიანეთში - 12, სამცხე-ჯავახეთში - 44, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 11:13

COVID19

კახეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 5 ყვარელში, 17 გურჯაანში, 27 თელავში, 5 ლაგოდეხში, 4 სიღნაღში, 2 დედოფლისწყაროში, ხოლო საგარეჯოში დაინფიცირების ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 11:08

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს თამამად შეუძლია, მივიდეს და უსაფრთხოდ გააკეთოს თავისი არჩევანი

ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რამდენიმე თვის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, ცესკო, ეპიდემიოლოგები და შრომითი უსაფრთხოების სამსახური მუშაობდნენ იმაზე, თუ რა გარემოში უნდა დაეფიქსირებინა თავისი არჩევანი საქართველოს მოსახლეობას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 11:08

თემა

ხანდახან გაუცნობიერებლად ვყიდულობ ისეთ ნივთებს, რომელთა შეძენას არ ვგეგმავდი. რატომ?

ამის მიზეზია პრედიქტული იგივე პროგნოზირებადი ანალიტიკა. ამ ტექნოლოგიას ბევრი კომპანია იყენებს. მათ შორის არის თითქმის ყველა მიმართულება - მედიცინით დაწყებული, ნავთობმოპოვებით დასრულებული. სწორედ ეს ეხმარება ბიზნესს პოტენციურ კლიენტზე, ფაქტობრივად, ყველაფერი გაიგოს, რათა ესა თუ ის პროდუქტი მას სასურველი ფორმით შესთავაზოს.

29 ოქტომბერი 2020, 10:57

პოლიტიკა

ნათია თურნავა: ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ყველა ობიექტური კვლევის და მოსახლეობის განწყობის მიხედვით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის და მათ ძალადობრივ სცენარებზე ფიქრის გარდა არაფერი დარჩათ.

ნათია თურნავა

29 ოქტომბერი 2020, 10:54

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოში გაზიფიცირების დონე 90%-ს გადააჭარბებს

„კიდევ დამატებით 211 პუნქტი იქნება გაზიფიცირებული. ეს ნიშნავს, რომ ახალი, ორეტაპიანი გეგმის ფარგლებში, 2019 წლიდან დაწყებული 2024 წლით დასრულებული, 600 დასახლებულ პუნქტზე მეტი დამატებით იქნება გაზიფიცირებული. როგორც მოგახსენებთ, 90%-ს დიდად გადააჭარბებს გაზიფიკაციის დონე საქართველოში და ასევე ეს არის ძალიან ნათელი გამოხატულება ახალი პრიორიტეტების, რაც ჩვენმა სამთავრობო გუნდმა დაადგინა“, - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავა

29 ოქტომბერი 2020, 10:52

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს

„მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად სამყარო ებრძვის პანდემიას, საქართველოში ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. ნათია თურნავას განცხადებით, ეს აისახება თვითან თვემდე ეკონომიკის ვარდნის შესუსტებაში. ასევე - ექსპორტის პოზიტიურ დინამიკაში. შარშან ეს მაჩვენებელი აღწევდა რეკორდულ ნიშნულებს, წელს კი კოვიდის მიუხედავად, სერიოზული ზრდა გვაქვს.

კორონავირუსი საქართველო

29 ოქტომბერი 2020, 10:51

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 709 ადამიანს დაუდასტურდა, 2 075 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

29 ოქტომბერი 2020, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ნათია თურნავა

29 ოქტომბერი 2020, 10:47

ეკონომიკა

ნათია თურნავა: WizzAir-ი ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან საქართველოში ბაზას აღადგენს

ავიაკომპანია WizzAir-ი ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან საქართველოში ბაზას აღადგენს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 10:41

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ონლაინ კლინიკის ლოდინის ხანგრძლივობა არის 12-დან 20 წამამდე, რაც დასაშვები დროა

ჩვენ ავამოქმედეთ ონლაინ კლინიკა, რომელიც ახლა მუშაობს სატესტო რეჟიმში. ჩვენთვის მნშვნელოვანია ონლაინ კლინიკაშიც გვყავდეს საექიმო წარმომადგენლები, ვინაიდან იქაც ხდება პაციენტებზე მონიტორინგი და შესაბამისად არის ვალდებულება, რომ კლინიკაში გვყავდეს ექიმები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ონლაინ კლინიკისთვისაც გამოვაცხადოთ გარკვეული მობილიზაცია, სადაც ჩვენი სტუდენტები და რეზიდენტები შეიძენენ ახალ უნარ-ჩვევებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 10:41

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: სტუდენტები და რეზიდენტები კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში პირველი დღიდან არიან ჩართულები

სტუდენტები და რეზიდენტები კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში პირველი დღიდან არიან ჩართულები, რასაც ადასტურებს ისიც, რომ საუნივერსიტეტო კლინიკა ამ პროცესში მუდმივად, პირველი დღიდან მონაწილეობს და შესაბამისად ის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კათედრას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 10:33

COVID19

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, საშუალოდ რამდენი ექიმია საჭირო ერთი მძიმე პაციენტის სამკურნალოდ

ზოგადად მსოფლიო ჯანდაცვაში არ არსებობს იმის ფუფუნება, რომ ერთ პაციენტზე ერთი ექიმი ან ერთი ექთანი იყოს გამოყოფილი, მაგრამ საშუალოდ 4-8 მძიმე პაციენტზე საჭიროა ერთი მაღალი კვალიფიკაციის ექიმი და 3-4 ექთანი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 10:31

COVID19

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე სპორტის სასახლეში საველე ჰოსპიტლის განთავსება არ იგეგმება

„მოდით ჯერ ვიფიქროთ იმაზე თუ რამდენად მოისურვებდა ქართველი პაციენტი სპორტის სასახლეში განთავსებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუდამ გვესმის, რომ არ არის საწოლფონდი, ჩვენთან არის მუდმივი ზარები იმის შესახებ თუ რომელ ჰოსპიტალში ურჩევნია პაციენტს განთავსება და ისინი ჯერ კიდევ არჩევენ ჰოსპიტლებს. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ეს პირველ რიგში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ემოციური გარდატეხის საფუძველი, და ვინაიდან კორონავირუსი თავისი მიმდინარეობით საკმაოდ მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას ჩვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, ეს ნამდვილად საზრუნავია და მე ყველანაირად ვეცდები და ჯანდაცვის სამინისტრო ყველანაირად არის ჩართული იმ მიმართულებით, რომ ჩვენს პაციენტებს მკურნალობის პერიოდში ჰქონდეთ სრული კომფორტი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

29 ოქტომბერი 2020, 10:20

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევებმა 8 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთში კორონავირუსის 49,881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 8,040,203-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 517 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 120,527-ს აღწევს.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 10:18

პოლიტიკა

გიორგი გახარია ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს

„ზოგიერთი უპასუხისმგებლო ძალა ეპიდემიის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენებას ცდილობს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 10:14

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ქვეყნის გაზიფიცირება 2024 წლისთვის იქნება სრულად დასრულებული

„დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ/დავამტკიცოთ გაზიფიცირების შემდგომი 3-წლიანი გეგმა, რომელიც შეეხება 2022-2024 წლებს და მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად ქვეყნის გაზიფიცირება ამ გეგმის დასრულების შემდეგომ, 2024 წლისთვის იქნება სრულად დასრულებული და საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექნება გაზიფიცირების - დაახლოებით 90%“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 10:13

ეკონომიკა

გიორგი გახარია: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წელს რეკორდული მოსავალი გვქონდა - ჩვენმა მეღვინეებმა 277 000 ტონა ყურძენი ჩაიბარეს

ბოლო 30 წლის განმავლობაში, ​​დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წელს რეკორდული მოსავალი გვქონდა - 277 000 ტონა ყურძენი ჩაიბარეს ჩვენმა მეღვინეებმა მთავრობასთან და სახელმწიფოსთან ერთად, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 10:08

თემა

კოვიდინფიცირებულები ხშირად სუნის შეგრძნებას კარგავენ. როდის არის შესაძლებელი ყნოსვის უნარის აღდგენა და როგორ?

ბევრ კოვიდინფიცირებულს ყნოსვის პრობლემა აქვს. ზოგი სუნის შეგრძნებას საერთოდ კარგავს (ამ მდგომარეობას ანოსმია ეწოდება), სხვა კი მათ არასრულყოფილად აღიქვამს (ჰიპოსმია), ვიღაცისთვის კი ის დამახინჯებულია, რის შედეგადაც ნებისმიერ საკვებს შეუძლია გულისრევის შეგრძნება გამოიწვიოს (პაროსმია). ზოგჯერ ეს არის ახალი კორონავირუსის ერთადერთი სიმპტომი, ხანდახან - პირველი, ზოგჯერ კი ყველა დანარჩენის შემდეგ ვლინდება. რა არის ცნობილი ამ სიმპტომის მიზეზისა და მისი პროგნოზის შესახებ?