01 ნოემბერი 2023, 18:02 / სანდო წყარო

ნინო წილოსანი: ყოველ ჯერზე ძალიან დიდი მგრძნობელობით მივუდგებით ისეთ საკითხს, რომელიც ეხება განსაკუთრებით ქალ დეპუტატებს, მათი პირად ცხოვრების შესახებ რაიმე ფაქტებით საუბარს, ან შეურაცხყოფებს

ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე ძალიან დიდი მგრძნობელობით მივუდგებით ისეთ საკითხს, რომელიც ეხება განსაკუთრებით ქალ დეპუტატებს, მათი პირადი ცხოვრების შესახებ რაიმე ფაქტებით საუბარს, ან შეურაცხყოფებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ პარლამენტში გუშინდელ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა გუშინ. ის, რომ ეს იყო მიუღებელი და არასწორი საქციელი, თავად ირაკლი ბერაიას მხრიდან იყო აღნიშნული. მან ამისთვის ბოდიშიც მოიხადა. რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე ძალიან დიდი მგრძნობელობით მივუდგებით ისეთ საკითხს, რომელიც ეხება განსაკუთრებით ქალ დეპუტატებს, მათი პირადი ცხოვრების შესახებ რაიმე ფაქტებით საუბარს, ან შეურაცხყოფებს. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ბერაია ჩემი კოლეგაა და მე შემიძლია გავიგო რა იყო ამ [დაპირისპირების] ყველაფრის წინა პირობა, ეს არ ამართლებს იმ ფორმას, როლითაც მან მიმართა ქალ დეპუტატს. თქვენი ეთერითაც მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ ამგვარი არასდროს განმეორდეს არც ჩემი კოლეგების, არც ოპოზიციონერების მხრიდან. აქვე აუცილებელია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ეს ყველაფერი არ დაწყებულა ახლა. სამწუხაროდ, ჩვენ მუდმივად, ოპოზიციის წევრების მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ვართ ზიზღის, აგრესიის, სხვადასხვა ხასიათის შემოტევების, ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ. ეს ყველაფერი ახალისებს შემდგომში საპასუხო რეაქციებსაც, თუმცა ეს ყველაფერი მინიმუმ ჩვენი მხრიდან მაინც არ უნდა იყოს განხორციელებული, ოპოზიციაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. ეს ადამიანები სრულიად უპასუხისმგებლოები იყვნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც აგრძელებენ ამ მავნებლობას“, - აღნიშნა წილოსანმა.

ყველა სიახლე

ურსულა ფონ დერ ლაიენი

30 ნოემბერი 2023, 18:24

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირის თავდაცვითი სტრატეგია უკრაინას უნდა მოიცავდეს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს უკრაინის სამხედრო საჭიროებები თავდაცვის ინდუსტრიის სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრისას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე

30 ნოემბერი 2023, 18:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილი არის იმ ადამიანების სიაში, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა და რომლებმაც მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს თავისი ქვეყნის პროგრესისთვის

„რა სია და რა Politico-ს სტატია სჭირდება, ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დაბრუნდა საქართველოში ევროპული პერსპექტივა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, დაბრუნდა თავისუფალი არჩევნები, მოქალაქეებს ჯანდაცვა დაუბრუნდათ, დღეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გასულია, თუმცა დღეს ქვეყანას აქვს მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები და ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას საქართველოს ევროპული მომავლის, საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. რა Politico-ს სტატიამ უნდა შეცვალოს ეს ისტორია?!“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ლევან დავითაშვილი

30 ნოემბერი 2023, 18:15

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: აზიის განვითარების ბანკთან ერთად ბევრი სტრატეგიული პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე ვართ. მათ შორის არის თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ახალი ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის სანაპიროზე

აზიის განვითარების ბანკთან ერთად, ჩვენ ამჟამად ბევრი სტრატეგიული პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე ვართ. მათ შორის, არის თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ახალი ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის სანაპიროზე და ბევრი სხვა პროექტები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას.

ალექსანდერ შალენბერგი

30 ნოემბერი 2023, 18:13

მსოფლიო

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვის ეუთოს მინისტერიალზე მიწვევაზე: არ უნდა გვეშინოდეს დიალოგის

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ შალენბერგი მიესალმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ეუთოს მინისტერიალზე მიწვევას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 18:11

თავდაცვა

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

„თავდაცვის კოდექსს“ დაემატა ნორმა, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილება, მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

არჩილ თალაკვაძე

30 ნოემბერი 2023, 18:05

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ეუთოს მინისტერიალზე ჩადიან ენტონი ბლინკენი და ჟოზეფ ბორელი. რა თქმა უნდა, საქართველოც არის იქ, სადაც საერთაშორისო პარტნიორები არიან

ძალიან მნიშვნელოვანი მინისტერიალი ტარდება მაკედონიაში - ეუთო არის ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარე და მას უშუალო წვლილი შეაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პროცესში, რაც საქართველოსთვის ასე ფასეულია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

30 ნოემბერი 2023, 18:05

ეკონომიკა

რა ეტაპზეა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა - ლევან დავითაშვილის განმარტება

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ანაკლიის პორტის მშენებლობის დეტალებზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილი

30 ნოემბერი 2023, 18:03

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: საქართველოს როლი განსაკუთრებულია CAREC-ის ქვეყნებში - ზღვისგან მოწყვეტილი რვა ქვეყანა სწორედ საქართველოს გავლით ახდენს წვდომას ზღვაზე და შესაბამისად, უკავშირდება ევროკავშირს

საქართველოს როლი განსაკუთრებულია CAREC-ის ქვეყნებში - ზღვისგან მოწყვეტილი რვა ქვეყანა სწორედ საქართველოს გავლით ახდენს წვდომას ზღვაზე და შესაბამისად, უკავშირდება ევროკავშირს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

30 ნოემბერი 2023, 18:01

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევები შესაძლებლობებად ვაქციოთ

მინისტრთა კონფერენცია ასეთი ფორმატით და ასეთი მასშტაბით პირველად გაიმართა პანდემიის შემდეგ. ჩვენ ვიცით რომ პანდემიის შემდეგ გამოწვევები რეგიონში არ დასრულებულა, პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების ეპოქაში ვიმყოფებით, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა„ქრონიკაში“ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე საუბრისას.

მამუკა მდინარაძე

30 ნოემბერი 2023, 17:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე: უნდობლობა უკვირს ადამიანს, რომელმაც უღალატა იმ ამომრჩეველს და ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მას მხარი დაუჭირა

„ქართული ოცნების“ ლიდერების ბილბორდზე გამოჩენა გახდა საჭირო ეს ადამიანი [სალომე ზურაბიშვილი] პრეზიდენტი რომ გამხდარიყო და დღეს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქს ეძახის, „ქართულ ოცნებას“ ლანძღავს და ბოლომდე გადასულია „ნაცების“ მესიჯბოქსზე - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ მას რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლება არ ხვდება.

30 ნოემბერი 2023, 17:56

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა სახელმწიფო დეპარტამენტში, საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაცია საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) შემდეგ, ცესკოს დელეგაციამ შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებთან გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე
მატუშ ბუშოვსკი

30 ნოემბერი 2023, 17:45

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკეთის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული რთული ვითარებისა და რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ელინა ვალ ტონენი

30 ნოემბერი 2023, 17:43

მსოფლიო

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი მრავალი წელია, ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ევროპის უსაფრთხოების მთავარ პრინციპებს, მათ შორის 2008 წელს საქართველოში და უკრაინაში 2014 წლის შემდეგ

რუსეთი არა მხოლოდ გაეროს ქარტიას არღვევს, არამედ ევროპის უსაფრთხოებას, ასევე ძირეულ პრინციპებსა და ვალდებულებებს უხეშად არღვევს, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალ ტონენმა ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა.

ჯეიმს ობრაიენი

30 ნოემბერი 2023, 17:41

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: საქართველოსა და მოლდოვაში განგრძობადი კონფლიქტი ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს, რათა ისინი გადაიჭრას და ეს საზოგადოებები საკუთარი ხალხის არჩევანთან სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ

საქართველოსა და მოლდოვაში განგრძობადი კონფლიქტი ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს, რათა ისინი გადაიჭრას და ეს საზოგადოებები საკუთარი ხალხის არჩევანთან სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ , - სკოპიეში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 17:35

პოლიტიკა

ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს

ცესკოს ინფორმაციით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) შემდეგ, ცესკოს დელეგაციამ შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებთან გამართა.

30 ნოემბერი 2023, 17:32

პოლიტიკა

რასა ოსტრაისკაიტე: უკრაინაში აგრესიული შეჭრით რუსეთმა დაარღვია ის ძირეული პრინციპები, რომელზეც ევროპული უსაფრთხოებაა აგებული

უკრაინაში, რუსეთის სასტიკი ომის ფონზე ევროკავშირი მხარს უჭერს ეუთოს წვლილს საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის რუსეთზე სრული პასუხისმგებლობის უზრუნველყოფაში, - ამის შესახებ ეუთოში ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენელმა, რასა ოსტრაისკაიტემ ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა.

ხმის მიცემა

30 ნოემბერი 2023, 17:17

პოლიტიკა

პარლამენტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოწესრიგებას, ნორმების დახვეწას, ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და ასევე, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.

30 ნოემბერი 2023, 17:16

რეგიონი

გორმა „ინვესტორებისთვის მეგობრული მუნიციპალიტეტის“ სტატუსი მიიღო

პროექტში საქართველოდან ჯამში 22 სახელმწიფო უწყება ჩაერთო. მათ შორის ინვესტორისთვის მეგობრული ორგანიზაციის სტატუსი გორისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონმა მიიღო.

30 ნოემბერი 2023, 16:49

ეკონომიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ალექსი ახვლედიანმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის არჩეულ გენერალურ მდივანთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილა

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 33-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) არჩეულ გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა, რომელიც ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეუდგება. ის IMO – ის გენერალურ მდივნად 2023 წლის ივლისში ორგანიზაციის საბჭოს 129-ე სესიაზე აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 16:42

საზოგადოება

ComCom-მა BTU-სა და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებასა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადაამზადა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.