02 ნოემბერი 2023, 18:06 / სანდო წყარო

გიორგი ტყემალაძე: ძალიან მნიშვნელოვანია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა - 5-6 ავარიული სახლის ჩანაცვლების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს

გიორგი ტყემალაძე

გიორგი ტყემალაძე

ურბანული პოლიტიკა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქი განვითარდეს იმ პრინციპების მიხედვით, რომელთა ერთგულებიც ვართ ჩვენ, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

„ბოლო წლების განმავლობაში არაერთი რეფორმა განხორციელდა. მივიღეთ გენერალური გეგმა, განაშენიანების რეგულირების წესები, ბევრი ახალი რეგულაცია იმისთვის, რომ ქალაქი განვითარდეს არა ქაოსურად, არამედ გამართულად და გენგეგმის შესაბამისად. ძალიან მნიშვნელოვანია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა და ჩვენ შევქმენით პროგრამა, დავამტკიცეთ და უკვე რეალობად ვაქციეთ. 5-6 ავარიული სახლის ჩანაცვლების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ არა 5-6 პროექტი, არამედ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ და ეს ტემპი კიდევ უფრო გავზარდოთ. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას თბილისის განვითარების ფონდთან თანამშრომლობისკენ. როცა მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ვსაუბრობთ, აქ არაა საუბარი რაიმე სახის ეკონომიკურ მოგებაზე. ეს არის სოციალური პროექტი, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ, მაგალითად, 5-სართულიანი სახლი მუნიციპალიტეტმა, მინიმალური ურბანული ჩარევით, ჩაანაცვლოს 3-4 სართულის დამატებით. მუნიციპალიტეტი არ ახორციელებს ამ პროექტს მომგებიანობის თვალსაზრისით. უახლოეს მომავალში გვექნება კონკრეტული „ქეისები“, რომელიც იქნება სამაგალითო სხვა დანარჩენი მოქალაქეებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს მეტ სახლს ჩავანაცვლებთ“, - აღნიშნა ტყემალაძემ.

ყველა სიახლე

შარლ მიშელი

30 ნოემბერი 2023, 19:15

მსოფლიო

შარლ მიშელი: უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება აუცილებელია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა აღნიშნა.

30 ნოემბერი 2023, 19:14

სამართალი

პარლამენტმა „პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

„რანგირების სისტემა ერთიანი იქნება გენერალური პროკურატურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურატურებისა და სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის. რანგირებას მხოლოდ პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი დაექვემდებარებიან.

30 ნოემბერი 2023, 19:10

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის საბჭომ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებად ეკატერინე მიქაბაძისა და ეკატერინე გალდავას კანდიდატურებს მხარი დაუჭირა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა გახდნენ.

30 ნოემბერი 2023, 19:09

ეკონომიკა

გენადი არველაძე: „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა, უფრო მეტად იზრდება

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამჭოლი ტარიფების დაწესებამ შუა დერეფნის მიმზიდველობა მნიშვნელოვნად გაზარდა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა უსაფრთხოება და დაცულობა, რაც, მისი თქმით, გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ელემენტი ხდება. „შუა დერეფანი მოიცავს პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქვეყნებს, რაც მას ერთ-ერთ პერსპექტიულ და სწრაფად განვითარებად სატრანსპორტო მარშრუტად აქცევს,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

30 ნოემბერი 2023, 18:56

პოლიტიკა

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას მესამე მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი დღეს დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე

30 ნოემბერი 2023, 18:25

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დღეს უკვე ნათელია, დეოლიგარქიზაციის კანონს რატომ დაუპირისპირდა რადიკალური ოპოზიციური ბანაკი, რომლის აქტიური წევრიც არის „ლელო“

დღეს უკვე ნათელია, დეოლიგარქიზაციის კანონს რატომ დაუპირისპირდა რადიკალური ოპოზიციური ბანაკი, რომლის აქტიური წევრიც არის „ლელო“ , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

30 ნოემბერი 2023, 18:24

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირის თავდაცვითი სტრატეგია უკრაინას უნდა მოიცავდეს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს უკრაინის სამხედრო საჭიროებები თავდაცვის ინდუსტრიის სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრისას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე

30 ნოემბერი 2023, 18:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილი არის იმ ადამიანების სიაში, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა და რომლებმაც მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს თავისი ქვეყნის პროგრესისთვის

„რა სია და რა Politico-ს სტატია სჭირდება, ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დაბრუნდა საქართველოში ევროპული პერსპექტივა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, დაბრუნდა თავისუფალი არჩევნები, მოქალაქეებს ჯანდაცვა დაუბრუნდათ, დღეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გასულია, თუმცა დღეს ქვეყანას აქვს მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები და ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას საქართველოს ევროპული მომავლის, საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. რა Politico-ს სტატიამ უნდა შეცვალოს ეს ისტორია?!“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ლევან დავითაშვილი

30 ნოემბერი 2023, 18:15

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: აზიის განვითარების ბანკთან ერთად ბევრი სტრატეგიული პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე ვართ. მათ შორის არის თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ახალი ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის სანაპიროზე

აზიის განვითარების ბანკთან ერთად, ჩვენ ამჟამად ბევრი სტრატეგიული პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე ვართ. მათ შორის, არის თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ახალი ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის სანაპიროზე და ბევრი სხვა პროექტები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას.

ალექსანდერ შალენბერგი

30 ნოემბერი 2023, 18:13

მსოფლიო

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვის ეუთოს მინისტერიალზე მიწვევაზე: არ უნდა გვეშინოდეს დიალოგის

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ შალენბერგი მიესალმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ეუთოს მინისტერიალზე მიწვევას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 18:11

თავდაცვა

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

„თავდაცვის კოდექსს“ დაემატა ნორმა, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილება, მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

არჩილ თალაკვაძე

30 ნოემბერი 2023, 18:05

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ეუთოს მინისტერიალზე ჩადიან ენტონი ბლინკენი და ჟოზეფ ბორელი. რა თქმა უნდა, საქართველოც არის იქ, სადაც საერთაშორისო პარტნიორები არიან

ძალიან მნიშვნელოვანი მინისტერიალი ტარდება მაკედონიაში - ეუთო არის ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარე და მას უშუალო წვლილი შეაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პროცესში, რაც საქართველოსთვის ასე ფასეულია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

30 ნოემბერი 2023, 18:05

ეკონომიკა

რა ეტაპზეა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა - ლევან დავითაშვილის განმარტება

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ანაკლიის პორტის მშენებლობის დეტალებზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილი

30 ნოემბერი 2023, 18:03

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: საქართველოს როლი განსაკუთრებულია CAREC-ის ქვეყნებში - ზღვისგან მოწყვეტილი რვა ქვეყანა სწორედ საქართველოს გავლით ახდენს წვდომას ზღვაზე და შესაბამისად, უკავშირდება ევროკავშირს

საქართველოს როლი განსაკუთრებულია CAREC-ის ქვეყნებში - ზღვისგან მოწყვეტილი რვა ქვეყანა სწორედ საქართველოს გავლით ახდენს წვდომას ზღვაზე და შესაბამისად, უკავშირდება ევროკავშირს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

30 ნოემბერი 2023, 18:01

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევები შესაძლებლობებად ვაქციოთ

მინისტრთა კონფერენცია ასეთი ფორმატით და ასეთი მასშტაბით პირველად გაიმართა პანდემიის შემდეგ. ჩვენ ვიცით რომ პანდემიის შემდეგ გამოწვევები რეგიონში არ დასრულებულა, პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების ეპოქაში ვიმყოფებით, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა„ქრონიკაში“ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე საუბრისას.

მამუკა მდინარაძე

30 ნოემბერი 2023, 17:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე: უნდობლობა უკვირს ადამიანს, რომელმაც უღალატა იმ ამომრჩეველს და ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მას მხარი დაუჭირა

„ქართული ოცნების“ ლიდერების ბილბორდზე გამოჩენა გახდა საჭირო ეს ადამიანი [სალომე ზურაბიშვილი] პრეზიდენტი რომ გამხდარიყო და დღეს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქს ეძახის, „ქართულ ოცნებას“ ლანძღავს და ბოლომდე გადასულია „ნაცების“ მესიჯბოქსზე - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ მას რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლება არ ხვდება.

30 ნოემბერი 2023, 17:56

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა სახელმწიფო დეპარტამენტში, საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაცია საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) შემდეგ, ცესკოს დელეგაციამ შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებთან გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე
მატუშ ბუშოვსკი

30 ნოემბერი 2023, 17:45

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკეთის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული რთული ვითარებისა და რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ელინა ვალ ტონენი

30 ნოემბერი 2023, 17:43

მსოფლიო

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი მრავალი წელია, ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ევროპის უსაფრთხოების მთავარ პრინციპებს, მათ შორის 2008 წელს საქართველოში და უკრაინაში 2014 წლის შემდეგ

რუსეთი არა მხოლოდ გაეროს ქარტიას არღვევს, არამედ ევროპის უსაფრთხოებას, ასევე ძირეულ პრინციპებსა და ვალდებულებებს უხეშად არღვევს, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალ ტონენმა ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა.

ჯეიმს ობრაიენი

30 ნოემბერი 2023, 17:41

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: საქართველოსა და მოლდოვაში განგრძობადი კონფლიქტი ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს, რათა ისინი გადაიჭრას და ეს საზოგადოებები საკუთარი ხალხის არჩევანთან სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ

საქართველოსა და მოლდოვაში განგრძობადი კონფლიქტი ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს, რათა ისინი გადაიჭრას და ეს საზოგადოებები საკუთარი ხალხის არჩევანთან სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ , - სკოპიეში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა.