ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო 3 წელიწადში 30%-ით გაეზარდა ხელფასი ყველა საჯარო მოხელეს, მათ შორის, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს 45-50%-ით, საჯარო მოხელეებს ხელფასი 2024 წელსაც გაეზრდებათ

ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თავდაპირველად 27 მილიარდ 800 მილიონ ლარზე იყო გათვლილი. 27 მილიარდ 800 მილიონ ლარში გათვალისწინებული იყო დაფინანსების ზრდა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის, პენსიების ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საჯარო მოხელეებს ყველას გაეზრდება ხელფასი 2024 წელსაც და ბიუჯეტში 10%-იანი ზრდა არის ჩადებული.
„ზემოაღნიშნული პარამეტრები ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტშიც არ იცვლება. ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, ჩვენ 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თავდაპირველად 27 მილიარდ 800 მილიონ ლარზე იყო გათვლილი. 27 მილიარდ 800 მილიონ ლარში გათვალისწინებული იყო დაფინანსების ზრდა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის, პენსიების ზრდა. შეგახსენებთ, რომ პენსიები გაიზარდა მაღალმთიან რეგიონში, 70-წელს ზემოთ პენსია უკვე 500 ლარამდე იქნება. თითქმის 400 ლარამდე იქნება 70 წელზე ქვემოთ პენსია. ასევე საჯარო მოხელეებს ყველას გაეზრდება ხელფასი 2024 წელსაც. 10%-იანი ზრდა არის ჩადებული და მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო სამ წელიწადში, 30%-ით გაეზარდა ხელფასი ყველა საჯარო მოხელეს, მათ შორის, პოლიციელებს და ჯარისკაცებს 45-50%-ით. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ 400 მილიონი ლარზე მეტით გაიზრდება განათლების დაფინანსება მომავალ წელს“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე

07 დეკემბერი 2023, 13:01
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე: 2023 წელი ქართული სამოქალაქო ავიაციისთვის ისტორიული წელია
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ავიაციის სექტორში დასაქმებულებს პროფესიულ დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.

07 დეკემბერი 2023, 13:01
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: საქართველოს კურორტების განვითარების მიზნით ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს შესაბამისი, კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები” გახსნა. ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოში კურორტების განვითარების საჭიროებასა და ამ სექტორის პოტენციალის მაქსიმალურად და სწორად გამოყენების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში სახელმწიფოს როლზე ისაუბრა.

07 დეკემბერი 2023, 12:59
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა
ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი რუსი კოლეგის, ვლადიმირ პუტინის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ ირანული მედია იტყობინება. რაისის თქმით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ღაზის სექტორში შექმნილი ვითარება იქნება.

07 დეკემბერი 2023, 12:44
მსოფლიო
დევიდ კემერონი: უნდა ვკონცენტრირდეთ უკრაინაზე, ვინაიდან ვიცით, რომ თუ პუტინს არ გააჩერებ, ის უფრო მეტისთვის დაბრუნდება
ჩვენ ვიცით, რომ თუ პუტინს არ გააჩერებ, ის უფრო მეტისთვის დაბრუნდება, - ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 12:44
რეგიონი
აჭარაში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს ტრენინგები უტარდებათ
„ინდივიდუალური და ჯგუფური სავარჯიშოები ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების თანამშრომლებს დაეხმარება გაერკვნენ საკუთარ მიზნებსა და მოლოდინებში, იცოდნენ პროფესიული განვითარების რა ეტაპზეა თანამშრომელი და რა უნდა გაკეთდეს მეტი შედეგის მისაღებად.

07 დეკემბერი 2023, 12:31
საზოგადოება
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელეგაციამ ჩინჰუას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელეგაცია ჩინეთის წამყვან ჩინჰუას უნივერსიტეტს ესტუმრა და უნივერსიტეტის პრორექტორ ვანგ ჰონგვეისთან შეხვედრა გამართა.

07 დეკემბერი 2023, 12:27
მსოფლიო
7 თებერვალს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
2024 წლის 7 თებერვალს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სააგენტო APA-ს ს ინფორმაციით, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება ილჰამ ალიევმა გამოსცა.

07 დეკემბერი 2023, 12:18
LIVE ისრაელი
ჟოზეფ ბორელი: ვთხოვ ევროკავშირის წევრებს მხარი დაუჭირონ ანტონიო გუტერეშის განცხადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
ვთხოვ ევროკავშირის წევრებს მხარი დაუჭირო ანტონიუ გუტერეშის განცხადებას,- ასე გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის მოწოდებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

07 დეკემბერი 2023, 12:12
მსოფლიო
სი ძინპინი პეკინში ევროკავშირის ლიდერებს შეხვდა
პეკინი ჩინეთ-ევროკავშირის სამიტს მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ევროკავშირის ლიდერებს შეხვდა. სამიტს, სადაც განხილული იქნება ჩინეთისა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი ესწრებიან.

07 დეკემბერი 2023, 12:11
პოლიტიკა
ქეთევან თურაზაშვილი: ნატოში არის ძალიან მეგობრული, მხარდამჭერი განწყობები - ჩვენი დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს
ნატოში არის ძალიან მეგობრული, მხარდამჭერი განწყობები და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გაატაროს ეფექტიანი, დემოკრატიული რეფორმები იმისთვის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი იყოს წარმატებული, - აცხადებს დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი.

07 დეკემბერი 2023, 12:03
საზოგადოება
სატყეო სააგენტო: ნოემბერში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 80 ფაქტი გამოვლინდა
მათივე ცნობით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 13 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 3 - მცხეთა-მთიანეთის, 2 გამოვლენილია ქვემო ქართლის, 26 - შიდა ქართლის, 3 - სამცხე-ჯავახეთის, 7 - გურიის, 3 - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 11 - იმერეთის, ხოლო 12 კანონდარღვევის ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო -ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

07 დეკემბერი 2023, 11:50
მსოფლიო
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი გამოაცხადა - არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება.

07 დეკემბერი 2023, 11:31
სპორტი
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებული „საბურთალო“ გახდა
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება „საბურთალოს“ გამარჯვებით დასრულდა. ფინალში თბილისის გუნდმა „დინამო ბათუმი“ 1:0 დაამარცხა და ეს ტურნირი ბოლო სამ წელიწადში მეორედ მოიგო.

07 დეკემბერი 2023, 11:30
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: The Times-ის ცნობით, სულ უფრო მეტი ამერიკული ოჯახი ირჩევს შვილებისთვის მათემატიკის სწავლების საბჭოთა მოდელს - „არა რუსულ მათემატიკას?“
„ბრიტანული გამოცემა The Times-ის ცნობით, ამერიკულ ოჯახთა სულ უფრო მზარდ რაოდენობას სურს, რომ მათმა შვილებმა დამწყები კლასებიდანვე მათემატიკა ე.წ. „საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემით“ ისწავლონ. მიაჩნიათ, რომ ეს მათ შვილებს უპირატესობას მისცემს შემდგომში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად“.

07 დეკემბერი 2023, 11:29
საზოგადოება
გიორგი პერტაია: ბიზნეს სექტორის ნდობა კოლეჯებისადმი და პროფესიულ განათლებაში მათი ჩართულობა იზრდება და მოთხოვნადი ხდება
პალატის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრის ფარგლებში არაერთი ადამიანი იპოვის შესაბამის სამუშაოს ან საგანმანათლებლო პროგრამას, ხოლო კომპანიები შეძლებენ უნარიანი კადრების მოძიებას.

07 დეკემბერი 2023, 11:28
LIVE ისრაელი
ანტონიო გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფის შეწყვეტისკენ მოუწოდა
გაეროს გენერალურმა მდივანმა პირველად გამოიყენა ორგანიზაციის წესდების 99-ე მუხლი, რომელიც მას უფლებას აძლევს, გაეროს უშიშროების საბჭოზე გაიტანოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობას უქმნის საფრთხეს.

07 დეკემბერი 2023, 11:24
საზოგადოება
ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ 23 პირს დღეს დაკრძალავენ
ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ 17 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ადგილას, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

07 დეკემბერი 2023, 11:24
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ფაქტობრივად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ არ არიან მომხრე არც რეკომენდაციების შესრულების, არც გამჭვირვალეობის. ოფშორისგან დაფინანსებული ორგანიზაციებიდან სხვა მოლოდინი არც უნდა გვქონდეს
„ეს ინიციატივა არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ხდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება და ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესების გამჭვირვალეობას. სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე არის კიდევ უფრო მეტად საინტერესო, თუ რატომ აპროტესტებს მას რადიკალური ოპოზიცია“

07 დეკემბერი 2023, 11:23
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე: ვყველა ფიზიკური პირის უკან დგას იურიდიული პირი და რა შემოწირულებასაც გააკეთებდა იურიდიული პირი გააკეთებინებენ ფიზიკურ პირს
ეს არის იმიტაცია და თვალებში ნაცრის შეყრა, ეს არის დონ კიხოტივით ქარის წისქვილებთან ბრძოლა იმიტომ, რომ არანაირი იურიდიული პირები ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც დაფინანსებას იღებდნენ, არ ჰყავდათ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 11:18
პოლიტიკა
აშშ მოუწოდებს რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით აღებული ვალდებულება და თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე გაიყვანოს
ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულება და თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე გაიყვანოს. ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის დასრულების შემდეგ ამერიკის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.