imedi /  04 ნოემბერი 2023, 11:19 / სანდო წყარო

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო კვირაში, როდესაც ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდება, ის საქართველოსთვის დადებითი იქნება

ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო კვირაში, როდესაც ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდება, ეს ანგარიში საქართველოსთვის დადებითი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი კარგად ჩანს სტატისტიკაში, რომელი კანონისთვის აქვს ოპოზიციას ხმა მიცემული, რომელიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად იყო საჭირო.

„ოპოზიციის მიერ შეცვლილი რიტორიკა ალბათ, იმაზე მეტყველებს, რომ მათაც აქვთ დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი. შესაბამისად ახლა ცდილობენ, რომ მატარებელს შეახტნენ და თვითონაც დაიწერონ ქულები, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რას აკეთებდნენ ისინი მთელი წელიწად ნახევრის განმავლობაში. ასევე, ეს ყველაფერი კარგად ჩანს სტატისტიკაში, რომელი კანონისთვის აქვთ ხმა მიცემული, რომელიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად იყო საჭირო“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ყველა სიახლე

გიორგი ბოტკოველი

06 დეკემბერი 2023, 17:26

პოლიტიკა

გიორგი ბოტკოველი: მკითხაობას ნამდვილად ვერ დავიწყებ რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, მთავარია ყველა პროევროპულმა ძალამ მწყობრად ვიაროთ, რომ ოლიგარქიული რეჟიმი დავამარცხოთ

მკითხაობას ნამდვილად ვერ დავიწყებ ის რას იზამს, გადადგება, გადმოდგება, პოლიტიკურ პარტია შექმნის თუ არა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა სალომე ზურაბიშვილზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 17:25

სამართალი

პროკურატურამ შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა ნ.ს-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის მიმართ ძალადობა განახორციელა.

ტეილორ სვიფტი

06 დეკემბერი 2023, 17:05

კულტურა

Time-მა 2023 წლის ადამიანად ტეილორ სვიფტი დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა 2023 წლის ადამიანად მომღერალი ტეილორ სვიფტი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

06 დეკემბერი 2023, 16:50

ეკონომიკა

ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი

აქამდე, რეგულარული ფრენების განხორციელება მხოლოდ სტამბოლის, ანტალიის, ანკარას და ტრაბზონის მიმართულებით იყო შესაძლებელი. რაც შეეხებათ თურქული მხარის ავიაკომპანიებს, როგორც წინამორბედი, ისე განახლებული შეთანხმების დანართის ფარგლებში, მათ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით აქვთ.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით

ბოლო პერიოდში ვაკვირდები, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტებით გამოირჩევიან. მათ ვურჩევდი, რომ ელაპარაკონ არა პოლიტიკოსებს ქვეყნის გარეთ, ეს იქნება ამერიკა თუ სხვა, არამედ ქართველ ხალხს და საკუთარ ამომრჩეველს. ისინი ამითაც აჩვენებენ, რომ საერთო ჯამში ლეგიტიმაციას ელტვიან არა ქართველი ხალხისგან, არამედ სხვადასხვა დედაქალაქებისგან. თავის დროზე სხვა დამოკიდებულება კი არ ჰქონდათ კომუნისტური პარტიის ნომენკლატურას, ზუსტად ასე იყურებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალებისკენ და სწორედ იქ ეძებდნენ ლეგიტიმაციას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 16:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი საზიარო ევროპული ღირებულებაა, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ ინდივიდუალური შეფასებებით, არ შეიძლება ისეთი აღქმა შეიქმნას, თითქოს რომელიმე ქვეყანა საქართველოს იყენებს ზეწოლის ინსტრუმენტად

ვფიქრობ სწორედ ჩვენი საზიარო ევროპული ინტერესი და უპირველეს ყოვლისა ღირებულებაა, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ ინდივიდუალური შეფასებებით და არა კოლექტიური მიდგომებით, -

06 დეკემბერი 2023, 16:42

ეკონომიკა

საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

აღნიშნული შეთანხმება, ავიაკომპანიებისთვის მიმზიდველს გახდის საქართველოსა და ომანს შორის შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას და ხელს შეუწყობს როგორც ფრენების არეალის გაფართოებას, ისე ტურიზმისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:37

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ევროპული ღირებულებები უკარნახებს ყველას, რომ ინდივიდუალურად მიუდგნენ ყველა ქვეყანას და გადაწყვეტილებაც უნდა იყოს ინდივიდუალური

რაც შეეხება ევროპულ საბჭოს და საუბარს, თითქოს შეიძლება რომელიმე ქვეყანამ დააკავშიროს უნგრეთის პოზიცია საკუთარ პოზიციასთან საქართველოს მიმართ, ვფიქრობ, ეს არ იქნება სწორი მიდგომა და კიდევ ერთხელ იქნება საქართველოს ინსტრუმენტალიზაცია, თუ შიდა დისკუსიების გამო საქართველოს ინსტრუმენტად გამოყენება მოხდება , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა, რადგან თითოეული ხმა გადამწყვეტია - უნგრეთს ჩვენ მიმართ პოზიტიური განწყობა აქვს და ეს შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა, რადგან თითოეული წევრის ხმა გადამწყვეტია და მგონი, რომ ჩვენი ოპონენტები ამაში უნდა დარწმუნდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 16:33

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინიციატივით მორიგი სამუშაო შეხვედრა იმართება ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვის თაობაზე

აღნიშნული ფორმატი საშუალებას აძლევს სამოქალაქო სექტორს გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები გეგმის აქტივობებთან დაკავშირებით და მოისმინონ პასუხისმგებელი უწყებების უკუკავშირი.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს

ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი უკვე აშკარად მოქმედებს ოპოზიციის დღის წესრიგით.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:19

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ ისე, რომ არ გვიცავს არც ნატო-ს ატომური ქოლგა, არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა და ამავე დროს, რუსეთს ჩვენი რეგიონები ოკუპირებული აქვს

როცა უკრაინის მიმართ სოლიდარობაზე ვსაუბრობთ, ხაზს ვუსვამთ იმას, რომ საქართველო გამორჩეულია ყველა ქვეყნისგან იმით, რომ ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი რუსეთთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:14

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს თუ ნატოს წევრ ქვეყნებს შევადარებთ, მაშინ ვნახავთ, რომ საქართველო შესაბამის სტანდარტზეა - საქართველო დიდი ხანია მზადაა, რომ ნატომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს

„ჩვენი სამხედრო ძალების თავსებადობა უმაღლეს დონეზეა. ნატოსთან ჩვენი სამხედრო კონტინგენტის აბსოლუტურ უმრავლესობას სხვადასხვა ფორმატში მონაწილეობა აქვს მიღებული ნატოს მისიებში და თავსებადობა ამით უზრუნველყოფილია. საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს თუ ნატოს წევრ ქვეყნებს შევადარებთ, მაშინ ვნახავთ, რომ საქართველო შესაბამის სტანდარტზეა. ყველა ამ პარამეტრით, საქართველო დიდი ხანია მზადაა, რომ ნატომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

06 დეკემბერი 2023, 16:13

სამართალი

პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:05

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ვინც კონტექსტში დააყენებს კენჭისყრის საკითხს - ან სამივე ქვეყანა ერთ პაკეტში, ან არავინ, ის იქნება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მებრძოლი მხარე

ევროპის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მომავლის ერთობლივი პაკეტით განხილვას არ გამორიცხავს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. საუბარია იმაზე, რომ უნგრეთის პოზიციის გამო, რომელმაც შესაძლოა დაბლოკოს უკრაინის ევროკავშირის წევრობის საკითხი, ხოლო საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, განხილოს ერთობლივ პაკეტში.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:03

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი მქონდა იმაზე, თუ როგორ ახერხებს საქართველო უსაფრთხოების ძალიან რთულ გარემოში შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო

„ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი მქონდა იმაზე, თუ როგორ ახერხებს საქართველო უსაფრთხოების ძალიან რთულ გარემოში შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო და ამავე დროს მონაწილე იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის სახით. საუბარი მქონდა იმაზე, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესის კვალდაკვალ მნიშვნელოვანია“

06 დეკემბერი 2023, 16:00

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის რეკომენდაციებს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშზე.

ბორის ჯონსონი

06 დეკემბერი 2023, 15:59

მსოფლიო

გამოკითხული ბრიტანელების 71% პანდემიის დროს ბორის ჯონსონის საქმიანობას არ ენდობა

გამოკითხული ბრიტანელების 71% პანდემიის დროს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის საქმიანობას არ ენდობა. ამის შესახებ YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.

06 დეკემბერი 2023, 15:46

საზოგადოება

ComCom-ის წევრმა ევროპის საბჭოს ფორუმზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა

ღონისძიებაზე განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა მედიის რეგულირება, მიმდინარე რეფორმები, მედიის მარეგულირებელი ჩარჩოების შესაბამისობა ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და ევროკავშირის რეგულაციებთან, მედიის მფლობელობის გამჭვირვალობა, დამაზიანებელი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სახელმწიფოებისა თუ სამოქალაქო საზოგადოებების პასუხი დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე, ასევე, ჟურნალისტებისა და სხვა მედია აქტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათი ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების დაცვა, მდგრადი მედია ინფრასტრუქტურის შექმნა და სხვა

ენტონი ბლინკენი

06 დეკემბერი 2023, 15:27

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: თუ ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებას ვერ უზრუნველვყოფთ და პუტინი დაუსჯელი დარჩება, ეს გახსნის აგრესიის პანდორის ყუთს მთელ მსოფლიოში

თუ ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებას ვერ უზრუნველვყოფთ და ვლადიმირ პუტინი დაუსჯელი დარჩება, ეს გახსნის აგრესიის პანდორის ყუთს მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.