შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. თუკი მოითხოვდა, ამის პარალელურად, უნდა მოეცა სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. თუკი მოითხოვდა, უნდა მოეცა სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები“-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლითაც „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, „თითქოს კანდიდატის სტატუსზე მთავარი დათქმა იქნება, რომ საქართველომ დაუწესოს სანქციები რუსეთს“.
კითხვაზე, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, პაპუაშვილი განმარტავს, რომ რთულია სერიოზული კომენტარის გაკეთება, თუმცა ვხედავთ ოპოზიციის და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბოლოო გაბრძოლებას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.
„რთულია, ჟურნალისტის განცხადებები სერიოზულად დააკომენტარო, თუმცა ჩვენ ვხედავთ მცდელობას ოპოზიციის და რამდენიმე „ენჯეოს“ მხრიდან. ჩვენ ვნახეთ სერგი კაპანაძის სტატია, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ უნდა დაუდგეს პირობა რუსეთისთვის სანქციის დაწესება და სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა. დიდი ალბათობით, მის გათავისუფლებას გულისხმობდა. ვხედავთ, მათ შორის იყო სტატია სოროსის ფონდის წარმომადგენლებისა, ვხედავთ, რას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, მათი განცხადებები, მათ შორის, რამდენიმე „ენჯეოს“ ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ იქნებ იყოს რამე, რაც მიენიჭება და თუკი მიანიჭებთ, მაშინ იყოს დათქმები რუსეთისთვის სანქციების დაწესება, მიხეილ სააკაშვილი და ა.შ. პირდაპირ არის შტურმი, ასე ვთქვათ, საბოლოო გაბრძოლება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ და იტოვებენ იმის შესაძლებლობას, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოენიჭა კანდიდატის სტატუსი და მათი შტურმი იყო უშედეგო, იქნებ რამენაირად დაამძიმონ“-აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, ყველა ხვდება, რომ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება ნიშნავს ეკონომიკურ კატასტროფას საქართველოში.
„რაც შეეხება სანქციებს, ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. თუკი მოითხოვდა, რა თქმა უნდა, ამის პარალელურად უნდა მოეცა ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები. ამ გარანტიების გარეშე არც ევროკავშირი ითხოვს, მათ შორის, არც ნატო და არავინ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. ყველა ხვდება, რომ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება ნიშნავს ეკონომიკურ კატასტროფას საქართველოში. დათვლილია, მინუს 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა ჩვენ, თუ დავაწესებდით სანქციებს. მეორე – ეს ნიშნავს რისკს სამხედრო დაპირისპირებისა რუსეთთან პირდაპირ, ირიბად, სხვადასხვა პროქსიჯგუფების გამოყენებით, თუ ა.შ. ანუ, ნიშნავს სამხედრო და ეკონომიკურ კოლაფსში ქვეყნის გადაგდებას და რა თქმა უნდა, არც ერთი პასუხისმგებლიანი ქვეყანა, თუ ორგანიზაცია საქართველოდან ამას არ ითხოვდა, ვინაიდან ამ შემთხვევაში მათ პირდაპირ უნდა მოეცათ ეკონომიკური და სამხედრო უსაფრთხოების გარანტიები. ასე რომ, ვხედავთ, ეს ჯგუფი, მათ შორის ოპოზიციის და მათი მფარველი რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი უცხოეთში ამას ცდილობენ, ითხოვენ, თავიდანვე ითხოვდნენ, სწორედ იმ მიზეზით, რომ საქართველოს მოსახლეობა გაეწირათ ეკონომიკური კატასტროფისთვის და გაეწირათ შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის. ამიტომ მე მიკვირს, რომ ამ შემთხვევაში ვიღაც უცხოელი ჟურნალისტი ამ საკითხებზე საუბრობს. ეს უბრალოდ აჩვენებს, რომ ოპოზიცია ამაზე მუშაობს, მათ შორის ვიცით, რომ ბრიუსელში ჩადის მათი რამდენიმე წარმომადგენელი, რომ ადგილზე ბოლო შტურმი მიიტანონ ქართველი ხალხის ევროპულ მომავალზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე

29 ნოემბერი 2023, 09:31
კულტურა
ზესტაფონის სახელმწიფო თეატრში ფესტივალი „უშანგი“ დაიწყო
უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ რეჟისორმა ვატო ჯუღელმა უშანგი ჩხეიძის დაბადებიდან 125 წლისთავს მიუძღვნა. ზესტაფონის თეატრმა წელს 85-ე საიუბილეო თეატრალური სეზონი გახსნა. ფესტივალის თემაა შექსპირი, როგორც უშანგი ჩხეიძის „ჰამლეტის“ ლეგენდარული სახის პატივგება ქართულ სცენაზე.

29 ნოემბერი 2023, 09:17
საზოგადოება
თეა ახვლედიანი „შერიგების პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა“ და ,,მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ წევრებს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, უწყების ინიციატივით დაარსებული „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა“ და ,,მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ წევრებთან შეხვედრა გამართა.

29 ნოემბერი 2023, 08:39
სამართალი
კახეთში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კაცი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილს, ის საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

29 ნოემბერი 2023, 08:28
მსოფლიო
ბრიუსელში ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება
ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ. ორდღიან მინისტერიალზე უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ. ასევე, იმსჯელებენ ღაზის, ჩინეთისა და დასავლეთ ბალკანეთის საკითხებზე.

29 ნოემბერი 2023, 08:18
მსოფლიო
ჯოზეფ ბორელი სკოპიეში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალზე ჩავა
ჯოზეფ ბორელი სკოპიეში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალზე ჩავა, რომელსაც უკრაინამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ბოიკოტის მიზეზი მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობა გახდა.

29 ნოემბერი 2023, 08:01
თავდაცვა
დღეს პარლამენტში თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ
დღეს პარლამენტში, თავდაცვის კოდექსში შედატან ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. ცვლილებები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების ახალ წესებს ადგენს და ის სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხებათ.

29 ნოემბერი 2023, 02:48
მსოფლიო
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე: ზელენსკის სამხედროებთან განხეთქილების შესახებ ჭორები რუსული პროპაგანდაა
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამხედროებთან განხეთქილების შესახებ ჭორები რუსული პროპაგანდაა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 02:30
LIVE ისრაელი
CNN: „ჰამასი“ აცხადებს, რომ ზავის გახანგრძლივება სურს
ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ აცხადებს, რომ ზავის გახანგრძლივება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 02:10
მსოფლიო
BFMTV: პირველად 60-იანი წლების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის მმართველმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 100% ვერ მიიღო
პირველად 60-იანი წლების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის მმართველმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 100% ვერ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეკომპანია BFMTV ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 01:53
მსოფლიო
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა უკრაინელი სამხედროების მომზადებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა უკრაინელი სამხედროების მომზადებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 01:24
LIVE ისრაელი
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელის სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ღაზა აღარ იქნება საფრთხე ისრაელისთვის
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ღაზა აღარ იქნება საფრთხე ისრაელისთვის.

29 ნოემბერი 2023, 01:05
მსოფლიო
Rai News: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომის პაპი დუბაიში გაეროს კლიმატის სამიტს არ დაესწრება
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომის პაპი ფრანცისკე დუბაიში გაეროს კლიმატის სამიტს არ დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური Rai News-ი ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 00:43
მსოფლიო
Le Figaro: ბურკინა-ფასოში, ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 40 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
ბურკინა-ფასოში, ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 40 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 00:42
საზოგადოება
ეკა სეფაშვილი: მნიშვნელოვანია პროფესიული და უმაღლესი განათლების მორგება სამუშაო ძალის ბაზრის მოთხოვნებთან, ბაზრის შემდგომი განვითარების განჭვრეტა და ამ მიმართულებით უცხოელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარება
„მინისტრის საათის“ ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოსმენისას პარლამენტის სხდომაზე „ხალხის ძალის" წევრმა ეკა სეფაშვილმა დადებითად შეაფასა განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და გიორგი ამილახვარს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართა.

29 ნოემბერი 2023, 00:24
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური: ჩვენი ქვეყნის სიძლიერე გადის სწორედ მომავალი თაობისთვის სწორი და ხარისხიანი განათლების მიღებაზე
ალუდა ღუდუშაურის თქმით, ის რეფორმები, რომელზეც დღეს მინისტრმა ისაუბრა, რევოლუციური და შთამბეჭდავია.

29 ნოემბერი 2023, 00:15
მსოფლიო
The Wall Street Journal: ევროპა საბრძოლო მასალის ნაკლებობას ცუდ დროს განიცდის
ევროკავშირმა პირობა დადო, რომ მომავალი წლის მარტისთვის უკრაინას მილიონ საარტილერიო ჭურვს მიაწვდის, თუმცა მიწოდება ყოვნდება, ხოლო გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ „უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მიზანი არ იქნება მიღწეული“, - წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით ევროპა საბრძოლო მასალის ნაკლებობას ცუდ დროს განიცდის.

29 ნოემბერი 2023, 00:14
საზოგადოება
ჯაბა სამუშიამ აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა
„ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. თსუ-ში კავკასიოლოგიის კათედრაზე მოქმედებს როგორც აზერბაიჯანის ისტორიის, ასევე ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო პროგრამები. ჩვენ შეგვიძლია ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაფართოვოთ და მრავალფეროვანი გავხადოთ,“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

29 ნოემბერი 2023, 00:09
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: განათლების სფეროზე ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, არც ხედვა აქვს და არც ოპონირება შეუძლია
არჩილ თალაკვაძემ ბოლო წლების განმავლობაში განათლების სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი აქტივობები დადებითად შეაფასა.

28 ნოემბერი 2023, 23:49
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიცალა პოლიტიკური გავლენებისგან და იქ დაბრუნდა განათლება
რეფორმები, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სექტორში ხორციელდება, ეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. უახლოეს პერიოდში კი ამ ორ სექტორს დაემატება არანაკლებ მნიშვნელოვანი სექტორი - ახალგაზრდობის სფერო, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა „მინისტრის საათის“ ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს მოუსმინეს.

28 ნოემბერი 2023, 23:21
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი: ჩინეთი არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე
ჩინეთი არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.