სალომე ზურაბიშვილი: არ მთავრდება რუსეთის საუკუნოვანი პოლიტიკა – ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის მხოლოდ ერთი - ეს არის ევროპა და მშვიდობა ევროპაში

სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა – ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის მხოლოდ ერთი - ეს არის ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგზე განაცხადა და სოფელ კირბალთან მოკლულ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.
„მინდა, მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და ოჯახთან ერთად, მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, რამეთუ არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა – ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება. მართლაც საუკუნეების მანძილზე, უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, რუსეთის განცხადებებს, ვითომ არის ერთსულოვანი ჩვენი მეგობარი და რეალურად, როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის მხოლოდ ერთი - ეს არის ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში. ამიტომ არის, რომ ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ, სხვა პერსპექტივის არც გვჯერა და ძალიან გასაკვირია, თუ ვინმეს შეიძლება, საქართველოში სჯეროდეს რუსეთთან ერთად მომავლის. რუსეთისკენ შემყურე, ვინმეს სჯეროდეს, რომ შეიძლება, წავიდეს და რამე ისწავლოს რუსეთში, რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ რაღაც მშვიდობიან მოლაპარაკებებს ჩაატარებს რუსეთთან. ჩვენი მომავალი არის ჩვენს პარტნიორებთან ერთად და არის ევროპაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ხვალ, 20:00 საათზე ყველა შეიკრიბება და იტყვის, რომ საქართველოს მომავალი არ არის რუსეთში.
„ხვალ იქნება ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არ არის ჯერ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვგეგმავდით ხვალ, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს. შევიკრიბებით არა ზეიმისთვის, რადგან ზეიმი იქნება მაშინ, თუ მივიღეთ ჩვენ პასუხი დეკემბერში, არამედ იმისთვის, რომ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპანია, რომელშიც ყველანი ვიქნებით ჩართული. ჩვენი საზოგადოება დღეს უნდა იყოს ერთიანი - დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია, დიდი აქტიურობა და ხვალ იქნება ამ დღის საწყისი, რადგან რუსეთმა სცადა, კიდევ შეგვიცვალოს დღის წესრიგი. ჩვენ დღეს მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი. ჩვენ შევცვალეთ ხვალინდელი ღონისძიების სახე. ხვალ შევიკრიბებით და ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ. ევროპას ვეტყვით და გავაგზავნით ევროპაში ჩვენს ხმას. ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ. არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ, როგორც ვაპირებდით, ხელმოწერების კამპანიას, რამეთუ რუსეთი ვერასოდეს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს. ეს არის ჩვენი წარსულიდან მაგალითი, რომელიც მოგვყვება, რომ საქართველომ თავისი გზა არასოდეს შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით. ეს არის ქართველი ხალხის ნება და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ყველა გატაცებულ ადამიანზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე. ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ შევალთ ევროპაში და იქ გვექნება ის, რაც ეკუთვნის საქართველოს – იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნის და მშვიდობიანად ყოფნის მომავალი. ხვალამდე, 20:00 საათზე ჩვენ შევიკრიბებით და ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.
ყველა სიახლე

01 დეკემბერი 2023, 10:56
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაცმოძრაობის“ წევრები მოითხოვენ, 2024 წლის არჩევნებამდე პარტიაში თავმჯდომარის პოზიცია გაუქმდეს და დროებითი მმართველი ორგანო შეიქმნას
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ითხოვენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, „გადამწყვეტ არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო“. ამის შესახებ საკრებულოს წევრების განცხადება სამოქალაქო გაერთიანება - „ძალა ერთობაშიას“ Facebook-ზე გავრცელდა.

01 დეკემბერი 2023, 10:47
საზოგადოება
საქართველომ და თურქეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური ასამბლეის 33-ე რეგულარული სესიის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც მხარეებმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს. კერძოდ, მემორანდუმის თანახმად, საქართველოში სერტიფიცირებული მეზღვაურები შეძლებენ თურქეთის სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე დასაქმდნენ და პირიქით

01 დეკემბერი 2023, 10:45
რეგიონი
აბაშელი ფეხბურთელები პროფესიულ ლიგაში ითამაშებენ
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, აბაშელი ფეხბურთელები პროფესიულ ლიგაში ითამაშებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პლეი-ოფის ფინალურ ეტაპზე საფეხბურთო კლუბი „ზანა“ თბილისის „იუჯი 35”-ს დაუპირისპირდა.

01 დეკემბერი 2023, 10:38
საზოგადოება
ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და თვითდასაქმების პროექტის მონაწილე დევნილ ქალბატონებს საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი და სერტიფიკატები გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, სილამაზის ინდუსტრიისა და ხელნაკეთი ნივთების დამზადების შემსწავლელი კურსების მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი და სერტიფიკატები გადაეცათ, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 10:21
საზოგადოება
ComCom-მა ITU-ს, EaPeReg-ისა და EMREG-ის წარმომადგენლებთან ერთად ციფრული რუკის შესახებ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
კომუნიკაციების კომისიამ, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU), აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელისა (EaPeReg) და ევროკავშირსა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციის მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (EMREG) წარმომადგენლებს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 10:15
LIVE ისრაელი
ისრაელმა „ჰამასი“ ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები განაახლა
ისრაელმა „ჰამასი“ ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები განაახლა. ამის შესახებ „ცაჰალი“ იტყობინება.

01 დეკემბერი 2023, 09:58
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შვეიცარიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს, ციურიხში „ქართული ღვინის სახლის“ (GeoHauss GmbH) და ევროპის წამყვანი მეღვინეობის ჟურნალ „ვინუმის“ ერთობლივი ორგანიზებით, შვეიცარიის დედაქალაქ ციურიხში ქართული ღვინის დეგუსტაცია-წარდგენა გაიმართა, რომელსაც ჟურნალ „ვინუმის“ ერთ-ერთი რედაქტორი მიგელ ზამორანო უძღვებოდა. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით ტყემალაძე დაესწრო.

01 დეკემბერი 2023, 09:55
საზოგადოება
გიორგი ამილახვარი ბრიუსელში ევროპული განათლების რიგით მე-6 სამიტზე მთავარი მომხსენებლის სტატუსით წარდგა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. მინისტრმა მთავარი მომხსენებლის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო ევროპული განათლების რიგით მე-6 სამიტში, რომლის მთავარი თემა იყო „ევროპული განათლების სივრცე – რეალობა ყველასთვის‘‘.

01 დეკემბერი 2023, 09:43
კულტურა
რუსთაველის თეატრმა გორში სომეხი რეჟისორის, ჰაკოფ ღაზანჩიანის სპექტაკლი „იცოცხლე, ვიდრე ცოცხალი ხარ" წარადგინა
რუსთაველის ეროვნული თეატრის გასტროლი გორში. თეატრმა სომეხი რეჟისორის ჰაკოფ ღაზანჩიანის სპექტაკლი „იცოცხლე, ვიდრე ცოცხალი ხარ" წარადგინა.

01 დეკემბერი 2023, 09:31
საზოგადოება
თბილისის საკრებულოში უნიკალური გამოცემის, „თბილისური რეტროსპექტივის" პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის საკრებულოში უნიკალური გამოცემის, „თბილისური რეტროსპექტივის" პრეზენტაცია გაიმართა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო მასალის დამუშავების შემდეგ, ავტორებმა გამოსცეს ქართულ და ინგლისურ ენაზე შესრულებული ალბომი.

01 დეკემბერი 2023, 09:11
მსოფლიო
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის
საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. რუსული საოკუპაციო ძალები შეტევით ოპერაციას განაგრძობენ დონეცკის ოლქის ავდეევკის რაიონსა და ზაპოროჟიეში.

01 დეკემბერი 2023, 08:51
საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე შრომითი უფლებების საკითხები საკანონმდებლო მოთხოვნებისა და ინსპექტირების პროცესების ჭრილში.

01 დეკემბერი 2023, 08:43
LIVE ისრაელი
„ჰამასმა“ გვიან ღამით კიდევ 6 მძევალი გაათავისუფლა
ისრაელსა და ჰამასს შორის ტყვეების გაცვლა გრძელდება. პროცესი ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ შუამავლობით ხორციელდება. გვიან ღამით ჰამასმა კიდევ 6 მძევალი გაათავისუფლა. ისინი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს გადასცეს და უკვე საავადმყოფოში არიან.

01 დეკემბერი 2023, 08:37
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციაზე: გაერთიანდებიან თუ არა, მათი ზნე არ იცვლება
გაერთიანებები აუცილებელია თუკი მათ [ოპოზიციურ პარტიებს] სურთ, რომ წარმატება მოიპოვონ საარჩევნო პროცესის დროს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

01 დეკემბერი 2023, 08:30
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლილი და ღრმა კრიზისში, პარტიაში ორი ადამიანიც არ მოიძებნება, რომელიც ერთმანეთს ენდობა
რაც დათესეს იმას იმკიან. თავისი ქვეყნისთვის სურდათ დესტაბილიზაცია და დღეს დესტაბილიზაცია პარტიის შიგნით აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

01 დეკემბერი 2023, 08:21
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს ფორმატში საქართველო ყოველთვის იყოს წარმოდგენილი და ჩვენი ქვეყნის პოზიციები ყოველთვის გაჟღერდეს
ეუთოს ფორმატები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემაზე სწორედ ამ ფორმატებში ხდება ჩვენი მხრიდან პოზიციების გაჟღერება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

01 დეკემბერი 2023, 08:14
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: ეუთო-ს მინისტერიალზე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები მოვისმინეთ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართული ეუთოს მინისტრთა 30-ე საბჭო დადებითად შეაფასა. მისი თქმით მინისტერიალზე პარტნიორების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

01 დეკემბერი 2023, 08:07
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
1-ელ დეკემბერს ქუთაისში +19 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

01 დეკემბერი 2023, 01:15
LIVE ისრაელი
ბლინკენი: „ჰამასმა“ ღაზაზე კონტროლი არ უნდა შეინარჩუნოს
ისრაელში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ ღაზაზე კონტროლი არ უნდა შეინარჩუნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 00:47
LIVE ისრაელი
ბლინკენი: ყველამ, ვინც ზრუნავს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზე, უნდა მოითხოვოს „ჰამასისგან“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ტერორისტული აქტები და უდანაშაულო კაცების, ქალებისა და ბავშვების ფარად გამოყენება
ისრაელში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ჰამასს“ იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.