imedi /  07 ნოემბერი 2023, 16:11 / სანდო წყარო

გია ცაგარეიშვილი: სააკაშვილმა თავისი მხედართმთავრული ნიჭი თბილისში, 7 ნოემბერს გამოავლინა, როცა პარლამენტის ნებართვის გარეშე ყაზარმებიდან გამოიყვანა ჩვენი შეიარაღებული ძალები და პირდაპირ დაუპირისპირა მომიტინგეებს

გია ცაგარეიშვილი

გია ცაგარეიშვილი

რომ არა ჩვენი სამღვდელოება, რომელსაც ახლა ნახევარი ოპოზიცია ლანძღავს და აგინებს, მიცვალებულებს ვერ გამოვიყვანდით, დეზერტირებს, პირტიტველა ბიჭებს დასდევდნენ ვაშლის პლანტაციებში, იჭერდნენ და გადაავსეს ციხეები ამ ბავშვებით, მათი მშობლები შემდეგ ჩემთან მოდიოდნენ პარლამენტში, შვილების შეწყალებას მთხოვდნენ და მეთაურები გაიქცნენ, გორში ფორთხავდნენ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მანამდე სააკაშვილმა თავისი მხედართმთავრული ნიჭი თბილისში, 7 ნოემბერს გამოავლინა, როცა პარლამენტის ნებართვის გარეშე ყაზარმებიდან გამოიყვანა გენშტაბის უფროსის გოგავას დუმილის ქვეშ, თუ უშუალო დახმარებით ასევე ჩვენი შეიარაღებული ძალები და პირდაპირ დაუპირისპირა მომიტინგეებს და პროტესტანტებს.

„ეს გავიწყდებათ? რატომ არ იხსენებთ ამას, არ გსიამოვნებთ ხომ ასეთი რამეების გახსენება, გამგები გაიგებს. რა თქმა უნდა არ გსიამოვნებთ. ვინ მისცა მიხეილ სააკაშვილს მაგის უფლება, რომ ჯარი გამოეყვანა და პროტესტანტებისთვის დაეპირისპირებინა? ყოველ მომენტში იქ ვიყავი. ახლა ვიღაც-ვიღაცები რომ დგანან ყელმოღერებული, ენები დაუგრძელებიათ და 7 ნოემბერზე რომ ლაპარაკობენ, გვარს და სახელს არ დავასახელებ, იქ ვიყავი ყოველ წამს და ყოველ წუთს, იმ უბედური დღის ყოველი ნაბიჯი, გაელვება მახსოვს. ვინ გამოიყვანა სამხედრო ძალები პარლამენტის ნებართვის გარეშე? ვინ შემოიღო საგანგებო მდგომარეობა? ვინ გააყალბა 2008 წლის 5 იანვრის არჩევნები? ვინ გაუპრავა ეს ყველაფერი სააკაშვილს და მერე ვინ მოიტანა ეს უბედურება, ყველაფერი? მე აღვადგინე სერგო ორჯონიკიძის, ნაძირალა ბოლშევიკების შექმნილი ოლქი? ბოკერიას აღდგენილი არ არის? ბეჟაშვილის აღდგენილი არ არის? ჩემი აღდგენილია? მოვედით 2012 წელს ხელისუფლებაში და დაგვხვდა ეს უბედურება. რა უნდა გვექნა, ლაშქრობა დაგვეწყო? რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი? მარტივია ბრტყელ ბრტყელი ფრაზებით საუბარი, წავიდეთ, იქ შევიჭრათ, იქ გადავიდეთ, შემდეგ რა მოხდება? მეორე, მესამე დღეს რა მოხდება? ვინმე ამაზე პასუხს აგებს? არავინ, გარდა საქართველოს ხელისუფლებისა და ჩვენ რომ ვაგებთ ამ ყველაფერზე პასუხს და ამ უბედურებას, პირდაფჩენილ საზიზღრობას, რასაც რუსეთის ფედერაცია ჰქვია, ყოველდღე ვუყურებთ, იმიტომ ვართ ასე ფრთხილად, თორემ გავიწევით, კი ბატონო, მობრუნდეს სააკაშვილი, გამოუშვით ციხიდან და ნახავთ, რა მოხდება მეორე დღეს ამ ქვეყანაში. ჩემზე უფრო არავის უნდა არც ცხინვალის, არც სოხუმის, არც ლესელიძის დაბრუნება, ფეხდაფეხ მაქვს სხვებისგან განსხვავებით მოვლილი სამაჩაბლოც და აფხაზეთიც, როცა პატარა ბავშვი ვიყავი და დავდიოდი ყველგან, მახსოვს ძალიან კარგად ეს ყველაფერი, თქვენგან განსხვავებით სამწუხაროდ“ - განუცხადა ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს.

ყველა სიახლე

08 დეკემბერი 2023, 13:17

თავდაცვა

„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში სამხედროები რუსთავის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ

საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების სკოლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება და სამხედრო მოსამსახურეების სკოლებში მოსწავლეებთან ინფორმაციული შეხვედრები წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

08 დეკემბერი 2023, 13:08

საზოგადოება

სოლომონ პავლიაშვილმა, ბელგიაში, მგვ ორგანიზაციებთან ერთად, ნარჩენების მართვასა და ცირკულარული ეკონომიკის თემაზე შეხვედრები გამართა

სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის სფეროში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები შეაჯამა და მადლობა გადაუხადა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის.

არჩილ თალაკვაძე

08 დეკემბერი 2023, 13:01

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მელია არის ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ ჯარიმას არ გადავიხდიო, გადაიხადა ჯარიმაც, ამბობდა, არ შევალ პარლამენტში და ვინც შევა, პუფები იქნებითო - შევიდა პარლამენტში, მერე თქვა, არ წავალ პარტიიდანო და წავიდა

„აგერ, გამოჩნდა, რომ ადამიანი [ნიკა მელია], რომელიც ამბობდა, რომ ჯარიმას არ გადავიხდი, გადაიხადა ჯარიმაც, ამბობდა, არ შევალ პარლამენტში და ვინც შევა, პუფები იქნებით - შევიდა პარლამენტში. მერე თქვა, რომ არ წავალ პარტიიდანო და წავიდა პარტიიდანაც. ანუ, ჯერჯერობით, ყველაფერს უკუღმა აკეთებს. მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც მუხტი ამ ადამიანმა გაიყოლა და პარტია კიდევ უფრო მეტად დაშლილია დღეს. ეს კარგია პოლიტიკისთვის და კარგია იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გარი კასპაროვი

08 დეკემბერი 2023, 12:59

მსოფლიო

გარი კასპაროვი: აშშ-ის მთავრობა აგრძელებს სამაშველო რგოლის გადაგდებას რუსეთისა და პუტინისთვის

აშშ აგრძელებს სამაშველო რგოლის გადაგდებას რუსეთისა და პუტინისთვის, - ამის შესახებ ცნობილი რუსი ოპოზიციონერი, „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გარი კასპაროვი X-ზე წერს.

08 დეკემბერი 2023, 12:50

საზოგადოება

დატოვა წერილი და კავშირი გაწყვიტა ახლობლებთან - თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის და ავრცელებს, რომელიც წერს, რომ კაცი სახლიდან 7 დეკემბრის საღამოს გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

08 დეკემბერი 2023, 12:39

საზოგადოება

ზოგადი განათლების მიმართულებით კვლევების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კონფერენცია სახელწოდებით „კვლევა განათლების პოლიტიკის მხარდასაჭერად“ გახსნა, რომლის ფარგლებშიც საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა საზოგადოებას ზოგადი განათლების მიმართულებით ფართომასშტაბიანი კვლევების შედეგები წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერებისსამინისტრო ავრცელებს.

08 დეკემბერი 2023, 12:11

სამართალი

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 487,55 გრამი) გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

08 დეკემბერი 2023, 12:06

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ შევძელით ის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და თან ვიღებთ კანდიდატის სტატუსს

ის, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მზად არიან, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდეს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთან დაკავშირებით, უკვე გაცხადებულია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

08 დეკემბერი 2023, 12:00

ეკონომიკა

ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი 86 %-ით გაიზარდა

2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. ხოლო 19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ავიაკომპანია Pegasus Airlines და სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.

გოგა ხაინდრავა

08 დეკემბერი 2023, 11:55

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ლელო სად ხარ- ურსულა, ბორელი და მიშელი პეკინში, სი ძინპინთან არიან

„ლელო! ალო! ლელო! - სამადაშვილი, უსუფაშვილი, თინა! სად ხართ? გძინავთ!? ევროკავშირმა საგარეო პოლიტიკური კურსი და ორიენტაცია შეიცვალა! პეკინში არიან: ურსულა, ბორელი და მიშელი! სი ძინპინთან! სტრატეგიულ პარტნიორობას იჩემებენ! სასწრაფოდ სტატუს გადახედეთ! მაგათ სტატუსს! ხაზარაძე ჩართეთ!“, - წერს გოგა ხაინდრავა.

08 დეკემბერი 2023, 11:51

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამის კონკურსის ფარგლებში შეირჩა და დაფინანსდა 13 პროექტი, ჯამში გაიცა გრანტები 100 000 ლარის ოდენობით

ოზურგეთის მერიამ გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა განახორციელა, - ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე ისაუბრა.

08 დეკემბერი 2023, 11:46

რეგიონი

გიორგი ჩაკვეტაძე და გრეტა წიწავა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ესტუმრნენ

„თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა გიორგი ჩაკვეტაძემ და მოკვლევის ჯგუფის წევრმა გრეტა წიწავამ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და აღმზრდელ-პედაგოგებს გაესაუბრნენ“.

ავთანდილ თალაკვაძე

08 დეკემბერი 2023, 11:44

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამა

მერმა ყურადღება ასევე გაამახვილა წყალმომარაგების სამუშაოებზეც, სადაც არაერთი მიმართულებით ეფექტურად იმუშავა მუნიციპალურმა კომპანია „სატისმა“ და სოფლებსა თუ ქალაქში, არაერთ ლოკაციაზე განაახლა წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა.

08 დეკემბერი 2023, 11:41

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ვინც აქტიურად გვეხმარება ტყის მდგრადი მართვის ჩამოყალიბებაში და სატყეო სექტორის განვითარებაში

„ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის ფარგლებში განვიხილეთ სატყეო სექტორის რეფორმის შედეგები და სამომავლო გეგმები. სატყეო რეფორმა მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების ფაზიდან გადავიდა მისი განხორციელების ფაზაზე, რაც ასევე მოითხოვს ჩართული მხარეების აქტიურობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან, როგორც საჯარო უწყებების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების, ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ვინც აქტიურად გვეხმარება ტყის მდგრადი მართვის ჩამოყალიბებაში და სატყეო სექტორის განვითარებაში”, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

08 დეკემბერი 2023, 11:37

საზოგადოება

ბექა ოდიშარია ხანუქის დღესასწაულს დაესწრო

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ხანუქის დღესასწაულზე პირველი სანთლის დანთების ცერემონიას დაესწრო.

08 დეკემბერი 2023, 11:28

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: კახეთის მაგისტრალის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა

კახეთის მაგისტრალის პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია, რაც კახეთის მაგისტრალის მშენებლობის მნიშვნელოვანი პროგრესის დასტურია. გეგმაზომიერად მიმდინარეობს დარჩენილი ორი მონაკვეთის მშენებლობაც და ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ 35 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, კახეთის მაგისტრალის დასრულებული და მშენებარე მონაკვეთების დათვალიერებისას განაცხადა.

08 დეკემბერი 2023, 11:20

საზოგადოება

რატი ბრეგაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების მიმართულებით გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების მიმართულებით გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე

08 დეკემბერი 2023, 11:18

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გამოჩნდა უკვე, რატომ იყო ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავის ტკივილი. საკმაოდ ბევრ ადამიანს მოუყარა თავი. ნამდვილად ჰქონდა მუხტი პარტიის დასაშლელად და ახლა ეს მუხტი გამოიყენა

„ეს უკვე არის ადამიანი, რომელმაც თქვა ერთხელ, არ გადავიხდი ჯარიმასო, გადაიხადა. თქვა არ შევალ პარლამენტშიო, შევიდა. თქვა, არ წავალ პარტიიდანო, წავიდა. ჯერჯერობით ყველაფერი უკუღმა გამოსდის და ძალიან არასერიოზული რეპუტაცია შეიძინა პოლიტიკაში“

მაკა ბოჭორიშვილი

08 დეკემბერი 2023, 11:17

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება თუ მის გარეთ რაიმე მოძრაობას წამოიწყებს, ეს იქნება იგივე მიმართულება და იგივე საქმე

მაკა ბოჭორიშვილი ნიკა მელიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება მელია, რადგან ის იგივე საქმე გააკეთებს, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აკეთებდა.

08 დეკემბერი 2023, 11:16

თემა

2024 წლის მთავარი მოდური ტენდენციები

მოდის ექსპერტთა მტკიცებით, 2024 წელი განსაკუთრებით მრავალფეროვანი და აბსოლუტურად განსხვავებული იქნება, რადგან დიზაინერებმა არ დაიზარეს და სრულიად ახალი, მეტად თამამი ტენდენციები შესთავაზეს მოდურად ჩაცმის მოყვარულებს.