imedi /  08 ნოემბერი 2023, 16:36 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა, საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, ვინაიდან ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი

მე მინდა, ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა, საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვინაიდან ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, სამთავრობო გუნდი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 24 საათის რეჟიმში მუშაობდა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.

„ეს პერიოდი იყო ძალიან დატვირთული. საკმაოდ დატვირთული ემოციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან, ჩვენ მოგეხსენებათ, რომ უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. მე მინდა, ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა, საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვინაიდან ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი. ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ჩვენ დღეს ვიხილეთ ანგარიში, რომელიც არის ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ პოზიტიური, დადებითი და ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მიღწეულ შედეგს მე ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ შარლ მიშელს, რომელიც მხარს უჭერდა და უჭერს, რტომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი”, - განაცხადა პრემიერმა

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2023, 01:40

LIVE ისრაელი

„ჰამასმა“ წითელი ჯვრის ორგანიზაციას 14 მძევალი გადასცა

„ცაჰალმა“ დაადასტურა, რომ „ჰამასმა“ წითელი ჯვრის ორგანიზაციას 14 მძევალი გადასცა, მათ შორის 4 უცხო ქვეყნის მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 00:36

პოლიტიკა

ყაზბეგის მერი: საინტერესოა, მოსახლეობისთვის რამდენად სასარგებლო იქნებოდა გასხვისებული ელიას ტყე, რომელიც კერძო პირებს უნდა გადასცემოდა. იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, გუბერნატორი ამ საკითხს პირადად ლობირებდა

„მსურს, გამოვეხმაურო შალვა კერესელიძის გუშინდელ გამოსვლას საპარლამენტო სხდომაზე. კერესელიძე სიამაყით იხსენებს, რომ სამი წლის წინ, მცხეთა-მთიანეთის მხარეში გუბერნატორობის დროს, „კამარა ჰესის“ მშენებლობის „არასასარგებლო პროექტი“ მისი ინიციატივით შეჩერდა. საინტერესოა, მოსახლეობისთვის რამდენად სასარგებლო იქნებოდა გასხვისებული ელიას ტყე, რომელიც კოტეჯების მშენებლობისათვის კერძო პირებს უნდა გადასცემოდა“

თორნიკე რიჟვაძე

30 ნოემბერი 2023, 00:21

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში დატბორვის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოვაწერეთ

„ბათუმელების მთავარი პრობლემა ავარიული სახლებია, რომლის მოგვარებასაც ვაპირებთ. ამ მიმართულებით სრული მხარდაჭერა გვაქვს მთავრობის, ფინანსთა სამინისტროსგან. ერთობლივად ვგეგმავთ პროექტებს. სრულად აღიჭურვება ბათუმი თანამედროვე წყალმომარაგების, წყალარინების სისტემით“

გურამ მაჭარაშვილი

30 ნოემბერი 2023, 00:14

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობა“ სადაც გაიქცა, ყველგან წაიქცა - ქუჩაში, პარლამენტში, ევროპაში, საკუთარ პარტიაში წაიქცა, ანუ რეალურად გამოდის, რომ 2024 წლის არჩევნებამდე ან მიაღწევს ცოცხლად, ან - ვერა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი აფასებს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, „ნაციონალებმა“ ბოლო წლებში, თითქმის ყველა ეტაპზე მარცხი განიცადეს.

თორნიკე რიჟვაძე

30 ნოემბერი 2023, 00:07

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება არის ის, რომ აჭარა ოთხივე სეზონზე დატვირთულ ტურისტულ მიმართულებად გავხადოთ - 2025 წლისთვის უნდა შევძლოთ, რომ აჭარამ 6 მილიონზე მეტი ვიზიტორი მიიღოს

წელს უპრეცედენტო იქნება სტატისტიკა, რომელიც წლის ბოლო გამოქვეყნდება - რეგიონში 4 მილიონზე მეტი ვიზიტი განხორციელდა. შესაბამისად გვაქვს შემოსავლების ზრდა დაახლოებით 25% და ეს აისახება ყოველთვიურ დინამიკაზე, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 00:00

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გვექნება მეტი შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენს მცხოვრებლებზე. ვიცით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს საჭიროება როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური სერვისების

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აჭარის მთავრობის გაზრდილ და უპრეცედენტო ბიუჯეტზე ისაუბრა.

თორნიკე რიჟვაძე

29 ნოემბერი 2023, 23:56

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბათუმს პირველად ექნება განაშენიანების გენერალური გეგმა

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბათუმს პირველად ექნება განაშენიანების გენერალური გეგმა, რომელზე ბათუმის მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

29 ნოემბერი 2023, 23:52

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: დისტანციურად ელექტრონული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შეეძლება საკუთარი სახლიდან ინტერნეტით მისცეს ხმა. ასეთი არჩევნები თითქმის არსად ტარდება

სპეციალურად ხდება ტერმინების არევა იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას თავგზა აურიონ. დდისტანციურად ელექტრონული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შეეძლება საკუთარი სახლიდან ინტერნეტით მისცეს ხმა. ასეთი არჩევნები თითქმის არსად არ ტარდება. გამონაკლისი არის 2-3 სახელმწიფო მსოფლიოში. იმიტომ არ ტარდება, რომ ასეთი არჩევნების დროს ძალიან დიდი რისკია ჰაკერული თავდასხმის და იმის, რომ საერთოდ არჩევნების შედეგები თავდაყირა დააყენოს იმ ძალამ, რომელსაც ეს არ აწყობს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

თორნირე რიჟვაძე

29 ნოემბერი 2023, 23:46

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: სტიქიის პირველივე წუთებიდან ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული, ბოლო წლებში გატარებულმა ნაპირდაცვითმა ღონისძიებებმა იმუშავა - ზარალის დათვლის შემდეგ არცერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ

საქმე ძალიან მძიმე სტიქიურ მოვლენასთან გვქონდა დაფიქსირდა 8-ბალიანი შტორმი და მნიშვნელოვნად დაზიანდა როგორც ბათუმის სანაპირო ზოლი, ასევე ქობულეთის ახალი ბულვარი, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

29 ნოემბერი 2023, 23:34

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ გვაქვს ნდობა ჩვენი ამომრჩევლის მიმართ და დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში. თუ ვინმეა დაინტერესებული, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, ეს არის „ქართული ოცნება“

„საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ [პარლამენტის საშემოდგომო] სესიის ბოლომდე კონკრეტულ ცვლილებებს მივიღებთ, რომელიც მოთხოვნილი იყო ევროკავშირის მხრიდან. რაც შეეხება ზოგადად სამართლიან არჩევნებს, სუბიექტურად ვართ დაინტერესებულები იმით, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს“

ნიკოლოზ სამხარაძე

29 ნოემბერი 2023, 23:27

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციას არც აქამდე ჰქონდა არგუმენტი, თუ რატომ არ იღებდა მონაწილეობას 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესში და არც მომავალში ექნება

მგელთან შესვლა ოპოზიციას ნამდვილად არ სჭირდება, მათ უბრალოდ სჭირდებათ, რომ თავისი ფუნქციები, რომელიც მათ აქვთ დაკისრებული როგორც პარლამენტის წევრებს, შეასრულონ. მაგრამ მათ არც კომპეტენცია ჰყოფნით ამისთვის, არც ცოდნა და არც გამბედაობა. მე ნამდვილად არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ ისინი საკუთარ ზნეს შეიცვლიან და ახალი წლიდან აქტიურად ჩაერთვებიან სამუშაო პროცესში- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

29 ნოემბერი 2023, 23:27

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ბოლო 5 თვეა ძალიან კარგი კომუნიკაცია დავამყარეთ ევროკომისიასთან, ეს გამოცდილებაც დაგვეხმარება 9 ნაბიჯის შესასრულებლად

მე ვფიქრობ, რომ 9 ნაბიჯი ბევრად უფრო მარტივი გადასადგმელია, რადგან გვაქვს უშუალო კონკრეტიკა, რას ელის ჩვენგან ევროკავშირი. 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ჩვენ ხშირად გვჭირდებოდა იმის გარკვევა, რა იგულისხმებოდა ზოგიერთი რეკომენდაციის მიღმა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

29 ნოემბერი 2023, 23:03

პოლიტიკა

პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც არ შეიძლება დაიკითხოს ის შშმ პირი, რომელსაც არ შეუძლია სწორად აღიქვას და დაიმახსოვროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია, ან მისცეს ჩვენება

პარლამენტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით - 79 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო.

მაია ბითაძე

29 ნოემბერი 2023, 22:50

პოლიტიკა

პარლამენტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით - 81 ხმით მიიღო.

29 ნოემბერი 2023, 22:41

პოლიტიკა

პარლამენტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

კანონპროექტით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება და განიმარტება ახალი ტერმინი „გონივრული საფუძველი“.

სოზარ სუბარი

29 ნოემბერი 2023, 22:34

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ევროკომისიის ინიცირებულ კანონპროექტზე: აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტის აპარატის თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნიდან იღებენ არადეკლარირებულ ფულს და ლობირებენ ისეთ პროექტებს, რომლებიც ევროკავშირისთვის დამაზიანებელია

ევროკავშირი რითაც ხსნის ამ კანონის მიღების აუცილებლობას, ეს არის ერთი-ერთში ის, რასაც ჩვენ ვამბობდით ამერიკული FARA-ს ქართულ ანალოგიასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან ისაუბრა.

ანრი ოხანაშვილი

29 ნოემბერი 2023, 22:30

პოლიტიკა

პარლამენტმა „პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

კანონპროექტით პროკურატურაში წესდება პირველი, მეორე და მესამე რანგი. რანგირების სისტემა ერთიანი იქნება გენერალური პროკურატურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურატურებისა და სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის. რანგირებას მხოლოდ პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი დაექვემდებარებიან.

მიხეილ სარჯველაძე

29 ნოემბერი 2023, 22:17

პოლიტიკა

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

კანონპროექტის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს 2025 წლის 1 იანვრამდე შეუნარჩუნდება შესაძლებლობა უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მან უნდა წარადგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ბოლო წესდებით, საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით. გარდა ამისა, კანონის პროექტით „მეწარმეთა შესახებ“ კანონს ემატება დადგენილი ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება.

29 ნოემბერი 2023, 22:10

პოლიტიკა

პარლამენტმა „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, 80 ხმით მიიღო.

შალვა პაპუაშვილი

29 ნოემბერი 2023, 22:03

პოლიტიკა

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომელიც მომდევო მოწვევის პარლამენტის წევრების შრომის ანაზღაურების ოდენობას შეეხება

პარლამენტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება მეორე მოსმენით - 83 ხმით მიიღო.