www.imedi.ge /  09 ნოემბერი 2023, 11:17 / სანდო წყარო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ეროვნული სატყეო სააგენტოს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ეროვნული სატყეო სააგენტოს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

„2013 წელს, საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული სატყეო კონცეფციის მიღებით, სატყეო სექტორში დაიწყო მნიშვნელოვანი პროგრესი. სწორედ ამ დოკუმენტით განისაზღვრა ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები, რაც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის დანერგვის წინაპირობა გახდა. მოგვიანებით, შემუშავდა ტყის ახალი კოდექსი, რომელიც 2020 წელს დამტკიცდა. დღეისათვის, შეიძლება ითქვას, რომ სატყეო სექტორის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა მოწესრიგებულია. ჩვენი მიზანია, საბოლოო ჯამში, მივიღოთ ტყის მართვის ეკოლოგიურად გონივრული, ეკონომიკურად წარმატებული და სოციალურად სამართლიანი სისტემა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.

აღსანიშნავია, რომ ტყის ახალი კოდექსის ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობის, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და სატყეო მეურნეობის განვითარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში 40 „საქმიანი ეზო“ მოეწყო. 2023 წლის ბოლომდე, 17 „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები დასრულდება, რაც უზრუნველყოფს ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების გამარტივებას. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, 2024 წლისთვის დაგეგმილია დამატებით 15 „საქმიანი ეზოს“ მოწყობა.

„მივიღეთ სრული ინფორმაცია სატყეო სექტორის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. ახალმა ტყის კოდექსმა, როგორც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა გარანტმა, მოგვცა საფუძველი, დაგვედგინა ახალი სამართლებრივი ჩარჩო სატყეო სექტორის მართვის კუთხით, ტყის მდგრადი მართვის პრინციპების გათვალისწინებით. ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გადაიარაღების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან, ტყის მოვლა-აღდგენისა და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების უფრო ეფექტიანად განხორციელებისთვის”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ ტყის ინვენტარიზაციის მეშვეობით ხდება ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება. დღეისათვის, ინფორმაცია სრულად განახლებულია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 700 ათას ჰა-ზე მეტი ფართობისთვის და მომზადებულია ტყის მართვის ათწლიანი გეგმები. ინფორმაციის სრულყოფის და ღონისძიებების გრძელვადიანად დაგეგმვის მიზნით, 2023 წელს, ტყის დეტალური ინვენტარიზაციის (FMP) საველე სამუშაოები 100 924 ჰა ფართობზე მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პირველად ხორციელდება სტატისტიკური მეთოდით ტყის ინვენტარიზაციაც, რომელიც ტყეების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის საშუალებას იძლევა. სტატისტიკური მეთოდით ინვენტარიზაცია (FMI) 186 000 ჰა ფართობზე - დედოფლისწყაროს, ყვარლის, თელავის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა.

მიმდინარე წელს, ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებებში საზოგადოებისა და კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდის უზრუნველსაყოფად, შეიქმნა მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“. დღეის მდგომარეობით, დარეგისტრირებულია 969 მოხალისე. „ტყის მეგობრის“ ფარგლებში მომზადებულია ტყის გაშენების პროექტი ჯვრის მონასტრის მიმდებარე ფერდობისთვის (31,1 ჰა). პროექტი განხორციელდება სრულად საზოგადოებისა და კერძო სექტორის ჩართულობით, პლატფორმის ფორმატში კორპორაციული თანამშრომლობის შედეგად მოზიდული როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსით.

2023 წელს, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სპეციალური დანიშნულების ავტოპარკი სრულად განაახლა. 37 ერთეული „პიკაპის“ ტიპის მაღალი გამავლობის და 22 ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა 9 რეგიონულ სატყეო სამსახურში გადანაწილდა. სპეცტექნიკისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 068 550 ლარი, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით 3 404 800 ლარი, ხოლო UNDP -ის მიერ 1 024 800 ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ დაიწყო „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის გატარების მხარდაჭერა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირების მიზნით“ პროექტით განსაზღვრული აქტივობებიც. პროექტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში განხორციელდება, რისთვისაც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ გამოყოფილია 33 მლნ ევროს ოდენობის გრანტი, 10 მილიონი ევროს კონტრიბუციას განახორციელებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო შვეიცარიის კონფედერაციის დახმარება 4 მილიონი ევროა.

ყველა სიახლე

პროკურატურა

01 დეკემბერი 2023, 16:42

სამართალი

პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

01 დეკემბერი 2023, 16:31

რეგიონი

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა სამტრედიაში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. ამ მიზნით, მოსახლეობასთან სპეციალიზებული პროკურორების შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

01 დეკემბერი 2023, 16:11

საზოგადოება

ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 2 და 3 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაზე საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები იქნება წარმოდგენილი.

შარლ მიშელი: ირაკლი ღარიბაშვილი

01 დეკემბერი 2023, 16:09

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრაზე: განვიხილეთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა.

01 დეკემბერი 2023, 16:09

რეგიონი

3-5 დეკემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 254-259 კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ254-კმ259 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 2023 წლის 3 დეკემბრის 09:00 სთ-დან, 5 დეკემბრის 21:00 სთ-მდე.

01 დეკემბერი 2023, 16:09

მსოფლიო

მადრიდში ვერტმფრენი საავტომობილო გზაზე ჩამოვარდა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ვერტმფრენი საავტომობილო გზაზე ჩამოვარდა. El Pais-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

სოზარ სუბარი

01 დეკემბერი 2023, 16:08

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მეგის ქარდავა იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახე, მაგრამ მეგის ქარდავა მარტო არ იყო. ის სისტემის ნაწილია და ეს სისტემა სხვანაირ ადამიანებს არც მოიაზრებდა

ეს იყო სისტემა, რომელიც აბსოლუტურად შორს იდგა ადამიანის უფლებების დაცვისგან და ევროპული ღირებულებებისგან, - ამის შესახებ „ხალხის ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას განაცხადა.

01 დეკემბერი 2023, 15:52

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქალაქ თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

01 დეკემბერი 2023, 15:49

თავდაცვა

საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროში დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟილვინას ტომკუსმა მოაწერეს ხელი.

01 დეკემბერი 2023, 15:40

სამართალი

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელმაც მამის კუთვნილი „როტვეილერის“ ჯიშის ძაღლზე იძალადა, ხოლო შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულის აივნიდან გადააგდო

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის და ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 15:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს მასაცუგუ ასაკავას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 15:17

სამართალი

პოლიციამ წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ვ.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წალკის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.

შარლ მიშელი

01 დეკემბერი 2023, 15:15

მსოფლიო

შარლ მიშელი: კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ

„კვლავ ძლიერია საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე და მეც კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ“

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2023, 15:12

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი ღარიბაშვილისა და მიშელის შეხვედრაზე: პრემიერს ჰქონდა შესაძლებლობა გაეზიარებინა მისთვის ის ნაბიჯები, რაც საქართველომ ბოლო პერიოდში გადადგა. მათ ისაუბრეს საშუალო, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობზე

ამ ღონისძიების პარალელურად პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის. პრემიერ-მინისტრს დღეს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ მიშელთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს.

01 დეკემბერი 2023, 15:07

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრს ექნება გამოსვლა, მთავარი აქცენტებიც შესაბამისი იქნება, რაც ეხება კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებს და ველოდებით, რომ ძალიან საინტერესო გამოსვლა იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, იმყოფება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და ესწრება გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

01 დეკემბერი 2023, 15:05

პოლიტიკა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ორგანიზაცია MERCY CORPS-ის ალტერნატიული ანგარიში მოისმინა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ მოისმინა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps-ის ალტერნატიული ანგარიში თემაზე: გენდერული ძალადობის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საბაზისო კვლევა სამხრეთ კავკასიაში. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 15:02

საზოგადოება

რობინ დანიგანი: ვფიქრობ, მნიშვნელოვანი განვითარება და გაუმჯობესება არსებობს ისეთ საკითხებში, როგორიცაა კიბერდანაშაულთან ბრძოლა, ასევე ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვა

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი განვითარება და გაუმჯობესება არსებობს ისეთ საკითხებში, როგორიცაა კიბერდანაშაულთან ბრძოლა, ასევე ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2023, 14:57

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ევროკომისიის რეკომენდაცია მეტყველებს იმ ძალისხმევაზე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია - როგორც პრემიერი, ისე ყველა სხვა პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხელე მუშაობს აქტიურად, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს მიღებული

ევროკომისიის რეკომენდაცია მეტყველებს იმ ძალისხმევაზე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია - როგორც პრემიერი, ისე ყველა სხვა პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხელე მუშაობს აქტიურად, რომ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული 15 დეკემბრისთვის

01 დეკემბერი 2023, 14:45

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე.

01 დეკემბერი 2023, 14:42

ტექნოლოგიები

Tesla-მ ელექტროპიკაპ Cybertruck-ის მიწოდება დაიწყო

კომპანია Tesla-მ ელექტროპიკაპ Cybertruck-ის მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ The Financial Times-ი წერს. ელექტრომობილის ღირებულება 60 990 დოლარიდან იწყება, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს, როდესაც Cybertruck-ის პრეზენტაცია გაიმართა, კომპანიაში აცხადებდნენ, რომ პიკაპის ფასი დაახლოებით 40 000 დოლარი იქნებოდა.