კოკა კაციტაძე: საგამოძიებო სამსახური სრულიად ორიენტირებული გახდა მოქალაქის უფლებების დაცვაზე და ადაპტირდა გამჭვირვალე გამოძიების სტანდარტებზე

კოკა კაციტაძე
ფოტო: სპეციალური საგამოძიებო სამსახური
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
კოკა კაციტაძემ, თავის გამოსვლაში, ხაზი გაუსვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც არასათანადო მოპყრობის მსხვერპლებს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.
მისი თქმით, ყველა იმ მოქალაქეს და პოტენციურ დაზარალებულს, რომელიც შეიძლება არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყოს, სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლება მიეცა. ეს გამჭვირვალე გამოძიების წარმოების საუკეთესო მოდელია, რომელიც სრულად შეესაბამება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, რომელიც პირველია საგამოძიებო ორგანოებისთვის, სავარაუდო მსხვერპლს უფლება აქვს პირადად გაეცნოს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, ექსპერტიზის დასკვნებს, ვიდეო, აუდიო და საქმის სხვა მასალებს. ასევე, გამოთქვას მოსაზრებები და მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. აღნიშნული უფლების გამოყენებით მოქალაქე უშუალოდ აკვირდება გამოძიების მიმდინარეობას და ამ პროცესში თავად მონაწილეობს.
კოკა კაციტაძის განცხადებით, ამ წესის ამოქმედებიდან დღემდე, 387 მოქალაქეს შეეთავაზა მისი საქმის მასალების გაცნობა, მათგან 161-მა ამ შესაძლებლობით უკვე ისარგებლა.
მისი თქმით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პოტენციურ მსხვერპლთა და დაზარალებულთა უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიები შექმნა - მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გამოძიებაში ჩართვის მიზნით, დაცვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა და პრაქტიკაში დანერგა.
„აღნიშნული პროგრამა მსხვერპლისათვის პირადი დაცვის დანიშვნას, განგაშზე გამოძახებას, საცხოვრებელი ადგილის დროებით შეცვლას ან მის მიმართ უსაფრთხოების სხვა ზომების გამოყენებას ითვალისწინებს. ყველა სისხლის სამართლის საქმეში, სადაც პოტენციურ მსხვერპლს აქვს მოსალოდნელი საფრთხის განცდა, რომ ის ან მისი ოჯახის წევრი შეიძლება ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოექცნენ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მათ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს. დღემდე, აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა 181 მსხვერპლს შეეთავაზა.“ - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
ასევე აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სერვისების ეფექტიანად მუშაობისთვის მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო ამოქმედდა. სამმართველოს გადამზადებული თანამშრომლები დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დაცვაზე და მათთვის ინფორმაციის მიწოდებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
სამსახურის ამ ინიციატივების შედეგად საგამოძიებო ორგანო სრულიად გახდა ორიენტირებული მოქალაქის უფლებების დაცვაზე და ადაპტირდა გამჭვირვალე გამოძიების სტანდარტებზე.
ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2023, 12:22
მსოფლიო
აშშ-ში უკრაინის ელჩმა განმარტა, რატომ გააუქმა ზელენსკიმ ონლაინ ბრიფინგი ამერიკელ სენატორებთან
აშშ-ში უკრაინის ელჩმა ოქსანა მარკაროვამ განმარტა, რატომ გააუქმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ ბრიფინგი ამერიკელ სენატორებთან.

06 დეკემბერი 2023, 12:17
საზოგადოება
ლილოს დასახლებაში რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა, დიდ დიღომში კი ორი პროექტი მიმდინარეობს
ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას IV შესახვევის N6-ის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცისმოწყობა დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 12:15
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ინფლაციური რისკების შემსუბუქების პარალელურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირებას განაგრძობს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე დღეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა. პროექტში მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და რისკები

06 დეკემბერი 2023, 12:11
მსოფლიო
ყირგიზეთის პრეზიდენტმა საჯარო მოხელეებს მისთვის დაბადების დღეზე საჩუქრების ჩუქება აუკრძალა
ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა საჯარო მოხელეებს მისთვის დაბადების დღეზე საჩუქრების ჩუქება აუკრძალა. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ედილ ბაისალოვმა განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 12:10
პოლიტიკა
კახა კალაძე: ილიას ბაღის იერსახის აღდგენა მიმდინარე თვეში დაიწყება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიასა და შპს „ბიზნეს ცენტრ მოზაიკას“ შორის ილიას ბაღთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა და ტერიტორიის იერსახის აღდგენა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

06 დეკემბერი 2023, 12:07
საზოგადოება
ფურცელაძის ქუჩაზე არსებული სამი ავარიული შენობა ახლით ჩანაცვლდა და შიდა სარემონტო სამუშაოებიც დასრულდა
„აღნიშნული პროექტი 2020 წელს დაიწყო და სამუშაოები უკვე დასრულდა. განხორციელებული პროექტის შედეგად, რვა ოჯახს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები. მათ წლის ბოლომდე ჩაბარდება გარემონტებული ფართები. გარდა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისა, განხორციელდა ფასადის სამღებრო სამუშაოები და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

06 დეკემბერი 2023, 11:56
მსოფლიო
ნიკოლას მადურომ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონი ესეკიბო ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა
ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მეზობელი ქვეყნის, გაიანის ანექსირებული რეგიონი ესეკიბო ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა. შესაბამისი კანონპროექტი მადურომ პარლამენტს გადაუგზავნა.

06 დეკემბერი 2023, 11:55
პოლიტიკა
ელექტროშოკური აპარატით თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე. ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება.

06 დეკემბერი 2023, 11:51
პოლიტიკა
კახა კალაძე: გიორგი ვაშაძეს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და თუნდაც რა უნდა გაკეთდეს, რათა ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს
გიორგი ვაშაძეს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და თუნდაც რა უნდა გაკეთდეს, რათა ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს - მგონია, რომ პოლიტიკოსმა არც უნდა იცოდეს დეტალები. არც მე ვიცოდი, არც თქვენ იცოდით, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პროფესიონალები არიან, ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 11:50
რეგიონი
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ლაშა შალამბერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფლებში აცანასა და ჭანიეთში ფერმერთა რეგისტრაციას დაესწრო.

06 დეკემბერი 2023, 11:45
საზოგადოება
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები პეკინში, ეროვნული სახალხო კონგრესის ვიცე-სპიკერს შეხვდნენ
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საპარლამენტო დიპლომატიასა და ხალხთა შორის ურთიერთობებზე.

06 დეკემბერი 2023, 11:27
რეგიონი
ირაკლი ქარქაშაძე: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და რეგიონში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კვების ახალი კონცეპტუალური სივრცე - AIR FOOD გაიხსნა. AIR FOOD პირველი ადგილობრივი ბიზნესია, რომელმა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება დაიწყო. ქუთაისის აეროპორტში AIR FOOD-ის კონცეპტუალურ სივრცეში ამ ეტაპზე, 15 ადამიანია დასაქმებული. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, AIR FOOD-თან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადგილობრივი მეწარმეების წახალისება, მათი მხარდაჭერა და ცნობადობის გაზრდაა.

06 დეკემბერი 2023, 11:27
პოლიტიკა
გერმანიის ელჩი კანდიდატის სტატუსზე: გერმანიის პასუხი იქნება ცალსახა - დიახ!
კანდიდატის სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვაქვს ევროკომისიის რეკომენდაცია და იმედი მაქვს მომავალ შაბათ- კვირას ევროპული საბჭო მიიღებს პოზიტიურ გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ერნსტ პეტერ ფიშერმა გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ - განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 11:25
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს, მაგრამ გვჭირდება დახმარება სხვა ქვეყნებთან, რათა უნგრეთმა ისინი დაარწმუნოს, რომ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, რომელიც პარლამენტის დელეგაციასთან ერთად უნგრეთში იმყოფება, აცხადებს, რომ უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

06 დეკემბერი 2023, 11:20
საზოგადოება
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად დედაქალაქში ყველა ილუმინაცია 15 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება
ახალი წელი ახლოვდება, მეგობრებო! 15 დეკემბერს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად დედაქალაქში ყველა ილუმინაცია აინთება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 11:16
საზოგადოება
პენსიონერთა უფლებების დაცვის მიზნით, სებ-ი საპენსიო სესხების რეკლამირებას კრძალავს
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონერებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემელით განისაზღვრება.

06 დეკემბერი 2023, 11:13
რეგიონი
კახეთში, სოფელ ლეჩურთან არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ მოხერხდა. მთელი ღამის განმავლობაში, პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

06 დეკემბერი 2023, 11:05
საზოგადოება
თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრი გაიხსნა
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სერვისებით სარგებლობას საქართველოს მოქალაქეები ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

06 დეკემბერი 2023, 11:04
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1991 წელს დაბადებული მ.კ. ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის ბრალდებით დააკავეს.

06 დეკემბერი 2023, 11:03
საზოგადოება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები წარადგინა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ევროკავშირისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ერთობლივი მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან, შესაძლო დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღების, აგრეთვე, ხელბორკილების გამოყენების მიზანშეწონილობისა და წესების შესახებ რეკომენდაციების პრეზენტაცია და განხილვა გამართა.