ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა მსოფლიოში სომხეთთან ერთად. ეს არ არის შემთხვევითი. ჩვენ ვქმნით კარგ პოლიტიკას, კარგ მმართველობას

ფოტო: საქართველოს მთავრობა
შევძელით ჩვენი ეკონომიკის გაზრდა. გასამმაგდა ქვეყნის ეკონომიკა 2012 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში: მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე” - გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასეა ლარის კურსის გამყარებისა და სულადობრივი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიხედვით, რომლის ოდენობაც ბოლო 3 წლის განმავლობაში გაორმაგდა აშშ დოლარის დენომინაციით.
„ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. სომხეთთან ერთად, მსოფლიოს ყველაზე სწრაფადმზარდი ეკონომიკა გვაქვს ამჟამად. ეს არ არის შემთხვევითი, რადგან კარგ დარგობრივ პოლიტიკას და ეფექტურ მმართველობას ვაწარმოებთ. სწორედ ამის გამო ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. ყოველივე ამას მოაქვს ახალი სამუშაო ადგილები, მეტი სტაბილურობა, მეტი პროგნოზირებადობა მეწარმეებისა და ინვესტორებისთვის. ასე მაგალითად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეკორდულ მაჩვენებელზე ავიდა გასულ წელს. სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები - ისტორიულ მაქსიმუმზე.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოში მსგავსი არაფერი მოხდებოდა მშვიდობის გარეშე. მშვიდობა გადამწყვეტია! მშვიდობა არის ის, რისკენაც ყველა უნდა ვისწრაფოდეთ. მსოფლიოს ნაკლები ომი და მეტი მშვიდობისმყოფელი სჭირდება, რადგან ამჟამად რასაც ვხედავთ ძალიან გვაწუხებს. როგორ დასრულდება ეს ომი უკრაინაში? ძალიან გვაწუხებს ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ახლო აღმოსავლეთში ან სხვაგან.
ამიტომ, საქართველო და მსგავსი ქვეყნები - სომხეთი - პატარა ქვეყნები, მაგრამ ძლიერი ერები - დაინტერესებულნი უნდა იყვნენ მშვიდობის შენარჩუნებით, სტაბილურობისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფით. ერი ვახსენე და აქვე უნდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი უძველესი ერი ვართ დედამიწაზე.
ამდენად, ჩემი მოსაზრება შემდეგში მდგომარეობს: ხალხს და ზოგადად მსოფლიოს ერებს სიცხადე, გარკვეულობა სჭირდება. ახლა ვერ ვხედავთ ამას. არც პროგნოზირებადობა არსებობს. არავინ იცის რას მოიტანს ხვალინდელი დღე.
ვის შეუძლია ამ ტიპის პრობლემების გადაჭრა? დიდ ქვეყნებს, დიდ ზესახელმწიფოებს. აქვე გავიმეორებ, რომ საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს და მსგავს ქვეყნებს სჭირდებათ ნათელი ხედვა დასავლეთის დიდი სახელმწიფოებისგან. ხომ ასეა?
ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და დავადასტურებ, რომ საქართველო დაინტერესებულია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით. აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან ფრთხილი, მაგრამ გონივრული პოლიტიკით მოვახერხებთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას. ეს ერთადერთი არჩევანია, რაც საქართველოს გააჩნია ამჟამად”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე

26 აპრილი 2025, 16:10
კულტურა
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის პრეზენტაცია და მხატვრის მიერ პარიზში შექმნილი ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის - „ელენე ახვლედიანი: პარიზის პერიოდი ასი წლის შემდეგ, სერია ნიუ“ - პრეზენტაცია და დიდი მხატვრის მიერ პარიზში შექმნილი ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

26 აპრილი 2025, 16:05
მსოფლიო
The Times: დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლის შენარჩუნებას ითვალისწინებს და ეს პირობა საბოლოოა
დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლის შენარჩუნებას ითვალისწინებს და ეს პირობა საბოლოოა.

26 აპრილი 2025, 16:04
საზოგადოება
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია ,,მშვიდობის ხე” დაიწყო
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია ,,მშვიდობის ხე” დაიწყო. პროექტში თბილისის 52-ე საჯარო და ყვარლის რაიონის სოფელ საბუის სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პროექტის ფარგლებში 200-მდე ხე დაირგო.

26 აპრილი 2025, 16:02
საზოგადოება
26 აპრილის დღის ბოლოდან 27 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილის დღის ბოლოდან 27 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

26 აპრილი 2025, 16:01
რეგიონი
ლაგოდეხში პასკის ფესტივალი ჩატარდა
ლაგოდეხში პასკის ფესტივალი ჩატარდა. სოფელ გიორგეთში, უძველესი ტრადიციები კვლავ გაცოცხლდა.

26 აპრილი 2025, 15:57
მსოფლიო
ვიტალი კლიჩკო: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწევს გადაწყვეტილების მიღება და ეს შეიძლება მძიმე და მტკივნეული გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ ჩვენ არასოდეს შევურიგდებით რუსულ ოკუპაციას
პრეზიდენტ ზელენსკის მოუწევს გადაწყვეტილების მიღება და ეს შეიძლება მძიმე და მტკივნეული გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ ჩვენ არასოდეს შევურიგდებით რუსულ ოკუპაციას.

26 აპრილი 2025, 15:55
რეგიონი
კახეთის რეგიონში ტექნოლოგიების თვესთან დაკავშირებით შეხვედრები გრძელდება
კახეთის რეგიონში ტექნოლოგიების თვესთან დაკავშირებით შეხვედრები გრძელდება. ახმეტის შემდეგ ღონისძიებები დღეს თელავში მიმდინარეობს. ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრების მიზანია უფრო აქტიური ჩართულობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში.

26 აპრილი 2025, 15:41
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მთავრობის დადგენილებაში ნათლად არის ასახული და ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია წაიკითხოს, რომ პირიქით, მკაცრდება სავიზო რეგულაციები გარკვეული ქვეყნებისთვის, საიდანაც არალეგალური მიგრაციის მომატებული რისკია
საქართველოს ხელისუფლებას აქვს საკმაოდ დაბალანსებული პოლიტიკა საემიგრაციო კუთხით, რომელიც, რა თქმა უნდა, სრულიად თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან რაც გულისხმობს არალეგალური მიგრაციის შეზღუდვას ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

26 აპრილი 2025, 15:21
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მტკიცედ იყო დადასტურებული უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფებოდა.

26 აპრილი 2025, 15:15
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ლოგიკას მოკლებულია ის შეფასებები, რომ საქართველომ თითქოსდა, გაამარტივა სავიზო მიმოსვლა გარკვეულ ქვეყნებთან
ლოგიკას მოკლებულია ის შეფასებები, რომ საქართველომ თითქოსდა, გაამარტივა სავიზო მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც პირიქით, გაამკაცრა, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

26 აპრილი 2025, 15:10
სპორტი
სასტუმრო „ჰილტონ გარდენში“, საქართველოს რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს
სასტუმრო „ჰილტონ გარდენში“, საქართველოს რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს.

26 აპრილი 2025, 15:09
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: შარშან სალომე ზურაბიშვილისთვის ზურგს უკან ჩამორთმეული ხელი და დღეს მიხეილ ყაველაშვილისადმი ღირსეული მისალმება - ვინ არის ლეგიტიმური და დასაფასებელი, ამ ორი კადრიდანაც კარგად ჩანს
პარტია "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე რომში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დონალდ ტრამპისა და მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრას ეხმიანება.

26 აპრილი 2025, 15:07
პოლიტიკა
დეზინფორმაციის მორიგ კამპანიას ჯო უილსონი უერთდება
სხვადასხვა მედია საშუალებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს, 17 აპრილის დადგენილებით 17 ქვეყნის მოქალაქე ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლას შეძლებს, ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ეხმიანება.

26 აპრილი 2025, 14:54
პოლიტიკა
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა: პირდაპირ შტურმით უნდა დაგვემხო ეს ხელისუფლება
დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად აქციაზე იმყოფება ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა, მარიზა კობახიძე.

26 აპრილი 2025, 14:49
მსოფლიო
McDdonald's პირველი ამერიკული ბრენდია, რომელმაც რუსეთის ბაზარზე დაბრუნება ოფიციალურად გამოაცხადა და როსპატენტში განცხადება შეიტანა
ამერიკულმა „მაკდონალდსმა“ რუსულ ბაზარზე დაბრუნების სურვილი ოფიციალურად დაადასტურა.

26 აპრილი 2025, 14:39
პოლიტიკა
გიორგი ჩიმაკაძე: მიხეილ ყაველაშვილი რომის პაპის დაკრძალვას ესწრება, სადაც გვერდზე უდგას მაკრონი და მაკრონს უდგას ტრამპი. „პუბლიკამ" ტრამპი ჩამოჭრა ფოტოდან და ისე დადო ეგ ამბავი. სამარცხვინოები ხართ
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ჩიმაკაძე „პუბლიკას" მიერ რომის პაპის დაკრძალვიდან გავრცელებულ ფოტოს ეხმიანება.

26 აპრილი 2025, 14:38
პოლიტიკა
HJNews: პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესალმება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს ვატიკანში, რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე
დონალდ ტრამპისა და მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა ვატიკანში.

26 აპრილი 2025, 14:33
საზოგადოება
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით მთაწმინდის ფერდზე გამწვანების აქცია გრძელდება
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით მთაწმინდის ფერდზე გამწვანების აქცია გრძელდება. დღეს ფერდზე 200-მდე ხე დაირგვება. პროექტს ფონდი „განვითარება და გარემო“ ახორციელებს.

26 აპრილი 2025, 14:27
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: 2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა - საქართველომ 3 თვეში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო
2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა, - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი.

26 აპრილი 2025, 14:16
საზოგადოება
რომის პაპ ფრანცისკეს უკანასკნელ გზაზე აცილებენ. „ქრონიკა“ რომიდან
წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალს 200 ათასზე მეტი მორწმუნე და 170 ქვეყნის დელეგაცია ესწრება. მათ შორისაა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი და სხვა ქვეყნის ლიდერები.