imedi /  10 ნოემბერი 2023, 19:24 / სანდო წყარო

პრემიერი: საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან და ჩვენს მოძმე ერთან - სომხეთთან. ამდენად, საქართველო ვერ იქნება მიკერძოებული ამ სიტუაციაში. საქართველო ნეიტრალურია 100%-ით

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა აქვს ჩვენს მოძმე ერთან - სომხეთთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში: მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე” - გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამდენად, საქართველო ვერ იქნება მიკერძოებული ამ სიტუაციაში.

„საქართველო ნეიტრალურია 100 პროცენტით. ვერცერთის მხარეს დავიჭერთ ამ სიტუაციაში.
ჩემმა მეგობარმა - ნიკოლ ფაშინიანმა - ძალიან კარგად იცის ეს. ჩემმა მეგობარმა - ილჰამ ალიევმა - ძალიან კარგად იცის ეს. ამიტომ, ეს კითხვა ლიდერებს - პრემიერ-მინისტრ ფაშინიანსა და პრეზიდენტ ალიევს - უნდა დაუსვათ. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებდი, რადგან ნეიტრალური და მიუკერძოებელი პოზიციის დაცვა მსურს ჩვენს რეგიონში. მე მგონი, ეს სამივე ჩვენგანის ინტერესებშია.
ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა გასულ თვეს, როდესაც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს ვმასპინძლობდი. მადლობელი ვარ ჩემი მეგობრის - ნიკოლ ფაშინიანის - რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა ფორუმს. მიმაჩნია, რომ კარგი შესაძლებლობა შეიქმნა, რადგან სამივემ შევძელით შეკრება და საუბარი ჩვენი რეგიონის მომავლის - სამომავლო თანამშრომლობის - შესახებ. განვიხილეთ იმ სირთულეებისა და ბარიერების დაძლევის გზები, რომლებზეც პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ისაუბრა. ვფიქრობ, რომ საქართველომ აქ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალური პოზიცია. მადლობა გაგებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

ტეილორ სვიფტი

06 დეკემბერი 2023, 17:05

კულტურა

Time-მა 2023 წლის ადამიანად ტეილორ სვიფტი დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა 2023 წლის ადამიანად მომღერალი ტეილორ სვიფტი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

06 დეკემბერი 2023, 16:50

ეკონომიკა

ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი

აქამდე, რეგულარული ფრენების განხორციელება მხოლოდ სტამბოლის, ანტალიის, ანკარას და ტრაბზონის მიმართულებით იყო შესაძლებელი. რაც შეეხებათ თურქული მხარის ავიაკომპანიებს, როგორც წინამორბედი, ისე განახლებული შეთანხმების დანართის ფარგლებში, მათ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით აქვთ.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით

ბოლო პერიოდში ვაკვირდები, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტებით გამოირჩევიან. მათ ვურჩევდი, რომ ელაპარაკონ არა პოლიტიკოსებს ქვეყნის გარეთ, ეს იქნება ამერიკა თუ სხვა, არამედ ქართველ ხალხს და საკუთარ ამომრჩეველს. ისინი ამითაც აჩვენებენ, რომ საერთო ჯამში ლეგიტიმაციას ელტვიან არა ქართველი ხალხისგან, არამედ სხვადასხვა დედაქალაქებისგან. თავის დროზე სხვა დამოკიდებულება კი არ ჰქონდათ კომუნისტური პარტიის ნომენკლატურას, ზუსტად ასე იყურებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალებისკენ და სწორედ იქ ეძებდნენ ლეგიტიმაციას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 16:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი საზიარო ევროპული ღირებულებაა, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ ინდივიდუალური შეფასებებით, არ შეიძლება ისეთი აღქმა შეიქმნას, თითქოს რომელიმე ქვეყანა საქართველოს იყენებს ზეწოლის ინსტრუმენტად

ვფიქრობ სწორედ ჩვენი საზიარო ევროპული ინტერესი და უპირველეს ყოვლისა ღირებულებაა, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ ინდივიდუალური შეფასებებით და არა კოლექტიური მიდგომებით, -

06 დეკემბერი 2023, 16:42

ეკონომიკა

საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

აღნიშნული შეთანხმება, ავიაკომპანიებისთვის მიმზიდველს გახდის საქართველოსა და ომანს შორის შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას და ხელს შეუწყობს როგორც ფრენების არეალის გაფართოებას, ისე ტურიზმისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:37

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ევროპული ღირებულებები უკარნახებს ყველას, რომ ინდივიდუალურად მიუდგნენ ყველა ქვეყანას და გადაწყვეტილებაც უნდა იყოს ინდივიდუალური

რაც შეეხება ევროპულ საბჭოს და საუბარს, თითქოს შეიძლება რომელიმე ქვეყანამ დააკავშიროს უნგრეთის პოზიცია საკუთარ პოზიციასთან საქართველოს მიმართ, ვფიქრობ, ეს არ იქნება სწორი მიდგომა და კიდევ ერთხელ იქნება საქართველოს ინსტრუმენტალიზაცია, თუ შიდა დისკუსიების გამო საქართველოს ინსტრუმენტად გამოყენება მოხდება , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა, რადგან თითოეული ხმა გადამწყვეტია - უნგრეთს ჩვენ მიმართ პოზიტიური განწყობა აქვს და ეს შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა, რადგან თითოეული წევრის ხმა გადამწყვეტია და მგონი, რომ ჩვენი ოპონენტები ამაში უნდა დარწმუნდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 16:33

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინიციატივით მორიგი სამუშაო შეხვედრა იმართება ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვის თაობაზე

აღნიშნული ფორმატი საშუალებას აძლევს სამოქალაქო სექტორს გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები გეგმის აქტივობებთან დაკავშირებით და მოისმინონ პასუხისმგებელი უწყებების უკუკავშირი.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს

ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი უკვე აშკარად მოქმედებს ოპოზიციის დღის წესრიგით.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:19

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ ისე, რომ არ გვიცავს არც ნატო-ს ატომური ქოლგა, არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა და ამავე დროს, რუსეთს ჩვენი რეგიონები ოკუპირებული აქვს

როცა უკრაინის მიმართ სოლიდარობაზე ვსაუბრობთ, ხაზს ვუსვამთ იმას, რომ საქართველო გამორჩეულია ყველა ქვეყნისგან იმით, რომ ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი რუსეთთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:14

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს თუ ნატოს წევრ ქვეყნებს შევადარებთ, მაშინ ვნახავთ, რომ საქართველო შესაბამის სტანდარტზეა - საქართველო დიდი ხანია მზადაა, რომ ნატომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს

„ჩვენი სამხედრო ძალების თავსებადობა უმაღლეს დონეზეა. ნატოსთან ჩვენი სამხედრო კონტინგენტის აბსოლუტურ უმრავლესობას სხვადასხვა ფორმატში მონაწილეობა აქვს მიღებული ნატოს მისიებში და თავსებადობა ამით უზრუნველყოფილია. საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს თუ ნატოს წევრ ქვეყნებს შევადარებთ, მაშინ ვნახავთ, რომ საქართველო შესაბამის სტანდარტზეა. ყველა ამ პარამეტრით, საქართველო დიდი ხანია მზადაა, რომ ნატომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

06 დეკემბერი 2023, 16:13

სამართალი

პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:05

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ვინც კონტექსტში დააყენებს კენჭისყრის საკითხს - ან სამივე ქვეყანა ერთ პაკეტში, ან არავინ, ის იქნება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მებრძოლი მხარე

ევროპის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მომავლის ერთობლივი პაკეტით განხილვას არ გამორიცხავს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. საუბარია იმაზე, რომ უნგრეთის პოზიციის გამო, რომელმაც შესაძლოა დაბლოკოს უკრაინის ევროკავშირის წევრობის საკითხი, ხოლო საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, განხილოს ერთობლივ პაკეტში.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:03

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი მქონდა იმაზე, თუ როგორ ახერხებს საქართველო უსაფრთხოების ძალიან რთულ გარემოში შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო

„ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი მქონდა იმაზე, თუ როგორ ახერხებს საქართველო უსაფრთხოების ძალიან რთულ გარემოში შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო და ამავე დროს მონაწილე იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის სახით. საუბარი მქონდა იმაზე, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესის კვალდაკვალ მნიშვნელოვანია“

06 დეკემბერი 2023, 16:00

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის რეკომენდაციებს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშზე.

ბორის ჯონსონი

06 დეკემბერი 2023, 15:59

მსოფლიო

გამოკითხული ბრიტანელების 71% პანდემიის დროს ბორის ჯონსონის საქმიანობას არ ენდობა

გამოკითხული ბრიტანელების 71% პანდემიის დროს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის საქმიანობას არ ენდობა. ამის შესახებ YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.

06 დეკემბერი 2023, 15:46

საზოგადოება

ComCom-ის წევრმა ევროპის საბჭოს ფორუმზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა

ღონისძიებაზე განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა მედიის რეგულირება, მიმდინარე რეფორმები, მედიის მარეგულირებელი ჩარჩოების შესაბამისობა ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და ევროკავშირის რეგულაციებთან, მედიის მფლობელობის გამჭვირვალობა, დამაზიანებელი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სახელმწიფოებისა თუ სამოქალაქო საზოგადოებების პასუხი დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე, ასევე, ჟურნალისტებისა და სხვა მედია აქტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათი ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების დაცვა, მდგრადი მედია ინფრასტრუქტურის შექმნა და სხვა

ენტონი ბლინკენი

06 დეკემბერი 2023, 15:27

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: თუ ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებას ვერ უზრუნველვყოფთ და პუტინი დაუსჯელი დარჩება, ეს გახსნის აგრესიის პანდორის ყუთს მთელ მსოფლიოში

თუ ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებას ვერ უზრუნველვყოფთ და ვლადიმირ პუტინი დაუსჯელი დარჩება, ეს გახსნის აგრესიის პანდორის ყუთს მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ნათია თურნავა

06 დეკემბერი 2023, 15:15

ეკონომიკა

ნათია თურნავა: სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ფონდის მხრიდანაც ასეთივე მზაობას ვხედავთ

მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ძალიან რომ არ წავიდე დეტალებში, საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ პროგრამა აღდგება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

ნათია თურნავა

06 დეკემბერი 2023, 15:09

ეკონომიკა

ნათია თურნავა: სებ-ის დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციის 78-ე მუხლით, ორგანული კანონით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ - ჩვენი მონეტარული პოლიტიკა არის სრულიად დამოუკიდებელი, საკმაოდ ეფექტური და შედეგიანი

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სებ-ის ყოფილ პრეზიდენტს კითხვები დაუწუნა და ერთგვარი ეკონომიკური ლექცია წაუკითხა. როგორც ნათია თურნავამ თქვა, უკვირს რომან გოცირიძისგან ეს კითხვები.