ნანა კაკაბაძე: სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა 2024 წლის შემდეგაც დარჩეს პოლიტიკაში, ამიტომ ის მიეკედლა დასავლეთის იმ ფრთის ლიდერებს, რომლებიც ქართველ ნაცფაშისტებს ლობირებენ

ნანა კაკაბაძე
ფოტო: არქივი
აშკარად ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა 2024 წლის შემდეგაც დარჩეს პოლიტიკაში. ამ მიზნის მისაღწევად მან დაიწყო მისთვის პერსპექტიული გზების მოძიება, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განმარტებით, ზურაბიშვილს საკუთარი პოლიტიკური გუნდიც კი არ გააჩნია, ამიტომ მიეკედლა დასავლეთის იმ ფრთის ლიდერებს, რომლებიც „ნაცფაშისტებს“ ლობირებენ. კაკაბაძე ასევე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის საკუთარ თავზე მიწერა ვერ შეძლო, მომავალ არჩევნებში კოალიციური მთავრობის ფორმირების აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი.
“მავნებელი პრეზიდენტი. აშკარად ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა 2024 წლის შემდეგაც დარჩეს პოლიტიკაში. ამ მიზნის მისაღწევად მან დაიწყო მისთვის პერსპექტიული გზების მოძიება. მას ისიც კარგად ესმის, რომ ეს არც ისე ადვილი საქმე იქნება 72 წლის პენსიონერი ქალისთვის.
მართალია, აშშ-ში 80-ს გადაცილებულებიც არიან პოლიტიკური ლიდერები, მაგრამ მათთან სალომეს შედარება ამ შემთხვევაში არარელევანტურია. მით უმეტეს, რომ ამ ქალს არათუ საკუთარი პოლიტიკური პარტია, არამედ საკუთარი პოლიტიკური გუნდიც კი არ გააჩნია. ამიტომ ის მიეკედლა დასავლეთის იმ ფრთის ლიდერებს, რომლებიც ქართველ ნაცფაშისტებს ლობირებენ და უსიტყვოდ ასრულებს მათ დაკვეთებს.
სალომე აქტიურად მუშაობს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის წახალისებაზე. თბილისში მიმდინარე დესტრუქციული მიტინგების დროს ის აშშ-დან მიესალმა პარლამენტის დამრბევლებსა და იმ მატყუარებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ თითქოს რუსული კანონი შემოჰქონდა ხელისუფლებას.
ცესკოს თავმჯდომარის არჩევაზეც ზუსტად იმავეს იმეორებდა და ლობირებდა ისეთი კანონის მიღებას, რომელიც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მუშაობს.
პრიგოჟინის ერთდღიანი გამონათების დროსაც ამხელა პოლიტიკური გამოცდილების ქალმა ვერ გათვალა, აეღო პაუზა, არ აცუნდრუკებულიყო და დესტრუქციული გამონათქვამებით საფრთხე არ შეექმნა ქვეყნისთვის (რაც თითქმის ყველა სხვა ქვეყნის ხელისუფლებებმა გააკეთეს).
ვითომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის იბრძვის და სინამდვილეში ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, მაგრამ ამის მიუხედავად ქვეყანას მაინც უნდა მიენიჭოს ეს სტატუსი, ვინაიდან ამას ქართველი ხალხი იმსახურებსო.
მანვე უსიტყვოდ გაიზიარა უკრაინული მხარის უსაფუძვლო პოზიცია და მათთან ერთად საქართველოსგან მოითხოვა მტკიცებულებების წარმოდგენა, რომ ჩვენი ქვეყანა არ არღვევს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
ასევე, როდესაც რუსეთიდან ჩვენს ქვეყანაში ფრენების აღდგენის საკითხის დღის წესრიგში დადგომის შესაძლებლობამ გაიჟღერა მაშინვე საქართველოში უკრაინის საელჩოს ხელმძღვანელის დირექტივა მოვისმინეთ, („არ გაბედოთ ფრენების აღდგენა, თორემ საქართველოში მყოფ ლტოლვილებს გავიყვანთ და მსოფლიო მასშტაბით თავს მოგჭრითო“). მადამ პრეზიდენტმა თავისი სასახლიდან ბანი მისცა ჩვენი ქვეყნისადმი აგრესიულად განწყობილ „დიპლომატს“ და გასძახა, „მეც ეგრე ვფიქრობ, საქართველოში რუსული თვითმფრინავები არ უნდა გაჭაჭანდეს!“-ო.
რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ სალომე მიყურადებულია, აბა, ვინ გამოთქვამს ჩვენი ქვეყნის მიმართ საყვედურს, რომ მაშინვე შეუერთდეს მას. ესწრაფვის მსოფლიოს გასაგონად იყვიროს - „მართალია ამ ქვეყნის პრეზიდენტი მქვია, მაგრამ მე ვარ თქვენი, მათზე მაღლა ვდგავარ და არ გეგონოთ, ამ გოიმ ქართველებს თქვენზე წინ როდისმე დავაყენებ“-ო.
აღარაფერს ვამბობთ პატრონების საამებლად მათ მიერ შეკვეთილ სრულიად გაუმართლებელ შეწყალებებზე და ამ შეწყალებებით აღშფოთებული და მასთან საპროტესტოდ მისული მოსახლეობის ნაწილის შეურაცხყოფაზე („აქ რას მომივარდით“-ო), აგრეთვე ხელისუფლებასთან შეუთანხმებელ საერთაშორისო ვიზიტებზე, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ოფიციალურად იქნა აღიარებული პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევად.
მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრობის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციის საკუთარ დამსახურებად გასაღების გეგმა ჩაეფუშა, ახალი იდეისთვის მებრძოლი ლიდერის მანტიის მოსხმა გადაწყვიტა და დაიწყო იმის პროპაგანდა, რომ საქართველოს ხსნა მხოლოდ კოალიციურ მთავრობაშია და ყველაფერს უნდა ვეცადოთ, რომ 2024 წლის არჩევნები სწორედ ამ შედეგით დასრულდესო. კერძოდ, მადამ პრეზიდენტმა განაცხადა:
„მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია და შანსი იმისა, რომ გადავიდეს სხვა, დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც უფრო ემსგავსება კოალიციას, ვიდრე ერთი პარტია, რომელიც იმარჯვებს ყველგან და შემდეგ თვლის, რომ მარტოა ხელისუფლებაში”.
მართალია, ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკებში ძირითადად კოალიციური მმართველობებია, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ასეთი ტიპის მმართველობა არის არასტაბილური, რაც იმაში გამოიხატება, რომ საკმარისია კოალიციის წევრმა რომელიმე პარტიამ რაიმე მიზეზით დატოვოს კოალიცია და მთავრობის მხარდამჭერთა რაოდენობა პარლამენტში 50%-ს ჩამოსცდეს, რომ მაშინვე უნდა დაიშალოს პარლამენტი და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ახლად არჩეულმა პარლამენტმა კი დანიშნოს ახალი კოალიციური მთავრობა. ასეთი პოლიტიკური მიწისძვრები შეიძლება განმეორდეს ყოველწლიურად და წელიწადში 2-ჯერაც კი, რაც აუცილებლად გამოიწვევს ქაოსსა და რყევებს ქვეყნის ცხოვრებაში. თუ ვინმე მოიტანს იტალიის, ბელგიის, ისრაელის ან სხვა მაგალითებს, სადაც სწორედ ასე ვითარდება ბოლო წლების პოლიტიკური ცხოვრება, მათ უნდა შეადარონ ეს ქვეყნები საქართველოს პოლიტიკური კულტურის, სოციალური, ეკონომიკური, ფინანსური, ან თუნდაც მენტალური კუთხით და მერე გამოიტანონ დასკვნები, თუ რა მოხდება საქართველოში, როდესაც ყოველ წელს იქნება მთავრობის ცვლილებები, ახალი მინისტრებით, ახალი მოადგილეებით, დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარეებით ახალი დირექტორებით, ახალი მდივნებით და ახალი დამლაგებლებითაც კი. მოკლედ, ახალი მთავრობების მიერ დასასაქმებელი ნათესავებით და ნაცნობ-მეგობრებით.
„კოალიციურ მთავრობაში“ სალომე და მისი თანამოაზრე ნაცფაშისტები მხოლოდ „ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილებას გულისხმობენ, თორემ, მაგალითად, 2024 წლის არჩევნების შედეგებით თუ ჯამურად 50%-ს გადალახავდნენ მაგალითად, „ოცნება“ და „ხალხის ძალა“ (ან მათი მომხრე კიდევ რომელიმე პარტია) და ისინი შექმნიდნენ კოალიციურ მთავრობას, ამ შემთხვევაში ასეთი კოალიცია მათთვის მიუღებელი იქნებოდა და ან „არჩევნების გაყალბების“ ან „რუსულ რეჟიმთან“ ბრძოლის ლოზუნგით შეეცდებოდნენ ძალადობრივი გზით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, რასაც აუცილებლად დაარქმევდნენ „მშვიდობიან რევოლუციას“.
აბა სხვა რა გზა ექნებათ, რადგან ეს „დიდი ევროპელები“ ვერასოდეს გაიგებენ, რომ ხელისუფლების მოპოვებას მხოლოდ შენი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება და რომ ამისთვის საკმარისი არ არის უცხოელი დამფინანსებლების ლობირება. ხოლო როდესაც ასეთი მხარდაჭერა არ არსებობს და არც ამის აღიარების თავი გაქვს, სწორედ მაშინ ეძებ დანაშაულებრივი გზებით ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებებს.” - წერს ნანა კაკაბაძე.
ყველა სიახლე

03 დეკემბერი 2023, 11:35
სამართალი
თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა, პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით ყოფილი ცოლი დაჭრა, ქმარი, კი მოკლა.

03 დეკემბერი 2023, 11:30
პოლიტიკა
ბექა ოდიშარია რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ ძალაუფლების, სისხლის და ფულის გარდა არაფერი სურთ
მივესალმები კონსტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც 12 რეკომენდაციის შემუშავების პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული და ახლა დააანონსა, რომ ის შეუერთდება ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესსაც, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

03 დეკემბერი 2023, 11:24
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: 9 პუნქტის შესრულება თუ გვინდა, ჯერ არჩევნები უნდა ჩავატაროთ წესიერად და ახალ პოლიტიკურ რეალობაში შევუდგეთ ამას
„ახლა არანაირი კითხვები არ მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი, სინამდვილეში ჩვენ ამ 9 პუნქტის შესრულება თუ გვინდა, ჯერ არჩევნები უნდა ჩავატაროთ წესიერად და ახალ პოლიტიკურ რეალობაში შევუდგეთ ამას. არსებულ პოლიტიკურ რეალობაში ამ 9 პუნქტს ისეაივე წარმატებით შევასრულებთ, როგორც წინა 12 შევასრულეთ“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

03 დეკემბერი 2023, 11:24
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ჩაეშალათ მთავარი გეგმა, რომ კანდიდატის სტატუსის მიუღებლობის მიზეზით რევოლუციური პროცესი განვითარებულიყო - რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სამუშაო ჯგუფებისადმი საბოტაჟი გაგრძელდება
ის საბოტაჟი, რაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს სამუშაო ჯგუფებს, რასაკვირველია გაგრძელდება, ეს სტრატეგია არ იცვლება და მიზეზიც არ გამოელევათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

03 დეკემბერი 2023, 11:18
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე: ჩვენ მზად ვართ, ერთობლივად შევასრულოთ რეკომენდაციები
ჩვენ მზად ვართ ერთობლივად შევასრულოთ რეკომენდაციები, ანუ პირობები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

03 დეკემბერი 2023, 11:12
პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი: მიხარია, რომ მთავრობამ სწრაფად იმოქმედა და 9 პრიორიტეტზე სამოქმედო გეგმა გადაიგზავნა ბრიუსელში - ჩვენ გვინდა ყველამ ერთად იმუშაოს და კონსტრუქციული თანამშრომლობა იყოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის
საქართველოში ევროკავშირის სრულ უფლებიანი ელჩის განცხადებით, ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლად, საჭიროა ხელისუფლების და ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობა. ელჩს იმედი აქვს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საჭირო რეფორმების განხორციელებაში ყველა მხარე თანაბრად ჩაერთვება.

03 დეკემბერი 2023, 10:48
მსოფლიო
პარიზში, ეიფელის კოშკთან შეიარაღებული მამაკაცი ტურისტებს თავს დაესხა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
პარიზის ცენტრში, ეიფელის კოშკთან შეიარაღებული მამაკაცი ტურისტებს თავს დაესხა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 19:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპული გერმანიის მოქალაქეა.

03 დეკემბერი 2023, 10:05
მსოფლიო
ვიტალი კლიჩკო: უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის
უკრაინა შესაძლოა, აღარ იყოს განსხვავებული რუსეთისგან, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუს დროს განაცხად.

03 დეკემბერი 2023, 10:00
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: უკრაინაში საქმეები კარგად რომ არაა, უფრო მეტიც, სერიოზულად მძიმედაა, ამას თავად უკრაინელები აღიარებენ
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, „უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის.” არესტოვიჩმა კორუფციამ და უპასუხისმგებლობამ წალეკა უკრაინის პოლიტიკური ელიტაო, არახამიამ კი ომის გაგრძელება და სამშვიდობო მოლაპარაკების არ დაწყება ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს დააბრალა - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

03 დეკემბერი 2023, 09:29
მსოფლიო
ფილიპინებში უნივერსიტეტში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა აფეთქების შედეგად ფილიპინებში საუნივერსიტეტო გიმნაზიაში, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

03 დეკემბერი 2023, 09:05
საზოგადოება
93 წლის ასაკში სოპრანო მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა
სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, სოპრანო მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

03 დეკემბერი 2023, 08:33
ტაბლოიდი
Binance-ის პოპულარიზაციისთვის რონალდუს $1-მილიარდიანი სარჩელი ემუქრება
კრიშტიანუ რონალდუს, Binance-ის მომხმარებლები უჩივიან. სარჩელის თანახმად, მომჩივანი მხარე პორტუგალიელს კრიპტოვალუტის ბირჟის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის $1-მილიარდიან კომპენსაციას სთხოვს. Binance-ი ვალუტისა და უცხოური ტრანზაქციების ანგარიშგების აქტის დარღვევისთვის $4 მილიარდის გადახდას უკვე დათანხმდა.

03 დეკემბერი 2023, 08:05
კულტურა
House of the Dragon-ის მეორე სეზონის პირველი თიზერი გამოვიდა
House of the Dragon-ის მეორე სეზონის პირველი თიზერი გამოვიდა. სერიალი 2024 წლის ზაფხულიდან დაიწყება.

03 დეკემბერი 2023, 00:45
მსოფლიო
ფილიპინებზე 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე
ადგილობრივი სეისმოლოგიური სააგენტომ ცუნამის შესაძლო საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. გავრცელებული ცნობით, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 3 მეტრს მიაღწიოს. სანაპიროსთან ახლოს მცხოვრებ ადამიანებს დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

02 დეკემბერი 2023, 23:55
თავდაცვა
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია „პირველი“ აგრძელებს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის მიზანია თავდაცვის ძალების, სახელმწიფო სტრუქტურების და უწყების წარმატებული რეფორმების დისკრედიტაცია, რაც სრულიად ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა და მიზნად ისახავს ჯარში წასვლის მსურველთა შეცდომაში შეყვანას. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

02 დეკემბერი 2023, 23:25
მსოფლიო
„სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავმა შვილის კოლეჯში მოსაწყობად თაღლითობაში მიიღო მონაწილეობა - ფელისიტი ჰოფმანმა სკანდალზე საჯაროდ ისაუბრა
მსახიობის თქმით, ის ფიქრობდა, რომ ცუდი დედა იქნებოდა, თუ ამას არ გააკეთებდა. ამასთან, მსახიობმა თქვა, რომ თავისი საქციელის გამო რცხვენია და ბოდიში მოუხადა იმ სტუდენტებსა და ოჯახებს, რომლებიც უნივერსიტეტში კანონიერად მოსახვედრად ძალიან ბევრს შრომობენ.

02 დეკემბერი 2023, 22:53
ჯანდაცვა
ზურაბ აზარაშვილი: DRG პრინციპის გათვალისწინებით შევქმენით ახალი, თანაბარი ტარიფი როგორც მშობიარობის, ისე საკეისროს კვეთის შემთხვევაში
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ საუბრისას აღნიშნა, რომ მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსებაზე DGR დაფინანსების მოდელი გავრცელდა, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში, მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე, თანაბარი ტარიფი დაწესდა და მოქალაქეებისთვის მომსახურება არის უფასო. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არასაჭირო საკეისრო კვეთების რაოდენობასაც შეამცირებს.

02 დეკემბერი 2023, 22:28
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი: ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს შესაძლებლობა აქვს სრულად, სახელმწიფო დაფინანსებით იმკურნალოს
„ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით არსებული პრობლემა ძალიან მძიმე იყო. უკმაყოფილება მოდიოდა მშობლების მხრიდან, როგორც კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების, ისე ექიმების მიმართ. სისტემის ამოქმედება ძალიან რთულია, ეს სხვადასხვა მაღალკვალიფიციურ ექიმებთან, ტექნოლოგიებთან და ჩვენს გეგმებთანაა დაკავშირებული,ვგულისხმობ რესპუბლიკურ საავადმყოფოს“.

02 დეკემბერი 2023, 22:03
ჯანდაცვა
ზურაბ აზარაშვილი: ფარმაცევტული რეფორმის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა 350 მილიონ ლარამდე დაზოგეს
ზურაბ აზარაშვილის თქმით, თურქეთიდან შემოსულმა მედიკამენტებმა, კონკურენციის პრინციპებიდან გამომდინარე, სხვა ქვეყნებიდან შემოსულ მედიკამენტების ღირებულებაზეც მოახდინა გავლენა.

02 დეკემბერი 2023, 21:55
ჯანდაცვა
ზურაბ აზარაშვილი: გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენების გარეშე საკეისროს ვინმეს ვუკრძალავთ - სახელმწიფო სწორად ჩატარებულ საკეისროს, მშობიარობასა და ექიმის ხარჯებს დააფინანსებს
ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ძალიან ცუდი ტენდენცია გვაქვს. მშობიარობების საშუალოდ, 55-60% ხდება საკეისროს მეშვეობით. აქედან ძალიან დიდი ნაწილი არის ჩვენების გარეშე საკეისროები, რაც სამომავლოდ ქვეყანაში დემოგრაფიულ პრობლემებს ქმნის, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.