13 ნოემბერი 2023, 13:07 / სანდო წყარო

ირაკლი ბერაია: გადადგომას არ ვაპირებ, მინდა, ერთხელ და სამუდამოდ ეს ყველამ კარგად გაიგოს, ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია

გადადგომას არ ვაპირებ, მინდა, ერთხელ და სამუდამოდ ეს ყველამ კარგად გაიგოს. ვიდრე მეც და ჩემი გუნდით მივიჩნევთ, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში ერთად ვაკეთებთ საქვეყნო საქმეს, ჩემი პოზიცია არის ასეთი და ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ განაცხადა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა ბერაიას მიმართა: „ირაკლი, სირცხვილია, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე. კომიტეტზე ვერ გაგრძელდება ჯანსაღად სიტუაცია, ვიდრე იქნები ჩაბღაუჭებული ამ თანამდებობას. ყოველ სხდომაზე ამას შეგახსენებ. სირცხვილია ყოველი დღე, რომელსაც ატარებ ამ კომიტეტის პოსტზე. ამ კომიტეტში, პირველ რიგში, უნდა იყოს ღირსება, რაც დაკარგულია შენი უღირსი საქციელის გამო“.

„ამ თემაზე ერთხელ უკვე ვისაუბრე და დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, ის სამწუხარო გამონათქვამი, რაც ჩემ მიერ იქნა გაჟღერებული პლენარულ სხდომაზე, ვფიქრობ, რომ არ უნდა თქმულიყო, ეს იყო მიუღებელი და ამასთან დაკავშირებით მე განვაცხადე. შესაბამისად, ამ თემაზე მეტ დეტალიზაციას არ ვაპირებ. ყველაფერი ნათქვამია. ასევე, ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ გადადგომას არ ვაპირებ, მინდა, ეს ყველამ ერთხელ და სამუდამოდ კარგად გაიგოს. ვიდრე მეც და ჩემი გუნდიც მივიჩნევთ, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში ჩვენ ერთად ვაკეთებთ საქვეყნო საქმეს, ჩემი პოზიცია არის ასეთი და ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს. მე თქვენ და თქვენს ზოგიერთ კოლეგას ნამდვილად არ მოვთხოვ ბოდიშის მოხდას, რადგან მიმაჩნია, რომ თქვენი აზროვნება და შეგნება ამას ვერ შესწვდება. ასე რომ, ამ საკითხზე დავასრულოთ საუბარი“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2023, 08:44

LIVE ისრაელი

რა ხდება ისრაელ-„ჰამასის“ ომის 61-ე დღეს

ჰან-იუნისი ღაზის სექტორში სიდიდით მეორე ქალაქია და სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის ზრდის პარალელურად, ისრაელი უკიდურესად ამკაცრებს უსაფრთხოების ზომებსაც. სისტემატური რეიდებით, მოწმდება ყველაფერი, მათ შორის სასწრაფო დახმარების მანქანები.

ნიკოლოზ სამხარაძე

06 დეკემბერი 2023, 08:37

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი სურვილია, როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ და მოლდოვამ დადებითი პასუხი მიიღონ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ კონკრეტული საკითხებია უკრაინასთან მიმართებაში, საქართველო არ გახდეს უკრაინის საკითხის მძევალი

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანამ მიიღოს დადებითი პასუხი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ახლა საქართველოზე მიმდინარეობს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს საკითხი რომელიმე სხვა საკითხს არ მიებას“, -აღნიშნა სამხარაძემ.

06 დეკემბერი 2023, 08:24

ტექნოლოგიები

„ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში, საქართველო თავისუფალ ქვეყნად დასახელდა

ანგარიშში ინტერნეტის თავისუფლების დონე ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით – დაბრკოლებები წვდომისთვის, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები.

06 დეკემბერი 2023, 08:12

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეები საქართველოში ამინდი გაუარესდება

აღმოსავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან კი მოსალოდნელია თოვა. წვიმიანი ამინდს პროგნოზირებენ თბილისში, სადაც ამინდი 10 გრადუსამდე გათბება. არამდგრადი ამინდები 13 დეკემბრამდე შენარჩუნდება.

06 დეკემბერი 2023, 08:03

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ვოლოდიმირ ზელენსკი

06 დეკემბერი 2023, 00:51

მსოფლიო

უკრაინული მედია: ზელენსკიმ გააუქმა ონლაინ ბრიფინგი ამერიკელ სენატორებთან

აშშ-ის სენატში უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააუქმა ონლაინ ბრიფინგი ამერიკელ სენატორებთან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

06 დეკემბერი 2023, 00:31

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

06 დეკემბერი 2023, 00:28

სპორტი

ბექა გაბისონია კიკბოქსინგში ევროპის ჩემპიონია

ქართველი კიკბოქსიორი ბექა გაბისონია ევროპის ჩემპიონია. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქამრისთვის შეხვედრაში მან პოლონელი პაველ სადოუსკი დაამარცხა.

05 დეკემბერი 2023, 23:55

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „კლიმატის კანონის თეთრი წიგნის“ საჯარო განხილვა გაიმართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „კლიმატის კანონის თეთრი წიგნის“ საჯარო განხილვა გაიმართა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

05 დეკემბერი 2023, 23:52

LIVE ისრაელი

ნეთანიაჰუ: „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ, ისრაელის სამხედროებს მოუწევთ ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე კონტროლის შენარჩუნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ, ისრაელის სამხედროებს მოუწევთ ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე კონტროლის შენარჩუნება.

დმიტრო კულება

05 დეკემბერი 2023, 23:32

მსოფლიო

დმიტრო კულება: უკრაინა არ მოელის, რომ მოკავშირეების მხრიდან მხარდაჭერა შემცირდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა არ მოელის, რომ მოკავშირეების მხრიდან მხარდაჭერა შემცირდება.

05 დეკემბერი 2023, 23:07

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანამ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღოს დადებითი პასუხი, თუმცა საქართველოს საკითხი რომელიმე სხვა საკითხს არ მიებას

„ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ და მოლდოვამ დადებითი პასუხი მიიღონ, თუმცა აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ თუ კონკრეტული საკითხებია უკრაინასთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში საქართველო არ გახდეს უკრაინის საკითხის მძევალი“

ნიკოლოზ სამხარაძე

05 დეკემბერი 2023, 22:32

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ჩვენი პარტნიორები დაინტერესდნენ, თუ რა შეიძლება კიდევ მეტი გააკეთოს ნატო-მ საქართველოსთვის

ჩვენ გვქონდა არაფორმალური, მეგობრული შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან. ელჩებს აინტერესებდათ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ასევე მათი სამხედრო განლაგება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 22:09

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: არსებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში ბიზნესი განვითარების შესაძლებლობას ხედავს

ბიზნესის მხრიდან არსებული ეკონომიკური პოლიტიკის ნდობა არის მაღალი, რაც ავტომატურად ითარგმნება ყველაზე პრაქტიკულ შედეგში, ეს არის ეკონომიკური აქტივობა, - ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

05 დეკემბერი 2023, 21:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ვიქტორ ორბანის წერილზე: ეს არის ევროკავშირის შიდა დისკუსიები, რომელშიც არ და ვერ ჩავერთვებით. ჩვენ ჩვენი საკითხი გვაინტერესებს. ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია გვაქვს და ამას არაფერი უშლის ხელს

„ეს არის ევროკავშირის შიდა დისკუსიები, რომელშიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ და ვერ ჩავერთვებით. ჩვენ ჩვენი საკითხი გვაინტერესებს. ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია გვაქვს და ამას არაფერი უშლის ხელს. ვხედავთ, რომ ამას საჯაროდ არც ერთი ქვეყანა კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს“

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 დეკემბერი 2023, 21:28

მსოფლიო

ზელენსკი: ყველა, ვინც ომის დაწყებიდან უკრაინის გმირის წოდება მიიღო, სახელმწიფოსგან საკუთარ საცხოვრებელს მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა, ვინც რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან უკრაინის გმირის წოდება მიიღო, სახელმწიფოსგან საკუთარ საცხოვრებელს მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 21:28

რეგიონი

ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 21:16

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი და ირაკლი შატაკიშვილი გერმანიაში შეხვედრებს აგრძელებენ

შეხვედრაზე მომავლის პროფესიების განსაზღვრის შესახებ ისაუბრეს. ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, იმ მოდელის გადმოტანა საქართველოში, რომლითაც გერმანელები სამომავლო პროფესიებს განსაზღვრავენ, საინტერესო იქნება.

შალვა პაპუაშვილი

05 დეკემბერი 2023, 21:07

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველო არის იმ ჯაჭვის ნაწილი, რომელიც ეხმარება ევროკავშირსა და ნატო-ს, რომ სანქციები ეფექტურად აღსრულდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არაერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს ტერიტორია არ არის გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის.

05 დეკემბერი 2023, 21:01

მსოფლიო

POLITICO: დასავლეთის ძალისხმევა, შეეზღუდა რუსეთის შემოსავლები ნავთობის გაყიდვიდან არსებითად წარუმატებელი აღმოჩნდა

დასავლეთის ძალისხმევა, შეეზღუდა რუსეთის შემოსავლები ნავთობის გაყიდვიდან არსებითად წარუმატებელი აღმოჩნდა, - წერს ამერიკული გამოცემა POLITICO.