სოზარ სუბარი: მინდა, კატეგორიულად განვუცხადო ოპოზიციას, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა არ მოხდება და პოლიტიკა საბოლოოდ უნდა გაიწმინდოს იმ აგენტურისგან, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - როგორმე დააზიანოს ჩვენი სამშობლო

სოზარ სუბარი
ფოტო: ხალხის ძალა
„თვითონ ეს ფაქტი, რომ 2%-იან ბარიერს ითხოვენ და სხვა შანსს ვერ ხედავენ, კარგად აჩვენებს, როგორი უსუსურია მათი მტკიცება, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს მხარდაჭერა, რომ ძალიან მალე ისინი შეძლებენ ხელისუფლების ცვლილებას,” - ამის შესახებ „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისიის დადებითმა გადაწყვეტილებამ მთლიანად დაამსხვრია რადიკალური ოპოზიციის გეგმები ქვეყანაში არეულობის მოწყობასთან დაკავშირებით.
“ევროკომისიის დადებითმა გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაამსხვრია ოპოზიციის გეგმები, კერძოდ, გეგმა, რომ ისინი შეძლებდნენ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლას და იმედი, რომ შეიძლება რაიმე შედეგს მიაღწიონ რაიმე ტიპის არჩევნებში. ამიტომ ახლა აქვთ ახალი ნარატივი, რომელსაც ყველა ოპოზიციონერი ერთხმად იმეორებს - რამენაირად მოხდეს საარჩევნო ბარიერის 5-დან 2 %-მდე დაწევა. თვითონ ეს ფაქტი, რომ 2%-იან ბარიერს ითხოვენ და სხვა შანსს ვერ ხედავენ, კარგად აჩვენებს, როგორი უსუსურია მათი მტკიცება, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს მხარდაჭერა, რომ ძალიან მალე ისინი შეძლებენ ხელისუფლების ცვლილებას. ამ დროს მთელი გათვლა იმაზე აქვთ, რომ ზუსტად იციან - მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეუძლიათ, ეს არის 40 000 ამომრჩევლის ხმა. ეს არის მათი მაქსიმალური ელექტორატი და ამიტომ ცდილობენ, ბარიერი 2%-მდე დაიწიოს.
მინდა, კატეგორიულად განვუცხადო ოპოზიციას, რომ ბარიერის დაწევა არ მოხდება და პოლიტიკა საბოლოოდ უნდა გაიწმინდოს იმ აგენტურისგან, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - როგორმე დააზიანოს ჩვენი სამშობლო და ამით ასიამოვნოს თავის პატრონებს,” - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ყველა სიახლე

03 დეკემბერი 2023, 10:05
მსოფლიო
ვიტალი კლიჩკო: უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის
უკრაინა შესაძლოა, აღარ იყოს განსხვავებული რუსეთისგან, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუს დროს განაცხად.

03 დეკემბერი 2023, 09:29
მსოფლიო
ფილიპინებში უნივერსიტეტში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა აფეთქების შედეგად ფილიპინებში საუნივერსიტეტო გიმნაზიაში, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

03 დეკემბერი 2023, 09:05
საზოგადოება
93 წლის ასაკში სოპრანო მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა
სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, სოპრანო მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

03 დეკემბერი 2023, 08:33
ტაბლოიდი
Binance-ის პოპულარიზაციისთვის რონალდუს $1-მილიარდიანი სარჩელი ემუქრება
კრიშტიანუ რონალდუს, Binance-ის მომხმარებლები უჩივიან. სარჩელის თანახმად, მომჩივანი მხარე პორტუგალიელს კრიპტოვალუტის ბირჟის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის $1-მილიარდიან კომპენსაციას სთხოვს. Binance-ი ვალუტისა და უცხოური ტრანზაქციების ანგარიშგების აქტის დარღვევისთვის $4 მილიარდის გადახდას უკვე დათანხმდა.

03 დეკემბერი 2023, 08:05
კულტურა
House of the Dragon-ის მეორე სეზონის პირველი თიზერი გამოვიდა
House of the Dragon-ის მეორე სეზონის პირველი თიზერი გამოვიდა. სერიალი 2024 წლის ზაფხულიდან დაიწყება.

03 დეკემბერი 2023, 00:45
მსოფლიო
ფილიპინებზე 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე
ადგილობრივი სეისმოლოგიური სააგენტომ ცუნამის შესაძლო საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. გავრცელებული ცნობით, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 3 მეტრს მიაღწიოს. სანაპიროსთან ახლოს მცხოვრებ ადამიანებს დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

02 დეკემბერი 2023, 23:55
თავდაცვა
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია „პირველი“ აგრძელებს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის მიზანია თავდაცვის ძალების, სახელმწიფო სტრუქტურების და უწყების წარმატებული რეფორმების დისკრედიტაცია, რაც სრულიად ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა და მიზნად ისახავს ჯარში წასვლის მსურველთა შეცდომაში შეყვანას. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

02 დეკემბერი 2023, 23:25
მსოფლიო
„სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავმა შვილის კოლეჯში მოსაწყობად თაღლითობაში მიიღო მონაწილეობა - ფელისიტი ჰოფმანმა სკანდალზე საჯაროდ ისაუბრა
მსახიობის თქმით, ის ფიქრობდა, რომ ცუდი დედა იქნებოდა, თუ ამას არ გააკეთებდა. ამასთან, მსახიობმა თქვა, რომ თავისი საქციელის გამო რცხვენია და ბოდიში მოუხადა იმ სტუდენტებსა და ოჯახებს, რომლებიც უნივერსიტეტში კანონიერად მოსახვედრად ძალიან ბევრს შრომობენ.

02 დეკემბერი 2023, 22:53
ჯანდაცვა
ზურაბ აზარაშვილი: DRG პრინციპის გათვალისწინებით შევქმენით ახალი, თანაბარი ტარიფი როგორც მშობიარობის, ისე საკეისროს კვეთის შემთხვევაში
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ საუბრისას აღნიშნა, რომ მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსებაზე DGR დაფინანსების მოდელი გავრცელდა, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში, მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე, თანაბარი ტარიფი დაწესდა და მოქალაქეებისთვის მომსახურება არის უფასო. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არასაჭირო საკეისრო კვეთების რაოდენობასაც შეამცირებს.

02 დეკემბერი 2023, 22:28
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი: ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს შესაძლებლობა აქვს სრულად, სახელმწიფო დაფინანსებით იმკურნალოს
„ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით არსებული პრობლემა ძალიან მძიმე იყო. უკმაყოფილება მოდიოდა მშობლების მხრიდან, როგორც კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების, ისე ექიმების მიმართ. სისტემის ამოქმედება ძალიან რთულია, ეს სხვადასხვა მაღალკვალიფიციურ ექიმებთან, ტექნოლოგიებთან და ჩვენს გეგმებთანაა დაკავშირებული,ვგულისხმობ რესპუბლიკურ საავადმყოფოს“.

02 დეკემბერი 2023, 22:03
ჯანდაცვა
ზურაბ აზარაშვილი: ფარმაცევტული რეფორმის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა 350 მილიონ ლარამდე დაზოგეს
ზურაბ აზარაშვილის თქმით, თურქეთიდან შემოსულმა მედიკამენტებმა, კონკურენციის პრინციპებიდან გამომდინარე, სხვა ქვეყნებიდან შემოსულ მედიკამენტების ღირებულებაზეც მოახდინა გავლენა.

02 დეკემბერი 2023, 21:55
ჯანდაცვა
ზურაბ აზარაშვილი: გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენების გარეშე საკეისროს ვინმეს ვუკრძალავთ - სახელმწიფო სწორად ჩატარებულ საკეისროს, მშობიარობასა და ექიმის ხარჯებს დააფინანსებს
ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ძალიან ცუდი ტენდენცია გვაქვს. მშობიარობების საშუალოდ, 55-60% ხდება საკეისროს მეშვეობით. აქედან ძალიან დიდი ნაწილი არის ჩვენების გარეშე საკეისროები, რაც სამომავლოდ ქვეყანაში დემოგრაფიულ პრობლემებს ქმნის, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

02 დეკემბერი 2023, 21:54
სპორტი
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეები ცნობილია
დღეს გერმანიაში, ჰამბურგის საკონცერტო დარბაზში, ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომელსაც ფინალურ ტურნირზე მოხვედრის შემთხვევაში შესაძლოა საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდეს.

02 დეკემბერი 2023, 21:41
ჯანდაცვა
ზურაბ აზარაშვილი: DRG-ის ჩვენთან დანერგვის შემდეგ, ძალიან ბევრი შეფასება გაკეთდა და ყველა აღფრთოვანებულია იმ წარმატებული შედეგებით, რასაც საქართველომ მოკლე დროში მიაღწია
DRG-ის ჩვენთან დანერგვის შემდეგ, ძალიან ბევრი შეფასება გაკეთდა, მათ შორის დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტების, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ყველა აღფრთოვანებული და გაკვირვებულია იმ წარმატებული შედეგებით, რასაც საქართველომ მოკლე დროში მიაღწია , - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

02 დეკემბერი 2023, 21:16
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ყველა პუნქტში, ყველა მიმართულებაში, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოჰკიდა, არის ხელშესახები წარმატება
დაახლოებით წელიწად-ნახევარის განმავლობაში საქართველომ, კერძოდ კი მისმა ხელისუფლებამ და ზოგადად გუნდმა გამოიარა ძალიან ბევრი ბარიერი, გადალახა ბევრი პრობლემა და საბოლოოდ „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა მართალი , - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

02 დეკემბერი 2023, 20:59
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი: ელექტრონული რეცეპტების შედეგია ის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვაანალიზებთ იმას, ვინ რა რეცეპტებს წერს და რამდენად კეთილსინდისიერად წერს
ელექტრონული რეცეპტების შედეგია ის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე აქტიურად ვაანალიზებთ იმას, ვინ რა რეცეპტებს წერს და რამდენად კეთილსინდისიერად წერს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

02 დეკემბერი 2023, 20:58
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ერთი იდეოლოგიის ქვეშ არსებულ პოლიტიკურ ძალებს აქვთ შანსი ერთ პარტიად ჩამოყალიბდნენ, ოღონდ არა იმიტომ, რომ არჩევნებში გვერდიგვერდ დასხდნენ, არამედ ჩამოყალიბდნენ ისეთ სტრუქტურულ ერთეულად, რომელიც დროს გაუძლებს
„ჩვენ რომ ხელოვნური გაერთიანებების წინააღმდეგი ვართ, ეს იმითაც ჩანს, რომ ბლოკების საკითხი აიკრძალა და მხოლოდ გაერთიანება კონკრეტული არჩევნებისთვის აღარ გახდა დაშვებული კანონიდან გამომდინარე. ჩვენ საქართველოში ვავითარებთ პარტიულ დემოკრატიას“.

02 დეკემბერი 2023, 20:37
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ნაცმოძრაობა თავისი აქტიური პოლიტიკური არსებობის ბოლო სერიას გადის
ნაცმოძრაობა თავისი პოლიტიკური აქტიური არსებობის ბოლო სერიას გადის - ეს მოსალოდნელი იყო წინარე პროცესებიდანაც, რაც პარტიაში საკმაოდ დიდი ხანია დაიწყო, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

02 დეკემბერი 2023, 20:17
LIVE ისრაელი
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ, 193 ადამიანი დაიღუპა
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ, ანკლავში 193 ადამიანი დაიღუპა, 652 კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

02 დეკემბერი 2023, 20:11
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს მათი ძალისხმევისთვის - კვლავაც ველით მათგან ინტენსიურ პარტნიორობასა და თანამშრომლობას
„კახეთის სოფელ კარდენახში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ელჩებთან გვქონდა მეგობრული, არაფორმალური შეხვედრა, სადაც გაიმართა დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების წინ კიდევ უფრო აქტუალური და დროული იყო“.