14 ნოემბერი 2023, 18:20 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: გლობალური ომის პარტიას საქართველოს მიმართ აქვს მიდგომა - არანაირი კონსტიტუცია, არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი დამოუკიდებლობა და დღეს ამას სალომე ზურაბიშვილის ხელით აკეთებენ

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

ეს არის იგივე მიდგომა, რაც 1800 წელს, ან 1921 წელს ჰქონდათ საქართველოსთან მიმართებით - არანაირი კონსტიტუცია, არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი დამოუკიდებლობა. დღეს ამას აკეთებენ სალომე ზურაბიშვილის და მისი პოლიტიკური მოკავშირეების ხელით, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.

ქართველიშვილის თქმით, რასაც ადრე რუსეთი აკეთებდა საქართველოსთან მიმართებაში, დღეს იგივე მიდგომა აქვს გლობალური ომის პარტიას და ის არად აგდებს საქართველოს სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას.
„ამას ძალიან სერიოზული ყურადღება უნდა მივაქციოთ. მოგეხსენებათ, სტიგმას - რუსული, აკერებენ ყველაფერს, მე მგონი უკვე გადაიღალნენ ამით და ახლა მე ავიტაცებ ამ სტიგმას. ეს არის აბსოლუტურად რუსული მიდგომა. როდესაც 1783 წელს ხელშეკრულება დაიდო ორ სახელმწიფოს - რუსეთის მეფის იმპერიასა და საქართველოს შორის. ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების ურთიერთთანამშრომლობაზე დადებული ხელშეკრულება. 17 წელიწადში ეს ხელშეკრულება რუსეთის იმპერიამ თავზე გადაგვახია დამოუკიდებლობის და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით. როდესაც 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში მიიწვიეს ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლები და დადეს ხელშეკრულება ჩვენი დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, ასევე, კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების შესახებ, 9 თვეში ეს ხელშეკრულებაც გადაგვახიეს რუსებმა თავზე და ჩვენი დამოუკიდებლობაც წაგვართვეს.

იგივე მიდგომა არის დღეს, უბრალოდ, დღეს ამას არა რუსები, არამედ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები აკეთებენ, რომლებსაც მოფერებით „გოპ-ნიკებს“ ვუწოდებ. მათთვის საქართველო არ არის შემდგარი სახელმწიფო, არ სცემენ პატივს მის დამოუკიდებლობას. ეს არის იგივე მიდგომა, რაც 1800 წელს, ან 1921 წელს ჰქონდათ საქართველოსთან მიმართებით - არანაირი კონსტიტუცია, არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი დამოუკიდებლობა. დღეს ამას აკეთებენ სალომე ზურაბიშვილის და მისი პოლიტიკური მოკავშირეების ხელით. ამას ჰქვია ის სასარგებლო იდიოტიზმი, რომლითაც უკვე ოცი წელია სარგებლობს კრემლი. არ შეიძლება ამათ პირდაპირ დავარქვათ კრემლის აგენტები, მაგრამ რასაც გლობალური ომის პარტიის აგენტები აკეთებენ, თითოეული მათ შეცდომა დანაშაულად აისახება საქართველოს დღევანდელობაზე“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

ყველა სიახლე

შარლ მიშელი

30 ნოემბერი 2023, 19:15

მსოფლიო

შარლ მიშელი: უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება აუცილებელია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა აღნიშნა.

30 ნოემბერი 2023, 19:14

სამართალი

პარლამენტმა „პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

„რანგირების სისტემა ერთიანი იქნება გენერალური პროკურატურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურატურებისა და სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის. რანგირებას მხოლოდ პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი დაექვემდებარებიან.

30 ნოემბერი 2023, 19:10

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის საბჭომ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებად ეკატერინე მიქაბაძისა და ეკატერინე გალდავას კანდიდატურებს მხარი დაუჭირა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა გახდნენ.

30 ნოემბერი 2023, 19:09

ეკონომიკა

გენადი არველაძე: „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა, უფრო მეტად იზრდება

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამჭოლი ტარიფების დაწესებამ შუა დერეფნის მიმზიდველობა მნიშვნელოვნად გაზარდა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა უსაფრთხოება და დაცულობა, რაც, მისი თქმით, გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ელემენტი ხდება. „შუა დერეფანი მოიცავს პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქვეყნებს, რაც მას ერთ-ერთ პერსპექტიულ და სწრაფად განვითარებად სატრანსპორტო მარშრუტად აქცევს,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

30 ნოემბერი 2023, 18:56

პოლიტიკა

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას მესამე მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი დღეს დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე

30 ნოემბერი 2023, 18:25

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დღეს უკვე ნათელია, დეოლიგარქიზაციის კანონს რატომ დაუპირისპირდა რადიკალური ოპოზიციური ბანაკი, რომლის აქტიური წევრიც არის „ლელო“

დღეს უკვე ნათელია, დეოლიგარქიზაციის კანონს რატომ დაუპირისპირდა რადიკალური ოპოზიციური ბანაკი, რომლის აქტიური წევრიც არის „ლელო“ , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

30 ნოემბერი 2023, 18:24

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირის თავდაცვითი სტრატეგია უკრაინას უნდა მოიცავდეს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს უკრაინის სამხედრო საჭიროებები თავდაცვის ინდუსტრიის სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრისას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე

30 ნოემბერი 2023, 18:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილი არის იმ ადამიანების სიაში, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა და რომლებმაც მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს თავისი ქვეყნის პროგრესისთვის

„რა სია და რა Politico-ს სტატია სჭირდება, ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დაბრუნდა საქართველოში ევროპული პერსპექტივა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, დაბრუნდა თავისუფალი არჩევნები, მოქალაქეებს ჯანდაცვა დაუბრუნდათ, დღეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გასულია, თუმცა დღეს ქვეყანას აქვს მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები და ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას საქართველოს ევროპული მომავლის, საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. რა Politico-ს სტატიამ უნდა შეცვალოს ეს ისტორია?!“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ლევან დავითაშვილი

30 ნოემბერი 2023, 18:15

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: აზიის განვითარების ბანკთან ერთად ბევრი სტრატეგიული პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე ვართ. მათ შორის არის თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ახალი ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის სანაპიროზე

აზიის განვითარების ბანკთან ერთად, ჩვენ ამჟამად ბევრი სტრატეგიული პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე ვართ. მათ შორის, არის თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ახალი ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის სანაპიროზე და ბევრი სხვა პროექტები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას.

ალექსანდერ შალენბერგი

30 ნოემბერი 2023, 18:13

მსოფლიო

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვის ეუთოს მინისტერიალზე მიწვევაზე: არ უნდა გვეშინოდეს დიალოგის

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ შალენბერგი მიესალმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ეუთოს მინისტერიალზე მიწვევას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 18:11

თავდაცვა

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

„თავდაცვის კოდექსს“ დაემატა ნორმა, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილება, მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

არჩილ თალაკვაძე

30 ნოემბერი 2023, 18:05

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ეუთოს მინისტერიალზე ჩადიან ენტონი ბლინკენი და ჟოზეფ ბორელი. რა თქმა უნდა, საქართველოც არის იქ, სადაც საერთაშორისო პარტნიორები არიან

ძალიან მნიშვნელოვანი მინისტერიალი ტარდება მაკედონიაში - ეუთო არის ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარე და მას უშუალო წვლილი შეაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პროცესში, რაც საქართველოსთვის ასე ფასეულია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

30 ნოემბერი 2023, 18:05

ეკონომიკა

რა ეტაპზეა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა - ლევან დავითაშვილის განმარტება

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ანაკლიის პორტის მშენებლობის დეტალებზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილი

30 ნოემბერი 2023, 18:03

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: საქართველოს როლი განსაკუთრებულია CAREC-ის ქვეყნებში - ზღვისგან მოწყვეტილი რვა ქვეყანა სწორედ საქართველოს გავლით ახდენს წვდომას ზღვაზე და შესაბამისად, უკავშირდება ევროკავშირს

საქართველოს როლი განსაკუთრებულია CAREC-ის ქვეყნებში - ზღვისგან მოწყვეტილი რვა ქვეყანა სწორედ საქართველოს გავლით ახდენს წვდომას ზღვაზე და შესაბამისად, უკავშირდება ევროკავშირს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

30 ნოემბერი 2023, 18:01

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევები შესაძლებლობებად ვაქციოთ

მინისტრთა კონფერენცია ასეთი ფორმატით და ასეთი მასშტაბით პირველად გაიმართა პანდემიის შემდეგ. ჩვენ ვიცით რომ პანდემიის შემდეგ გამოწვევები რეგიონში არ დასრულებულა, პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების ეპოქაში ვიმყოფებით, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა„ქრონიკაში“ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე საუბრისას.

მამუკა მდინარაძე

30 ნოემბერი 2023, 17:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე: უნდობლობა უკვირს ადამიანს, რომელმაც უღალატა იმ ამომრჩეველს და ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მას მხარი დაუჭირა

„ქართული ოცნების“ ლიდერების ბილბორდზე გამოჩენა გახდა საჭირო ეს ადამიანი [სალომე ზურაბიშვილი] პრეზიდენტი რომ გამხდარიყო და დღეს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქს ეძახის, „ქართულ ოცნებას“ ლანძღავს და ბოლომდე გადასულია „ნაცების“ მესიჯბოქსზე - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ მას რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლება არ ხვდება.

30 ნოემბერი 2023, 17:56

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა სახელმწიფო დეპარტამენტში, საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაცია საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) შემდეგ, ცესკოს დელეგაციამ შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებთან გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე
მატუშ ბუშოვსკი

30 ნოემბერი 2023, 17:45

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკეთის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული რთული ვითარებისა და რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ელინა ვალ ტონენი

30 ნოემბერი 2023, 17:43

მსოფლიო

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი მრავალი წელია, ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ევროპის უსაფრთხოების მთავარ პრინციპებს, მათ შორის 2008 წელს საქართველოში და უკრაინაში 2014 წლის შემდეგ

რუსეთი არა მხოლოდ გაეროს ქარტიას არღვევს, არამედ ევროპის უსაფრთხოებას, ასევე ძირეულ პრინციპებსა და ვალდებულებებს უხეშად არღვევს, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალ ტონენმა ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა.

ჯეიმს ობრაიენი

30 ნოემბერი 2023, 17:41

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: საქართველოსა და მოლდოვაში განგრძობადი კონფლიქტი ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს, რათა ისინი გადაიჭრას და ეს საზოგადოებები საკუთარი ხალხის არჩევანთან სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ

საქართველოსა და მოლდოვაში განგრძობადი კონფლიქტი ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს, რათა ისინი გადაიჭრას და ეს საზოგადოებები საკუთარი ხალხის არჩევანთან სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ , - სკოპიეში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა.