15 ნოემბერი 2023, 15:48 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე: დღეს მოქმედი პარლამენტარები არ ვიზრდით ხელფასს, ჩვენ ვზრუნავთ, რომ შესაბამისობაში მოვიდეს ეს ანაზღაურება მათთვის, ვინც შემდეგ იქნება პარლამენტში

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტარების ხელფასებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებულ მცდარ მოსაზრებებზე განმარტება გააკეთა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ დღეს პარლამენტში დეპუტატების ხელფასებთან დაკავშირებული შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას. როგორც მან აღნიშნა, კარგია საკითხის განხილვა საჯაროდ რომ ხდება, ვინაიდან მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ინფორმაცია პირველწყაროდან გაიგოს.

„დღეს პარლამენტმა დაიწყო სახელფასო ანაზღაურებაზე საუბარი, არადა, მინდა გითხრათ, რომ საზოგადოება ამაზე პრაქტიკულად ყოველდღე დიდი ხანია საუბრობს და ეს არის იაფი პოპულიზმი, რასაც საზოგადოებას ყოველდღიურად აწვდიან. საუბრობენ ხშირად არასწორად, რომ პარლამენტარს აქვს ყველაზე დიდი ხელფასი, რაც ნამდვილად ასე არ არის. პარლამენტარის ხელფასი, რიგითობას თანხის ოდენობით თუ განვსაზღვრავთ, 100-ით ჩამორჩება იმ დანარჩენი თანამდებობების პირების ანაზღაურებას, ვისაც უფრო მეტი აქვთ ხელფასი.

ასევე არასწორია ინფორმაცია, რომ პარლამენტარებს, ყველას ემსახურება მანქანა. მინდა გითხრათ, 60-70 %-ს არ ემსახურება სამსახურებრივი ავტომობილი. ასევე, ხშირად მსმენია და თქვენც გსმენიათ, რომ პარლამენტარები იღებენ პრემიებს. კარგია, რომ დღეს ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, ინფორმაცია პირდაპირ საპარლამენტო დარბაზიდან მოისმინოს.

პარლამენტარები, ჩემო მოქალაქეებო, 2012 წლის შემდეგ პრემიებს არ იღებენ, ეს იყო ადრე, როცა ხელისუფლება იყო ნაციონალურ მოძრაობის სახით. ხელფასის ოდენობაზე თუ ვიტყვით, იმდენად შეუსაბამოა ხელფასი სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებთან შედარებით, რომ ის არათუ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას ჩამორჩება, არამედ ჩამორჩება ჩემთვის პატივსაცემ მზარეულის ანაზღაურებას. კარგი მზარეული ორჯერ მეტს იღებს, ვიდრე პარლამენტარს აქვს ხელფასი. მაგალითად, კომერციულ ბანკებში, წამყვან ოპერატორს, უფრო მეტი აქვს ხელფასი, ვიდრე პარლამენტარს. მე გული კი არ მწყდება, რომ სხვას უფრო მეტი აქვს ხელფასი, ვიდრე პარლამენტარს, შესაბამისობა უნდა იყოს ქვეყანაში ამ კუთხითაც დაცული. ჩვენ ამ ცვლილებებით, რაც დღეს შემოთავაზებული იყო პარლამენტში, ჩვენს ხელფასებს კი არ ვიზრდით. რატომ ვუსვამ ამას ხაზს, სოციალურ ქსელში უკვე წამოვიდა ტალღა, რომ პარლამენტარები იზრდიან ხელფასს. არა მეგობრებო, დღეს მოქმედი პარლამენტარები არ ვიზრდით ხელფასს. ჩვენ ვზრუნავთ, რომ შესაბამისობაში მოვიდეს ეს ანაზღაურება მათთვის, ვინც შემდეგ იქნება პარლამენტში, მათი ანაზღაურება მოვიდეს შესაბამისობაში, ხოლო იმას, თუ ვინ იქნება შემდეგ, ამას ხალხი განსაზღვრავს და აქაც არანაირი პირადი გარანტიები არ არსებობს, რომ ვინმე თავის თავზე ზრუნავდეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მანვე სხდომაზე გააჟღერა „ხალხის ძალის“ პოზიცია, რომელიც პარლამენტარების პენსიის ოდენობას ეხება.

„ჩვენ, რომ ვიყოთ ობიექტურები, ვზრუნავთ ამ საკითხის დარეგულირებაზე, ასევე უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ყოფილ პარლამენტარებს ჰქონდეთ საპენსიო ანაზღაურება სწორად განსაზღვრული და გათვლილი. დღეს კანონპროექტს, რომელსაც ვიხილავთ, ეს საკითხი არ ეხება, ამ საკითხის გაჟღერება არის სწორი და დროც კარგად არის შერჩეული. ყველგან, ქვეყნების უმრავლესობაში მოქმედი პარლამენტარის პენსიის ოდენობა არის ხელფასის 2/3. ჩვენთან კომპენსაციების კანონს ეხება ეს და არა დღევანდელ კანონპროექტს და იქაც წერია 1/3, 1000 ლარიანი ჩამკეტით. 1000 ლარიანი ჩამკეტი უნდა მოიხსნას - ეს არის არა მხოლოდ ჩემი, არამედ „ხალხის ძალის“ პოზიცია. ეს არის ობიექტური გადაწყვეტილება და პარლამენტარებს, რომლებსაც აქვს ძალიან დიდი დამსახურება წარსულში, ვფიქრობ, რომ მათი უფლებები ამ კუთხით უნდა იყოს დაცული და მათი ანაზღაურება უნდა იყოს 1/3, ჩამკეტის გარეშე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2023, 11:51

საზოგადოება

ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსისთვის ბათუმში 70-ზე მეტი სტუდენტი გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, რომელიც მიზნად ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გადაამზადა. შეხვედრაზე მონაწილეებმა საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს და BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მეთოდებს გაეცნენ.

ვიქტორ მანუელ როჩა

05 დეკემბერი 2023, 11:38

მსოფლიო

კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, ბოლივიაში აშშ-ის ყოფილი ელჩი დააკავეს

ამერიკელ დიპლომატს კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ვიქტორ მანუელ როჩას, რომელიც 2000-დან 2002 წლამდე ბოლივიაში შეერთებული შტატების ელჩი იყო, სხვა, მრავალ ფედერალურ დანაშაულშიც ედება ბრალი.

05 დეკემბერი 2023, 11:28

მსოფლიო

ინდოეთის ქალაქ ჩანიში ციკლონს მსხვერპლი მოჰყვა

ინდოეთის ქალაქ ჩანიში ციკლონს მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიამ 4 ადამიანი იმსხვერპლა. გადაუღებელმა წვიმამ ქუჩები და აეროპორტის საფრენი ბილიკებიც დატბორა. კიდევ ორ შტატში კი, ციკლონის გამო, ელექტრომომარაგება შეწყდა. საგანგებო სამსახურები მოსახლეობას მდინარის ადიდების რისკის შესახებ ატყობინებენ და ევაკუაციისათვის მზადყოფნას ურჩევენ.

05 დეკემბერი 2023, 11:25

მსოფლიო

ოქსფორდის ლექსიკონმა 2023 წლის სიტყვა დაასახელა

Rizz ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს სტილი, ქარიზმა და მიმზიდველობა, რომელიც მას საშუალებას აძლევს მოხიბლოს სექსუალური პარტნიორი. უფრო კონკრეტულად კი, Rizz სიტყვა ქარიზმის შემოკლებული ვერსიაა.

05 დეკემბერი 2023, 11:22

კულტურა

ხელოვნების სასახლეში სიურრეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის, პერსონალური გამოფენა გაიხსნა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში საზეიმოდ გაიხსნა სიურრეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის, პერსონალური გამოფენა და გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული მხატვრის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

05 დეკემბერი 2023, 11:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე დღეიდან ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი 8 დეკემბერს დასრულდება.

05 დეკემბერი 2023, 11:09

საზოგადოება

ირაკლი ლექვინაძე: საქართველო მსოფლიო კონკურენციის დღეს მესამე წელია საერთაშორისო კონფერენციის ფორმატით უერთდება

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე სხვადასხვა აქტივობით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, რომელსაც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში, უკვე მესამე წელია უერთდება.

05 დეკემბერი 2023, 11:02

საზოგადოება

ნიადაგის ნაყოფიერების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, 200 000 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობია გამოკვლეული

მონაცემების დამუშავებისთვის ლაბორატორია ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის (JRC) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ნიადაგის საერთაშორისო თანამშროლობის სამდივნოს (GSP) მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიებს იყენებს.

05 დეკემბერი 2023, 11:00

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ნოემბრის თვეში დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 24 პირი, მათგან დაკავებულია 12 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

05 დეკემბერი 2023, 10:54

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ყველა პარტიას, რომელიც პოლიტიკურ ველზე შემოდის, „ნაცმოძრაობა“ „ჭამს“

მოსახლეობას მივანდოთ, რამდენი და რომელი პარტია სურს პარლამენტში, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 10:50

რეგიონი

სოფელ გუდანისა და ხახმატის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

სოფელ გუდანისა და ხახმატის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გზის კმ53-კმ67 (სოფ. კორშა-სოფ. ხახმატი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

შალვა პაპუაშვილი

05 დეკემბერი 2023, 10:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

05 დეკემბერი 2023, 10:37

საზოგადოება

ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეგერონი: ქვევრის ღვინო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ

ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Berlin 2023”, ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 15 მარანი მონაწილეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 10:35

რეგიონი

კახეთში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან

მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან კახეთში. ცეცხლი თუშეთის გზაზე მდებარე ტყეში, სოფელ ლეჩურის სიახლოვეს გაჩნდა. კვამლი გუშინ ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს.

გია ცაგარეიშვილი

05 დეკემბერი 2023, 10:22

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის ბოლოს, ამ პერიოდში ჩვენ შევასრულებთ 9 რეკომენდაციას

ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის ბოლოს, ამ პერიოდში ჩვენ შევასრულებთ 9 რეკომენდაციას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა. „აუცილებელია განსხვავებული მოსაზრებების მქონე პოლიტიკური ჯგუფებისა და პოლიტიკური ლიდერების როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ მონაწილეობა. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქვეყნისთვის იქნება კარგი და მათთვისაც კარგია“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ხათუნა სამნიძე

05 დეკემბერი 2023, 10:17

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: რეკომენდაცია ცალსახად ამბობს, რომ შესრულების პროცესში ჩართული უნდა იყოს როგორც ხელისუფლება, ასევე - ოპოზიცია

რეკომენდაცია ცალსახად ამბობს, რომ შესრულების პროცესში ჩართული უნდა იყოს როგორც ხელისუფლება, ასევე - ოპოზიცია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

ბექა დავითულიანი

05 დეკემბერი 2023, 10:17

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ყველას წყევლიდნენ - დაიშლებიან და უბედურებას მოხდებაო და სინამდვილეში თვითონ დაიშალნენ

„როცა არ აქვთ შესაძლებლობა, რომ აწამონ და დაგესლონ საქართველოს მოსახლეობა, მერე ერთმანეთს აწამებენ და ერთმანეთს ებრძვიან. ებრძოლონ ერთმანეთს, დაიშალონ - ეს მათთვისაც და ქვეყნისთვისაც კარგია, ამით ქართულ პოლიტიკას არაფერი დაუშავდება“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

05 დეკემბერი 2023, 10:06

საზოგადოება

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „ბოლნისის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „ბოლნისის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

05 დეკემბერი 2023, 09:59

მსოფლიო

ტანზანიაში წყალდიდობასა და მეწყერს, ბოლო მონაცემებით, 63 ადამიანი ემსხვერპლა

სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი ქალაქ კატეშს მიაყენა, სადაც რამდენიმე დასახლება დაიმეწყრა. ხელისუფლებამ სტიქიური უბედურების ზონაში 400 მაშველი გაგზავნა.

05 დეკემბერი 2023, 09:51

მსოფლიო

პარიზის გარეუბანში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა

საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში, მცირე ზომის, ორძრავიანი თვითმფრინავი, ავარიულად ეშვებოდა, რა დროსაც საცხოვრებელი კორპუსის კედელს შეეჯახა. ამის შესახებ BBC წერს.