16 ნოემბერი 2023, 14:02 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე: რუსეთი ნელ-ნელა კარგავს პოლიტიკურ ძალას მსოფლიოში და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის შანსები იზრდება მშვიდობიან ვითარებაში და არა - ომის პირობებში, როგორც ამას გვთავაზობდნენ

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

შეუძლებელია არ შევეხო ამერიკაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებს, ჩინეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრას და პარალელურად, ამერიკის სენატის მიერ უკრაინისთვის და ისრაელისთვის დაფინანსების შეწყვეტას - მეორე საკითხი პირველის შედეგია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს სოციალურ ქსელში.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, სახელისუფლებო გუნდის სწორი, მშვიდობიანი და გამჭრიახი პოლიტიკა იმდენად ხილულია დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, რომ ამის უარყოფა და გადაფარვა უკვე შეუძლებელია.

„მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად იცვლება - ერთპოლუსიანი მსოფლიო, რომელსაც ერთადერთი ლიდერი სახელმწიფო ჰყავდა - ამერიკა, ორპოლუსიანად იქცა ჩინეთ-ამერიკის სახით. ამის დასტური იყო გუშინ, სან-ფრანცისკოში პრეზიდენტებს შორის გამართული ისტორიული შეხვედრა.

რას მიიღებს მსოფლიო ამით და სად იქნება საქართველოს ადგილი? ალბათ, ეს კითხვა ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ და პასუხიც აუცილებელია: ორივე ქვეყნის პრეზიდენტების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მშვიდობის სასარგებლოდ, უკვე მოჰყვა პირველი ნაბიჯი ამერიკის მხრიდან - სენატმა მომავალი წლის ბიუჯეტში დაფინანსება აღარ გამოუყო უკრაინასა და ისრაელს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ომის პერიოდი უნდა დასრულდეს და მშვიდობიანი თანაცხოვრება დაიწყონ სახელმწიფოებმა.

მშვიდობიან პოლიტიკაში საქართველოს უდიდესი უპირატესობა აქვს. ვინც ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას აკრიტიკებდა, ამერიკა-ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, პოზიციას აუცილებლად შეიცვლის. ამის ფონზე ოპოზიცია ფიასკოს ყოველდღიურად განიცდის, ჩვენ კი ძლიერი და გონივრული პოლიტიკის შედეგად, მხარდამჭერები ყოველდღე გვეზრდება.

ამერიკაც და ჩინეთიც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორებია. გუშინდელი დღის შემდეგ ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივა კიდევ უფრო იზრდება და ამის შეჩერება უკვე შეუძლებელია. რაც შეეხება რუსეთს, ის ნელ-ნელა კარგავს პოლიტიკურ ძალას მსოფლიოში და იზრდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის შანსები მშვიდობიან ვითარებაში და არა - ომის პირობებში, როგორც ამას გვთავაზობდნენ.

მსურს ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, საქართველო აუცილებლად იქნება სუვერენული, ეკონომიკურად ძლიერი და რაც მთავარია, ერთიანი სახელმწიფო. ეს იყო და არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის მისია და ამ გზას ბოლომდე მივიყვანთ, როგორი შეურაცხმყოფელი პროპაგანდაც არ უნდა აწარმოონ ჩვენ წინააღმდეგ ოპონენტებმა.

სახელისუფლებო გუნდის სწორი, მშვიდობიანი და გამჭრიახი პოლიტიკა იმდენად ხილულია დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, რომ ამის უარყოფა და გადაფარვა უკვე შეუძლებელია“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2023, 11:00

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ნოემბრის თვეში დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 24 პირი, მათგან დაკავებულია 12 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

05 დეკემბერი 2023, 10:54

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ყველა პარტიას, რომელიც პოლიტიკურ ველზე შემოდის, „ნაცმოძრაობა“ „ჭამს“

მოსახლეობას მივანდოთ, რამდენი და რომელი პარტია სურს პარლამენტში, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 10:50

რეგიონი

სოფელ გუდანისა და ხახმატის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

სოფელ გუდანისა და ხახმატის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გზის კმ53-კმ67 (სოფ. კორშა-სოფ. ხახმატი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

შალვა პაპუაშვილი

05 დეკემბერი 2023, 10:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

05 დეკემბერი 2023, 10:37

საზოგადოება

ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეგერონი: ქვევრის ღვინო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ

ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Berlin 2023”, ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 15 მარანი მონაწილეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 10:35

რეგიონი

კახეთში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან

მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან კახეთში. ცეცხლი თუშეთის გზაზე მდებარე ტყეში, სოფელ ლეჩურის სიახლოვეს გაჩნდა. კვამლი გუშინ ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს.

გია ცაგარეიშვილი

05 დეკემბერი 2023, 10:22

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის ბოლოს, ამ პერიოდში ჩვენ შევასრულებთ 9 რეკომენდაციას

ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის ბოლოს, ამ პერიოდში ჩვენ შევასრულებთ 9 რეკომენდაციას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა. „აუცილებელია განსხვავებული მოსაზრებების მქონე პოლიტიკური ჯგუფებისა და პოლიტიკური ლიდერების როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ მონაწილეობა. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქვეყნისთვის იქნება კარგი და მათთვისაც კარგია“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ხათუნა სამნიძე

05 დეკემბერი 2023, 10:17

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: რეკომენდაცია ცალსახად ამბობს, რომ შესრულების პროცესში ჩართული უნდა იყოს როგორც ხელისუფლება, ასევე - ოპოზიცია

რეკომენდაცია ცალსახად ამბობს, რომ შესრულების პროცესში ჩართული უნდა იყოს როგორც ხელისუფლება, ასევე - ოპოზიცია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

ბექა დავითულიანი

05 დეკემბერი 2023, 10:17

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ყველას წყევლიდნენ - დაიშლებიან და უბედურებას მოხდებაო და სინამდვილეში თვითონ დაიშალნენ

„როცა არ აქვთ შესაძლებლობა, რომ აწამონ და დაგესლონ საქართველოს მოსახლეობა, მერე ერთმანეთს აწამებენ და ერთმანეთს ებრძვიან. ებრძოლონ ერთმანეთს, დაიშალონ - ეს მათთვისაც და ქვეყნისთვისაც კარგია, ამით ქართულ პოლიტიკას არაფერი დაუშავდება“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

05 დეკემბერი 2023, 10:06

საზოგადოება

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „ბოლნისის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „ბოლნისის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

05 დეკემბერი 2023, 09:59

მსოფლიო

ტანზანიაში წყალდიდობასა და მეწყერს, ბოლო მონაცემებით, 63 ადამიანი ემსხვერპლა

სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი ქალაქ კატეშს მიაყენა, სადაც რამდენიმე დასახლება დაიმეწყრა. ხელისუფლებამ სტიქიური უბედურების ზონაში 400 მაშველი გაგზავნა.

05 დეკემბერი 2023, 09:51

მსოფლიო

პარიზის გარეუბანში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა

საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში, მცირე ზომის, ორძრავიანი თვითმფრინავი, ავარიულად ეშვებოდა, რა დროსაც საცხოვრებელი კორპუსის კედელს შეეჯახა. ამის შესახებ BBC წერს.

05 დეკემბერი 2023, 09:37

რეგიონი

„მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

მიმდინარე პროექტს ზუგდიდის მერი საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებთან ერთად გაეცნო. „მწვანე ბიუჯეტი“ არის პროცესი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის გარე იერსახის მოწესრიგებაში და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში.

მეთიუ მილერი

05 დეკემბერი 2023, 09:24

LIVE ისრაელი

აშშ ისრაელს მოუწოდებს, ღაზის სექტორში მეტი საწვავი შეიტანოს

შეერთებული შტატები ისრაელს მოუწოდებს, ღაზის სექტორში მეტი საწვავი შეიტანოს. სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ვაშინგტონი ამ საკითხზე ისრაელის მმართველობასთან უწყვეტ მოლაპარაკებას მართავს.

05 დეკემბერი 2023, 09:09

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 დეკემბერს ქუთაისში +15 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 დეკემბერი 2023, 08:55

მსოფლიო

დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს მიმართავს

გამოცემა იუწყება, რომ ზელენსკი ამერიკელ კანონმდებლებს ომში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ ესაუბრება. ვიდეოკონფერენცია სენატში უკრაინისთვის საგანგებო დახმარების საკითხზე დაგეგმილ კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე შედგება.

05 დეკემბერი 2023, 08:44

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ატალანტასთან“ გატანილი გოლი 2023 წლის სერია A-ს საუკეთესო გოლად დასახელდა

გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ატალანტას“ კარში გატანილი ბურთი იტალიის სერია A-ში 2023 წლის საუკეთესო გოლად აღიარეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 08:25

მსოფლიო

დიდთოვლობამ გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს პრობლემები შეუქმნა

უხვი თოვლის გამო გამოწვეულ კრიზისს უმკლავდება ინგლისის სამხრეთით, კამბრიის რაიონიც. ავდარმა იქ ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. მოყინულია გზები, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა. სკოლები დაიხურა შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთითაც. იქ განგაშის ნარინჯისფერი ნიშნულია გამოცხადებული.

05 დეკემბერი 2023, 08:10

რეგიონი

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყო

მისივე განცხადებით, წელს ბათუმში 10-ზე მეტი რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ახალ რეკრეაციულ სივრცეში საბავშვო ატრაქციონები, საპარკო ინვენტარი და სპორტული ტრენაჟორები განთავსდება. ასევე იგეგმება ცხოველებისთვის სპეციალური სივრცის მოწყობა.

05 დეკემბერი 2023, 08:00

LIVE ისრაელი

რა ხდება ისრაელ-„ჰამასის“ ომის მე-60 დღეს

გაეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პალესტინელებისთვის გასახიზნი ადგილი აღარ დარჩა. სექტორში უსაფრთხო ადგილი აღარ არის. საბრძოლო მოქმედებები პრაქტიკულად ყველგან მიმდინარეობს.