17 ნოემბერი 2023, 20:10 / სანდო წყარო

გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილი პიროვნულად უკვე დაზიანებულია, მაგრამ მოდით ნუ დავუკარგავთ მცდელობას, რომ ის თავისი ქვეყნის საწინააღმდეგოდ იბრძვის

გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

საქართველოს ფორმალური პრეზიდენტი დღენიადაგ ცდილობს (მიუხედავად იმისა, რომ არ გამოსდის) დააზიანოს ეს პროცესი. ჩვენც ყურადღებით ვართ და მის ნებისმიერ დანთებულ კერას, მყისიერად ვაქრობთ ხოლმე, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ყველა რესურსს იყენებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს.

„სალომე ზურაბიშვილი პიროვნულად უკვე დაზიანებულია, მისი ქმედებები ვეღარ იქნება ისეთი წონიანი, მაგრამ მოდით ნუ დავუკარგავთ მცდელობას, რომ ის თავის ქვეყნის საწინააღმდეგოდ იბრძვის. ყველა თავის რესურსს იყენებს, უცხოეთში არსებულს თუ ნებისმიერს. რომ ვთქვათ, გინდა ყოფილა გინდ არაო, არც ეგრე არაა. მაგალითად, ერთი კვირის წინ ისეთი სისულელე თქვა, რომ სის ძინ პინს იჭერდა. მთავრობას ელჩის დაბარება მოუწია, რომ აეხსნათ, ამას ყური არ დაუგდოთ, გასულია მომსახურების ზონიდანო, ბოდიშის მოხდა მოუწიათ და ა.შ.

ჩინეთშიც იციან, აქაურმა ელჩმაც იცის და ყველამ იცის, რომ არასრულწლოვანი გახდა, პრაქტიკულად ჭკუა არ მოეკითხება, მაგრამ ფორმალურად მაინც პრეზიდენტია და ამიტომ მოუწია მთავრობას ელჩთან ახსნა განმარტებები და ა.შ. ამიტომ, არის გარკვეული უხერხულობები - მცდელობებია იმისა, რომ ეს პროცესი დააზიანოს და ამას არც მალავს. იქამდე მალავდა, სანამ ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება იქნებოდა ცნობილი.

ახლა, არამცთუ არ მალავს, არამედ პირდაპირ შტურმია იმ პროცესზე. რა პროცესსაც გავლენა მაინც ექნება 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით პრაქტიკა ევროკავშირში, რომ ძირითადად ევროკომისიის რეკომენდაციები სრულდება, ევროსაბჭო იღებს იმ გადაწყვეტილებას, რა რეკომენდაციაც აქვს ევროკომისიას. მაგრამ ფაქტი არ დავუკარგოთ, საქართველოს ფორმალური პრეზიდენტი დღენიადაგ ცდილობს (მიუხედავად იმისა, რომ არ გამოსდის) დააზიანოს ეს პროცესი. ჩვენც ყურადღებით ვართ და მის ნებისმიერ დანთებულ კერას, მყისიერად ვაქრობთ ხოლმე“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ყველა სიახლე

01 დეკემბერი 2023, 15:17

სამართალი

პოლიციამ წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ვ.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წალკის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.

შარლ მიშელი

01 დეკემბერი 2023, 15:15

მსოფლიო

შარლ მიშელი: კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ

„კვლავ ძლიერია საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე და მეც კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ“

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2023, 15:12

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი ღარიბაშვილისა და მიშელის შეხვედრაზე: პრემიერს ჰქონდა შესაძლებლობა გაეზიარებინა მისთვის ის ნაბიჯები, რაც საქართველომ ბოლო პერიოდში გადადგა. მათ ისაუბრეს საშუალო, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობზე

ამ ღონისძიების პარალელურად პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის. პრემიერ-მინისტრს დღეს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ მიშელთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს.

01 დეკემბერი 2023, 15:07

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრს ექნება გამოსვლა, მთავარი აქცენტებიც შესაბამისი იქნება, რაც ეხება კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებს და ველოდებით, რომ ძალიან საინტერესო გამოსვლა იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, იმყოფება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და ესწრება გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

01 დეკემბერი 2023, 15:05

პოლიტიკა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ორგანიზაცია MERCY CORPS-ის ალტერნატიული ანგარიში მოისმინა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ მოისმინა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps-ის ალტერნატიული ანგარიში თემაზე: გენდერული ძალადობის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საბაზისო კვლევა სამხრეთ კავკასიაში. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 15:02

საზოგადოება

რობინ დანიგანი: ვფიქრობ, მნიშვნელოვანი განვითარება და გაუმჯობესება არსებობს ისეთ საკითხებში, როგორიცაა კიბერდანაშაულთან ბრძოლა, ასევე ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვა

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი განვითარება და გაუმჯობესება არსებობს ისეთ საკითხებში, როგორიცაა კიბერდანაშაულთან ბრძოლა, ასევე ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2023, 14:57

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ევროკომისიის რეკომენდაცია მეტყველებს იმ ძალისხმევაზე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია - როგორც პრემიერი, ისე ყველა სხვა პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხელე მუშაობს აქტიურად, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს მიღებული

ევროკომისიის რეკომენდაცია მეტყველებს იმ ძალისხმევაზე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია - როგორც პრემიერი, ისე ყველა სხვა პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხელე მუშაობს აქტიურად, რომ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული 15 დეკემბრისთვის

01 დეკემბერი 2023, 14:45

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე.

01 დეკემბერი 2023, 14:42

ტექნოლოგიები

Tesla-მ ელექტროპიკაპ Cybertruck-ის მიწოდება დაიწყო

კომპანია Tesla-მ ელექტროპიკაპ Cybertruck-ის მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ The Financial Times-ი წერს. ელექტრომობილის ღირებულება 60 990 დოლარიდან იწყება, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს, როდესაც Cybertruck-ის პრეზენტაცია გაიმართა, კომპანიაში აცხადებდნენ, რომ პიკაპის ფასი დაახლოებით 40 000 დოლარი იქნებოდა.

ლევან მაისურაძე

01 დეკემბერი 2023, 14:41

საზოგადოება

ComCom-ის წარმომადგენელი ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფის წევრად აირჩიეს

კომუნიკაციების კომისიის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი, ლევან მაისურაძე, ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის (CDMSI) ონლაინ უსაფრთხოების, კონტენტის შემქმნელთა და მომხმარებელთა გაძლიერების ექსპერტული კომიტეტის ეროვნულ ექსპერტად 31 ხმით აირჩიეს.

იაგო ხვიჩია

01 დეკემბერი 2023, 14:38

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: არც იშლებიან, არც მიდიან და არის ჭაობი. იმედი მაქვს, ან აღმოიფხვრება, ან მთლიან „ნაცმოძრაობას“ აღმოფხვრის ქართველი ხალხი რამენაირად

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გადაწყვიტოს რას აპირებს, რადგან ამ კითხვაზე პასუხი ოპოზიციასაც ეხება.

ლევან ნიკოლეიშვილი

01 დეკემბერი 2023, 14:37

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკიზე: როცა ომში ხარ, სჯობია საერთოდ არ ილაპარაკო და შენი საქმე აკეთო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ შენი საქმე მარტო ლაპარაკი არ გგონია

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას აფასებს, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინულ მხარეს კონტრშეტევის დროს უფრო სწრაფი შედეგების მიღწევა სურდა და ამ თვალსაზრისით სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს.

ნინო ქადაგიძე

01 დეკემბერი 2023, 14:36

საზოგადოება

ნინო ქადაგიძე: ქართული მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს წინ ნებისმიერ ჩვენს მეგობარ ქვეყანას - გაძლევთ პირობას, რომ ვერცერთ ეტაპზე სასამართლოში პოლიტიკა ვერ შემოვა

ქართული მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს წინ ნებისმიერ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ.

ალექსეი ნავალნი

01 დეკემბერი 2023, 14:34

მსოფლიო

პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე აღიძრა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ, რომელიც ვლადიმირის ოლქში, ერთ-ერთ კოლონიაში იხდის სასჯელს, სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე აღიძრა.

სოზარ სუბარი

01 დეკემბერი 2023, 14:30

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობაში“ დროებითი მმართველობითი ორგანოს შექმნას ითხოვენ, კარგი იქნება თუ ამ ორგანოს სალიკვიდაციო კომისიას დაარქმევენ

„ნაციონალური მოძრაობა“ მომავალი წლის არჩევნებამდე ალბათ მიაღწევს, მაგრამ მისი შედეგი მკვეთრად გაუარესებული იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

01 დეკემბერი 2023, 14:29

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ახლა პრაქტიკულად იმას ვადევნეთ თვალს, როგორ ღაფავს სულს „ნაციონალური მოძრაობა“

ახლა პრაქტიკულად იმას ვადევნეთ თვალს, როგორ ღაფავს სულს „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მანიფესტი ამ პარტიისთვის ახალი განხეთქილების ვაშლი აღმოჩნდა.

ანი გოგოლაძე

01 დეკემბერი 2023, 14:28

პოლიტიკა

ანა გოგოლაძე: მხარეები თვლიან, რომ ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა პარტიის ხლეჩვის პროცესში, უნდა გადადგეს მოქმედი თანამდებობიდან

მხარეები თვლიან, რომ ლევან ხაბეიშვილი უნდა გადადგეს მოქმედი თანამდებობიდან და 2024 წლის არჩევნებამდე პარტია იმართოს პარიტეტულ პრინციპზე შექმნილი საბჭოს მეშვეობით, - ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა გოგოლაძემ განაცხადა.

მეფე ჩარლზი

01 დეკემბერი 2023, 14:25

მსოფლიო

მეფე ჩარლზი: როდესაც ვისმენთ, რომ წლევანდელ ზაფხულს ჰაერის ტემპერატურის რეკორდული დონე დაფიქსირდა, უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ეს. მთელს მსოფლიოში ვხედავ უთვალავ საზოგადოებას, რომელთა სიცოცხლესაც ანადგურებს კლიმატის ცვლილება

დიდი ბრიტანეთის მეფემ ჩარლზ მესამემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ დუბაიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა.

მეგის ქარდავა

01 დეკემბერი 2023, 14:22

სამართალი

მეგის ქარდავას საქმის არსებითი განხილვა 26 იანვრისთვის გადაიდო

მეგის ქარდავას საქმის არსებითი განხილვა 26 იანვრისთვის გადაიდო. გადაწყვეტილება მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

გიორგი კაპანაძე

01 დეკემბერი 2023, 14:19

პოლიტიკა

გიორგი კაპანაძე: სად გაგონილა, რომ საპარლამენტო ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა არჩევნებზე თავმჯდომარის გარეშე გადიოდეს?

ერთ დღეს გადადგომას ითხოვ, მეორე დღეს რაღაც მმართველი რგოლის შექმნას, მესამე დღეს - თავმჯდომარის პოზიციის გაუქმებას. სად გაგონილა, რომ საპარლამენტო ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა არჩევნებზე თავმჯდომარის გარეშე გადიოდეს?, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.