19 ნოემბერი 2023, 15:38 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: არც „ლაზარეს" მხარეს უნდათ იყონ და არც „ლაზარეს" კანონიერი დამსჯელების. ძნელია ორ სკამს შორის ბალანსირება და წამგებიანი. ჩამოყალიბდით...

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გამართულ აქციას „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„აჭრელებულია სოციალური ქსელი აღშფოთებული მოქალაქეების უკმაყოფილებით: რატომ არ მისცეს უფლება სამართალდამცველებმა გულანთებულ ახალგაზრდებს გელოვანის გამზირი გადაეკეტათ და კარვები გაეშალათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. რატომ დააკავეს რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის მოძრაობა „ხმა"-ს წევრები, რომლებიც „პოლიტპატიმარ ლაზარეს" გათავისუფლებისთვის იბრძვიან და ვარლამ გოლეთიანი - „რიონის ხეობის დამცველი".

პირველადი ინფორმაციით, კარვების ქალაქი ემსახურება "რაჭის ტყის გადარჩენის" აქციას, სადაც თავდაპირველად შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ 49-წლიანი ლიცენზია გადაეცა 104 712 ჰა ტყეზე, სადაც სამონადირეო მეურნეობა უნდა მოეწყო (მიზანი კეთილშობილი ირმისა და კავკასიური დომბას, იგივე ევროპული ბიზონის მოშენება იყო). გარდა ამისა, უნდა განხორციელებულიყო 5 მილიონი ლარის ინვესტიცია - რაზეც კომპანიამ საბოლოო ჯამში უარი განაცხადა და ამით დაარღვია პირობადებული საიჯარო ხელშეკრულება სახელმწიფოსთან.

ამის გამო, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ „დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით, ანუ შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“-თან ხელშეკრულების შეჩერების და საიჯარო ლიცენზიის გაუქმების მიზნით. თითქოს ყველაფერი ნათელია, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით "გლობალური ომის პარტიის" აგენტებს („გოპ"-ნიკებს) ხელიდან ეცლებოდათ მორიგი საპროტესტო ცხელი მუხტი და ამიტომ დაიგეგმა უაზრო, მაგრამ კიდევ ერთი „ხმამაღალი" პროვოკაცია.

შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ დამფუძნებელ დავით ხიდეშელს გაუხსენეს ყველაფერი ის, რომ მან „დავით გარეჯას" საქმეზე ჩამოიტანა დოკუმენტური მტკიცებულებები, ის რომ თითქოს და მისი ბიზნეს-პარტნიორია „რუსი ოლიგარქი" ევტუშენკოვი და რაჭის თემასთან ახლო შემხებლობაშიც არ მქონე სხვა სისულელე. დღეს ამ სისულელეზე აგებით, მაშინ როდესაც წარმოებაშია რაჭის ტყის მასივზე აღნიშნული ლიცენზიის ანულირების პროცესი „ლაზარეს" გადარჩენის კომიტეტი და „რიონის ხეობის დამცველები" ცდილობენ კარვების ქალაქის ახალი კერის შექმნას. ყველაზე სამწუხაროა ჩემთვის არა „გოპ"-ნიკების ქცევა, რაც ტრადიციულად გამიზნულ პროვოკაციასთან არის დაკავშირებული და ვითარების „მაიდანიზაციის" ზოგად კონცეფციაში ჯდება, არამედ ამ მორიგ „გულანთებულ პატრიოტებზე" რომ ღვრიან ცრემლს მოქმედ ხელისუფლებაზე ნაცებზე უფრო გაბოროტებული ჩვენი პატრიოტული საზოგადოების წევრები. არც „ლაზარეს" მხარესაც რომ არ უნდათ იყონ და არც „ლაზარეს" კანონიერი „დამსჯელების" მხარეზე. ძალიან ძნელია ორ სკამს შორის ბალანსირება, ძნელი, გაუგებარი და წამგებიანი. ჩამოყალიბდით,“ - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

07 დეკემბერი 2023, 13:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვა იყო ვენეციის კომისიის მოთხოვნა

მისი თქმით, იურიდიული პირების წილი პარტიების დაფინანსებაში არის სამი-ოთხი პრიცენტი.

ირაკლი კობახიძე

07 დეკემბერი 2023, 13:37

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვისაც, კარგია, როდესაც ჩვენს ევროინტეგრაციას ასეთი კუთხით უყურებს მეგობარი სახელმწიფოს პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

ჩვენთვის აზერბაიჯანთან მეგობრობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვისაც – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

07 დეკემბერი 2023, 13:36

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: უნგრეთის პარლამენტის მხრიდან პირველი გზავნილია, რომ უნგრეთი იქნება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე

„ვისაუბრეთ პარლამენტებს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზეც, რაც მნიშვნელოვანი იქნება ევროინტეგრაციის პროცესისთვის და ასევე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველო მტკიცედ იყოს ეკონომიკურად დაკავშირებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. დამატებით, ვისაუბრეთ იმ პროექტების განხორციელებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მისი ფუნქციისთვის და უნგრეთისთვის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უნგრელ კოლეგებთან. ის მხარდაჭერა, რომელიც აქ გამოითქმის საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამან ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს სტრატეგიული მიზნის მიღწევაში, რასაც ევროკავშირში ინტეგრაცია ჰქვია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი

07 დეკემბერი 2023, 13:31

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად უკვე დაშლილია, რასაც თავად „ნაცმოძრაობაშიც“ აღიარებენ

ალბათ „ნაცმოძრაობა“ გამოტოვებს 2024 წლის არჩევნებს და მოემზადება 2028 წლის არჩევნებისთვის, თუ მანამდე საერთოდ იარსებს. პარტია დაშლილია, ეს ფაქტია,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

07 დეკემბერი 2023, 13:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებთან საქართველოს დაკავშირება ხელოვნურია -14-15 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს

უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებთან საქართველოს დაკავშირება ხელოვნურია, 14-15 დეკემბერს საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 13:26

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო თოვლის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

07 დეკემბერი 2023, 13:18

პოლიტიკა

პარტიების დაფინანსების ცვლილებაზე კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ცვლილებები შედის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონსა და საარჩევნო კოდექსში.

07 დეკემბერი 2023, 13:15

პოლიტიკა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას შეხვდნენ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას, რომელიც სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს ეხებოდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროში არსებული რამდენიმე სამსახურის წარმომადგენელი დაესწრო.

ირაკლი ქარქაშაძე

07 დეკემბერი 2023, 13:01

საზოგადოება

ირაკლი ქარქაშაძე: 2023 წელი ქართული სამოქალაქო ავიაციისთვის ისტორიული წელია

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ავიაციის სექტორში დასაქმებულებს პროფესიულ დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დავითაშვილი

07 დეკემბერი 2023, 13:01

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: საქართველოს კურორტების განვითარების მიზნით ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს შესაბამისი, კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები” გახსნა. ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოში კურორტების განვითარების საჭიროებასა და ამ სექტორის პოტენციალის მაქსიმალურად და სწორად გამოყენების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში სახელმწიფოს როლზე ისაუბრა.

იბრაჰიმ რაისი

07 დეკემბერი 2023, 12:59

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი რუსი კოლეგის, ვლადიმირ პუტინის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ ირანული მედია იტყობინება. რაისის თქმით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ღაზის სექტორში შექმნილი ვითარება იქნება.

07 დეკემბერი 2023, 12:44

რეგიონი

აჭარაში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს ტრენინგები უტარდებათ

„ინდივიდუალური და ჯგუფური სავარჯიშოები ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების თანამშრომლებს დაეხმარება გაერკვნენ საკუთარ მიზნებსა და მოლოდინებში, იცოდნენ პროფესიული განვითარების რა ეტაპზეა თანამშრომელი და რა უნდა გაკეთდეს მეტი შედეგის მისაღებად.

დევიდ კემერონი

07 დეკემბერი 2023, 12:44

მსოფლიო

დევიდ კემერონი: უნდა ვკონცენტრირდეთ უკრაინაზე, ვინაიდან ვიცით, რომ თუ პუტინს არ გააჩერებ, ის უფრო მეტისთვის დაბრუნდება

ჩვენ ვიცით, რომ თუ პუტინს არ გააჩერებ, ის უფრო მეტისთვის დაბრუნდება, - ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 12:31

საზოგადოება

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელეგაციამ ჩინჰუას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელეგაცია ჩინეთის წამყვან ჩინჰუას უნივერსიტეტს ესტუმრა და უნივერსიტეტის პრორექტორ ვანგ ჰონგვეისთან შეხვედრა გამართა.

07 დეკემბერი 2023, 12:27

მსოფლიო

7 თებერვალს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

2024 წლის 7 თებერვალს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სააგენტო APA-ს ს ინფორმაციით, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება ილჰამ ალიევმა გამოსცა.

07 დეკემბერი 2023, 12:18

LIVE ისრაელი

ჟოზეფ ბორელი: ვთხოვ ევროკავშირის წევრებს მხარი დაუჭირონ ანტონიო გუტერეშის განცხადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

ვთხოვ ევროკავშირის წევრებს მხარი დაუჭირო ანტონიუ გუტერეშის განცხადებას,- ასე გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის მოწოდებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

07 დეკემბერი 2023, 12:12

მსოფლიო

სი ძინპინი პეკინში ევროკავშირის ლიდერებს შეხვდა

პეკინი ჩინეთ-ევროკავშირის სამიტს მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ევროკავშირის ლიდერებს შეხვდა. სამიტს, სადაც განხილული იქნება ჩინეთისა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი ესწრებიან.

ქეთევან თურაზაშვილი

07 დეკემბერი 2023, 12:11

პოლიტიკა

ქეთევან თურაზაშვილი: ნატოში არის ძალიან მეგობრული, მხარდამჭერი განწყობები - ჩვენი დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს

ნატოში არის ძალიან მეგობრული, მხარდამჭერი განწყობები და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გაატაროს ეფექტიანი, დემოკრატიული რეფორმები იმისთვის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი იყოს წარმატებული, - აცხადებს დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი.

07 დეკემბერი 2023, 12:03

საზოგადოება

სატყეო სააგენტო: ნოემბერში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 80 ფაქტი გამოვლინდა

მათივე ცნობით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 13 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 3 - მცხეთა-მთიანეთის, 2 გამოვლენილია ქვემო ქართლის, 26 - შიდა ქართლის, 3 - სამცხე-ჯავახეთის, 7 - გურიის, 3 - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 11 - იმერეთის, ხოლო 12 კანონდარღვევის ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო -ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

07 დეკემბერი 2023, 11:50

მსოფლიო

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი გამოაცხადა - არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება.