პაველ ჰერჩინსკი: ვითარება, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათი ხმები არაა ასახული პარლამენტში, შეუსაბამოა, მეორე მხრივ, როდესაც ბევრი პარტიაა წარმოდგენილი და მრავალფეროვნების გამო წინსვლა რთულია, ასევე არ არის სათანადო

პაველ ჰერჩინსკი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი/არქივი
ევროკომისიის მიერ ახლად განსაზღვრული მეოთხე ნაბიჯი ეხება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს უნდა გადაწყვიტონ ქართველებმა ერთობლივად, როგორ განახორციელონ საარჩევნო კამპანიის ორგანიზება. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ იქნება თანაბარი პირობები, ყველას ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო კამპანიაში და რაც უმთავრესია, არ იქნება ძალადობა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო პერიოდში ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში.
„ჩვენ არ გვინდა, მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა წესებში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. ასე რომ, რაც უფრო მალე მოხდება შეთანხმება ყველა ტექნიკურ საკითხზე, მით უკეთესი იქნება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ყველა იყოს კარგად მომზადებული და მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში. თქვენ ბაიერის შესახებ მკითხეთ, ეს იყო შარლ მიშელის შუამავლობით ორი წლის წინ მიღწეული შეთანხმების ნაწილი. გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქართველებმა. ჩვენი თვალსაზრისით, არჩევნებს აქვს აზრი მაშინ, თუკი ხალხი გრძნობს, რომ მათი ხმა გაგებულია. ასე რომ საარჩევნო ბარიერი მნიშვნელოვანია, რადგან სიტუაცია, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათი ხმები არ არის ასახული მომავალ პარლამენტში, არის შეუსაბამო. თუმცა, მეორე მხრივ სიტუაცია, როდესაც გყავს ბევრი პარტია წარმოდგენილი და ძალიან რთულია წინსვლა, რადგან ზედმეტად ბევრი მრავალფეროვნებაა, ასევე არ არის სათანადო. ეს დისკუსია გაგრძელდება და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავად შეთანხმდებიან ერთმანეთში ისეთ სიტუაციაზე, რომელშიც სათანადო ბალანსი იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მმართველ გუნდში საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხს, ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად გაცოცხლებულ თემას უწოდებენ. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, რადიკალები რევოლუციური გეგმების გარეშე დარჩნენ და ახლა საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხით, სპეკულაციების მოწყობას ცდილობენ.
ყველა სიახლე

07 დეკემბერი 2023, 11:50
მსოფლიო
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი გამოაცხადა - არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება.

07 დეკემბერი 2023, 11:31
სპორტი
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებული „საბურთალო“ გახდა
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება „საბურთალოს“ გამარჯვებით დასრულდა. ფინალში თბილისის გუნდმა „დინამო ბათუმი“ 1:0 დაამარცხა და ეს ტურნირი ბოლო სამ წელიწადში მეორედ მოიგო.

07 დეკემბერი 2023, 11:29
საზოგადოება
გიორგი პერტაია: ბიზნეს სექტორის ნდობა კოლეჯებისადმი და პროფესიულ განათლებაში მათი ჩართულობა იზრდება და მოთხოვნადი ხდება
პალატის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრის ფარგლებში არაერთი ადამიანი იპოვის შესაბამის სამუშაოს ან საგანმანათლებლო პროგრამას, ხოლო კომპანიები შეძლებენ უნარიანი კადრების მოძიებას.

07 დეკემბერი 2023, 11:28
LIVE ისრაელი
ანტონიო გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფის შეწყვეტისკენ მოუწოდა
გაეროს გენერალურმა მდივანმა პირველად გამოიყენა ორგანიზაციის წესდების 99-ე მუხლი, რომელიც მას უფლებას აძლევს, გაეროს უშიშროების საბჭოზე გაიტანოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობას უქმნის საფრთხეს.

07 დეკემბერი 2023, 11:24
საზოგადოება
ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ 23 პირს დღეს დაკრძალავენ
ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ 17 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ადგილას, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

07 დეკემბერი 2023, 11:24
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ფაქტობრივად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ არ არიან მომხრე არც რეკომენდაციების შესრულების, არც გამჭვირვალეობის. ოფშორისგან დაფინანსებული ორგანიზაციებიდან სხვა მოლოდინი არც უნდა გვქონდეს
„ეს ინიციატივა არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ხდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება და ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესების გამჭვირვალეობას. სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე არის კიდევ უფრო მეტად საინტერესო, თუ რატომ აპროტესტებს მას რადიკალური ოპოზიცია“

07 დეკემბერი 2023, 11:23
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე: ვყველა ფიზიკური პირის უკან დგას იურიდიული პირი და რა შემოწირულებასაც გააკეთებდა იურიდიული პირი გააკეთებინებენ ფიზიკურ პირს
ეს არის იმიტაცია და თვალებში ნაცრის შეყრა, ეს არის დონ კიხოტივით ქარის წისქვილებთან ბრძოლა იმიტომ, რომ არანაირი იურიდიული პირები ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც დაფინანსებას იღებდნენ, არ ჰყავდათ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 11:18
პოლიტიკა
აშშ მოუწოდებს რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით აღებული ვალდებულება და თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე გაიყვანოს
ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულება და თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე გაიყვანოს. ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის დასრულების შემდეგ ამერიკის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

07 დეკემბერი 2023, 11:16
LIVE ისრაელი
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ ღაზის სექტორში ბუფერული ზონის შექმნას შეეწინააღმდეგება
აშშ ღაზის სექტორში ბუფერული ზონის შექმნას შეეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეტიუ მილერმა განუცხადა.

07 დეკემბერი 2023, 11:15
რეგიონი
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

07 დეკემბერი 2023, 11:15
ეკონომიკა
იური ნოზაძე: საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს მეწარმეებს, იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე საქართველო-ჩინეთის სინძიანის პროდუქციის რიგით მე-9 გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

07 დეკემბერი 2023, 11:12
რეგიონი
„ნაციონალური მოძრაობა“ კასპის ორგანიზაციის წევრებმაც დატოვეს
„ნაციონალური მოძრაობა“ კასპის ორგანიზაციის წევრებმაც დატოვეს. საკრებულოს რვა წევრისგან შემდგარი ფრაქცია ექვსმა მათგანმა დატოვა. წასულები მანდატებზე უარს არ ამბობენ და არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკური საქმიანობა ნიკა მელიას დაუკავშირონ. ყველა სხვა რეგიონის მსგავსად, კასპშიც პარტიის დატოვების მიზეზად ახალი მენეჯმენტის არასწორი პოლიტიკა სახელდება. ბოლო რამდენიმე დღეში პარტიის რიგებს 50-ზე მეტი წევრი გაემიჯნა.

07 დეკემბერი 2023, 11:00
თავდაცვა
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების კურსების მოდელზე ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2012 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად იმართება. ბოლო ორი წელია ქართული მხარე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) კურსს დამოუკიდებლად ატარებს.

07 დეკემბერი 2023, 10:45
მსოფლიო
ბრიუსელში სროლისას 4 ადამიანი, მათ შორის ევროპარლამენტარის თანაშემწე დაიჭრა
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში სროლისას 4 ადამიანი, მათ შორის „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი ევროპარლამენტარის თანაშემწე დაიჭრა. ამის შესახებ Politico წერს.

07 დეკემბერი 2023, 10:38
რეგიონი
კორშა-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (სოფ. კორშა-შატილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

07 დეკემბერი 2023, 10:37
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე სალომე ზურაბიშვილზე: ქართული საზოგადოების გულგრილობა სალომესნაირებს დღესაც იფარავს დისკომფორტისაგან და სწორედ მისნაირ ამორალურებს აძლევს უფლებას, არა მარტო ჭკუა დაერიგებინა საზოგადოებისთვის, არამედ მორალიც ესწავლებინა
მართალია, საქართველოში დღეს აღარც დიქტატურაა აღარც მისთვის დამახასიათებელი ზემოხსენებული მოვლენები, მაგრამ საზოგადოება მაინც ვერ ახერხებს მორალური კრიტერიუმების დაწესებას ისე, რომ სირცხვილად და მიუღებლად ითვლებოდეს ამორალური ქცევები - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

07 დეკემბერი 2023, 10:36
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო
სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდადებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით შეძენილი უძრავი ქონებები - ბათუმში მდებარე ორი ძვირადღირებული საცხოვრებელი ბინა და კრწანისში მდებარე მიწის ნაკვეთი

07 დეკემბერი 2023, 10:36
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა
შეხვედრა საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული და მასში მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის უკვე წლებია ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა არსებობს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

07 დეკემბერი 2023, 10:31
მსოფლიო
პერუს ექსპრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გათავისუფლდა
პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ BBC იტყობინება. ქალაქ ლიმას ციხესთან 85 წლის ფუხიმორის ასობით მხარდამჭერი დახვდა. პერუს საკონსტიტუციო სასამართლომ აღადგინა შეწყალება, რომელიც 6 წლის წინ პრეზიდენტმა პაბლო კუჩინსკის გამოსცა.

07 დეკემბერი 2023, 10:17
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ხაბეიშვილისთვის მნიშვნელოვანი არ არის საკუთარი პარტიის წევრები და თანამდებობის პირებიც კი და როგორ შეიძლება მისთვის იყოს მნიშვნელოვანი საქართველო და საქართველოს საზოგადოება?!
„ბრენდი, რასაც ჰქვია „5 ნომერი“, ესაა რაც აინტერესებს კეზერაშვილს. პრინციპში, ეს მისმა შვილობილმა ხაბეიშვილმა თქვა პირდაპირ, რომ რა მნიშვნელობა აქვს რამდენი დატოვებსო [პარტიას], მე ხომ ვარ „5 ნომრის“ თავმჯდომარეო. ეს არის მისთვის მთავარი“