21 ნოემბერი 2023, 17:02 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: თუკი ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოში, ეს გახლავთ „ლელოს“ ლიდერები, ხაზარაძეს თავისი წარსულიდან გამომდინარე, ვაშინგტონი მოსკოვში ერევა

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

თუკი ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოში, ეს პირველ რიგში გახლავთ „ლელოს“ ლიდერები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„ჩვენ ახლახან ვნახეთ მამუკა ხაზარაძე როგორ იმყოფებოდა ვაშინგტონში და თავს იწონებდა, რომ აბეზღებდა ქართველებს, სანქციები დაეწესებინათ მათთვის. მას მე მგონი, თავისი წარსულიდან გამომდინარე ვაშინგტონი მოსკოვში ერევა და ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, რომ ცენტრში ჩავიდა, რათა დაებეზღებინა საქართველოს მოქალაქეები და მერე გამოვიდა და თავს იწონებდა, რომ აი, ახლა მალე იქნება სანქციები, მოვუყვები ქართველებზეო და ამერიკა დაასანქცირებსო. ამ ადამიანებს საკუთარი ქვეყნის მიმართ არანაირი ერთგულება არ აქვთ. ადრე იყურებოდნენ მოსკოვისკენ და ის მიაჩნდათ ცენტრად და ახლა იყურებიან სხვა ქვეყნებისკენ და ისინი მიაჩნიათ ცენტრად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

ირაკლი ნადარეიშვილი

05 დეკემბერი 2023, 17:02

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ქართულ ბიზნესს, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეებს, უნდა გაუჩნდეთ მეტი წვდომა ალტერნატიულ დაფინანსებასა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე

მინისტრის მოადგილის განცხადებით, USAID - ი საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური განვითარების რეფორმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. მისი თქმით, სააგენტოს ახალი პროგრამა დაეხმარება საქართველოს მთავრობას და კერძო სექტორს იმ ახალი მიმართულებების განვითარებაში, რაც გათვალისწინებულია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების სტარატეგიით.

05 დეკემბერი 2023, 17:00

ეკონომიკა

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ INVEST IN GEORGIA-ს ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

სააგენტოს ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის განხორციელებაში, დახმარებას უწევდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის: IFC, USAID, EBRD, GIZ, UNGCNG, UN WOMEN, ADA, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში

ხოსე ენრიკე ბოფილი

05 დეკემბერი 2023, 16:57

საზოგადოება

„საკუთარი იდენტობითა და ევროპული ღირებულებებით გამორჩეული ქვეყანა“- Aqualia, უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის მომსახურებას დანერგავს

2022 წლის იანვარში, აქვალიამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აქციების 80% შეისყიდა. კომპანია თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სრულ ციკლს მართავს და 1,5 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება. ამ გარიგების შედეგად აქვალია საქართველოში დღეისათვის ყველაზე მსხვილი დარგობრივ ინვესტორი და წყალმომარაგების დარგში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია.

05 დეკემბერი 2023, 16:51

რეგიონი

დევნილთა სააგენტო უარყოფს ინფორმაციას, რომ თითქოს ქუთაისში, ყოფილი სასტუმროს შენობა ისე გაიყიდა, იქ მცხოვრები დევნილი ოჯახები სახელმწიფომ საცხოვრებლით არ უზრუნველყო

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობა ისე გაიყიდა, რომ იქ მცხოვრები დევნილი ოჯახები სახელმწიფომ საცხოვრებლით არ უზრუნველყო, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 16:28

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა.

ბრიტნი სპირსი
ლაინ სპირსი

05 დეკემბერი 2023, 16:15

ტაბლოიდი

ბრიტნი სპირსი დედასთან, ლინ სპირსთან ურთიერთობას აღადგენს

ბრიტნი სპირსი დედასთან, ლინ სპირსთან ურთიერთობას აღადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Page six ავრცელებს. მომღერალთან დაახლოებული წყაროს თქმით, ბრიტნის დედა ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ ბრიტნის ცხოვრება დაბრუნდეს. „დედამისს ბრიტნი ძალიან უყვარს. ამაში ეჭვი არავის ეპარება. ურთიერთობის გაფუჭებაზე ბრალს ლინი თავის თავზე იღებს“, - აღნიშნა წყარომ.

მაკა ბოჭორიშვილი

05 დეკემბერი 2023, 16:13

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: უნგრეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მტკიცედ უჭერს მხარს, მნიშვნელოვანი პოზიციები ჟღერდება და ფიქსირდება უნგრეთის მხრიდან,

„მნიშვნელოვანია, რომ ის მხარდაჭერა, რაც აქამდე იყო გაჟღერებული უნგრული მხრიდან, ასევე გაგრძელდეს საქართველოსთან მიმართებაში. შეხვედრები გვექნება ევროკავშირის საქმეთა სამინისტროსთან, ასევე პარლამენტის მნიშვნელოვანი თანამდებობის პირებთან, რომლებსაც უკავშირდება უშუალოდ ევროკავშირის საბჭოში პოზიციების შემუშავება, დაფიქსირება და გაჟღერება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის საბჭომდე ერთი კვირით ადრე ეს ვიზიტი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა

კიმ კარდაშიანი
ლორა ვასერი

05 დეკემბერი 2023, 16:12

ტაბლოიდი

კიმ კარდაშიანი ახალ სერიალში ადვოკატ ლორა ვასერის როლს შეასრულებს

კიმ კარდაშიანი ახალ სერიალში ადვოკატ ლორა ვასერის როლს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას Page Six ავრცელებს. რეალითი შოუს ვარსკვლავი განქორწინების საკითხში ლოს-ანჯელესის ყველაზე წარმატებული იურისტის როლს მოირგებს.

ირაკლი კობახიძე

05 დეკემბერი 2023, 16:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის მოთხოვნაა და შესაბამისი პუნქტი აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში, სასპეკულაციო არაფერია

იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, შესაბამისი პუნქტი აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში და კანონპროექტი მიიღება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 16:10

სპორტი

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტიდან ახალგაზრდობის მიმართულების განათლების და მეცნიერების კომიტეტისთვის გადაცემა იგეგმება

მისივე თქმით, მთავრობის სტრუქტურაში მიმდინარე ცვლილებები საკომიტეტო საქმიანობაზეც აისახება და შესაბამისად, რეგლამენტში ცვლილებების თანახმად, კომიტეტების სახელწოდებები - განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტად და სპორტის კომიტეტად შეიცვლება. კომიტეტის წევრებმა რეგლამენტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

ირაკლი კობახიძე

05 დეკემბერი 2023, 16:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებამ შეიმუშავა გეგმა, რომელიც არის განხილვის რეჟიმში ევროპელ პარტნიორებთან, გეგმა ითვალისწინებს თითოეული პუნქტის შესრულებაში ოპოზიციის, ასევე, არასამთავრობოების მონაწილეობას

ხელისუფლებამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც ახლა არის განხილვის რეჟიმში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ეს სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს თითოეული პუნქტის შესრულებაში ოპოზიციისა და, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თანამონაწილეობას, ჩვენთვის აბსოლუტურად ღიაა ეს პროცესი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

05 დეკემბერი 2023, 16:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სასარგებლოდ ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს

„ევროკავშირის და უნგრეთის მოლაპარაკებები არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილებები მიღებული ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინის სასარგებლოდ, მოლდოვის სასარგებლოდ“

05 დეკემბერი 2023, 16:06

სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის ფაქტზე შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

05 დეკემბერი 2023, 16:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უნგრეთი არის საქართველოს ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს უნგრელ პარტნიორებთან მუდმივ რეჟიმში გვქონდეს თანამშრომლობა

კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე უნგრეთში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რათა ერთად ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ნათია თურნავა

05 დეკემბერი 2023, 15:51

ეკონომიკა

ნათია თურნავამ USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 15:43

რეგიონი

„გასტრო ბათუმის“ ფარგლებში კერძების მომზადების მასტერკლასები მიმდინარეობს

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პირველ გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმი“ რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტორნო ქსელებში დანერგვის მიზნით ატარებს.

05 დეკემბერი 2023, 15:33

საზოგადოება

ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში ძლიერი თოვაა მოსალოდნელი

6 დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან 7 დეკემბრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

05 დეკემბერი 2023, 15:30

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციურ არხებს სიცრუეში ამხელს

ოთარ ფარცხალაძე არ არის საქართველოში და პასუხს ვაგებ ჩემს ყველა სიტყვაზე, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება რამდენი ოპოზიციური არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოთარ ფარცხალაძის საქართველოში რუსული პასპორტით შემოვიდა.

05 დეკემბერი 2023, 15:24

ეკონომიკა

პაატა კვიჟინაძემ TWINNG-ის პროექტის ფარგლებში შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ნიდერლანდების ფინანსთა და ეკონომიკის აკადემიის უფროს მრჩეველს ვიმ საიკერს, ნიდერლანდების სახელმწიფო საბჭოს მთავარ მრჩეველს ლუკა ბასტიანს და ავსტრიის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს ჰელმუტ ბერგერს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 15:18

ტაბლოიდი

ფილმ The Apprentice-ის გადასაღები მოედნიდან დონალდ ტრამპის როლში გარდასახული სებასტიან სტენის ფოტოები გავრცელდა

მსახიობი ფილმში ამერიკის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის როლს ასრულებს. ფოტოებში სტენი ქერა პარიკითა და შავი მოსასხამითაა ნაჩვენები.