24 ნოემბერი 2023, 15:34 / სანდო წყარო

რომან გოცირიძე სალომე ზურაბიშვილის დაკითხვის მოთხოვნაზე: არასერიოზულია ეს

რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ 7 ნოემბრის საქმეზე სალომე ზურაბიშვილის დაკითხვა არასერიოზული მოთხოვნაა.

„იმდენი რამ უნახავს ამ რუსთაველის პროსპექტს, ფაქტობრივად დღეს არ იქნება პოლიტიკოსი, ვისი გამოკითხვაც ამა, თუ იმ მხარის მიერ მოთხოვნილი არ იქნება. არასერიოზულია ეს“, - აღნიშნა გოცირიძემ.

დაიკითხებიან თუ არა 7 ნოემბრის საქმეზე აქციის ორგანიზატორები მათ შორის სალომე ზურაბიშვილი. ეს კითხვა მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ გახდა აქტუალური, როდესაც პატიმარმა საზოგადოების პროტესტი რუსულ პროექტს დაუკავშირა.

ყველა სიახლე

29 თებერვალი 2024, 09:24

მსოფლიო

ბელგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს

ბელგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ინფორმაციას ბელგიის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს. ალექსანდრ დე კროოს ცნობით, ბრიუსელი უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენის შესახებ ჩეხეთის ინიციატივას უერთდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ კვირებში უკრაინაში მეტი საბრძოლო მასალა ჩავა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

29 თებერვალი 2024, 09:18

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ბალკანეთის ქვეყნებს საბრძოლო მასალების ერთობლივი წარმოება შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა ბალკანეთის ქვეყნებს საბრძოლო მასალების ერთობლივი წარმოება შესთავაზა. განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ფორუმზე გააკეთა. ფორუმს ალბანეთის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოს, ბოსნიისა და მონტენეგროს ლიდერები ესწრებოდნენ.

29 თებერვალი 2024, 09:04

რეგიონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. გზა ბჟუჟჰესის ტერიტორიაზე იწყება და გომის მთის საკურორტო დასახლებაში სრულდება. რეაბილიტაციის ფარგლებში, დაგეგმილია - გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და განახლება, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონების მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა და სავალი ნაწილის მონიშვნა.

29 თებერვალი 2024, 08:51

სამართალი

თბილისში, სამგორის რაიონში სოფელ წინუბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

თბილისში, სამგორის რაიონში სოფელ წინუბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე „ქრონიკის“ ინფორმაციით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. მკვლელობა გუშინ მოხდა, 22 წლის ქალს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ყელის არეში. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

29 თებერვალი 2024, 08:47

სამართალი

წალენჯიხაში დაკავებული ოპოზიციონერი მერის თანაგუნდელებს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

წალენჯიხაში დაკავებული ოპოზიციონერი მერის თანაგუნდელებს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ ახალი დანაშაულისა და მიმალვის საშიშროება დაასაბუთა, რის გამოც მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ჯერჯერობით უცნობია რა პოზიცია აქვთ ქრთამის ბრალდებით დაკავებულებს, სხდომათა დარბაზში მათ დუმილი არჩიეს. დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას 48 საათში გაასაჩივრებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

ანა ფოტიგა

29 თებერვალი 2024, 08:31

პოლიტიკა

ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთი ცვლილება ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ხოლო მეორე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

29 თებერვალი 2024, 08:13

პოლიტიკა

ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერი მხარდამჭერი განცხადებები შევიდა

ევროპარლამენტარების ტონი მკაცრია რუსეთის ფედერაციის მიმართ და მოსკოვს შეუსრულებელ ვალდებულებებს ახსნებს. ორგანიზაცია რუსეთს ოკუპაციის დასრულებისკენ და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. რეზოლუცია მიესალმება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც.

29 თებერვალი 2024, 08:01

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 736-ე დღეს

ომის 736-ე დღე. რუსული ძალები დონეცკის ოლქში მასირებულ იერიშს განაგრძობენ. ავდეევკის შემდეგ უკრაინელებმა კონტროლი ორ სოფელზე, სტეპნოვოსა და სევეროვოზე დაკარგეს, თუმცა იმედოვნებენ, რომ საოკუპაციო ძალებს შემდგომ წინსვლაში რთული რელიეფი შეუშლის ხელს. მესამე მოიერიშე ბრიგადის ინფორმაციით, მათ რუსებს დონეცკის ქალაქ კრასნოგოროვკიდან გასვლა აიძულეს. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ოკუპანტები 27 თებერვალს შევიდნენ.

კირილ ბუდანოვი

29 თებერვალი 2024, 02:17

მსოფლიო

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: უკრაინა არასდროს დათანხმდება ომის გაყინვას

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს დათანხმდება ომის გაყინვას, რადგან ეს მისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

29 თებერვალი 2024, 01:54

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

29 თებერვალი 2024, 01:21

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა 50 მილიარდი ევროს ღირებულების უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმი

ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა 50 მილიარდი ევროს ღირებულების უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმი. უკრაინის დაფინანსების ფონდი Ukraine Facility ოთხ წელზეა გათვლილი და 50 მილიარდ ევროს მოიცავს გრანტებისა (17 მილიარდი ევრო) და სესხების (33 მილიარდი ევრო) სახით.

ადელი

29 თებერვალი 2024, 00:52

კულტურა

ადელმა ავადმყოფობის გამო ლას-ვეგასში კონცერტები გადადო

ასეთი გადაწყვეტილება მომღერალმა ექიმების რჩევით მიიღო, რომლებმაც მას „კარგად დასვენება“ ურჩიეს. ადელის თქმით, მას „სხვა არჩევანი არ ჰქონდა“. მომღერალმა დასძინა, რომ თავისი ბოლო კონცერტებისა და მათ შემდეგ აღებული პაუზის დროს სულ ავად იყო და ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ მოახერხა.

29 თებერვალი 2024, 00:28

მსოფლიო

საფრანგეთის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც აბორტის უფლების კონსტიტუციაში ჩაწერას ითვალისწინებს

საფრანგეთის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც აბორტის უფლების კონსტიტუციაში ჩაწერას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

29 თებერვალი 2024, 00:27

ტექნოლოგიები

Bloomberg: Apple-მა ელექტრომობილზე მუშაობა შეწყვიტა

პროექტს „ტიტანი“ ერქვა. Apple-მა მასზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო. კომპანია სრულიად ავტონომიური ავტომობილის შექმნას გეგმავდა, რომელსაც საჭეც კი არ ექნებოდა, თუმცა შემდეგ ტრადიციული მანქანის კონცეფციას დაუბრუნდა. Apple-ს პროექტის დახურვის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

სოზარ სუბარი

29 თებერვალი 2024, 00:08

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უფრო დიდი ეროვნული ამოცანა არ გვაქვს და ვერ წარმოვიდგენთ ქვეყანას, რომელსაც ამ მხრივ შეიძლება უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეეძლოს, ვიდრე ჩინეთია

„ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა და ისეთი ტემპებით ვითარდება, რომ შეიძლება , მალე, პირველი ეკონომიკაც გახდეს. ჩინეთთან ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული აშშ-ს, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, უკრაინას და ა.შ. მათი ვაჭრობის დონზე გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოსი. ეს პოტენციალი - როგორც შუა დერეფნის განვითარება, ისე ორმხრივი ვაჭრობის საკითხი, უნდა ავითვისოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც მზად არის, ძალიან დიდი ინვესტიციები ჩადოს საქართველოში, თან ამას პოლიტიკური გავლენის მცდელობებს არ მოაყოლებს. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სუბარმა.

ვასილ ბასილაძე

29 თებერვალი 2024, 00:06

საზოგადოება

ვასილ ბასილაძე: თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში სურსათის უვნებლობა საკმაოდ მოწესრიგებულია და საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არსებობს

2023 წელს სააგენტომ 33 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და სამართალდარღვევა მხოლოდ 3878 შემთხვევაში გამოიკვეთ, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ნინო ლაცაბიძე

29 თებერვალი 2024, 00:04

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე გახარიას პარტიასა და „ნაცმოძრაობაზე“: რუსთავის საკრებულოში კოალიცია რომ შეკრეს, ეს პირველივე დღეებიდან ჩანდა - უკვე კანონის დარღვევასაც აღარ ერიდებიან და სწორედ ამან გვაიძულა სასამართლოში მივსულიყავით

საკრებულო დღეს 35 წევრისგან არის დაკომპლექტებული. კოალიცია რომ შეკრეს, ეს პირველივე დღეებიდან ჩანდა თანამდებობები ისე გადაინაწილეს - გახარიას პარტიის წევრი არის საკრებულოს თავმჯდომარე და კომისიის თავმჯდომარეები არიან „ნაციონალური მოძრაობიდან“, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ვასილ ბასილაძე

28 თებერვალი 2024, 23:56

საზოგადოება

ვასილ ბასილაძე: მომხმარებლის როლი სურსათის უვნებლობაში ძალიან დიდია

„მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ მაგალითად სასურსათო მაღაზიაში ყურადღება მიაქციოს ეტიკეტს - ვადაგასული არის თუ არა მასზე დატანილი ინფორმაცია, კითხვადი თუ არის, ქართულად თუ აწერია და ა.შ. რესტორნის შემთხვევაში, როდესაც რაღაც არ მოგვეწონება, თავისუფლად შეგვიძლია დავრეკოთ სააგენტოს ცხელ ხაზზე - 1501. ჩვენი ოპერატორები 24-საათიან რეჟიმში იღებენ შეტყობინებებს. შარშან დაახლოებით 4 000 შეტყობინება იყო შემოსული. ყველა მათგანზე იყო რეაგირება“, - აღნიშნა ბასილაძემ.

სოზარ სუბარი

28 თებერვალი 2024, 23:40

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: პარტიები ქმნიან ენჯეოებს, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა დასავლური ფონდიდან, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა

დიდი ხანია ვიცით, რომ პარტიები ქმნიან ენჯეოებს, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა დასავლური ფონდიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ფონდები არის სამთავრობო ფონდები, როგორიცაა „იუესაიდი“ თუ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების, ევროკავშირის ფონდები. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

28 თებერვალი 2024, 23:39

მსოფლიო

CNN: პენტაგონი განიხილავს უკრაინის დასახმარებლად დარჩენილი 4 მილიარდი დოლარის გამოყენებას

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მსჯელობს, გამოიყენოს თუ არა უწყებისთვის ხელმისაწვდომი სახსრები უკრაინისთვის 4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.