25 ნოემბერი 2023, 11:06 / სანდო წყარო

გურამ მაჭარაშვილი: მამუკა ხაზარაძის შეთავაზება არასდროს იქნება სერიოზულად აღქმული, რადგან „ლელოს“ სახელმწიფოსთვის სასარგებლო ნაბიჯები არასდროს გადაუდგამს

გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

მამუკა ხაზარაძემ რა უნდა შესთავაზოს საზოგადოებას, როცა პირდაპირ ეთერში საკუთარ ქვეყანას და მოქალაქეებს სანქციებით დაემუქრა და უცხოელებს სთხოვა, როგორმე საქართველო დაასანქცირეთ, რომ ხელისუფლებაში რამენაირად მოვიდეო, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ლელოს“ მენეჯმენტი, ხაზარაძის ხელმძღვანელობით, სულ სხვის ხარჯზე ცხოვრობდნენ და დღესაც ასე აგრძელებენ.

„რადიკალური ოპოზიციის თავი და ბოლო ერთი და იგივეა. მაგალითად, ხაზარაძე შეიძლება არ იყო აქტიური ნაცი „ნაცმოძრაობის“ დროს, მაგრამ იმათ საქმეს აკეთებდა. ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ რომ უთხრა, სანამ ჯერ კიდევ პარლამენტში იყო ხაზარაძე, ის როგორ იყო, „ნაცმოძრაობის“ დროს შენი ბანკის თანამშრომლები რომ დადიოდნენ და ნოტარიუსთან აფორმებდნენ ბანკის სახელზე იმ ადამიანების ქონებას, ვისაც ციხეებში აწამებდნენო, ამაზე ძალიან აღშფოთდა და იმის მერე გადაწყვიტა დაეტოვებინა პარლამენტი (თუმცა, ოფიციალური მიზეზი სხვა რამე იყო).

კარგად ვიცით მამუკა ხაზარაძის სიტყვები, რომ თურმე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გზა არ უნდა დაიგოს, იმიტომ, რომ რუსის ტანკები შემოვლენ. ანუ, თუ ასფალტი არ იქნა, თურმე რუსის ტანკები ისე ვერ შემოვლენ. ამ განცხადების გამკეთებელი რომ პოლიტიკაში წავა, ხომ ვიცით რა შედეგზეც გავა.

საერთოდ, ეს ხალხი, „ლელოს“ მენეჯმენტი, ხაზარაძის ხელმძღვანელობით, არიან ისინი, რომლებიც სულ სხვის ხარჯზე ცხოვრობდნენ და დღესაც ასე აგრძელებენ. ანაკლიის პორტი იყო და 100%-იან გარანტიას სთხოვდა ხაზარაძე სახელმწიფოს, თვითონ ერთი თეთრის ჩადება არ უნდოდა და უცხოელებს თურმე რამდენიმე ასეული მილიონი უნდა ჩაედოთ. ნებისმიერი მოქალაქე გააჩერეთ ქუჩაში, ვინ იტყვის უარს ასეთი პროექტის ფლობაზე? ან, ის, რომ როცა მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში შემოვიდა და პარლამენტში დაჯდა, მალევე დატოვა პარლამენტი და თავისი წევრები მიატოვა, იმ ფონზე, რომ მათ ეუბნება, იაქტიურეთო. აქაც იმათ ხარჯზე უნდა ყოფნა.

მამუკა ხაზარაძემ რა უნდა შესთავაზოს საზოგადოებას, როცა პირდაპირ ეთერში საკუთარ ქვეყანას და მოქალაქეებს სანქციებით დაემუქრა და სხვებს, უცხოელებს სთხოვა, როგორმე საქართველო დაასანქცირეთ, რომ ხელისუფლებაში რამენაირად მოვიდეო. ამიტომ, მისი შეთავაზება, 9 პუნქტი ერქმევა ამას თუ - 17, არ იქნება არასდროს სერიოზულად აღქმული, ისევე როგორც, არავინ სერიოზულად არ აღიქვამს მის წარმომადგენლებსა და მათ განცხადებებს. იმიტომ, რომ „ლელო“ არასდროს ისეთ ნაბიჯებს არ დგამდა, რომელიც სახელმწიფოსთვის სასარგებლო იქნებოდა.

თუ გახსოვთ რომელიმე საკითხი, „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ საწინააღმდეგოდ წასულიყო? არასდროს არ წასულა. ამიტომაც ვამბობთ, რომ ოპოზიცია ვერასდროს განვითარდება. სანამ ეს მავნებლური პარტია იქნება სათავეში, „ნაცმოძრაობის“ სახით, ოპოზიციაში ახალი ვერავინ მოვა. ცალკე დაშლასაც რა მნიშვნელობა აქვს, ყველა რადიკალი მაინც „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირდება. იმიტომაც, ბოლოს ისევ „ნაცმოძრაობას“ უბრუნდებიან, როგორც ეს გიორგი ვაშაძემ გააკეთა. თავიდან ბოლომდე ტყუილში არიან და ამიტომაც არის მათი რეიტინგი მათივე კვლევებშივე განადგურებული“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველა სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 22:29

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანი და ისტორიული გეგმები გვაქვს საავიაციო ინფრასტრუქტურის გაძლიერების კუთხით - დაგეგმილია თელავის აეროპორტის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა

„გეგმების დასახვა 3 საერთაშორისო აეროპორტზე გვიწევს. პირველი არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ მიმდინარე წელს მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით მოხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარება.

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 21:52

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რომ დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები საქართველოში იფრინონ

„ამერიკასთან ჩვენს ქვეყანას აქვს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. თუკი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორბაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ერთ-ერთი თანმდევი პირობა ეს არის, არსებობდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ორქვეყანას შორის“.

24 თებერვალი 2024, 21:43

საზოგადოება

IPOA-ს ავტორთა საბჭო საქართველოს ხელოვანების სახელით გიგა კობალაძის განცხადებას ეხმიანება

„მოვლენების განვითარება ადასტურებს, რომ კობალაძე ცდილობს ავტორების ჰონორარების მითვისების ფაქტზე პასუხისმგებლობა აირიდოს და ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს. მას შემდეგ, რაც GCA-ის ქონება და ანგარიშები დაყადაღდა, რაც დასაბუთებული ვარაუდით გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობის იყო, მან პროკურატურაში განცხადება (საჩივარი) შეიტანა, სადაც ითხოვს, ყოფილი ასოციაცია „გერას” შემოწმებას და რუსეთიდან დარიცხული თანხების შესწავლას“.

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 21:19

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო არ იშურებს ძალისხმევას, ჩვენს ქვეყანაში მუდმივად ვიხილოთ ახალი ავიაკომპანიები და ახალი პირდაპირი მიმართულებები

ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. ეს იყო საკმაოდ რთული და გრძელვადიანი მოლაპარაკების წარმატებული დასასრული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. კითხვა ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways-ს ეხებოდა, რომელიც 14 ივნისიდან ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს.

ანრი ოხანაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:58

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ნაცმოძრაობას შიგადაშიგ აქვს წამოცდენები, რომ წინარევოლუციური პროცესის სამზადისში არიან

რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ საბოტაჟი სახეცვლილი არ იქნება ჩვენთან მიმართებაში, რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ლევან ნიკოლიეშვილი

24 თებერვალი 2024, 20:45

საზოგადოება

ლევან ნიკოლეიშვილი: „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტს მხარდაჭერა სჭირდება, მიზეზი მარტივია - ვისაც შინაური ცხოველები უყვარს, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ მათ

მისი განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტი ბევრ პრობლემურ საკითხს დაარეგულირებს და მათ, ვისაც შინაური ცხოველები ჰყავთ, პასუხისმგებლობას გაუზრდის.

24 თებერვალი 2024, 20:44

საზოგადოება

თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან ორი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

ზურაბ ქადაგიძე

24 თებერვალი 2024, 20:43

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტზე: აუცილებელია გამკაცრდეს მოშენება-გამრავლების საკითხი და მოქალაქეებმა ცხოველის ყოლის შემთხვევაში მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ

კარგია, რომ სათანადო ყურადღება მიექცა სახელმწიფოს მხრიდან იმ უგუნურ დამოკიდებულებას, რასაც ზოგიერთი მოქალაქე ცხოველების მიმართ იჩენს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიციირებას.

ანრი ოხანაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:34

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ორი წელია მსოფლიო საზოგადოება თვალს ადევნებს სასტიკ ომს შუაგულ ევროპაში - საქართველო მტკიცედ დგას ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით

„უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატულია როგორც პოლიტიკურ ასევე ჰუმანიტარულ ჭრილში. ჩვენ ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ერს მშვიდობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კახი ხუციშვილი

24 თებერვალი 2024, 20:23

ჯანდაცვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის თქმით, იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ. კახი ხუციშვილის თქმით, ამის წინააღმდეგი არავინ წავა.

24 თებერვალი 2024, 20:18

მსოფლიო

ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს

„ალექსეის ცხედარი დედას გადასცეს. მადლობა ყველას, ვინც ამას ჩვენთან ერთად მოითხოვდა. ჯერჯერობით ლუდმილა ივანოვნა სალეხარდეშია. პანაშვიდები წინაა. ჩვენ არ ვიცით, შეუშლის თუ არა ხელს ხელისუფლება მის ისე ჩატარებას, როგორც ოჯახს სურს და როგორც ამას ალექსეი იმსახურებს“, - წერს კირა იარმიში X-ზე.

გივი პისარევი

24 თებერვალი 2024, 20:12

საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი: ვართ უაღრესად პოზიტიურ განწყობაზე - ასეთ დადებით შედეგს არ ველოდით

საავადმყოფოს ფასადი დღეს თითქმის ბოლომდე მოხსნილია და კლინიკა არის უსაფრთხო, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, გივი პისარევმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

24 თებერვალი 2024, 20:11

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტზე: მიუხედავად იმისა, რომ ელიზბარაშვილი მიუსაფარი ძაღლებისთვის ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს, ამ შემთხვევაში არ არის ობიექტური. რამე ინტერესი ხომ არ იმალება მისი აგრესიის უკან?

ექსპერტი ნინო ფოჩხუა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „თუ ინტრიგანი არ ხარ, როგორ შეიძლება პარლამენტის მიერ მიღებულ ამ კანონს „მკვლელი კანონი" უწოდო.

ნინო ოთარაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:10

ჯანდაცვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი: პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით, ჩვენი არგუმენტაციის ძალიან დიდი ნაწილი გაითვალისწინეს

პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

24 თებერვალი 2024, 19:02

მსოფლიო

ჩინეთში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 25 სახანძრო მანქანა და 130 მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ექიმების ცნობით, ერთი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

დავით უსუფაშვილი

24 თებერვალი 2024, 18:29

პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი: ერთი საათი ვისაუბრეთ სალომე ზურაბიშვილთან და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სიტყვა გაერთიანება არც ერთი მხრიდან გამოყენებული არ ყოფილა

„პრეზიდენტთან საუბარი შეეხო საქართველოს უახლოეს მომავალს, რაც სწრაფ ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება, რათა ევროპულ სისტემაში გაერთიანება მოვახდინოთ. ამისთვის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაა აუცილებელი“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

24 თებერვალი 2024, 18:29

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სასამართლო სისტემაში, სადაც „ვეტინგი“ განხორციელდა, არასად განსაკუთრებული შედეგი არ გამოიღო - არც მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, არც კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლაში

სასამართლო სისტემაში, სადაც „ვეტინგი“ განხორციელდა, არასად განსაკუთრებული შედეგი არ გამოიღო - არც მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, არც კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

24 თებერვალი 2024, 18:12

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება ჩინეთთან ურთიერთობების დალაგების დროს, ამერიკელებზე კი ჩვენი უსაფრთხოება დგას

ჩინეთი არის ერთ-ერთი ავტორიტეტული ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებებს არ აღიარებენ, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

24 თებერვალი 2024, 18:03

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საქართველო არის შუა დერეფანი, ამ შუა დერეფანზე საუბრობს ჩინეთი და ამერიკა

მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი 2024, 18:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უნდა ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით, სამი წლის თავზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულება შესაძლებელი იქნება

უნდა ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით, სამი წლის თავზე შესაძლებელი იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულება