www.imedi.ge /  27 ნოემბერი 2023, 09:57 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: „შუაშისტი“ პარტიის ამომრჩეველმა შეიძლება თავისდაუნებურად ისეთ კოალიციას მისცეს ხმა, რომლის მხარდაჭერასაც არასოდეს დაუშვებდა

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებისთვის პატარა პარტიების ამომრჩეველმა თავის ფავორიტ პარტიას უნდა მოსთხოვოს იმის ახსნა, თუ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ვისთან აპირებს კოალიციაში შესვლას - ნაცებთან თუ ქოცებთან, რადგან ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, სხვა შანსი არ არსებობს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს.

კაკაბაძე 2024 წლის მოახლოებულ არჩევნებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „დაიწყო წინასაარჩევნო ციებ-ცხელება, რომლის აუცილებელ ატრიბუტს პროგნოზები წარმოადგენს”.

„2024 ის არჩევნებში -„არც ქოცი, არც ნაცი“= ნაცს

უკვე დაიწყო წინასაარჩევნო ციებ-ცხელება, რომლის აუცილებელ ატრიბუტს პროგნოზები წარმოადგენს.

ამ ეტაპზე უკვე გამოქვეყნდა რამდენიმე სოციოლოგიური კვლევის შედეგი, რომლებიც თითქმის ერთხმად ამტკიცებენ, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის და საპარლამენტო პარტიებად ქცევის გარანტირებული შანსები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას გაჩნიათ.“ თუ ასე მოხდა, მაშინ ამ ორ ბარიერგადალახულ პარტიას შორის მთავრობას დააკომპლექტებს საპარლამენტო უმრავლესობა, ანუ ის, ვისაც მეტი დეპუტატის მანდატი ექნება.

თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ბოლო სოციოლოგიური კვლევების მონაცემებით ოცნება თითქმის 2-ჯერ უსწრებს ნაცებს, გასაგები გახდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია ან პარტიები ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს, „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს მთავრობას და კიდევ 4 წელი იქნება ხელისუფლების სათავეში, ხოლო „ნაცმოძრაობა“ ისევ იქნება ოპოზიციაში.

ეს არის მოვლენების განვითარების მარტივი სცენარი.

მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ მათ გარდა სხვა რომელიმე პარტიამ (ან პარტიებმა) გადალახა 5%-იანი ბარიერი და პარლამენტში მიიღო 8-10-12 ან მეტი მანდატი, მაშინ არჩევნების შედეგად შეიძლება შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც გამარჯვებული „ოცნება“ აღმოჩნდეს ოპოზიციაში. სწორედ ეს მოხდა პოლონეთში, ახლახან ჩატარებული არჩევნების შედეგად, სადაც გამარჯვებულმა სახელისუფლო პარტიამ ვერ მიიმხრო პარლამენტში გასული სხვა პარტიები კოალიციის შესაქმნელად, სამაგიეროდ, დამარცხებულმა პარტიებმა ერთად შეაგროვეს 50%-ზე მეტი ხმები, რის შედეგადაც მათ დააკომპლექტეს მთავრობა და გამარჯვებული პარტია დატოვეს ოპოზიციაში.

უფრო გასაგები რომ იყოს, მივმართოთ მარტივ არითმეტიკას. ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 40%, რაც 150-კაციან პარლამენტში შეადგენს 60 მანდატს. უმრავლესობის შესაქმნელად კი საჭიროა მინიმუმ 76 ხმა. ვთქვათ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო ხმების 25%, რაც შეადგენს დაახლოებით 38 მანდატს. ახლა დავუშვათ ისიც, რომ კიდევ სამმა სხვა პარტიამ გადალახა 5%-იანი ბარიერი და თითოეულმა მათგანმა მიიღო 8, 10 და 12 მანდატი, ანუ სულ - 30 მანდატი. თუ ეს 3 პარტია გაურიგდა ნაცმოძრაობას და მასთან ერთად შექმნა კოალიცია, ეს ნიშნავს, რომ ისინი აგროვებენ „ოცნებაზე“ მეტს, ანუ 68 ხმას და ისინი შექმნიან კოალიციურ მთავრობას, ხოლო „ქართული ოცნება“ აღმოჩნდება ოპოზიციაში. თუ ვინმე იტყვის, 68 ხმა ხომ არ არის 150-ის ნახევარზე მეტიო, მათ გასაგონად ვიტყვით, რომ ბარიერგადალახულ ყველა პარტიას პროპორციულად დაემატებათ იმ პარტიების ხმები, რომლებიც ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს და ამდენად, მათგან უმეტესი ხმები დაემატება ყველაზე მეტი ხმების მქონე პარტიას თუ კოალიციას და ასე შეუგროვდებათ 76 ან მეტი ხმა.

ამდენად, 3 ან მეტი პარტიის მიერ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში მთავარია, ბარიერგადალახული, მცირე შედეგიანი რომელიმე პარტია ვისთან შევა კოალიციაში - ოცნებასთან თუ ნაცებთან. აშკარაა, რომ დღეს „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში შემსვლელ პარტიათა შორის მხოლოდ „ხალხის ძალა“ ჩანს, ხოლო დანარჩენი პარტიები ერთხმად აცხადებენ, რომ მათი მიზანი „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვებაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ნაცებთან აპირებენ კოალიციაში შესვლას. მართალია, ბევრი პარტიის ლოზუნგია „არც ნაცები, არც ქოცები“, მაგრამ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში მათ მოუწევთ არჩევანის გაკეთება რომელიმეს სასარგებლოდ. თუ ბარიერგადალახული რომელიმე მესამე თუ მეოთხე პარტია მაინც დარჩებიან იმ პოზიციაზე, რომ არც ნაცებთან და არც ქოცებთან არ ქმნიან კოალიციურ მთავრობას და ვერავინ აგროვებს მინიმუმ 76 ხმას, მაშინ იქმნება სიტუაცია, როდესაც პარლამენტი ვერ ნიშნავს მთავრობას, რის გამოც პარლამენტი უნდა დაიშალოს და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებისთვის პატარა პარტიების ამომრჩეველმა თავის ფავორიტ პარტიას უნდა მოსთხოვოს იმის ახსნა, თუ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ვისთან აპირებს კოალიციაში შესვლას - ნაცებთან თუ ქოცებთან, რადგან ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, სხვა შანსი არ არსებობს. თუ ამ კითხვაზე მკაფიო პასუხს ვერ მიიღებთ, „შუაშისტი“ პარტიის ამომრჩეველმა შეიძლება თავისდა უნებურად ისეთ კოალიციას მისცეს ხმა, რომლის მხარდაჭერასაც არასოდეს დაუშვებდა.”- წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

ყველა სიახლე

კირილ ბუდანოვი

29 თებერვალი 2024, 02:17

მსოფლიო

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: უკრაინა არასდროს დათანხმდება ომის გაყინვას

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს დათანხმდება ომის გაყინვას, რადგან ეს მისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

29 თებერვალი 2024, 01:54

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

29 თებერვალი 2024, 01:21

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა 50 მილიარდი ევროს ღირებულების უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმი

ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა 50 მილიარდი ევროს ღირებულების უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმი. უკრაინის დაფინანსების ფონდი Ukraine Facility ოთხ წელზეა გათვლილი და 50 მილიარდ ევროს მოიცავს გრანტებისა (17 მილიარდი ევრო) და სესხების (33 მილიარდი ევრო) სახით.

ადელი

29 თებერვალი 2024, 00:52

კულტურა

ადელმა ავადმყოფობის გამო ლას-ვეგასში კონცერტები გადადო

ასეთი გადაწყვეტილება მომღერალმა ექიმების რჩევით მიიღო, რომლებმაც მას „კარგად დასვენება“ ურჩიეს. ადელის თქმით, მას „სხვა არჩევანი არ ჰქონდა“. მომღერალმა დასძინა, რომ თავისი ბოლო კონცერტებისა და მათ შემდეგ აღებული პაუზის დროს სულ ავად იყო და ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ მოახერხა.

29 თებერვალი 2024, 00:28

მსოფლიო

საფრანგეთის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც აბორტის უფლების კონსტიტუციაში ჩაწერას ითვალისწინებს

საფრანგეთის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც აბორტის უფლების კონსტიტუციაში ჩაწერას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

29 თებერვალი 2024, 00:27

ტექნოლოგიები

Bloomberg: Apple-მა ელექტრომობილზე მუშაობა შეწყვიტა

პროექტს „ტიტანი“ ერქვა. Apple-მა მასზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო. კომპანია სრულიად ავტონომიური ავტომობილის შექმნას გეგმავდა, რომელსაც საჭეც კი არ ექნებოდა, თუმცა შემდეგ ტრადიციული მანქანის კონცეფციას დაუბრუნდა. Apple-ს პროექტის დახურვის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

სოზარ სუბარი

29 თებერვალი 2024, 00:08

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უფრო დიდი ეროვნული ამოცანა არ გვაქვს და ვერ წარმოვიდგენთ ქვეყანას, რომელსაც ამ მხრივ შეიძლება უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეეძლოს, ვიდრე ჩინეთია

„ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა და ისეთი ტემპებით ვითარდება, რომ შეიძლება , მალე, პირველი ეკონომიკაც გახდეს. ჩინეთთან ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული აშშ-ს, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, უკრაინას და ა.შ. მათი ვაჭრობის დონზე გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოსი. ეს პოტენციალი - როგორც შუა დერეფნის განვითარება, ისე ორმხრივი ვაჭრობის საკითხი, უნდა ავითვისოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც მზად არის, ძალიან დიდი ინვესტიციები ჩადოს საქართველოში, თან ამას პოლიტიკური გავლენის მცდელობებს არ მოაყოლებს. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სუბარმა.

ვასილ ბასილაძე

29 თებერვალი 2024, 00:06

საზოგადოება

ვასილ ბასილაძე: თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში სურსათის უვნებლობა საკმაოდ მოწესრიგებულია და საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არსებობს

2023 წელს სააგენტომ 33 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და სამართალდარღვევა მხოლოდ 3878 შემთხვევაში გამოიკვეთ, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ნინო ლაცაბიძე

29 თებერვალი 2024, 00:04

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე გახარიას პარტიასა და „ნაცმოძრაობაზე“: რუსთავის საკრებულოში კოალიცია რომ შეკრეს, ეს პირველივე დღეებიდან ჩანდა - უკვე კანონის დარღვევასაც აღარ ერიდებიან და სწორედ ამან გვაიძულა სასამართლოში მივსულიყავით

საკრებულო დღეს 35 წევრისგან არის დაკომპლექტებული. კოალიცია რომ შეკრეს, ეს პირველივე დღეებიდან ჩანდა თანამდებობები ისე გადაინაწილეს - გახარიას პარტიის წევრი არის საკრებულოს თავმჯდომარე და კომისიის თავმჯდომარეები არიან „ნაციონალური მოძრაობიდან“, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ვასილ ბასილაძე

28 თებერვალი 2024, 23:56

საზოგადოება

ვასილ ბასილაძე: მომხმარებლის როლი სურსათის უვნებლობაში ძალიან დიდია

„მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ მაგალითად სასურსათო მაღაზიაში ყურადღება მიაქციოს ეტიკეტს - ვადაგასული არის თუ არა მასზე დატანილი ინფორმაცია, კითხვადი თუ არის, ქართულად თუ აწერია და ა.შ. რესტორნის შემთხვევაში, როდესაც რაღაც არ მოგვეწონება, თავისუფლად შეგვიძლია დავრეკოთ სააგენტოს ცხელ ხაზზე - 1501. ჩვენი ოპერატორები 24-საათიან რეჟიმში იღებენ შეტყობინებებს. შარშან დაახლოებით 4 000 შეტყობინება იყო შემოსული. ყველა მათგანზე იყო რეაგირება“, - აღნიშნა ბასილაძემ.

სოზარ სუბარი

28 თებერვალი 2024, 23:40

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: პარტიები ქმნიან ენჯეოებს, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა დასავლური ფონდიდან, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა

დიდი ხანია ვიცით, რომ პარტიები ქმნიან ენჯეოებს, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა დასავლური ფონდიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ფონდები არის სამთავრობო ფონდები, როგორიცაა „იუესაიდი“ თუ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების, ევროკავშირის ფონდები. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

28 თებერვალი 2024, 23:39

მსოფლიო

CNN: პენტაგონი განიხილავს უკრაინის დასახმარებლად დარჩენილი 4 მილიარდი დოლარის გამოყენებას

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მსჯელობს, გამოიყენოს თუ არა უწყებისთვის ხელმისაწვდომი სახსრები უკრაინისთვის 4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

28 თებერვალი 2024, 23:38

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საქართველო იბრძვის, იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის გავლენები შემცირდეს ჩვენს ქვეყანაზე, ოპოზიცია კი იბრძვის, იმისთვის რომ სხვა ქვეყნის გავლენები გაიზარდოს საქართველოში

სამწუხაროდ ჩვენი ისტორია გვაჩვენებს, რომ საქართველო ყოველთვის იბრძვის, იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის გავლენები შემცირდეს ჩვენს ქვეყანაზე, - განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, ოპოზიცია დღეს იბრძვის იმისათვის, რომ საქართველოზე უცხო ქვეყნის გავლენა გაიზარდოს.

სოზარ სუბარი

28 თებერვალი 2024, 23:29

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიციიდან საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი, მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ აქვს, ეს ნათელია და ამას აჩვენებს ყველა კვლევა

ის რომ ყველანი „ნაცები“ არიან სინამდვილეში, ეს ფაქტია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის არა ერთი კონკრეტული პარტია, არამედ არის ათამდე სხვადასხვა პარტიაში გაშლილი, მაგრამ ამ პარტიებიდან ბარიერის გადალახვის შანსი, მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ აქვს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

სოზარ სუბარი

28 თებერვალი 2024, 23:27

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სალომე ზურაბიშვილმა მორიგ ჯერზე გაილაშქრა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან კონსტიტუციის დარღვევა არის ბრძოლა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ

„რაც შეეხება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულობას, პროევროპულობას თუ პროქართულობას - საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ქვეყანას აქვს ისეთი დონის სუვერენიტეტი, როგორიც არასოდეს ჰქონია. ამ სუვერენიტეტის განმტკიცება არის უმთავრესი მიზანი. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დაბრუნდა პოლიტიკაში, განაცხადა, რომ მთავარი ამოცანა იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ევროკავშირში გაწევრიანება და ამის ბოლო ვადად 2030 წელი დაითქვა. ხოლო ამ ამოცანების დასახვამდე, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მიაღწია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას და კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა სუბარმა.

გურამ მაჭარაშვილი

28 თებერვალი 2024, 23:09

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: აშშ-ის ელჩის, დანიგანის სიტყვები, რომ ის ამაყი დედა, და და ცოლია, „ხალხის ძალის“ საპრევენციო განცხადების შედეგი იყო

„ჩვენ რომ პრევენციული ხასიათის ნაბიჯები არ გადავდგათ ხოლმე, პარტნიორი მხარე ვერ დაინახავს, რომ თურმე საქართველოში რაღაც მიუღებელია. ჩვენი პრევენციული ხასიათის განცხადების შემდეგ იყო აშშ-ის ელჩისგან ის პასუხი, რომ ის არის ამაყი დედა, და და ცოლი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ხვიჩა კვარაცხელია

28 თებერვალი 2024, 22:50

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „სასუოლოს“ დუბლი გაუტანა⚽

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში პირველი დუბლი გაიტანა. იტალიის სერია ა-ს 26-ე ტურში „ნაპოლი“ „სასუოლოს“ ესტუმრა. ქართველმა ფეხბურთელმა პირველი გოლი 51-ე წუთზე გაიტანა, მეორედ კი მეტოქის კარი უკვე 75-ე წუთზე აიღო. პირველ ტაიმში კვარაცხელიას ანგარიშზე საგოლე გადაცემაა, რომლითაც ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.

მიტჩ მაკკონელი

28 თებერვალი 2024, 22:33

მსოფლიო

სენატის უმცირესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ ნოემბერში თანამდებობას დატოვებს

აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერმა, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ ნოემბერში თანამდებობას დატოვებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2024, 21:43

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოში ეკონომიკური ვითარება უმჯობესდება და ნაკლები მოქალაქე მიდის ევროკავშირის ქვეყნებში, ვფიქრობ, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება

საქართველოში ეკონომიკური ვითარება უმჯობესდება და ნაკლები მოქალაქე მიდის ევროკავშირის ქვეყნებში, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

28 თებერვალი 2024, 21:25

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთი მზად არის, კვლავ უმასპინძლოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, კვლავ უმასპინძლოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის.