27 ნოემბერი 2023, 16:04 / სანდო წყარო

კრეშნიკ ცოლაკუ: ალბანეთის ევროპული ოცნება როცა დაიწყო, 19 წლის ვიყავი. ახლა შვილი მყავს 19 წლის და მე 52 წლის ვარ. მთელი თაობა შეიცვალა ლოდინში. როგორც ჩანს ალბანეთის ევროპული ოცნება დაუსრულებელი პროცესია

კრეშნიკ ცოლკაუ

კრეშნიკ ცოლკაუ

ვიცით, რომ სტანდარტები უნდა დავაკმაყოფილოთ, მაგრამ დამიჯერეთ, არის სტანდარტები რომლებსაც წევრობის გარეშე ვერ შეასრულებ, გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ გაფართოების დაჩქარებას, რადგან ეს არის უკვე 30 წლის განმავლობაში აუხდენელი ოცნება, - ამის შესახებ, ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრეშნიკ ცოლაკუმ ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაზე განაცხადა.

„მე ალბანეთს წარმოვადგენ, ქვეყანას რომელიც გეოგრაფიულად ევროპის ნაწილია, მაგრამ ოფიციალურად ევროკავშირის წევრი არ არის. ალბანეთის ევროპული ოცნება კომუნისტური რეჟიმის დაშლისთანავე დაიწყო და მაშინ 19 წლის ვიყავი. ახლა შვილი მყავს 19 წლის და მე 52 წლის ვარ. როგორც ჩანს ალბანეთის ევროპული ოცნება და შეხვედრები ამ თემაზე დაუსრულებელი პროცესია. მთელი თაობა შეიცვალა ლოდინში. ვიცით, რომ სტანდარტები უნდა დავაკმაყოფილოთ, მაგრამ დამიჯერეთ, არის სტანდარტები, რომლებსაც წევრობის გარეშე ვერ შეასრულებ და ზოგიერთი ორმხრივი საკითხიც ვერ გადაწყდება გაწევრიანების გარეშე. დასავლეთ ბალკანეთთან მიმართებაში გაწევრიანების პროცესი ძალიან ბიუროკრატიულია, უფრო მეტად პოლიტიკურია. გთხოვთ მხარი დაუჭიროთ გაფართოების დაჩქარებას, რადგან ეს არის უკვე 30 წლის განმავლობაში აუხდენელი ოცნება“ - აღნიშნა ცოლკაუმ.

ყველა სიახლე

21 თებერვალი 2024, 13:11

პოლიტიკა

ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა

ნინო წილოსანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. კენჭისყრისას ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე მის დანიშვნას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.

21 თებერვალი 2024, 13:06

საზოგადოება

თსუ-ში სტუდენტებისთვის კვების ობიექტი იხსნება

„ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, კანცლერმა ლაშა საღინაძემ, რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დაათვალიერეს. კვების ობიექტი, ძირითადად თსუ მე-10 (მაღლივი) და მე-11 (განივი) კორპუსების, აგრეთვე, ბიბლიოთეკის სტუდენტებსა და თანამშრომლებს მოემსახურება“.

21 თებერვალი 2024, 13:06

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა.

სოზარ სუბარი

21 თებერვალი 2024, 13:04

პოლიტიკა

სოზარ სუბარი შუა დერეფნის მნიშვნელობაზე: გზების დივერსიფიცირება საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია

„როცა რომელიმე დიდ ქვეყანას აგენტები ჰყავს ჩვენს ქვეყანაში, დღეს თუ ერთია მათი მთავარი ამოცანა - საქართველოს უკრაინის ომში ჩართვა, ხვალ შეიძლება ჩინეთის დასუსტებისთვის საჭირო გახდეს, თუნდაც ის, რომ ჩაიკეტოს ჩინეთისთვის ყველა გზა, რომელიც ევროპისკენ მიდის. ეს არ არის მარტო ჩინეთის, გარკვეულწილად ეს არის ევროპის დასუსტების მცდელობაც“

21 თებერვალი 2024, 12:59

საზოგადოება

შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით 3765 ინსპექტირება ჩატარდა

შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა 3765 ინსპექტირება, - ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2023 წელს განხორციელებული ინსპექტირებები 50% აღემატება 2022 წლის მონაცემებს.

21 თებერვალი 2024, 12:58

პოლიტიკა

პარლამენტმა გიორგი ბარვენაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ირაკლი კობახიძეს მისი საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, 20 თებერვლის პლენარულ სხდომაზე შეუწყდა

21 თებერვალი 2024, 12:57

პოლიტიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ვუერთდებით საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღის აღნიშვნას - მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ოკუპაციის გამო კონსტიტუციის მოქმედება მოკლევადიანი იყო, მან საფუძველი შეუქმნა დღევანდელ დამოუკიდებელ საქართველოს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს ულოცავს.

სილვიუ დომენტე

21 თებერვალი 2024, 12:50

ჯანდაცვა

სილვიუ დომენტე: საავადმყოფოების მონიტორინგის სისტემების გამოყენება საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა და მას სხვა ქვეყნები აქტიურად იყენებენ

ჯანდაცვის სამინისტროსთან დავიწყეთ მუშაობა, საავადმყოფოების ხარისხის ინდიკატორების განსაზღვრის მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის, რადგან ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი, საავადმყოფოებზე ნაწილდება და სამინისტრო უნდა იყოს დარწმუნებული ამ დანახარჯების ეფექტურობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტები უსაფრთხოდ არიან და იღებენ შესაბამის, ხარისხიან დახმარებას, - ამის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა.

21 თებერვალი 2024, 12:48

საზოგადოება

სემეკსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარემ, სამირ ახუნდოვმა.

21 თებერვალი 2024, 12:32

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გიორგი ბარვენაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კოლეგებს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარუდგინა, რომელიც პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის გიორგი ბარვენაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სოზარ სუბარი

21 თებერვალი 2024, 12:31

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ვეტოზე: საქართველოს პრეზიდენტისთვის ამოსავალი უნდა იყოს არა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, არამედ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა კონსტიტუციასთან და დემოკრატიული ქვეყნების კანონმდებლობასთან

„ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ვეტოს დაადებს.

21 თებერვალი 2024, 12:18

მსოფლიო

საბერძნეთში ფერმერების საპროტესო აქციები გრძელდება

საბერძნეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივმა ფერმერებმა ათენში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 100-ზე მეტი ტრაქტორი მიიყვანეს.

21 თებერვალი 2024, 12:15

საზოგადოება

ოთარ შამუგიამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

21 თებერვალი 2024, 12:11

პოლიტიკა

დონალდ ტრამპი: ნავალნი მამაცი ადამიანი იყო, რადგანაც რუსეთში დაბრუნდა, მაგრამ, ალბათ ჯობდა არ დაბრუნებულიყო

დონალდ ტრამპმა, ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მისი ისტორია ძალიან სამწუხაროა.

ვლადიმირ პუტინი

21 თებერვალი 2024, 12:08

მსოფლიო

ვლადიმირ პუტინი: რუსეთი ყოველთვის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას

გავრცელებულ ინფორმაციას რომ რუსეთი კოსმოსში ამერიკული თანამგზავრების გასანადგურებლად ბირთვული იარაღის განთავსებას აპირებს, კრემლის ლიდერი გამოეხმაურა. განცხადება ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან სამუშაო შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას და დღესაც იმავე პოზიციაზე რჩება.

21 თებერვალი 2024, 12:05

სპორტი

დღეს „ნაპოლი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს ⚽

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში „ნაპოლი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. პრინციპულ მეტოქესთან თამაშს ნეაპოლის გუნდი ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდება.

კახა კალაძე

21 თებერვალი 2024, 12:04

საზოგადოება

კახა კალაძე: სოფელ დიღომში 3 000 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ სოფელ დიღომში სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რეკრეაციული სივრცის მოწყობა მაისში დასრულდება.

21 თებერვალი 2024, 12:03

საზოგადოება

21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველწლიურად ასობით გიდს და ტურიზმის სექტორის სხვა წარმომადგენლებს სთავაზობს გადამზადების კურსებსა და ტრენინგებს სრულიად უსასყიდლოდ.

ეკა სეფაშვილი

21 თებერვალი 2024, 11:57

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: როგორც საქართველოსათვის არის მნიშვნელოვანი ევროპაში ინტეგრაცია, ისინიც ადასტურებენ, რომ ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველო

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პრიორიტეტის შესახებ მსოფლიოსთვის პოლიტიკურ გზავნილად შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს გზავნილი ბრიუსელმა მიიღო, გაიგო და თავადაც პროცესის გაგრძელების მზაობით უპასუხა.

ნინო წილოსანი

21 თებერვალი 2024, 11:54

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: სრულიად უპრინციპო და ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილი გაერთიანებისთვის ემზადება ოპოზიციური სპექტრი

სრულიად უპრინციპო და ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილი გაერთიანებისთვის ემზადება ოპოზიციური სპექტრი, რომელიც საზოგადოებას ატყუებს, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებიდან, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა ისაუბრა.