27 ნოემბერი 2023, 20:22 / სანდო წყარო

საპარლამენტო უმრავლესობა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარს დაუჭერს

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მთავრობის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტში არ არსებობს სფერო, სადაც გაზრდილი არ არის დაფინანსება. ბუნებრივია, იმ ბიუჯეტს, რომელიც შემოვა საბოლოო დადასტურებული სახით, ექნება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

ბენიამინ ნეთანიაჰუ

22 თებერვალი 2024, 09:18

მსოფლიო

ისრაელის ქნესეთმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შუამდგომლობა პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარების წინააღმდეგ

ისრაელის ქნესეთმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შუამდგომლობა პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარების წინააღმდეგ. მთავრობის მიერ მიმდინარე კვირის დასაწყისში მიღებულ დეკლარაციას მხარი 120-დან 99-მა დეპუტატმა დაუჭირა. ისრაელის პოზიციაა, რომ პალესტინელებთან ნებისმიერი მუდმივი შეთანხმება მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით უნდა იქნას მიღწეული და არა საერთაშორისო ზეწოლით.

22 თებერვალი 2024, 08:58

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 729-ე დღეს

უკრაინა აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. მე-3 შემტევი ბრიგადის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, რუსებს ავდიივკიდან საკუთარი შენაერთები ფრონტის სხვა მონაკვეთებზე გადაჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარკოვსა და სამხრეთის ფრონტზე ვითარება უკიდურესად გართულდება. უკრაინის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ლუგანსკის აღება სურს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში კი ლუგანსკისა და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა და ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება აქვს დაგეგმილი.

22 თებერვალი 2024, 08:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

22 თებერვალს ქუთაისში +17 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6. ბათუმში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მამუკა ხაზარაძე

22 თებერვალი 2024, 08:20

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ცეცხლოვანი მუსტანგი, რომელსაც მალე შევაკეთებთ, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს კორუფციას

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას საქართველოს მასშტაბით. მე როგორც დავპირდი ჩემს მოქალაქეებს, ცეცხლოვანი მუსტანგი, რომელსაც მალე შევაკეთებთ, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს ამ ქვეყანაში კორუფციას, ნეპოტიზმს, „ოცნების“ მიერ გაჩერებულ პროექტებს და ნამდვილ ცეცხლს დაანთებს, მუშაობის, შენების, მშენებლობის და ჩვენი ქვეყნის გამოყვანის, ამას მე გპირდებით. შესაბამისად, დადგება ეს მომენტი. ეს მომენტი შეიძლება, დადგეს ზაფხულში ან შემოდგომაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შალვა პაპუაშვილი

22 თებერვალი 2024, 08:03

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით წარდგება

პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე, წლიური ანგარიშით დღეს წარდგება. შალვა პაპუაშვილის მიერ ყოველწლიური ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის წარმოდგენის შემდეგ, რეგლამენტი პოლიტიკური გამოსვლების გამართვას ითვალისწინებს. მმართველ გუნდში ამბობენ რომ 2023 წელი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელი იყო და პარლამენტმა მოცულობითი სამუშაო გაწია რომ საქართველოს არსებითი პროგრესი ჰქონოდა ევროინტეგრაციის გზაზე.

რობერტ ჰაბეკი

22 თებერვალი 2024, 03:07

მსოფლიო

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

22 თებერვალი 2024, 01:41

მსოფლიო

თეთრი სახლი: ზიანი, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აქტიურად აყენებენ ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, ყოველდღიურად იზრდება

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ენდრიუ ბეითსმა გააკრიტიკა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი უკრაინისათვის დამატებითი დახმარების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე არგატანის გამო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 თებერვალი 2024, 01:01

მსოფლიო

ზელენსკი: ვამზადებთ უსაფრთხოების სფეროში ახალ შეთანხმებებს ჩვენს პარტნიორებთან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების სფეროში ახალი შეთანხმებები გამოაცხადა.

22 თებერვალი 2024, 00:51

კულტურა

Linkin Park-ი ჩესტერ ბენინგტონის ვოკალით აქამდე უცნობ სიმღერას გამოუშვებს

ჩესტერ ბენინგტონმა თავი 2017 წლის 20 ივლისს მოიკლა. ამის შემდეგ ჯგუფს ახალი მასალა არ გამოუშვია, მაგრამ შარშან ალბომ Meteora-ს იუბილეს აღსანიშნავად, ჩესტერთან ერთად ჩაწერილი აქამდე უცნობი სიმღერა და ვიდეორგოლი გამოუშვეს.

22 თებერვალი 2024, 00:30

კულტურა

სემ მენდესი The Beatles-ის წევრებზე ფილმებს გადაიღებს

მენდესი ასევე პროექტის პროდიუსერი იქნება. პროექტის იდეა მენდესს 1 წლის წინ გაუჩნდა. მას უნდა 4 სურათში ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნის, რინგო სტარისა და ჯორჯ ჰარისონის ისტორიები გადმოსცეს, რომლებიც ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული. რეჟისორს უკვე აქვს ეკრანიზაციის უფლებებიThe Beatles-ის სტუდიისგან Apple Records, მაკარტნისგან, სტარისგან და გარდაცვლილი ლენონისა და ჰარისონის ოჯახებისგან.

რიანა და A$AP Rocky

22 თებერვალი 2024, 00:12

კულტურა

A$AP Rocky-ს განცხადებით, რიანა ახალ ალბომზე მუშაობს

რეპერმა A$AP Rocky-მ განაცხადა, რომ მისმა პარტნიორი რიანა ახალ ალბომზე მუშაობს. ვიდეო, რომელშიც მუსიკოსი ამაზე საუბრობს სოციალურ ქსელში Х გამოქვეყნდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 თებერვალი 2024, 00:06

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულის დასაწყისში იქნება მზად

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულის დასაწყისში იქნება მზად.

დიმიტრი ხუნდაძე

21 თებერვალი 2024, 23:58

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, მას შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ დაიბრუნოს ხელისუფლება და თავისი ჩვეული დესტრუქციული, მავნებლური პოლიტიკა გაატაროს

რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, მას შემდე „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ დაიბრუნოს ხელისუფლება და თავისი ჩვეული დესტრუქციული, მავნებლური პოლიტიკა გაატაროს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

21 თებერვალი 2024, 23:56

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: გიორგი ვაშაძე ჩაჭიდებულია იმას, რომ თითქოს 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გაიქცა. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გავიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არავინ დაბრუნებულა

გიორგი ვაშაძე ჩაჭიდებულია იმას, რომ თითქოს 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გაიქცა. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გავიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არავინ დაბრუნებულა - თავად ვაშაძეც არის ამ 800 000-ში უკვე რამდენჯერმე ნამყოფი, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

21 თებერვალი 2024, 23:48

მსოფლიო

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო: უკრაინის სპეცსამსახურები ამოწმებენ გავრცელებულ ინფორმაციას ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის სპეცსამსახურები ამოწმებენ გავრცელებულ ინფორმაციას ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ.

დიმიტრი ხუნდაძე

21 თებერვალი 2024, 23:46

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: გლობალური ომის პარტიაში უპირატესობას მაინც სალომე ზურაბიშვილს ანიჭებენ და ამზადებენ, რომ „ლელოს“ შეუერთონ

„მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტირებულია, მისი წარსული ძალიან მძიმეა და მისმა დანაშაულებმა ის ძალიან მყარად გაჭედა საპყრობილეში - სრულიად კანონიერად. მისი გათავისუფლება ძალიან რთული იქნება, თუმცა ამის სქემაც არსებობს - თუკი დაუკვეთენ, სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ, დღეს-დღეობით უპირატესობას მაინც სალომე ზურაბიშვილს ანიჭებენ და ამზადებენ, რომ „ლელოს“ შეუერთონ. ახლა „ლელოს“ მეტად ახლოს წევენ სალომე ზურაბიშვილთან, მაგრამ მიდის ასევე დაკვირვება, რომ გვარამია და მელია ერთმანეთს შეუერთდნენ, თუ შეძლებენ 5%-იანი ბარიერის გადალახვას“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

21 თებერვალი 2024, 23:45

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი უფრო მეტად გამოიკვეთება სარგებლიან ლიდერად „ნაცმოძრაობის“ გადარჩენისათვის - სააკაშვილი თუ ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი უფრო მეტად გამოიკვეთება სარგებლიან ლიდერად „ნაცმოძრაობის“ გადარჩენისათვის - სააკაშვილი თუ ზურაბიშვილი, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

21 თებერვალი 2024, 23:36

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ალიანსში წარმოდგენილი აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო და ასევე ევროკავშირის აბსოლუტურად ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მადლიერები ვართ და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი გაგრძელდეს. იმიტომ რომ ჩვენთვის, არაღიარების პოლიტიკა არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით შედეგების დასადებად ამ სახელმწიფოების მხარდაჭერა და პარტნიორობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანი

21 თებერვალი 2024, 23:35

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატოში ან ევროკავშირში ინტეგრაციაზე, პრაქტიკულად, საქართველო დღეს იყენებს ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს, რომელიც ხელმისაწვდომია უკვე წევრი სახელმწიფოებისთვის

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატოში ან ევროკავშირში ინტეგრაციაზე, პრაქტიკულად, საქართველო დღეს იყენებს ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს, რომელიც ხელმისაწვდომია უკვე წევრი სახელმწიფოებისთვის, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

21 თებერვალი 2024, 23:33

თავდაცვა

ირაკლი ჩიქოვანი: ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო არ არის მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი სახელმწიფო, ჩვენ რეგიონში ალიანსის ერთ-ერთი სანდო დასაყრდენი პარტნიორი ვართ

ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, რომელიც ყოველწლიურად ვითარდება. ფატია, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნიან ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.