28 ნოემბერი 2023, 12:47 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა უკვე გაიგზავნა ევროკომისიაში

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით დეოლიგარქიზაციის კანონის შესაბამისი სამოქმედო გეგმა ევროკომისიაში უკვე გაიგზავნა.

მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ ყველა სუბიექტი გაჰყვება ევროკავშირის მოთხოვნას და ჩაერთვება იმ პროცესებში, რომლებიც არის დაკავშირებული სწორედ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტების შესრულებასთან.

„[დეოლიგარქიზაციის] სამოქმედო გეგმა მომზადდა, გაიგზავნა უკვე ევროკომისიაში. რაც შეეხება ინკლუზიურობას, თავად ეს დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს. თითოეული პუნქტი არის გაწერილი სწორედ ამ სულისკვეთებით და მითითებულია თითოეულ შემთხვევაში, რომ პროცესები წარიმართება ინკლუზიური ფორმით, უზრუნველყოფილი იქნება როგორც საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა. არაერთგზის შესაბამისი საჯარო შეთავაზებაც გავაკეთეთ, როგორც პარტიების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ვნახოთ როგორ იქნება რეალური ჩართულობა. თქვენ ნახეთ, რომ ცალმხრივადაც მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება ყოველგვარი მათი ჩართულობის გარეშე. ქვეყანა არ დაიქცევა, თუ არ ჩაერთვებიან არც ამ 9 პუნქტის შესრულებაში. მაინც წაიწევს ჩვენი ქვეყანა წინ, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ყველა სუბიექტი გაჰყვება ევროკავშირის მოთხოვნას და ჩაერთვება იმ პროცესებში, რომლებიც არის დაკავშირებული სწორედ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტების შესრულებასთან“, - აღნიშნა კობახიძემ.

მთავრობის გუშინდელ სხდომაზე დეოლიგარქიზაციის კანონის შესაბამისი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.

ყველა სიახლე

სოზარ სუბარი

21 თებერვალი 2024, 13:04

პოლიტიკა

სოზარ სუბარი შუა დერეფნის მნიშვნელობაზე: გზების დივერსიფიცირება საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია

„როცა რომელიმე დიდ ქვეყანას აგენტები ჰყავს ჩვენს ქვეყანაში, დღეს თუ ერთია მათი მთავარი ამოცანა - საქართველოს უკრაინის ომში ჩართვა, ხვალ შეიძლება ჩინეთის დასუსტებისთვის საჭირო გახდეს, თუნდაც ის, რომ ჩაიკეტოს ჩინეთისთვის ყველა გზა, რომელიც ევროპისკენ მიდის. ეს არ არის მარტო ჩინეთის, გარკვეულწილად ეს არის ევროპის დასუსტების მცდელობაც“

21 თებერვალი 2024, 12:59

საზოგადოება

შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით 3765 ინსპექტირება ჩატარდა

შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა 3765 ინსპექტირება, - ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2023 წელს განხორციელებული ინსპექტირებები 50% აღემატება 2022 წლის მონაცემებს.

21 თებერვალი 2024, 12:58

პოლიტიკა

პარლამენტმა გიორგი ბარვენაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ირაკლი კობახიძეს მისი საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, 20 თებერვლის პლენარულ სხდომაზე შეუწყდა

21 თებერვალი 2024, 12:57

პოლიტიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ვუერთდებით საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღის აღნიშვნას - მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ოკუპაციის გამო კონსტიტუციის მოქმედება მოკლევადიანი იყო, მან საფუძველი შეუქმნა დღევანდელ დამოუკიდებელ საქართველოს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს ულოცავს.

სილვიუ დომენტე

21 თებერვალი 2024, 12:50

ჯანდაცვა

სილვიუ დომენტე: საავადმყოფოების მონიტორინგის სისტემების გამოყენება საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა და მას სხვა ქვეყნები აქტიურად იყენებენ

ჯანდაცვის სამინისტროსთან დავიწყეთ მუშაობა, საავადმყოფოების ხარისხის ინდიკატორების განსაზღვრის მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის, რადგან ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი, საავადმყოფოებზე ნაწილდება და სამინისტრო უნდა იყოს დარწმუნებული ამ დანახარჯების ეფექტურობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტები უსაფრთხოდ არიან და იღებენ შესაბამის, ხარისხიან დახმარებას, - ამის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა.

21 თებერვალი 2024, 12:48

საზოგადოება

სემეკსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარემ, სამირ ახუნდოვმა.

21 თებერვალი 2024, 12:32

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გიორგი ბარვენაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კოლეგებს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარუდგინა, რომელიც პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის გიორგი ბარვენაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სოზარ სუბარი

21 თებერვალი 2024, 12:31

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ვეტოზე: საქართველოს პრეზიდენტისთვის ამოსავალი უნდა იყოს არა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, არამედ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა კონსტიტუციასთან და დემოკრატიული ქვეყნების კანონმდებლობასთან

„ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ვეტოს დაადებს.

21 თებერვალი 2024, 12:18

მსოფლიო

საბერძნეთში ფერმერების საპროტესო აქციები გრძელდება

საბერძნეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივმა ფერმერებმა ათენში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 100-ზე მეტი ტრაქტორი მიიყვანეს.

21 თებერვალი 2024, 12:15

საზოგადოება

ოთარ შამუგიამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

21 თებერვალი 2024, 12:11

პოლიტიკა

დონალდ ტრამპი: ნავალნი მამაცი ადამიანი იყო, რადგანაც რუსეთში დაბრუნდა, მაგრამ, ალბათ ჯობდა არ დაბრუნებულიყო

დონალდ ტრამპმა, ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მისი ისტორია ძალიან სამწუხაროა.

ვლადიმირ პუტინი

21 თებერვალი 2024, 12:08

მსოფლიო

ვლადიმირ პუტინი: რუსეთი ყოველთვის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას

გავრცელებულ ინფორმაციას რომ რუსეთი კოსმოსში ამერიკული თანამგზავრების გასანადგურებლად ბირთვული იარაღის განთავსებას აპირებს, კრემლის ლიდერი გამოეხმაურა. განცხადება ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან სამუშაო შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას და დღესაც იმავე პოზიციაზე რჩება.

21 თებერვალი 2024, 12:05

სპორტი

დღეს „ნაპოლი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს ⚽

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში „ნაპოლი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. პრინციპულ მეტოქესთან თამაშს ნეაპოლის გუნდი ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდება.

კახა კალაძე

21 თებერვალი 2024, 12:04

საზოგადოება

კახა კალაძე: სოფელ დიღომში 3 000 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ სოფელ დიღომში სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რეკრეაციული სივრცის მოწყობა მაისში დასრულდება.

21 თებერვალი 2024, 12:03

საზოგადოება

21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველწლიურად ასობით გიდს და ტურიზმის სექტორის სხვა წარმომადგენლებს სთავაზობს გადამზადების კურსებსა და ტრენინგებს სრულიად უსასყიდლოდ.

ეკა სეფაშვილი

21 თებერვალი 2024, 11:57

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: როგორც საქართველოსათვის არის მნიშვნელოვანი ევროპაში ინტეგრაცია, ისინიც ადასტურებენ, რომ ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველო

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პრიორიტეტის შესახებ მსოფლიოსთვის პოლიტიკურ გზავნილად შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს გზავნილი ბრიუსელმა მიიღო, გაიგო და თავადაც პროცესის გაგრძელების მზაობით უპასუხა.

ნინო წილოსანი

21 თებერვალი 2024, 11:54

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: სრულიად უპრინციპო და ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილი გაერთიანებისთვის ემზადება ოპოზიციური სპექტრი

სრულიად უპრინციპო და ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილი გაერთიანებისთვის ემზადება ოპოზიციური სპექტრი, რომელიც საზოგადოებას ატყუებს, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებიდან, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა ისაუბრა.

21 თებერვალი 2024, 11:53

საზოგადოება

კონკურსში - „შემოქმედებითი თბილისი“ მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო

კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კონკურსის სამ მიმართულებას ახალი მიმართულება - მედიახელოვნება დაემატება, განაცხადების მიღება კი ამ მიმართულებით 28 თებერვლიდან იგეგმება.

21 თებერვალი 2024, 11:48

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის სამუშაო შეხვედრა გახსნა

„საქართველოს მთავრობა რამდენიმე ღონისძიებას ატარებს, რათა ამ ტრანსფორმაციულ გზაზე დარჩეს. ჩვენმა მთავრობამ ხაზი გაუსვა ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციებზე, კერძო სექტორზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას და დაიწყო ინოვაციური ეკოსისტემის მშენებლობა. 2014 წლიდან ჩვენ ხელს ვუწყობთ ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას, მხარს ვუჭერთ ინოვაციურ სტარტაპებს, მათ კონკურენტულ ზრდას. ასევე ხელს ვუწყობთ თანამშრომლობას მეცნიერებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

იაგო ხვიჩია

21 თებერვალი 2024, 11:47

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: იხელთებს თუ არა დროს გვარამია და მოახერხებს გახარიას თავის პარტიაში წაყვანას, არ ვიცი, მაგრამ წარმატებებს ნამდვილად ვუსურვებ

„ვხედავ, რომ ბატონი გახარია ოცნებობს, როდის დაურეკავს ბატონი ივანიშვილი და როდის ეტყვის, დაბრუნდი ჩემთანო. ჯერჯერობით ეს დრო არ დგება. ამ დროს იხელთებს თუ არა დროს გვარამია და მოახერხებს გახარიას თავის პარტიაში წაყვანას, არ ვიცი, მაგრამ წარმატებებს ნამდვილად ვუსურვებ. რასაც გვარამიამ ამ თვალსაზრისით ხელი მოკიდა, ჯერჯერობით არ გამოდის და გახარიას შემთხვევაში გამოუვა თუ არა, არ ვიცი“