28 ნოემბერი 2023, 14:29 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე: როგორც 2008 წლის ომია გამოსაძიებელი, ისე საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიური მცდელობაა გამოსაძიებელი

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

რამდენიმე დღეა „ნაცმოძრაობა“ ამაყად საუბრობს ვარდების რევოლუციაზე და საზოგადოებას აყვედრის ამ წარსულს. 20 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ სისხლის ფერსა და სიბნელეს მაინც ვერ იცილებს, - ამის შესახებ პარლამენტში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 11 წელია საქართველო წინსვლაზე ორიენტირებული ქვეყანა გახდა, ამიტომ სისხლიანი წარსულის მქონე „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ირგვლივ შემოკრებილ ოპოზიციასა და რეალურად ქვეყნისთვის მომუშავე სახელისუფლებო გუნდს შორის ხალხი არჩევანს მარტივად გააკეთებს.

„ეს დღე, 20 წლისთავი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა პარტიული ზეიმით კი აღნიშნეს, მაგრამ საზეიმოდ რომ საქმე არა აქვთ, ეს გუშინ მათმა პარტიის თავმჯდომარემ და მიხეილ სააკაშვილის ფავორიტმა ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში ხელმოწერით დაადასტურა. სწორედ ეს იყო კლასიკური საბჭოური მენტალიტეტის დემონსტრირება. რაც მთავარია, ეს თარიღი არ ეზეიმება ხალხს, რომელთა მეხსიერებაში „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ასოცირდება: ქუჩაში გამოტანილ განაჩენებთან; ჩაცხრილულ ბიჭებთან; მოლაშვილების, გირგვლიანების, თეთრაძეებისა და სხვების წამებასთან; ვალერი გელაშვილისა და კობა დავითაშვილის სასიკვდილო ცემასთან; ორი გვამის მოთხოვნასთან, ბიზნესის ტერორთან და ქონების წართმევასთან; სიტყვის თავისუფლების ჩახშობასთან; მობილური ტელეფონების სწრაფად დაშლა-აწყობასთან [მასობრივი მოსმენების გამო]; „იმედის“ პირდაპირ ეთერში შევარდნასთან; ტერიტორიების დაკარგვასთან; ბრძოლის ველზე მიტოვებულ მეომრებთან; საკუთარ სამხედროებზე ომის გადაბრალებასთან. უბედურებების სია ძალიან გრძელია და გასახსენებლად ძალიან მძიმე.
მთავარი უბედურება კი ის არის, რომ ამის ჩამდენები დღეს ისევ ეპოტინებიან ქვეყნის მართვას და არათუ ნანობენ, არამედ, ზეიმობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ეს ცოდვები ეცოტავებათ და სურთ ამაზე მეტი. ამის დასტურია სააკაშვილის მიერ გამოცემული მანიფესტი, სადაც ადამიანის უფლებებზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ქვეყნისა და საზოგადოებაზე ზრუნვას გვპირდება ადამიანის უფლებების დამრღვევი, თავისუფალი სიტყვის ჩამხშობი და ქვეყნის გამანადგურებელი „ნაციონალური მოძრაობა“. ვარდების რევოლუციის ავტორი მაწვნის ქილებთან ერთად კვეთს საზღვარს, რომ ქვეყანაში დესტრუქცია მოაწყოს. სააკაშვილის ბიძა კი, რომელიც ქართველთა ლანძღვით გამოირჩევა, ისევ ომზე საუბრობს. ამერიკაში ალასანიას სალექციო კურსი ომსა და რევოლუციებზე იმის დასტურია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 20 წლის შემდეგაც იმავეს ფიქრობს და იმავეს გეგმავს, და თუ ეს ვინმეს მაინც არ სჯერა, ან უგუნურია, ან ცხელი ბომბების მომხრეა საქართველოში. რამდენჯერ და რამდენმა უნდა გვირჩიოს ომში ჩართვა. დანილოვი, არისტოვიჩი, პოდოლიაკი, არახამია და მათი უფროსი ძმები, ხან სანქციების მოთხოვნა, ხან მეომრების გაგზავნა, ხან რუსეთუმეობის დაბრალება. აკი, ისიც გვითხრეს, სააკაშვილია ომის დამწყები და არა - „ქართული ოცნებაო“.

მეგობრებო, როგორც 2008 წლის ომია გამოსაძიებელი, ისე საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიური მცდელობაა გამოსაძიებელი. ამიტომ, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ წარსულსაც და აწმყოსაც, რომელიც შესაძლოა მომავლის ხიფათი აღმოჩნდეს. მივხედოთ საკუთარ დროშას, რომ სხვისი ფეხებში არ გაგვებლანდოს და ღირსება კეკლუცში არ გავცვალოთ. უკეთესის ძიებაში თავი უარესში არ ამოვყოთ. ბოლო 11 წელია საქართველო წინსვლაზე ორიენტირებული ქვეყანა გახდა და ღრმად ვარ დარწმუნებული, სისხლიანი წარსულის მქონე „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ირგვლივ შემოკრებილ ოპოზიციასა და რეალურად ქვეყნისთვის მომუშავე სახელისუფლებო გუნდს შორის ხალხი არჩევანს მარტივად გააკეთებს. ასარჩევია მშვიდობა და განვითარება, ან - ომი და ნგრევა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველა სიახლე

21 თებერვალი 2024, 12:18

მსოფლიო

საბერძნეთში ფერმერების საპროტესო აქციები გრძელდება

საბერძნეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივმა ფერმერებმა ათენში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 100-ზე მეტი ტრაქტორი მიიყვანეს.

21 თებერვალი 2024, 12:15

საზოგადოება

ოთარ შამუგიამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ანდჟეი დუდა

21 თებერვალი 2024, 12:11

მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტი: ხელისუფლებას არ შეუძლია შეუზღუდოს ფერმერებს პროტესტის კანონიერი უფლება

ხელისუფლებას არ შეუძლია შეუზღუდოს ფერმერებს პროტესტის კანონიერი უფლება, განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ფერმერების მიერ უკრაინასთან საზღვრის ბლოკირებაზე.

დონალდ ტრამპი

21 თებერვალი 2024, 12:11

პოლიტიკა

დონალდ ტრამპი: ნავალნი მამაცი ადამიანი იყო, რადგანაც რუსეთში დაბრუნდა, მაგრამ, ალბათ ჯობდა არ დაბრუნებულიყო

დონალდ ტრამპმა, ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მისი ისტორია ძალიან სამწუხაროა.

ვლადიმირ პუტინი

21 თებერვალი 2024, 12:08

მსოფლიო

ვლადიმირ პუტინი: რუსეთი ყოველთვის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას

გავრცელებულ ინფორმაციას რომ რუსეთი კოსმოსში ამერიკული თანამგზავრების გასანადგურებლად ბირთვული იარაღის განთავსებას აპირებს, კრემლის ლიდერი გამოეხმაურა. განცხადება ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან სამუშაო შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას და დღესაც იმავე პოზიციაზე რჩება.

21 თებერვალი 2024, 12:05

სპორტი

დღეს „ნაპოლი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს ⚽

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში „ნაპოლი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. პრინციპულ მეტოქესთან თამაშს ნეაპოლის გუნდი ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდება.

კახა კალაძე

21 თებერვალი 2024, 12:04

საზოგადოება

კახა კალაძე: სოფელ დიღომში 3 000 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ სოფელ დიღომში სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რეკრეაციული სივრცის მოწყობა მაისში დასრულდება.

21 თებერვალი 2024, 12:03

საზოგადოება

21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველწლიურად ასობით გიდს და ტურიზმის სექტორის სხვა წარმომადგენლებს სთავაზობს გადამზადების კურსებსა და ტრენინგებს სრულიად უსასყიდლოდ.

ეკა სეფაშვილი

21 თებერვალი 2024, 11:57

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: როგორც საქართველოსათვის არის მნიშვნელოვანი ევროპაში ინტეგრაცია, ისინიც ადასტურებენ, რომ ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველო

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პრიორიტეტის შესახებ მსოფლიოსთვის პოლიტიკურ გზავნილად შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს გზავნილი ბრიუსელმა მიიღო, გაიგო და თავადაც პროცესის გაგრძელების მზაობით უპასუხა.

ნინო წილოსანი

21 თებერვალი 2024, 11:54

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: სრულიად უპრინციპო და ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილი გაერთიანებისთვის ემზადება ოპოზიციური სპექტრი

სრულიად უპრინციპო და ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილი გაერთიანებისთვის ემზადება ოპოზიციური სპექტრი, რომელიც საზოგადოებას ატყუებს, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებიდან, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა ისაუბრა.

21 თებერვალი 2024, 11:53

საზოგადოება

კონკურსში - „შემოქმედებითი თბილისი“ მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო

კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კონკურსის სამ მიმართულებას ახალი მიმართულება - მედიახელოვნება დაემატება, განაცხადების მიღება კი ამ მიმართულებით 28 თებერვლიდან იგეგმება.

21 თებერვალი 2024, 11:48

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის სამუშაო შეხვედრა გახსნა

„საქართველოს მთავრობა რამდენიმე ღონისძიებას ატარებს, რათა ამ ტრანსფორმაციულ გზაზე დარჩეს. ჩვენმა მთავრობამ ხაზი გაუსვა ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციებზე, კერძო სექტორზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას და დაიწყო ინოვაციური ეკოსისტემის მშენებლობა. 2014 წლიდან ჩვენ ხელს ვუწყობთ ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას, მხარს ვუჭერთ ინოვაციურ სტარტაპებს, მათ კონკურენტულ ზრდას. ასევე ხელს ვუწყობთ თანამშრომლობას მეცნიერებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

იაგო ხვიჩია

21 თებერვალი 2024, 11:47

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: იხელთებს თუ არა დროს გვარამია და მოახერხებს გახარიას თავის პარტიაში წაყვანას, არ ვიცი, მაგრამ წარმატებებს ნამდვილად ვუსურვებ

„ვხედავ, რომ ბატონი გახარია ოცნებობს, როდის დაურეკავს ბატონი ივანიშვილი და როდის ეტყვის, დაბრუნდი ჩემთანო. ჯერჯერობით ეს დრო არ დგება. ამ დროს იხელთებს თუ არა დროს გვარამია და მოახერხებს გახარიას თავის პარტიაში წაყვანას, არ ვიცი, მაგრამ წარმატებებს ნამდვილად ვუსურვებ. რასაც გვარამიამ ამ თვალსაზრისით ხელი მოკიდა, ჯერჯერობით არ გამოდის და გახარიას შემთხვევაში გამოუვა თუ არა, არ ვიცი“

21 თებერვალი 2024, 11:41

საზოგადოება

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ინფორმაციის მიღება QR კოდების საშუალებით იქნება შესაძლებელი

„ვამაყობთ, რომ დედაქალაქში ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გვაქვს. „თბილისის განვითარების ფონდთან“ გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას და განახლებას ემსახურება. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ძეგლების შენარჩუნეას, განახლებას და რეაბილიტაციას,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

21 თებერვალი 2024, 11:40

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: პრეზიდენტი ვეტოს ადებს მათ შორის ისეთ კანონპროექტს, რომელიც ევროპულია - ზუსტად ეს არის ანტიდასავლური რიტორიკა

პრეზიდენტი ვეტოს ადებს მათ შორის ისეთ კანონპროექტს, რომელიც ევროპულია - ზუსტად ეს არის ანტიდასავლური რიტორიკა, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

21 თებერვალი 2024, 11:39

საზოგადოება

დიღმის მასივში ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დასრულდა

დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე არსებული ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკის მეექვსე ფილიალის რეაბილიტაცია დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

იაგო ხვიჩია

21 თებერვალი 2024, 11:38

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: პრეზიდენტი ატარებს უსარგებლო კანონებზე ვეტოს დადების პრაქტიკას

პრეზიდენტი ატარებს უსარგებლო კანონებზე ვეტოს დადების პრაქტიკას, ნაცვლად იმისა, რომ ვეტო დაადოს იმ კანონებს, რომელიც უშუალოდ ადამიანებს ეხებათ, ადამიანების მდგომარეობას აუარესებს და ნელ-ნელა მიაქვთ მათი თავისუფლება, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ ისაუბრა.

გიორგი კახიანი

21 თებერვალი 2024, 11:37

პოლიტიკა

გიორგი კახიანი პრეზიდენტზე: ახალისებს რადიკალიზმს საქართველოში და ხელს უწყობს რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც სრულიად უმოტივაციოდ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე აკრიტიკებენ საარჩევნო კოდექსს

როდესაც ქალბატონი სალომე ასეთ დესტრუქციულ გადაწყვეტილებას იღებს, ამით ის აკეთებს ერთ რამეს, ახალისებს რადიკალიზმს საქართველოში და ხელს უწყობს რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც სრულიად უმოტივაციოდ და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე აკრიტიკებენ ამ კანონმდებლობას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა საარჩევნო კოდექსზე ვეტოს გამოყენებაზე საუბრისას განაცხადა.

ნინო წილოსანი

21 თებერვალი 2024, 11:36

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ვეტო-ს დადებისთვის პრეზიდენტის კრიტერიუმები პირდაპირპროპორციულია იმასთან, რა ინტერესს ატარებს ოპოზიცია

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ვეტო-ს უფლებას იმის მიხედვით გამოიყენებს, თუ რა ინტერები ექნება ოპოზიციას.

კახა კალაძე

21 თებერვალი 2024, 11:32

სპორტი

კახა კალაძემ მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ქართველ სპორტსმენებს შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.