imedi /  29 ნოემბერი 2023, 00:09 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: განათლების სფეროზე ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, არც ხედვა აქვს და არც ოპონირება შეუძლია

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს საზოგადოებას თუ ვის აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე და ვინ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მანდატს, საზოგადოების ნდობას პასუხისმგებლობით ეკიდება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს მოუსმინეს.

არჩილ თალაკვაძემ ბოლო წლების განმავლობაში განათლების სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი აქტივობები დადებითად შეაფასა.

„რის გაკეთება შევძელით ჩვენ ერთად ამ წლების განმავლობაში, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ განათლების სფეროში საზოგადოებასთან ერთად? პირველ რიგში, ჩვენ გვერდით დაუდექით ოჯახებს, რომლებსაც ჰქონდათ მძიმე ფინანსური ტვირთი. ისევე როგორც ჯანდაცვა დაუბრუნდათ მოქალაქეებს, ისევე როგორც დაუბრუნდათ უსაფრთხოება და ევროპული პერსპექტივა, ჩვენმა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, დააფინანსა სახელმძღვანელოები, რომლებიც მძიმე ფინანსურ ტვირთს წარმოადგენდა ოჯახებისთვის. 2 ათასზე მეტ სკოლაში დღეს მოსწავლეები სახელმწიფოს მიერ ნაყიდ სახელმძღვანელოებს იღებენ. ჩვენ დავხარჯეთ მეტი ფული ტრანსპორტისთვის, რათა იმ ადგილებში, სადაც მოქალაქეებს ურთულდებოდათ საკუთარი შვილების სკოლებში მიყვანა, სახელმწიფომ დანიშნა ტრანსპორტი. ჩვენ სრულად დავაფინანსეთ და ოჯახებისთვის უფასო გავხადეთ სკოლამდელი განათლება. სერიოზული რეფორმა დავიწყეთ პროფესიულ განათლების კუთხით და განათლების სფეროს ბიუჯეტი ოთხჯერ გავზარდეთ, რაც მიუთითებს თუ რამდენად პრიორიტეტულად მიიჩნევს ხელისუფლება განათლების სექტორს. 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩვენ მასწავლებლების ხელფასები გავზარდეთ და ასევე დიდი რესურსი დავხარჯეთ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე.

დღევანდელი დღე რომ შევაჯამოთ - საკმაოდ მშვიდი, საქმიანი დღე იყო. ის რომ ოპოზიცია გავიდა დარბაზიდან და არავინ დარჩა ნიშნავს, რომ ამ სფეროში ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, არც ხედვა აქვს და არც ოპონირება შეუძლია და არ აქვს ერთი მიზეზით - იმიტომ კი არა, რომ არაფერი აღარ არის გასაკეთებელი ამ სფეროში, იმიტომ რომ ვერ ხედავენ პოლიტიკური ქულების პოპულიზმით დაწერის შესაძლებლობას. წარმატებები ჩვენს ქვეყანას, წარმატებები განათლების სამინისტროს, სამინისტროს გუნდს მინისტრის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე
რობერტა მეცოლა

21 თებერვალი 2024, 14:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რობერტა მეცოლას ხვდება

ამ წუთებში ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს ხვდება.

ლაშა ხუციშვილი

21 თებერვალი 2024, 14:02

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: რეფორმებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვა მუდმივად მიმდინარეობს, როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო მიმართულებით

„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის საკითხებზე. მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განხორციელებულია ცვლილებები საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში, რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს. შექმნილია მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ ბიზნესს გაუმარტივდეს საქმიანობა ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში.

21 თებერვალი 2024, 13:56

რეგიონი

ონის მერია: უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყრული პროცესები გაააქტიურა, რამაც სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურა დააზიანა

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყრული პროცესები გაააქტიურა, რამაც სოფელ უწერაში, ჯინჭვისსა და ბარში სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გელა სამხარაული

21 თებერვალი 2024, 13:56

პოლიტიკა

პარლამენტმა გელა სამხარაული აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია

აღნიშნულ თანამდებობაზე გელა სამხარაულმა ნინო წილოსანი შეცვალა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციიდან განაგრძობს.

ლაშა ხუციშვილი

21 თებერვალი 2024, 13:48

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს PEFA-ს მეთოდოლოგიით შეფასებულ 59 ქვეყანას შორის

„შეფასების მიხედვით, 31 ინდიკატორიდან 20 ინდიკატორში გვაქვს უმაღლესი შეფასება. ამასთან, საქართველოს საუკეთესო შეფასება აქვს PEFA-ს მეთოდოლოგიით შეფასებულ 59 ქვეყანას შორის. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგია ორიენტირებულია არა მხოლოდ ცენტრალურ, არამედ მუნიციპალურ დონეზე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ნინო ფოჩხუა

21 თებერვალი 2024, 13:42

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ნიკა გვარამიაზე: ამ ადამიანმა რა იცის სიტყვის ფასი, რა იცის რა არის ღირსება და თავმოყვარეობა, რაც არ უნდა „გაკეთილშობილდეს“ ნულია

„რას არ გაგაკეთებინებს და გათქმევინებს "პატრონები“, გინდ პატრონი ლუციფერთან იყოს შეკრული. რას არ გათქმევინებს ხამობა ჭინჭების მიმართ, საკუთარ ფურთხსაც ალოკავ, რამე რომ იყოს. ამ ადამიანმა რა იცის სიტყვის ფასი, რა იცის რა არის ღირსება და თავმოყვარეობა, ამიტომაც არის, რაც არ უნდა „გაკეთილშობილდეს“ ნულია და ეს კარგად გამოჩნდება არჩევნებზე“

ლაშა ხუციშვილი

21 თებერვალი 2024, 13:41

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: საქართველოსა და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზით, საქართველო მთელი რიგი მიმართულებებით არ ჩამოუვარდება მათ და მოწინავე პოზიციაზეა

„ეს მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ძვრების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების უმრავლესობა კვლავ განიცდის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებს ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

21 თებერვალი 2024, 13:40

პოლიტიკა

პარლამენტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს 78 ხმით, ერთხმად, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

21 თებერვალი 2024, 13:39

პოლიტიკა

პარლამენტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, მესამე მოსმენით, 74 ხმით მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, კანონს ნარჩენების არაუფლებამოსილი პირისთვის გადაცემასთან და სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების დარღვევებისთვის სანქციები დაემატება.

21 თებერვალი 2024, 13:39

პოლიტიკა

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო.

21 თებერვალი 2024, 13:36

პოლიტიკა

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღეს

76 მომხრე, 1 წინააღმდეგი - პარლამენტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა კალაძე

21 თებერვალი 2024, 13:25

საზოგადოება

კახა კალაძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტზე: ბოლო კვირის განმავლობაში არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი მოვისმინეთ, რომლითაც ცდილობენ ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი დოკუმენტის დისკრედიტაციას

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბოლო კვირის განმავლობაში გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი მოვისმინეთ, რომლითაც ცდილობენ ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი დოკუმენტის დისკრედიტაციას და რაც მთავარია, ცდილობენ წლობით მოუგვარებელი საკითხი დარჩეს ხელუხლებელი და არაფერი გაკეთდეს ამ მიმართულებით

კახა კალაძე

21 თებერვალი 2024, 13:13

საზოგადოება

კახა კალაძე: თუ საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელდება, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება

მისი თქმით, შემუშავებული ჰუმანური საკანონმდებლო დოკუმენტი ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს.

21 თებერვალი 2024, 13:11

პოლიტიკა

ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა

ნინო წილოსანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. კენჭისყრისას ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე მის დანიშვნას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.

21 თებერვალი 2024, 13:08

საზოგადოება

22-24 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

22-24 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქალაქ თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი იქნება.

21 თებერვალი 2024, 13:06

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა.

21 თებერვალი 2024, 13:06

საზოგადოება

თსუ-ში სტუდენტებისთვის კვების ობიექტი იხსნება

„ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, კანცლერმა ლაშა საღინაძემ, რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დაათვალიერეს. კვების ობიექტი, ძირითადად თსუ მე-10 (მაღლივი) და მე-11 (განივი) კორპუსების, აგრეთვე, ბიბლიოთეკის სტუდენტებსა და თანამშრომლებს მოემსახურება“.

სოზარ სუბარი

21 თებერვალი 2024, 13:04

პოლიტიკა

სოზარ სუბარი შუა დერეფნის მნიშვნელობაზე: გზების დივერსიფიცირება საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია

„როცა რომელიმე დიდ ქვეყანას აგენტები ჰყავს ჩვენს ქვეყანაში, დღეს თუ ერთია მათი მთავარი ამოცანა - საქართველოს უკრაინის ომში ჩართვა, ხვალ შეიძლება ჩინეთის დასუსტებისთვის საჭირო გახდეს, თუნდაც ის, რომ ჩაიკეტოს ჩინეთისთვის ყველა გზა, რომელიც ევროპისკენ მიდის. ეს არ არის მარტო ჩინეთის, გარკვეულწილად ეს არის ევროპის დასუსტების მცდელობაც“

21 თებერვალი 2024, 12:59

საზოგადოება

შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით 3765 ინსპექტირება ჩატარდა

შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა 3765 ინსპექტირება, - ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2023 წელს განხორციელებული ინსპექტირებები 50% აღემატება 2022 წლის მონაცემებს.

21 თებერვალი 2024, 12:58

პოლიტიკა

პარლამენტმა გიორგი ბარვენაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ირაკლი კობახიძეს მისი საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, 20 თებერვლის პლენარულ სხდომაზე შეუწყდა