29 ნოემბერი 2023, 23:03 / სანდო წყარო

პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც არ შეიძლება დაიკითხოს ის შშმ პირი, რომელსაც არ შეუძლია სწორად აღიქვას და დაიმახსოვროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია, ან მისცეს ჩვენება

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით - 79 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო.

კანონპროექტით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომლის თანახმადაც არ შეიძლება გამოიკითხოს, ან მოწმედ დაიკითხოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ის პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება.

ამავე დროს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად მხედველობაში მიიღება მისი უნარი სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საუკეთესო სტანდარტად მიიჩნევა, როდესაც ასეთ პირებს, მათი შესაძლებლობების მხედველობაში მიღებით, ნებისმიერ სამართალწარმოების პროცესში დაუბრკოლებლად მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ, თუ ეს არ არის რაიმე ობიექტური და გადაულახავი საჭიროებით განპირობებული შეზღუდვა და ამ შემთხვევაშიც, ბუნებრივია, ერთვება სხვა ტიპის ვალდებულებები.

„მაგრამ იქ, სადაც შესაძლებელია, რომ მოწმედ, ან მხარედ მონაწილეობას იღებდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ბუნებრივია, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი და კანონმდებლობა ამის გარანტიას უნდა იძლეოდეს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველა სიახლე

02 მარტი 2024, 08:05

ტექნოლოგიები

Apple-ი ელექტრომობილს აღარ გამოუშვებს

Apple-ის მიზნების შესახებ პირველად ცნობილი 2014 წელს, მას შემდეგ გახდა, რაც კომპანიამ ავტომწარმოებლებისგან საავტომობილო ინჟინრებისა და სხვა კადრების გადმობირება დაიწყო. თავდაპირველი გეგმით, Apple-ი სრულად თვითმართვადი ელექტრომობილის გამოშვებას აპირებდა.

02 მარტი 2024, 00:49

ტაბლოიდი

პარიზში ველოტაქსის სერვისი ამოქმედდა

პარიზში ველოტაქსის სერვისი ამოქმედდა. კომპანია Heetch Bike-ი ელექტროველოსიპედებით მგზავრებს სპეციალური მისამბელი კაბინით გადაიყვანს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ველოტაქსით მგზავრობა Uber-თან შედარებით 40%-ით უფრო სწრაფი და 20%-ით უფრო იაფი იქნება.

ჯო ბაიდენი

02 მარტი 2024, 00:34

მსოფლიო

ბაიდენი აცხადებს, რომ მძევლების თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება და ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე მუშაობა გრძელდება და ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ვიქტორ ორბანი

02 მარტი 2024, 00:21

მსოფლიო

ევროკავშირმა უნგრეთს დაბლოკილი თანხიდან კიდევ 2 მილიარდ ევროზე გაუხსნა წვდომა

ევროკავშირმა უნგრეთს დაბლოკილი თანხიდან კიდევ 2 მილიარდ ევროზე გაუხსნა წვდომა, მას შემდეგ რაც ვიქტორ ორბანის მთავრობამ საგანმანათლებლო მომზადებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ევროკომისიის მოთხოვნები შეასრულა. ამის შესახებ Bloomberg-ს ევროკომისიის წარმომადგენელმა, შტეფან დე კერსმეკერმა განუცხადა.

02 მარტი 2024, 00:11

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ ღაზის სექტორის მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას საჰაერო გზით მიაწვდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორის მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას საჰაერო გზით მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

01 მარტი 2024, 23:39

მსოფლიო

ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ აქციებზე რუსეთის 19 ქალაქში 128 ადამიანი დააკავეს

რუსი უფლებადამცველების ცნობით, ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ აქციებზე რუსეთის 19 ქალაქში 128 ადამიანი დააკავეს.

01 მარტი 2024, 23:12

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები განიხილა

თამარ ტყეშელაშვილმა და ადრიან ფოზარდმა გამოთქვეს მზაობა, გააღრმაონ პარტნიორული ურთიერთობები სამართლის უზენაესობისა და საჯარო სერვისების გაცემის სფეროებში და შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ და მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდეს იუსტიციის სამინისტროში დანერგილი ინოვაციური პროექტის - „მობილური იუსტიციის სახლის" შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლების ფილიალების არსებობას, რომელსაც ანალოგი მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანაში არ აქვს.

ემანუელ მაკრონი

01 მარტი 2024, 23:11

მსოფლიო

Le Figaro: მაკრონი 7 მარტს საფრანგეთის პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების ლიდერებს შეხვდება უკრაინაში შექმნილი ვითარების განსახილველად

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი 7 მარტს საფრანგეთის პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების ლიდერებს შეხვდება უკრაინაში შექმნილი ვითარების განსახილველად. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

პიტერ სიიარტო

01 მარტი 2024, 22:42

მსოფლიო

უნგრეთმა უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის შესაძენად 18 მილიონი დოლარის გამოყოფაზე

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთმა უარი თქვა უკრაინისათვის იარაღის შესაძენად 18 მილიონი დოლარის გამოყოფაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ლეონ პანეტა

01 მარტი 2024, 21:45

მსოფლიო

ლეონ პანეტა: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება

კითხვაც კი არ მიჩნდება, რომ თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება, - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) ყოფილმა დირექტორმა, ლეონ პანეტამ განაცხადა.

ია რეხვიაშვილი

01 მარტი 2024, 21:26

საზოგადოება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, ადვოკატი ია რეხვიაშვილი სასამართლო დარბაზში, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მოულოდნელად გარდაიცვალა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, ადვოკატი ია რეხვიაშვილი სასამართლო დარბაზში, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მოულოდნელად გარდაიცვალა.

01 მარტი 2024, 21:24

მსოფლიო

Bloomberg: ბრიტანეთის მთავრობამ გერმანიას მოუწოდა, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტები მიაწოდოს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გერმანიას მოუწოდა, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტები მიაწოდოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

მარკ რუტე ვოლოდიმირ ზელენსკი

01 მარტი 2024, 20:38

მსოფლიო

უკრაინამ ხელი მოაწერა უსაფრთხოების სფეროში გრძელვადიან შეთანხმებას ნიდერლანდებთან

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ერთმანეთს ხარკოვში შეხვდნენ და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

01 მარტი 2024, 20:28

მსოფლიო

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თურქ კოლეგას, ჰაკან ფიდანს შეხვდა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში თურქ კოლეგას, ჰაკან ფიდანს შეხვდა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 მარტი 2024, 19:55

მსოფლიო

მედია: ბაქოს გადაწყვეტილების გამო, ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანს არ ეწვევა

ბაქოს გადაწყვეტილების გამო, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანს არ ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია სომხურ გამოცემა Radar Armenia-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიქტორ ორბანი

01 მარტი 2024, 19:51

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს, ევროკავშირმა და უკრაინამ დაუყოვნებლივ სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომში დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს, ევროკავშირმა და უკრაინამ დაუყოვნებლივ სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ. ამის შესახებ მან ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანალენა ბერბოკი

01 მარტი 2024, 19:24

მსოფლიო

ანალენა ბერბოკი: ისრაელმა სრულად უნდა გამოიძიოს ჩრდილოეთ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევა, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ისრაელმა სრულად უნდა გამოიძიოს ჩრდილოეთ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევა, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

01 მარტი 2024, 19:10

მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი: ღაზის სექტორი გახდა ადგილი, სადაც საერთაშორისო წესრიგმა გაკოტრება გამოაცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორი გახდა ადგილი, სადაც საერთაშორისო წესრიგმა გაკოტრება გამოაცხადა.

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპი

01 მარტი 2024, 18:54

მსოფლიო

Bloomberg News-ის გამოკითხვა: დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს, სულ მცირე, 7 მერყევ შტატში უსწრებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, სულ მცირე, 7 მერყევ შტატში უსწრებს. აღნიშნულ მონაცემებს Bloomberg News/Morning Consult-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.

01 მარტი 2024, 18:50

პოლიტიკა

7 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

7 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგი ბერიშვილმა რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მან გადაიტანა კოვიდი, რამაც დაუტოვა გართულებები.