29 ნოემბერი 2023, 22:34 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი ევროკომისიის ინიცირებულ კანონპროექტზე: აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტის აპარატის თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნიდან იღებენ არადეკლარირებულ ფულს და ლობირებენ ისეთ პროექტებს, რომლებიც ევროკავშირისთვის დამაზიანებელია

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

ევროკავშირი რითაც ხსნის ამ კანონის მიღების აუცილებლობას, ეს არის ერთი-ერთში ის, რასაც ჩვენ ვამბობდით ამერიკული FARA-ს ქართულ ანალოგიასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, თუ ევროკავშირში მიღებული იქნება FARA-ს კანონი, საზოგადოება ინფორმირებული იქნება, რა ინტერესები იმალება ზოგიერთი ევროპარლამენტარის მიერ ამა თუ იმ კანონის, ან პროექტის ლობირების უკან.

„ევროკავშირი რითაც ხსნის ამ კანონის მიღების აუცილებლობას, ეს არის ერთი-ერთში ის, რასაც ჩვენ ვამბობდით ამერიკული FARA-ს ქართულ ანალოგიასთან დაკავშირებით. უბრალოდ, კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, ამერიკული FARA-სგან განსხვავებით (ევროპული კანონის ფორმულირებები როგორი იქნება, ჯერ არ ვიცით ზუსტად), ქართული კანონი ითხოვდა ერთადერთ რამეს - ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ მედია, რომელიც დაფინანსებას იღებს უცხოეთიდან, იყო ვალდებული წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნებინათ ეს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე. ხოლო თუ ამ ინფორმაციას არ მიაწოდებდა, მაშინ ამას გააკეთებდა იუსტიციის სამინისტრო თვითონ. მაშინ, როცა ამერიკაში არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თუ არ გამოაქვეყნებ, ან არასწორ მონაცემებს მიაწოდებ იუსტიციის დეპარტამენტს. აი ეს არის განსხვავება ქართულ და ამერიკულ კანონებს შორის. ქართული კანონი ამერიკულიდან არის გადმოღებული. " - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არის ასეთი კანონის მიღება მნიშვნელოვანი საქართველოსთვისაც და ევროკავშირისთვისაც.

"რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ამ კანონს ევროკავშირი იღებს და რატომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის. უცებ აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტის აპარატის თანამშრომლები, ევროკომისიის თანამშრომლები იღებენ უამრავ ფულს, რომელიც არ არის დეკლარირებული და იღებენ ამ ფულს ისეთი ქვენებიდან, როგორიც არის არაბული ქვეყნები, შესაძლოა, ჩინეთიდან და ლობირებენ ისეთ კანონებს და პროექტებს, რომლებიც ევროკავშირისთვის დამაზიანებელია და არაა მისაღები. ამის შესახებ არ იცის არავინ. დღეს ექნებათ ვალდებულება ამ ადამიანებს, რომ ეს ყველაფერი გამოაქვეყნონ. ჩვენთვის რატომ არის მნიშვნელოვანი: გვახსოვს, მსოფლიო პრესაში რომ იბეჭდებოდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი სტატიები, უცებ გავიგეთ ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის“ მეშვეობით, რომ ეს ყველაფერი დაფინანსებული იყო საქართველოდან. გავიგეთ, რომ სააკაშვილის დედის მხრიდან ფინანსდებოდა მთელი რიგი აქტივობები ამერიკაში, იქიდან ფინანსდებოდა გარკვეულწილად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი და მისი აქტივობები სააკაშვილის გასათავისუფლებლად, აშშ-ს საელჩოს თანამშრომელიც კი იყო ჩართული ამ საქმიანობაში. როდესაც გვეცოდინება, რომ მსგავსი კანონი იქნება მიღებული ევროკავშირში, გვეცოდინება ის პარლამენტარები, რომლებიც რეზოლუციებს იღებენ, რა დგას მათ უკან.

ერთ მაგალითს მოვიყვან, არის პოლონელი ევროპარლამენტარი ბატონი რადოსლავ სიკორსკი, რომელიც განსაკუთრებულად აქტიურობს სააკაშვილის გათავისუფლების თემაზე (სხვათა შორის, მისი მეუღლეც). საქართველოსთან დაკავშირებით ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებაც კი აქვს გაკეთებული - საქართველოს სახელმწიფო სააკაშვილი გარეშე არ არსებობსო. სიკორსკი არის ის ადამიანი, ქართველი „ნაციონალები“ საქართველოს პარლამენტში რომ ხშირად იყენებენ, აი ხედავთ, რას ამბობენ ევროპარლამენტარებიო - ასე თქვა, მაგალითად, ქალბატონმა ბოკუჩავამ. ეს სიკორსკი ყოველთვიურად 100-ათას ევროს იღებს არაბული ქვეყნებიდან (მრავალი წლის განმავლობაში), გაურკვეველი საქმიანობისთვის, მიზნებისთვის და ეს არ არის დეკლარირებული და არსად არ ჩანს რისთვის და რატომ იღებს. როდესაც ევროკავშირში მიღებული იქნება ასეთი კანონი, კარგად გავიგებთ იმასაც, სიკორსკის თუ სხვათა განცხადებების უკან რა დგას და რა იმალება“, - განაცხადა სუბარმა.

ყველა სიახლე

02 მარტი 2024, 00:49

ტაბლოიდი

პარიზში ველოტაქსის სერვისი ამოქმედდა

პარიზში ველოტაქსის სერვისი ამოქმედდა. კომპანია Heetch Bike-ი ელექტროველოსიპედებით მგზავრებს სპეციალური მისამბელი კაბინით გადაიყვანს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ველოტაქსით მგზავრობა Uber-თან შედარებით 40%-ით უფრო სწრაფი და 20%-ით უფრო იაფი იქნება.

ჯო ბაიდენი

02 მარტი 2024, 00:34

მსოფლიო

ბაიდენი აცხადებს, რომ მძევლების თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება და ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე მუშაობა გრძელდება და ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ვიქტორ ორბანი

02 მარტი 2024, 00:21

მსოფლიო

ევროკავშირმა უნგრეთს დაბლოკილი თანხიდან კიდევ 2 მილიარდ ევროზე გაუხსნა წვდომა

ევროკავშირმა უნგრეთს დაბლოკილი თანხიდან კიდევ 2 მილიარდ ევროზე გაუხსნა წვდომა, მას შემდეგ რაც ვიქტორ ორბანის მთავრობამ საგანმანათლებლო მომზადებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ევროკომისიის მოთხოვნები შეასრულა. ამის შესახებ Bloomberg-ს ევროკომისიის წარმომადგენელმა, შტეფან დე კერსმეკერმა განუცხადა.

02 მარტი 2024, 00:11

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ ღაზის სექტორის მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას საჰაერო გზით მიაწვდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორის მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას საჰაერო გზით მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

01 მარტი 2024, 23:39

მსოფლიო

ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ აქციებზე რუსეთის 19 ქალაქში 128 ადამიანი დააკავეს

რუსი უფლებადამცველების ცნობით, ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ აქციებზე რუსეთის 19 ქალაქში 128 ადამიანი დააკავეს.

01 მარტი 2024, 23:12

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები განიხილა

თამარ ტყეშელაშვილმა და ადრიან ფოზარდმა გამოთქვეს მზაობა, გააღრმაონ პარტნიორული ურთიერთობები სამართლის უზენაესობისა და საჯარო სერვისების გაცემის სფეროებში და შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ და მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდეს იუსტიციის სამინისტროში დანერგილი ინოვაციური პროექტის - „მობილური იუსტიციის სახლის" შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლების ფილიალების არსებობას, რომელსაც ანალოგი მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანაში არ აქვს.

ემანუელ მაკრონი

01 მარტი 2024, 23:11

მსოფლიო

Le Figaro: მაკრონი 7 მარტს საფრანგეთის პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების ლიდერებს შეხვდება უკრაინაში შექმნილი ვითარების განსახილველად

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი 7 მარტს საფრანგეთის პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების ლიდერებს შეხვდება უკრაინაში შექმნილი ვითარების განსახილველად. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

პიტერ სიიარტო

01 მარტი 2024, 22:42

მსოფლიო

უნგრეთმა უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის შესაძენად 18 მილიონი დოლარის გამოყოფაზე

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთმა უარი თქვა უკრაინისათვის იარაღის შესაძენად 18 მილიონი დოლარის გამოყოფაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ლეონ პანეტა

01 მარტი 2024, 21:45

მსოფლიო

ლეონ პანეტა: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება

კითხვაც კი არ მიჩნდება, რომ თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება, - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) ყოფილმა დირექტორმა, ლეონ პანეტამ განაცხადა.

ია რეხვიაშვილი

01 მარტი 2024, 21:26

საზოგადოება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, ადვოკატი ია რეხვიაშვილი სასამართლო დარბაზში, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მოულოდნელად გარდაიცვალა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, ადვოკატი ია რეხვიაშვილი სასამართლო დარბაზში, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მოულოდნელად გარდაიცვალა.

01 მარტი 2024, 21:24

მსოფლიო

Bloomberg: ბრიტანეთის მთავრობამ გერმანიას მოუწოდა, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტები მიაწოდოს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გერმანიას მოუწოდა, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტები მიაწოდოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

მარკ რუტე ვოლოდიმირ ზელენსკი

01 მარტი 2024, 20:38

მსოფლიო

უკრაინამ ხელი მოაწერა უსაფრთხოების სფეროში გრძელვადიან შეთანხმებას ნიდერლანდებთან

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ერთმანეთს ხარკოვში შეხვდნენ და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

01 მარტი 2024, 20:28

მსოფლიო

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თურქ კოლეგას, ჰაკან ფიდანს შეხვდა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში თურქ კოლეგას, ჰაკან ფიდანს შეხვდა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 მარტი 2024, 19:55

მსოფლიო

მედია: ბაქოს გადაწყვეტილების გამო, ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანს არ ეწვევა

ბაქოს გადაწყვეტილების გამო, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანს არ ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია სომხურ გამოცემა Radar Armenia-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიქტორ ორბანი

01 მარტი 2024, 19:51

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს, ევროკავშირმა და უკრაინამ დაუყოვნებლივ სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომში დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს, ევროკავშირმა და უკრაინამ დაუყოვნებლივ სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ. ამის შესახებ მან ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანალენა ბერბოკი

01 მარტი 2024, 19:24

მსოფლიო

ანალენა ბერბოკი: ისრაელმა სრულად უნდა გამოიძიოს ჩრდილოეთ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევა, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ისრაელმა სრულად უნდა გამოიძიოს ჩრდილოეთ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევა, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

01 მარტი 2024, 19:10

მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი: ღაზის სექტორი გახდა ადგილი, სადაც საერთაშორისო წესრიგმა გაკოტრება გამოაცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორი გახდა ადგილი, სადაც საერთაშორისო წესრიგმა გაკოტრება გამოაცხადა.

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპი

01 მარტი 2024, 18:54

მსოფლიო

Bloomberg News-ის გამოკითხვა: დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს, სულ მცირე, 7 მერყევ შტატში უსწრებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, სულ მცირე, 7 მერყევ შტატში უსწრებს. აღნიშნულ მონაცემებს Bloomberg News/Morning Consult-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.

01 მარტი 2024, 18:50

პოლიტიკა

7 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

7 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგი ბერიშვილმა რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მან გადაიტანა კოვიდი, რამაც დაუტოვა გართულებები.

01 მარტი 2024, 18:35

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ინფლაცია, გასული წლის მარტის თვიდან მოყოლებული, მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში კი 1%-ზე დაბალ ნიშნულზე ფიქსირდება

„ინფლაციის შემცირება და ანტი-ინფლაციური პოლიტიკა, რომელიც იყო ნაწარმოები, კარგი მაგალითია თუ როგორ კარგ შედეგს გვაძლევს კოორდინაცია ეკონომიკურ პოლიტიკაში. მთავრობის მიერ გატარებულმა ანტი-ინფლაციურმა ზომებმა, მათ შორის კონკურენციის გაძლიერებამ სხვადასხვა სექტორში, ჩვენის მხრიდან კი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ ერთიანობაში ძალიან კარგი შედეგი მოგვცა", - განაცხადა თურნავამ.