imedi /  30 ნოემბერი 2023, 21:23 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი ჯანდაცვის სფეროში უმსხვილესი ამერიკული კომპანიის „GE Healthcare"-ის ხელმძღვანელებს შეხვდა

ქალაქ ჩიკაგოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ჯანდაცვის სფეროში უმსხვილესი ამერიკული კომპანიის „GE Healthcare"-ის ხელმძღვანელებს და ქართული ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, ხელი მოეწერა მემორანდუმს ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის, რომელიც „GE Healthcare"-ის საუკეთესო სამედიცინო აპარატურის საქართველოში რეფერალურ კლინიკაში განთავსებას ისახავს მიზნად. აღნიშნული მემორანდუმის მიხედვით, კლინიკას „GE“-ის ოფიციალური რეფერალური კლინიკის სტატუსი მიენიჭება, რაც ხელს შეუწყობს მეტი ამერიკული თანამედროვე აპარატურისა და მიდგომების დანერგვას ქართულ სამედიცინო სფეროში.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანია, „GE Healtchare“ არის გლობალური ლიდერი სამედიცინო ვიზუალიზაციის, ინტერვენციული პროცედურების, ჯანდაცვის სერვისებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის ჩართულობას ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჯანდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერებაში.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

27 მარტი 2025, 00:31

მსოფლიო

ზელენსკი: სტივ უიტკოფი საკმაოდ ხშირად ციტირებს კრემლის ნარატივს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი საკმაოდ ხშირად ციტირებს კრემლის ნარატივს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.

ჯემალ ლეონიძე

27 მარტი 2025, 00:30

პოლიტიკა

ჯემალ ლეონიძე ბადრი ჯაფარიძეზე: სხვა სიტყვა ვერ მონახა და თქვა, რომ ჩვენ იმიტომ გვინდა თქვენი კომპანია, რომ ფერები არის ჩვენთვის მისაღებიო. ეს იყო დაკვეთა კეზერაშვილის ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ, რომ ხელში ჩაეგდოთ ჩემი ქონება

სხვა სიტყვა ვერ მონახა თავის ლექსიკონში [ბადრი ჯაფარიძემ] და თქვა ეს, რომ ჩვენ იმიტომ გვინდა, სხვა კომპანიებიც არის, სხვასაც შეიძლება შევთავაზოთ, სხვაც შეიძლება ვიყიდოთ მაგრამ ჩვენ თქვენი გვინდა იმიტომ, რომ ფერები არის ჩვენთვის მისაღები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ, რომელიც კომპანია „მაგნატს“ ფლობდა და „ნაცმოძრაობის“ რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

ოთარ გრიგოლია

27 მარტი 2025, 00:27

პოლიტიკა

ოთარ გრიგოლია: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არცერთ ეტაპზე, არცერთ რეზოლუციას და არცერთ ასეთ დოკუმენტს, რომელიც ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტში იყო მიღებული, პასუხის გარეშე არ დავტოვებთ

ჩვენი გამოსვლების შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და გამოხატა სოლიდარობა იქიდან გამომდინარე, რომ არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რათა სწორი დასკვნები გაეკეთებინათ. შესაბამისად, ვფიქრობ ასეთ გამოსვლებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით.

27 მარტი 2025, 00:21

პოლიტიკა

ოთარ გრიგოლია: ჩვენ ვანახეთ კონგრესის წარმომადგენლებს ფოტომასალა, მათ შორის დაშავებული პოლიციელების, ამის შემდეგ შეცვალეს რიტორიკა, ვინაიდან აღარ გამოდიოდა იმ რეალობის უარყოფა, რაც ფაქტებით იყო გამყარებული

ევროპის საბჭოს კონგრესზე დაინიცირებული იყო რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭოს ბიურომ დააინიცირა, ბიუროს ეს წევრები იყვნენ თბილისში და სამწუხაროდ, რაც ვნახე მე ამ დოკუმენტში, ხელწერა ერთი და იგივე იყო, ერთი-ერთში იმეორებს ყველა იმ რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტმა, ევროსაბჭომ და კონგრესმა მიიღეს, ეს ერთი სისტემის მიერ არის შემუშავებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, რომელმაც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

ჯემალ ლეონიძე

27 მარტი 2025, 00:01

პოლიტიკა

ჯემალ ლეონიძე: კეზერაშვილის მოთხოვნით დაიწყო ის, რაც მოხდა ჩემს გარშემო. ეს იყო დაკვეთა კეზერაშვილისა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ, რომ ეს საქმე მათ უნდა შეესრულებინათ. ძალა არ აკლდათ იმისთვის, რომ ყველაფერი ხელში ჩაეგდოთ

კეზერაშვილის მოთხოვნით დაიწყო ის, რაც მოხდა ჩემი და ჩემი კომპანიის გარშემო. სურვილი იმისა, რომ სრულად ემართა ის ბიზნესი, რომელსაც მანამდე თვითონ აკონტროლებდა ე.წ. ხუთეული. საჭირო იყო ავტოგასამართი სადგურები. ავტოგასამართი სადგურები ისე, რომ სათითოდ ეყიდა დრო უნდოდა. გამოინახა იოლი გზა, სახელისუფლებო ბერკეტის გამოყენებით ამ ქონებების ხელში ჩაგდება. ჩაგდება არ იყო რთული. ყველაფერი მათ ხელში იყო, ყველაფერს და აქედან გამომდინარე გააკეთეს ის, რაც გააკეთეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ, რომელიც კომპანია „მაგნატს“ ფლობდა და „ნაცმოძრაობის“ რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

დიმიტრი ხუნდაძე

26 მარტი 2025, 23:52

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: თქვენ ხედავთ, რომ პრაქტიკულად ევროპის უდიდესი ნაწილი, რომელიც „დიფ სთეითის“ მორჩილებაში თავად არის, აკეთებს განცხადებებს, რომ თუკი უკრაინამ წააგო, ე.ი. ევროპა ამით დამარცხდება და მათ საფრთხე ექმნებათ

ეს არის „დიფ სთეითის“ რიტორიკა და ხედავთ, რომ სამშვიდობო პროცესსაც კი ეწინააღმდეგებიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

26 მარტი 2025, 23:38

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე რადიკალებზე: მათი მომავალი არ არის და ვერ არის პერსპექტიული, ეს თავად ქუჩასაც ეტყობა, მაგრამ მათი ბედი თავადაც არ ეკუთვნით, სხვა გზაც არ აქვთ, აგენტის ბედი ასეთია

მათი მომავალი არ არის და ვერ არის პერსპექტიული, ეს თავად ქუჩასაც ეტყობა, მაგრამ მათი ბედი თავადაც არ ეკუთვნით. სხვა გზაც არ აქვთ. აგენტის ბედი ასეთია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.

ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკი

26 მარტი 2025, 23:37

მსოფლიო

მაკრონი: საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.

დიმიტრი ხუნდაძე

26 მარტი 2025, 23:33

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ბალტიისპირელებმა კარგად იცოდნენ, რომ თუ საქართველოში აინთებოდა ცეცხლი, ეს იქნებოდა მათთვის მეხამრიდი. სწორედ ამიტომ გამოდიოდნენ მათი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ქართულ აქციებზე და აქეზებდნენ ახალგაზრდებს

ბალტიისპირელებმა კარგად იცოდნენ, რომ თუ საქართველოში აინთებოდა ცეცხლი, ეს იქნებოდა მათთვის მეხამრიდი და სწორედ ამიტომ იყო, გახსოვთ ბალტიისპირეთის უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის პირები ქართულ აქციებზე, თბილისის მთავარ პოლიტიკურ მოედანზე როგორ აქეზებდნენ ახალგაზრდებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

26 მარტი 2025, 23:31

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: უკრაინამ იმით, რომ საკუთარი ტერიტორია ათხოვა დასავლეთსა და რუსეთს ერთმანეთს შორის ურთიერთობის გასარკვევად, წააგო საკუთარი თავი. ეს არის ის მაგალითი, რაც გაცილებით მძიმედ აისახებოდა საქართველოზე

„სანქციების მიზანი რა იყო, რა თქმა უნდა ეს არ იყო ის, რომ რუსეთის ეკონომიკას დაანგრევდა. აქ იყო ჩადებული ის, რომ ამ შემთხვევაში თუ კი საქართველო ამაზე წავიდოდა, მისი საკუთარი ეკონომიკა ჩამოიშლებოდა და სოციალური აფეთქების რეალური შანსი გაჩნდებოდა, რაც კარგი საშუალება იქნებოდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის, რომელიც ვერ მოახერხეს, ვერ შექმნეს „მაიდანიზაცია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

26 მარტი 2025, 23:18

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ სწორი სტრატეგია ავირჩიეთ და ძირითადი ინსტრუმენტი გამოვიყენეთ მეტი სიმართლე. ვგულისხმობ, „ხალხის ძალის“ იმ განცხადებებს, რაც ამ გადმოსახედიდან იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი

ჩვენ სწორი სტრატეგია ავირჩიეთ და ძირითადი ინსტრუმენტი ჩვენ გამოვიყენეთ მეტი სიმართლე, ვგულისხმობ „ხალხის ძალის“ იმ განცხადებებს, რაც ამ გადმოსახედიდან იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.

26 მარტი 2025, 23:07

პოლიტიკა

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომის თაობაზე ხუთ პირს მოუსმინა

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა.

26 მარტი 2025, 22:26

რეგიონი

27 მარტს სურამის სატრანსპორტო კვანძი-ხევის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, მიმდინარეობს დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები.

26 მარტი 2025, 22:26

მსოფლიო

ევროკომისია: უკრაინიდან რუსული ძალების გაყვანა ევროკავშირის სანქციების მოხსნის ან შეცვლის ერთ-ერთი მთავარი პირობა იქნება

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ უკრაინიდან რუსული ძალების გაყვანა ევროკავშირის სანქციების მოხსნის ან შეცვლის ერთ-ერთი მთავარი პირობა იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

26 მარტი 2025, 22:17

საზოგადოება

სოციალური პროგრესის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერია, 13-წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალური პროგრესის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერია, 13-წლიანი გაუმჯობესებით კი, მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. ანგარიშს ამერიკული ორგანიზაცია Social Progress Imperative აქვეყნებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

26 მარტი 2025, 22:00

მსოფლიო

ერდოღანი: ისინი, ვინც ეკონომიკური დივერსიით ცდილობენ ხალხის კეთილდღეობის დარღვევას, მართლმსაჯულების წინაშე საფასურს გადაიხდიან

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც ეკონომიკური დივერსიით ცდილობენ ხალხის კეთილდღეობის დარღვევას, მართლმსაჯულების წინაშე საფასურს გადაიხდიან.

თამთა მეგრელიშვილი

26 მარტი 2025, 21:33

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი „News on.ge-ს“: აფხაზეთი, სამაჩაბლო არის ისტორიულად დასაბრუნებელი მისია და გამართლებულია ყველა ნაბიჯი, რომელსაც მმართველი გუნდი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე დგამს

ეს გადაწყვეტილება და ფინანსური დახმარება ჩვენი ისტორიული მიწების არაღიარების პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ამაში საქილიკო და მით უფრო საპრობლემო არაფერი არ არის, - ასე ეხმიანება „ალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, News on.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ირაკლი კობახიძის განკარგულებით, „ოცნების“ ხელისუფლება ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000 $-ით დაეხმარება“.

ნინო ფოჩხუა

26 მარტი 2025, 21:26

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა „ტაბულას": თქვენ არ გაინტერესებთ არც სამშობლო, არც ოკუპირებული ტერიტორიები და არც არაღიარების პოლიტიკა. მხოლოდ ძალაუფლების და ფულისთვის იბრძვით, იცით რომ ამის გარეშე არაფერს წარმოადგენთ, ლუზერები ხართ, გარიყული ხალხისგან

ჯერ დავიწყოთ იმით რომ არა ოლიგარქის მთავრობა, არამედ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ოლიგარქები და ბიუჯეტის ქურდები ბევრი გყავთ ირგვლივ, ისინი მოიკითხეთ, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა "ტაბულას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, „კობახიძის განკარგულებით, ივანიშვილის მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000 დოლარით დაეხმარება".

დავით ჩიხელიძე

26 მარტი 2025, 21:24

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ქვეყნის მტრებისთვის სახელმწიფოს ოდნავი წარმატება მიუღებელია. თელარა გელანტიასთვის, რომელიც ტვ პირველის შვილობილ BMG-ში მუშაობს ომი, მშვიდობაზე კარგია, ქვეყნის წინსვლა კი კატასტროფად ფასდება

„ქალბატონი თელარა, რომლის ინტელექტი ფსკერს ქვემოთ არის, აბსურდულ დარიგებებს იძლევა. სიახლეს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა რამდენიმე ათეულ ქვეყანას ფულად დახმარებას გამოუყოფს (თითოეულ ქვეყანას 10 000 დოლარის ეკვივალენტი ლარებში), ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. თუნდაც ასე არ იყოს, რა არის ცუდი იმაში თუ სახელმწიფო ვინმეს დახმარებას გაუწევს?“- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, „ბიემჯი“-ის ჟურნალისტის თელარა გელანტიას გამოხმაურებაზე.

პაატა სალია

26 მარტი 2025, 21:02

პოლიტიკა

პაატა სალია ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ვფიქრობ, მათ პასუხები არ ჰქონდათ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც გუშინ მიმდინარეობდა მსჯელობა. შესაბამისად, მათ თავი აარიდეს

ვფიქრობ, მათ პასუხები არ ჰქონდათ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც გუშინ მიმდინარეობდა მსჯელობა, - განუცხადა „ქრონიკას“ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა პაატა სალიამ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით.