02 დეკემბერი 2023, 11:43 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: ყველაფრიდან ჩანს, რომ მადამ პრეზიდენტი სავარაუდოდ, გაზაფხულიდან დატოვებს პოსტს და „შუას შეგროვების“ პრეტენზიით აქტიურად ჩაებმება საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

ხელმოწერების შეგროვების კამპანია მხოლოდ საკუთარი თავის გაპიარების მიზანს ემსახურება და სხვას არაფერს, რადგან სტატუსის საკითხი გადაწყვეტილია და ორ კვირაზე ნაკლებ დროში ეს ოფიციალურად გამოცხადდება. ამ ყალბი კამპანიის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ 15 დეკემბერს ეს ხელმოწერები ჩაიტანოს ევროპაში და გაამყაროს ის ყალბი ნარატივი, თითქოს, საზოგადოებას მიეცა ეს სტატუსი და არა - ხელისუფლებას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე წერს.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ნებისმიერი კვლევა აჩვენებს, რომ სტატუსის მიღებას ემხრობა საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, რაც ყველამ იცის და ხელმოწერებით ახალი რა უნდა აჩვენოს სალომე ზურაბიშვილმა გარდა საკუთარი თავის წარმოჩენის.

მისივე თქმით, ყველაფრიდან ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი უფლებამოსილების დარჩენილ წელიწადზე ნაკლებ ვადას ბოლომდე არ მიიყვანს, სავარაუდოდ, უკვე გაზაფხულიდან დატოვებს პრეზიდენტის პოსტს და „შუას შეგროვების“ პრეტენზიით აქტიურად ჩაებმება საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში.

„სალომეადა
სალომე ზურაბიშვილის „საქმენი საგმირონის“ არასრული სია:
1. კრიმინალი პოლიტიკოსების შეწყალების გზით გათავისუფლება;
2. საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ლობირება;
3. ამერიკული კანონის (FARA ს) „რუსულ კანონად“ მონათვლის მხარდაჭერა;
4. პოლიციელებზე თავდამსხმელების აქტიური ქომაგობა და წახალისება;
5. საქართველოს დადანაშაულება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევაში;
6. ქვეყნის კონსტიტუციის სისტემატური, დემონსტრაციული დარღვევა;
7. ევროპელების დარწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლება ანტიევროპული და პრორუსულია, ანუ კანდიდატის სტატუსის ტორპედირება;
8. საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინების საწინააღმდეგოდ რუსეთის მხრიდან საჰაერო ფრენების აღდგენაზე ისტერიული რეაქცია;
9. პრიგოჟინის ერთდღიანი გამონათების დღეს აცუნდრუკებული განცხადებების გაკეთება და ამით ქვეყნისათვის რეალური საფრთხის შექმნა;
10. ბოლოდროინდელი პოლიტიკური გააქტიურება ოპოზიციურ ფლანგზე, რაც სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრების ორგანიზებით და ვითომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსზე ხელმოწერების შეგროვებით გამოიხატება.

ბოლო, მე-10 პუნქტზე შევჩერდეთ და ვნახოთ, რის მიღწევას ცდილობს მადამ პრეზიდენტი.
დავიწყოთ იმით, რომ ხელმოწერების შეგროვების კამპანია მხოლოდ საკუთარი თავის გაპიარების მიზანს ემსახურება და სხვას არაფერს, რადგან სტატუსის საკითხი გადაწყვეტილია და ორ კვირაზე ნაკლებ დროში ეს ოფიციალურად გამოცხადდება. თანაც, ნებისმიერი კვლევა აჩვენებს, რომ სტატუსის მიღებას ემხრობა საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, რაც ყველამ იცის და ხელმოწერებით ახალი რა უნდა აჩვენოს სალომემ გარდა საკუთარი თავის წარმოჩენისა? ამ ყალბი კამპანიის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ 15 დეკემბერს ეს ხელმოწერები ჩაიტანოს ევროპაში და გაამყაროს ის ყალბი ნარატივი, თითქოს საზოგადოებას მიეცა ეს სტატუსი და არა – ხელისუფლებას.
რაც შეეხება სხვადასხვა ჯგუფებთან (ჟურნალისტებთან, მეცნიერებთა, ხელოვნების მუშაკებთან, სტუდენტებთან, არასამთავრობოებთან და სხვებთან) შეხვედრებს, აქაც თვალნათლივ ჩანს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი იფლანგება არა საქვეყნო საქმეებისთვის არამედ, მხოლოდ სალომეს პიარისა და პოლიტიკაში თავისი გუნდის შექმნისთვის.

გვახსენდება სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის პარტიული მიზნებისთვის დახარჯული თანხები, რომელიც მაშინდელი კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა გაასაჯაროვა და პროკურატურაშიც გადააგზავნა, რადგან არამიზნობრივი იყო სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს,(2002 წ) მის მიერ საკუთარი წიგნის დაბეჭდვისთვის, პარტიული დროშების დამზადებისთვის, პარტიული აქტივისტების შეხვედრებისთვის და სხვა პარტიული მიზნებისთვის სააკაშვილის მიერ დახარჯული საბიუჯეტო სახსრები. სწორედ კონტროლის პალატის დასკვნას, სააკაშვილის მხრიდან, არამიზნობრივად ბიუჯეტის გაფლანგვის გასაჯაროებას შეეწირა სულხან მოლაშვილის ჯერ თავისუფლება, შემდეგ ჯანმრთელობა და ბოლოს, სიცოცხლე.

სამწუხაროა, რომ დღემდე არ გამხდარა ეს ფაქტი გამოძიებისა და სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის საფუძველი.

დღესაც არავინ ინტერესდება, რამდენად მიზნობრივია სალომეს მხრიდან ბიუჯეტის ფულის ხარჯვა მომხრეების ძებნის მიზნით და ასეულობით ადამიანთა "ფართების"ორგანიზებისთვის.
რაც შეეხება იმას, რომ სალომე აპირებს თავის გარშემო „შუას“ შეგროვებას (რაც ხაზარაძის მიზანია), ეს იმდენად აშკარაა, რომ ამაზე აღარც კი დავობენ.

ვინაიდან ზურაბიშვილს საკუთარი პარტია არ გააჩნია, გასარკვევია მხოლოდ ის თუ რომელ პარტიას აირჩევს ქოლგად.

ერთნი ამბობენ, რომ რადიკალების საპირწონე, კოალიციას ის შექმნის გახარიასთან, იაგო-გირჩთან, ლომჯარიასთან, ალეკო ელისაშვილთან და სხვებთან, ხოლო მეორენი მიიჩნევენ, რომ ის შეიძლება „ლელოს“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდეს. სალომემ დაინახა, რომ „არც ნაცი, არც ქოცი“ ამომრჩევლის რაოდენობა ქვეყანაში საკმაოდ დიდია და ამ ნიშის დაკავებას ცდილობს.

ამ მცდელობაში მას სხვებთან შედარებით ის უპირატესობა გააჩნია, რომ საქართველოში მისი ურეიტინგობის კომპენსაცია შეუძლია მოახდინოს უცხოეთში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო პოზიციების დაფიქსირებით.

მოკლედ, ყველაფრიდან ჩანს, რომ ან მადამ პრეზიდენტი უფლებამოსილების დარჩენილ წელიწადზე ნაკლებ ვადას ბოლომდე არ მიიყვანს და სავარაუდოდ, უკვე გაზაფხულიდან დატოვებს პრეზიდენტის პოსტს და „შუას შეგროვების“ პრეტენზიით აქტიურად ჩაებმება საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში ან,თუ ის საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე დარჩება, მას გამოიყენებენ არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისათვის“, - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

ყველა სიახლე

22 თებერვალი 2024, 11:35

მსოფლიო

რუსეთში ალექსეი ნავალნის მემორიალთან დაკავებულებს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სამხედრო სამსახურში იწვევენ

ალექსეი ნავალნის მემორიალთან დაკავებულებს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სამხედრო სამსახურში იწვევენ. უკრაინული მედიის ცნობით, 6 მოქალაქეს, რომლებიც სანკტ-პეტერბურგში დააკავეს, შეტყობინება მიუვიდათ, კომისარიატში გამოცხადდნენ და სამხედრო სამსახურში დარეგისტრირდნენ.

22 თებერვალი 2024, 11:31

მსოფლიო

ესპანელი ფერმერები პროტესტის ნიშნად ტრაქტორებით მადრიდის ცენტრში მივიდნენ

ფერმერთა საპროტესტო აქციები გრძელდება ესპანეთის დედაქალაქშიც. ფერმერები მადრიდის ცენტრში ტრაქტორებით მივიდნენ.

გურამ მაჭარაშვილი

22 თებერვალი 2024, 11:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: იქიდან გამომდინარე, რომ ხალხისგან მათ უკვე ხმა აღარ ესმით, ახლა ესმით და ელანდებათ რევოლუციის გუგუნი

იქიდან გამომდინარე, რომ მათ ხალხისგან უკვე ხმა აღარ ესმით, ახლა ესმით და ელანდებათ რევოლუციის გუგუნი. ხაზარაძეს რაც შეეხება, ისიც კი ცდილობს დემოკრატიის ქურქი მოისხას, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

22 თებერვალი 2024, 11:27

პოლიტიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფერმერების აქციებში რუსეთის აგენტების შესაძლო მონაწილეობაზე საუბრობს

„ეს არის მცდელობა, გავლენა მოახდინონ საპროტესტო მოძრაობაზე იმ ჯგუფებმა, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურის გავლენის ქვეშ არიან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. მთავრობა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს იმის გამოც, რომ ფერმერთა საპროტესტო აქციებზე პუტინის ბანერები გამოჩნდა.

ბექა დავითულიანი

22 თებერვალი 2024, 11:24

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი ჯანაშიას განცხადებაზე: მარტივი სცენარია - სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, მერე მიანიჭოს მოქალაქეობა, რომ პოლიტიკაში ჩართვის ლეგიტიმაცია მისცეს და გამოიყენონ რევოლუციის ინსტრუმენტად

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი „ქრონიკასთან“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში.

მიხეილ სარჯველაძე

22 თებერვალი 2024, 11:19

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: შალვა პაპუაშვილმა პირადად ბევრი ძალიან სერიოზული სიახლე შემოიტანა, განსაკუთრებულად დაეტყო პარლამენტს მისი პოზიტიური დამოკიდებულებები

„მეორე მხრივ, არ დაგვავიწყდეს, რომ უმძიმესი და ძალიან ტურბულენტურ ეპოქაში მოგვიწია შარშან მუშაობა და ეს იყო მთავარი გამოწვევა პარლამენტისთვის, რომელიც, ვფიქრობ ასევე შალვას დამსახურებით, მისი პირადი ღვაწლით, დავძლიეთ. ამიტომ, ეს იქნება საინტერესო, მათ შორის მისი პირადი ხედვა ამ საკითხებთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ამაზე დაყრდნობით, სამომავლოდ როგორი იქნება შემდგომი განვითარების შესაძლებლობები“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 თებერვალი 2024, 11:13

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის შეფასება, რომ საქართველო არის ნატოს ერთგული პარტნიორი და ნატო გააგრძელებს ყველა შესაძლო მექანიზმით საქართველოს გაძლიერებასა და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვას

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის შეფასება, რომ საქართველო არის ნატოს ერთგული პარტნიორი და ნატო გააგრძელებს ყველა შესაძლო მექანიზმით საქართველოს გაძლიერებასა და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვას, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

რატი იონათამიშვილი

22 თებერვალი 2024, 11:12

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე: დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე მალე საკუთარ თავზე იგრძნობს

„დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში იყო ისტორიული მნიშვნელობის და საქართველო იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში ევროკავშირის დედაქალაქის ყურადღების ცენტრში“

22 თებერვალი 2024, 11:12

მსოფლიო

The Times: ომის დაწყების მეორე წლისთავზე უკრაინა იმაზე უფრო სახიფათო მდგომარეობაშია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო

ომის დაწყების მეორე წლისთავზე უკრაინა იმაზე უფრო სახიფათო მდგომარეობაშია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო - ამის შესახებ გამოცემა The Times-ი წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, იმისათვის, რომ ომში გაიმარჯვოს, უკრაინას ჯარის რაოდენობის გაზრდა სჭირდება, იმიტომ რომ ომში შეიარაღებული ადამიანები იმარჯვებენ.

ვასილ მაღლაფერიძე

22 თებერვალი 2024, 10:57

საზოგადოება

ვასილ მაღლაფერიძე: „საქართველოში, ჯერ კიდევ გუშინწინ ვინმეს რომ წამოსცდენოდა, ამერიკაში „მამის“ და „დედის“ თქმას უშლიანო, საბრალოს სასაცილოდ აგდებას არ აკმარებდნენ - იმდენად გაღმა ნაპირზე გასულად გამოიყურება ეს ამბავი

მზე დედაა ჩემი, მთვარე - მამაჩემი… აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა დოკუმენტი, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თანამშრომლებს ურჩევს, შეძლებისდაგვარად მოერიდონ ისეთ ტერმინებს, როგორებიც არის „მამა“, „დედა“, „ქალიშვილი“, „ვაჟი“, „ცოლი“, „ქმარი“, „ქალბატონებო და ბატონებო“ და მათ ნაცვლად გამოიყენონ ტერმინები „მშობელი“, „პარტნიორი“, „შვილი“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

22 თებერვალი 2024, 10:54

ეკონომიკა

ივნისიდან Jazeera Airways ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს

,,Jazeera Airways-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2018 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო. მას შემდეგ რაც ორწლიანი მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა. ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ ავიაკომპანიებთან კომუნიკაციას და თანამშრომლობას, რათა მეტი მიმართულება და მეტი სიხშირე შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს. შედეგად, ავიაკომპანია 14 ივნისიდან 16 სექტემბრის ჩათვლით ელ-ქუვეითი-ბათუმი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

22 თებერვალი 2024, 10:41

კულტურა

წყალქვეშა ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები დასახელდნენ🌊📷

კონკურსის მთავარი პრიზი და წლის წყალქვეშა ფოტოგრაფის წოდება ალექს დოუსონს გადაეცა - მის ფოტოზე ასახულია დაივერი, რომელიც ფსკერზე ვეშაპების ჩონჩხებს იკვლევს.

22 თებერვალი 2024, 10:35

თავდაცვა

ირაკლი ჩიქოვანი: ნატოში ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმსა და თავდადებას მაღალ დონეზე აფასებენ

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ალიანსის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი სახელმწიფო არ არის. „ჩვენ რეგიონში ვართ ერთ-ერთი სანდო, დასაყრდენი პარტნიორი და ეს ყველაფერი დამტკიცდა არაერთხელ, როდესაც საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ნატოს მისიებში“, - აღნიშნა მინისტრმა.

22 თებერვალი 2024, 10:28

რეგიონი

რუსთავში ქორეოგრაფიული ფესტივალი ,,ქართული” ჩატარდება

ფესტივალ ,,ქართულის” შესახებ პრეზენტაცია გაიმართა დღეს რუსთავის მერიაში. ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სახელოვნებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ ხატია ფოცხვერაშვილთან ერთად, რუსთავში მოქმედი ქორეოგრაფიული სტუდიებისა და ანსამბლების ხელმძღვანელებს, ფესტივალის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და მათი მოსაზრებები მოისმინა.

გემოფესტი

22 თებერვალი 2024, 10:16

საზოგადოება

მესტიაში 24-25 თებერვალს „გემო ფესტი“ ჩატარდება

გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორდღიან კულინარიულ ფესტივალს ჩაატარებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეები.

22 თებერვალი 2024, 10:15

ჯანდაცვა

Telegraph: დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ტრანსგენდერების რძე ისეთივე სასარგებლოა, როგორც დედის რძე - ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო სრულად დაუჭერს მხარს

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადებით, იმ ტრანსგენდერების მიერ გამომუშავებული "დედის რძე", რომლებიც დაბადებისას მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ, ისეთივე კარგია ჩვილებისთვის, როგორც დედის რძე. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Telegraph-ი წერს.

22 თებერვალი 2024, 10:14

რეგიონი

ქვემო ქართლში, 4075 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ხრამ არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია ახორციელებს. აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების 11 სოფელი ( ცურტავი, ფარიზი, ყიზილაჯლო, თამარისი, წერეთელი, საბირქენდი, ალგეთი, თაზაქენდი, აზიზქენდი, ალგეთის მევენახეობა, ქეშალო), ქალაქ მარნეულის მიმდებარე ტერიტორია და სამეწარმეო დანიშნულების ობიექტები ისარგებლებენ.

22 თებერვალი 2024, 10:11

მსოფლიო

ესპანეთში აღლუმზე გამართულ მსვლელობაში მონაწილეობა სექსუალური თეთრეულითა და „პრაიდის“ დროშებით გამოწყობილმა ბავშვებმა მიიღეს

ესპანეთში, აღლუმზე გამართულ მსვლელობაში მონაწილეობა სექსუალური თეთრეულითა და „პრაიდის“ დროშებით გამოწყობილმა ბავშვებმა მიიღეს. ვიდეოები ინტერნეტში ვრცელდება და კრიტიკის საგანი გახდა. კადრები გადაღებულია ყოველწლიურ კარნავალზე ტორევიეხაში, სამხრეთ ესპანეთში მდებარე ქალაქში, რომელსაც ქვეყნის „არაოფიციალურ გეი დედაქალაქს“ უწოდებენ.

22 თებერვალი 2024, 10:01

მსოფლიო

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა სამშობლოს ღალატის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა რუსეთისა და ამერიკის მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდა ქალი დააკავა. სპეცოპერაცია ეკატერინბურგში ჩატარდა. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება. უწყება განმარტავს, რომ 33 წლის ქალი უკრაინული ორგანიზაციისთვის აგროვებდა სახსრებს, რომელიც საბოლოოდ უკრაინულ არმიას უნდა მოხმარებოდა. დაკავებულს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

22 თებერვალი 2024, 09:18

მსოფლიო

ისრაელის ქნესეთმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შუამდგომლობა პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარების წინააღმდეგ

ისრაელის ქნესეთმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შუამდგომლობა პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარების წინააღმდეგ. მთავრობის მიერ მიმდინარე კვირის დასაწყისში მიღებულ დეკლარაციას მხარი 120-დან 99-მა დეპუტატმა დაუჭირა. ისრაელის პოზიციაა, რომ პალესტინელებთან ნებისმიერი მუდმივი შეთანხმება მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით უნდა იქნას მიღწეული და არა საერთაშორისო ზეწოლით.