03 დეკემბერი 2023, 21:27 / სანდო წყარო

ნიკოლოზ სამხარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ევროპაში ყველამ კარგად გაიგო, ვინ რას აკეთებს და ვის რისთვის სჭირდება ევროკავშირი და ევროპული ინტეგრაცია

ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

ჩვენ ვგეგმავთ, რომ 9 ნაბიჯი შევასრულოთ მომდევნო წლის განმავლობაში. შესაბამისად, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უკვე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩვენ შევძლებთ, ევროკავშირისგან თანხმობა მივიღოთ და შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ - გაიხსნას ჩვენთვის მოლაპარაკებები, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „იმედის კვირას“ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას განუცხადა.

სამხარაძემ ისაუბრა, თუ რა მოლოდინი აქვთ მათ რადიკალური ოპოზიციისგან აღნიშნულ სამუშაო პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით. უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ „რადიკალური ოპოზიციის რესურსი დღითიდღე მცირდება“.

„ყველამ კარგად გაიგო, თუ რა ამოძრავებთ მათ. ჩვენთან საუბარშიც ხშირად უთქვამთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება - ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები დადიოდნენ და პირიქით, ითხოვდნენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მიეცეს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ამ მავნებლობის მცდელობები მათ ექნებათ. თუმცა, არა მგონია, ეს რაიმე შედეგს მოიტანს, რადგან ევროპაში ყველამ კარგად გაიგო, ვინ რას აკეთებს და ვის რისთვის სჭირდება ევროკავშირი და ეს ევროპული ინტეგრაცია“, - განაცხადა სამხარაძემ.

მისივე თქმით, უკეთესი იქნება, თუ ოპოზიციური სპექტრი სამუშაო პროცესში იქნება ჩართული.

„არ მინდა, მთელი ოპოზიცია ერთ ქვაბში მოვხარშოთ, რადგან ჩვენ გვყავს ოპოზიციური ძალები, რომლებიც 12 პუნქტის დროსაც მუშაობდნენ სამუშაო ჯგუფებში. მათ უკვე ღიად დააფიქსირეს მზაობა, რომ გააგრძელებენ მუშაობას, თუმცა ეს ოპოზიციის მცირე ნაწილია. დიდი ნაწილი, მათ შორის დიდი ოპოზიციური პარტია, ამ ჯგუფებში არ მონაწილეობდა და ახლაც არ მგონია, დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვება ამ სამუშაოში. თუმცა, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა“, - აღნიშნა სამხარაძემ.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2024, 00:31

კულტურა

სერიალი „ჰარი პოტერი“ 2026 წელს გამოვა

ჯოან როულინგის წიგნების სერიაზე „ჰარი პოტერი“ დაყრდნობით სერიალი 2026 წელს გამოვა. ამის შესახებ სტუდია Warner Bros. Discovery-ს დირექტორმა დევის ზასლავმა ინვესტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.

26 თებერვალი 2024, 00:22

ტექნოლოგიები

იაპონელებმა მსოფლიოში პირველი ხის კოსმოსური თანამგზავრი შექმნეს

იაპონელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი ხის კოსმოსური თანამგზავრი, LignoSat-ი შექმნეს, - ამის შესახებ ინფორაციას The Guardian ავრცელებს. LignoSat-ი მაგნოლიის ხისგან არის დამზადებული, რომელმაც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე ჩატარებული ერთწლიანი ტესტირების დროს ბზარებისადმი სტაბილურობისა და გამძლეობის საუკეთესო შედეგები აჩვენა.

ალექსანდრე დარახველიძე

26 თებერვალი 2024, 00:15

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: კარგია, როცა ბევრი დისკუსია იქნება ამ საკითხზე და საზოგადოება გააცნობიერებს, რომ საგზაო მოძრაობის წესების დაცვა იმიტომ კი არ ხდება, რომ ეს შსს-ს სჭირდება - ეს არის თქვენივე უსაფრთხოებისთვის

„ძალიან კარგია, როცა ბევრი დისკუსია იქნება ამ საკითხზე და საზოგადოება კარგად გააცნობიერებს, რომ საგზაო მოძრაობის წესების დაცვა იმიტომ კი არ ხდება, რომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სჭირდება, ან პატრულმა არ დაგვაჯარიმოს - ეს არის თქვენივე უსაფრთხოებისთვის, თქვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისთვის და იმისთვის, რომ ის მძიმე შედეგები და ციფრები, რომლბეიც სამწუხაროდ ძალიან სავალალოდ გამოიყურება, არ გვქონდეს“, - აღნიშნა დარახველიძემ.

გიორგი კალანდარიშვილი

26 თებერვალი 2024, 00:02

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: უშუალოდ კენჭისყრის პროცესში კიბერთავდასხმების საფრთხე არ არსებობს

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ინტერნეტით წვდომა ხმის დამთვლელ აპარატებთან და შესაბამისად, რამდენად არის შესაძლებელი, რომ არჩევნების მონაცემები გაყალბდეს, კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ხმის მიცემის პროცესში ინტერნეტის გამოყენება არ მოხდება.

გიორგი კალანდარიშვილი

25 თებერვალი 2024, 23:56

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: როდესაც ადამიანს არ აქვს საფუძველი ობიექტურად გააკრიტიკოს შენი საქმიანობა, მართლა მოძებნოს ხარვეზები ამ პროცესში, ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ ფსიქოლოგიურად გაგვტეხონ

„მაგალითად, დღეს ჩვენმა ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა რამდენიმე ბმული გამოავლინა, სადაც უკვე ჩემთან მიმართებაში მიდის პირადი სიტყვიერი შეურაცხყოფები. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ადამიანს არ აქვს საფუძველი ობიექტურად გააკრიტიკოს შენი საქმიანობა, მართლა მოძებნოს ხარვეზები ამ პროცესში, ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ მოხდეს ჩვენი ფსიქოლოგიური გატეხვა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ნინო ნადირაძე

25 თებერვალი 2024, 23:25

პოლიტიკა

ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: დემენციის განკურნების შემთხვევა მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა. ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ჩვენს კლინიკაში პირველად მომხდარიყო, მაგრამ არ იყო ეს დიაგნოზი დასმული

ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ჩვენს კლინიკაში პირველად მომხდარიყო - მთელი გულითა და სულით ვიზეიმებდით ამ ამბავს, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, არ იყო ეს დიაგნოზი და არც ჩვენ ვართ ასეთი გამორჩეული კლინიკა, რომ მოვრეოდით ასეთ სერიოზულ დაავადებას, - ამის შესახებ „ვივა-მედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის დემენციაზე საუბრისას განაცხადა.

ნინო ნადირაძე

25 თებერვალი 2024, 23:23

სამართალი

ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: კატეგორიულად უარვყოფთ, რომ იქ იყო მოწამვლა და ამას ვადასტურებთ არაერთი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევით

„ჩვენ მოწამვლისთვის არ ჩაგვიტარებია მკურნალობა. თვითგანკურნებები არ ხდება მაგ დროს. აბსოლუტურად სხვა კლინიკური, ვიზუალური, ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოვლინებებია, როდესაც არის მოწამვლა ამა თუ იმ ნივთიერებით. ამ შემთხვევაში ამას ადგილი ჩვენთან არ ჰქონია“, - განაცხადა ნადირაძემ.

25 თებერვალი 2024, 22:28

რეგიონი

ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაბალი ტემპერატურისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

25 თებერვალი 2024, 22:02

კულტურა

სერიალი „შვიდი სამეფოს რაინდი“ 2025 წელს გამოვა

პრიკველი ჯორჯ მარტინის ნოველების ციკლზე „შვიდი სამეფოს რაინდი“ არის დაფუძნებული, რომელთა სიუჟეტიც ძირითად სერიალამდე 100 წლით ადრე ვითარდება. ნოველების მთავარი გმირი სირ დუნკან მაღალი და მისი მეაბჯრე ეგი არიან, რომლებიც ვესტეროსში მოგზაურობენ.

25 თებერვალი 2024, 21:38

სამართალი

როგორ ზრუნავს სახელმწიფო პატიმრების ჯანმრთელობაზე - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

„ჩვენთან ჯანმრთელობის მართვის სხვადასხვა პროგრამა ეტაპობრივად დაინერგა, მათ შორის C-ჰეპატიტის, აივ ინფექციის მართვა, დეტოქს-პროგრამა, იგივე მეთადონის პროგრამა, თირკმლის ჩანაცვლების თერაპია. ამ პროგრამებს არცერთი მიმართულება არ აკლდება, ყოველ წელს ემატება. ყველაფერი უფრო მეტად ორიენტირებულია პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული თითოეული პირის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა.

ნინო თანდილაშვილი

25 თებერვალი 2024, 21:19

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილის განცხადებით, თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით 22 მყინვარული ხეობის სიღრმისეული შესწავლა მოხდება, რომელთა ახლოს დასახლებული პუნქტებია

ექსპერტების დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ შოვის მსგავსი კომპლექსური და მასშტაბური სტიქიური პროცესის განვითარების დროს სულ თანამედროვე განგაშის სისტემაც კი ვერ ასრულებს საპრევენციო და ადრეული გაფრთხილების ფუნქციას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა შოვის ტრაგედიაზე საუბრისას „იმედის კვირას“ განუცხადა. მისივე თქმით, მათ ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციონერების მხრიდან არაერთი სპეკულაცია მოისმინეს. „მოვისმინეთ არაერთი არასწორი და მცდარი ინფორმაცია, რომელიც სტიქიის პირველივე დღიდან მიეწოდებოდა საზოგადოებას. ჩვენ ძალიან მოკლე ვადაში წარმოვადგინეთ პირველადი დასკვნა - გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა იმუშავეს და პირველადი შეფასება ასევე იყო საკმაოდ კომპლექსური და მნიშვნელოვანი. თუმცა, იმისთვის, რომ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას გასცემოდა ამომწურავი პასუხი და პროცეის ყოფილიყო მაქსიმალურად გამჭვირვალე, მაღალი სანდოობის, ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ამ პროცესში ასევე ჩაგვერთო ძალიან მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტები. დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ მსგავსი კომპლექსური და მასშტაბური სტიქიური პროცესის განვითარების დროს სულ თანამედროვე განგაშის სისტემაც კი ვერ ასრულებს საპრევენციო და ადრეული გაფრთხილების ფუნქციას“, - განაცხადა თანდილაშვილმა. მისივე თქმით, საჭიროა გაგრძელდეს მყინვარული ხეობების დეტალური შეფასების პროცესიც. „ეს მყინვარული ხეობები ძირითადად მაღალმთიანი ზონებია. აქ უნდა მოხდეს ძალიან დეტალური შეფასებების ჩატარება, რათა რისკის ზონები და არეალები თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით გვქონდეს განსაზღვრული და დავგეგმოთ შემდგომში გასატარებელი ღონისძიებები. ეს რიგ შემთხვევაში იყოს ადამიანების განსახლება, რიგ შემთხვევაში - ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების შეზღუდვა და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების შემოღება, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით აპრობირებულია. შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით ამას წელსვე გავაკეთებთ. მოხდება 22 მყინვარული ხეობის შესწავლა, რომელთა ქვევითაც დასახლებული პუნქტებია. რა თქმა უნდა, საბაზისო კვლევები აქ ჩატარებულია, საუბარია, სიღრმისეული კვლევების ჩატარებაზე“, - აღნიშნა თანდილაშვილმა.

სოზარ სუბარი

25 თებერვალი 2024, 20:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ერთადერთი მიზანი ჰქონდათ - როგორმე დაენგრიათ ეროვნული ცნობიერება. ამას ემსახურებოდა ძალიან ბევრი პროექტი, რომელსაც ხაზარაძე ახორციელებდა

„ერთი დამსახურებული ადამიანის გვერდით იყო 3-4 ისეთი მართლა ფსევდო კი არა, ანტიკულტურული და ანტიეროვნული ნაწარმოებები, რომლებსაც ერთადერთი მიზანი ჰქონდათ - როგორმე დაენგრიათ ეროვნული ცნობიერება. ამას ემსახურებოდა ძალიან ბევრი პროექტი, რომელსაც ხაზარაძე ახორციელებდა და ძალიან სამწუხაროა, რომ ის დღემდე აგრძელებს ამას“, - აღნიშნავს სუბარი.

გიორგი კალანდარიშვილი

25 თებერვალი 2024, 20:37

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: ვისურვებდი, პოლიტიკურ პარტიებსაც თავიანთ დღის წესრიგზე მაღლა ჰქონდეთ დაყენებული ეროვნული ინტერესები და ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარება

ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ახალი ტექნოლოგიები განთავსდება, ხმები უპირობოდ გადაითვლება, რაც ბუნებრივია, ძალიან მაღალ სტანდარტს დაადგენს გამჭვირვალობისა და საჯაროობის შედეგებთან, თვლის პროცესთან მიმართებაში, რაც ასევე იქნება უპრეცედენტო ქართული არჩევნების ისტორიაში, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

ილია დარჩიაშვილი

25 თებერვალი 2024, 20:22

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი კობახიძის, ვარჰეისა და ბორელის პრესკონფერენციაზე: იყო განწყობა, რომ სცენაზე უმაღლესი წარმომადგენლისა და კომისრის გვერდით იდგა ევროპული ქვეყნის ლიდერი

„პრესკონფერენციაზე იყო განწყობა, რომ სცენაზე უმაღლესი წარმომადგენლისა და კომისრის გვერდით იდგა ევროპული ქვეყნის ლიდერი, რომელიც მათთან ერთად განიხილავდა ევროპული კონტექსტიდან დანახულ საკითხებს, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხები გვეხება უკვე ჩვენც“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 თებერვალი 2024, 20:00

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, ომის 2 წლის განმავლობაში 31 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

მას არ დაუზუსტებია დაჭრილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა. ზელენსკიმ რუსეთის დანაკარგებზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, 2 წლის განმავლობაში 180 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა, დაჭრილებთან ერთად კი დანაკარგის რიცხვი 500 ათასს შეადგენს.

კირილ ბუდანოვი

25 თებერვალი 2024, 19:44

მსოფლიო

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ნავალნი მართლაც თრომბით გარდაიცვალა

„შეიძლება იმედებს გაგიცრუებთ, მაგრამ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მართლაც თრომბით გარდაიცვალა. ეს ასე თუ ისე დადასტურებულია. ეს ინტერნეტიდან მიღებული [ინფორმაცია] არ არის“, - განაცხადა ბუდანოვმა ფორუმზე „უკრაინა. წელი 2024“.

კოლმან დომინგო

25 თებერვალი 2024, 19:18

ტაბლოიდი

რა ეცვათ ვარსკვლავებს SAG Awards 2024-ზე📷ფოტოგალერეა

აშშ-ში კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების (SAG Awards) 30-ე ცერემონია ჩატარდა. წითელ ხალიჩაზე არაერთმა ვარსკვლავმა გაიარა. ტრადიციულად, მათი ჩაცმულობა მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

25 თებერვალი 2024, 18:30

სპორტი

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდი ანგარიშით 3-0 დაამარცხა. მასპინძლების შემადგენლობაში დუბლი ანა ჩემინავამ შეასრულა, 1 ბურთი კი მაიკო ბებიას ანგარიშზეა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 თებერვალი 2024, 17:47

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არასოდეს გამოიყენებს პარტნიორების იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე

„უკრაინა არასოდეს გამოიყენებს პარტნიორების იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე. მას მხოლოდ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე გამოვიყენებთ. რაც შეეხება ჩვენი მტრების A-50-ებისა და სხვა თვითმფრინავების ჩამოგდებას, ეს უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების ალიანსის შედეგია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

25 თებერვალი 2024, 17:09

პოლიტიკა

NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო დელეგაციამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა.