06 დეკემბერი 2023, 14:32 / სანდო წყარო

კახა კალაძე: რომ გითხრათ დიდად მაღელვებს „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი, არ ვიქნები მართალი, არსებობს პარტიული ბრძოლა სკამებისთვის

კახა კალაძე

კახა კალაძე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები დიდად არ მაღელვებს, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ არსებობს დაპირისპირება და შიდა პარტიული ბრძოლები სკამისთვის, თანამდებობებისთვის“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარტიის დატოვების შესახებ.

მერის თქმით, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„ეს პროცესი დიდი ხანია, დაწყებულია და ვფიქრობ, გაგრძელდება. ბევრ საინტერესო და სახალისო სანახაობას ვიხილავთ. რომ გითხრათ, რომ დიდად მაღელვებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები, არ ვიქნები მართალი. არც ვფიქრობ მაგ თემაზე. ერთი რამ ცხადია, რომ არსებობს დაპირისპირება, შიდა პარტიული ბრძოლები სკამისთვის, თანამდებობებისთვის. რაღაც ვერ გაინაწილებს და ვერ გაიყვეს, თუმცა რა, არ ვიცი.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს პარტიაზე და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რათა ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ. რა იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვინ სად და როგორც იქნება, ეს არც მე და ვფიქრობ, არც საზოგადოების დიდ ნაწილს არ აინტერესებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა სიახლე

01 მარტი 2024, 11:01

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: უნივერსიტეტებს შესაძლებლობა აქვთ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ბაკალავრიატის 3-წლიანი პროგრამები განახორციელონ

უწყების ინფორმაციით, 180-კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამების არსებობა ევროპის უმაღლესი განათლების სფეროში გავრცელებული პრაქტიკაა, რაც ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს საერთო ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, უფრო მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზონ სტუდენტებს.

01 მარტი 2024, 10:35

სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 63 წლის მამაკაცი. გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებული დაზარალებული ქალი სასიყვარული/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 1960 წელს დაბადებულ ბრალდებულთან, რომელიც მათ შორის არსებულ სქესობრივ კავშირს მობილური ტელეფონით იღებდა. ამავე პერიოდში, დაზარალებული ბრალდებულს თავისი ინტიმური შინაარსის ფოტოებსაც უგზავნიდა. მას შემდეგ რაც დაზარალებულმა აღარ მოინდომა ურთიერთობის გაგრძელება ბრალდებულთან, ამ უკანასკნელმა, შურისძიების მოტივით, 2024 წლის თებერვლის თვეში, აპლიკაცია „Whatsapp”-ის გამოყენებით, ზემოაღნიშნული ინტიმური შინაარსის მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრს გადაუგზავნა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ზურაბ აზარაშვილი

01 მარტი 2024, 10:31

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

რობინ ბრუქსი

01 მარტი 2024, 10:30

მსოფლიო

რობინ ბრუქსი: 2023 წლის დეკემბერში, პოლონეთიდან ბელარუსში ექსპორტმა ახალ, ყველა დროის რეკორდს მიაღწია. არ არის აუცილებელი რაკეტის მეცნიერი იყო იმის მისახვედრად, რომ ეს ყველა მასალა რუსეთში მიდის

2023 წლის დეკემბერში, პოლონეთიდან ბელარუსში ექსპორტმა ახალ, ყველა დროის რეკორდს მიაღწია. არ არის აუცილებელი რაკეტის მეცნიერი იყო იმის მისახვედრად, რომ ეს ყველა მასალა რუსეთში მიდის, - ამის შესახებ „საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის“ ყოფილი მთავარი ეკონომისტი რობინ ბრუქსი X-ზე წერს.

01 მარტი 2024, 10:24

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თურქეთში გამართულ სამეცნიერო ფორუმში „თევზის ფორუმი 2024“ მიიღეს მონაწილეობა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გამართულ ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვაში მეთევზეობის სამეცნიერო ფორუმში „თევზის ფორუმი 2024“ მიიღეს მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

01 მარტი 2024, 10:19

კულტურა

კულტურის სამინისტრო: ბეილერის ფონდისგან მივიღეთ სამადლობელი წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლუიზიანას მუზეუმში ფიროსმანის საგამოფენო სივრცეს ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 85 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ბეილერის ფონდისგან მიიღო ოფიციალური სამადლობელი წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 19 კვირის განმავლობაში ლუიზიანას მუზეუმში ფიროსმანის საგამოფენო სივრცეს ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 85 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია. ვიზიტორთა უმეტესობამ პირველად შეიტყო ქართველი მხატვრის შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

01 მარტი 2024, 10:16

სამართალი

რატი ბრეგაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება ევროპელ კოლეგებთან.

01 მარტი 2024, 10:04

რეგიონი

ოთარ შამუგია დუშეთში ენერგოეფექტური ღუმელების წარმოების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ და მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, ენერგოეფექტური ღუმელების ახლად გახსნილი საწარმო მოინახულეს.

01 მარტი 2024, 09:44

რეგიონი

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების დედებს ფინანსური დახმარება გაეწიათ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების დედებს ფინანსური დახმარება გაეწია

ალექსანდრე გოგინავა

01 მარტი 2024, 09:31

ჯანდაცვა

ალექსანდრე გოგინავა: ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა ფიქსირდება „კოვიდ 19“-ის შემთხვევებიც

რესპირაციულ-ვირუსული ინფექციები ქვეყანაში კვლავ აქტიურია. მედიკოსების განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ძირითადად „ა“ გრიპის ორი სეროტიპი ცირკულირებს. თუმცა გრიპის ვირუსთან ერთად ფიქსირდება სხვა რესპირაციულ- ვირუსული ინფექციები, მათ შორის კოვიდ 19-ის შემთხვევები.

01 მარტი 2024, 09:12

საზოგადოება

დღეიდან სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გაიგზავნება

დღეიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც აგრესიული ესემეს მარკეტინგული კამპანიის შეზღუდვას ითვალისწინებს. კერძოდ, სარეკლამო შეტყობინებებს მოქალაქეები, თანხმობის გარეშე, აღარ მიიღებენ

ლევან ნიკოლეიშვილი

01 მარტი 2024, 09:06

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი არასამთავრობოების და პოლიტიკოსების ნაწილზე: ინსტრუქციას ელოდებიან პატრონებისგან, საკუთარი აზრი ხომ არ გააჩნიათ - ამიტომ არიან ტრავოლტას გიფივით

მონათა ბაზარს პოლიტიკურ ფლანგზე და NGO სექტორში ვადევნებ თვალს გუშინდელი საღამოს შემდეგ და სრული დაბნეულობა და დუმილია, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ოლაფ შოლცი

01 მარტი 2024, 09:01

მსოფლიო

ოლაფ შოლცის თქმით, არასწორი გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, Taurus-ი სამიზნეს „სადღაც მოსკოვში მოხვდეს“

გერმანიას უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემა არ სურს. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისი თქმით, Taurus-ის რაკეტების მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ არასწორად გამოყენების შემთხვევაში სამიზნეს შესაძლოა „სადღაც მოსკოვში მოხვდეს“.

01 მარტი 2024, 08:44

მსოფლიო

ალექსეი ნავალნის დღეს დაკრძალავენ

მოსკოვი ალექსეი ნავალნის ემშვიდობება. ოპოზიციონერს დღეს მარიინოს რაიონში, ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში გამოეთხოვებიან, რის შემდეგაც მას ბორისოვოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მიხეილ სარჯველაძე

01 მარტი 2024, 08:31

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივაზე: მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ, რა არის უფლებების დაცვა და რა - საზოგადოებისთვის მიუღებელი ღირებულებების პროპაგანდა

ეს გულისხმობს იმას, რომ საკითხი დარეგულირდეს, მაგრამ რა თქმა უნდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით, რაც გარანტირებულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

გივი მიქანაძე

01 მარტი 2024, 08:14

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ევროპარლამენტის რეზოლუციაში შესული დამატება, რომელიც სააკაშვილს ეხება, არის მიუღებელი, აბსოლუტურად სუბიექტური და ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფელი

ანა ფოტიგას მცდელობა ცალსახად განიხილება როგორც მორიგი ნაბიჯი ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის წინააღმდეგ, რომლის მიზანია მიხეილ სააკაშვილის რაღაც ფორმით გამოშვებით ხელი შეუწყოს იმ დესტრუქციულ პროცესს, რომელიც საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის წინააღმდეგაა მიმართული, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა.

01 მარტი 2024, 08:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1-ელ მარტს ქუთაისში +18 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2024, 03:09

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი საზღვარზე მიგრანტების რაოდენობის ზრდაში დაადანაშაულა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც დღეს აშშ-მექსიკის საზღვარს ეწვია, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საზღვარზე მიგრანტების რაოდენობის ზრდაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი

01 მარტი 2024, 02:55

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, ერთობლივად იმუშაონ კონგრესში საიმიგრაციო კანონის მიღებაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, ერთობლივად იმუშაონ კონგრესში საიმიგრაციო კანონპროექტზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

სებასტიან ლეკორნუ

01 მარტი 2024, 02:42

მსოფლიო

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთიდან საფრთხეებზეც ისაუბრა - რუსეთს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ყველამ კარგად იცის, რომ უკრაინაში აგრესორი რუსეთია

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ დაგმო ვლადიმირ პუტინის უპასუხისმგებლო გამონათქვამები მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთი ბირთვული ომის რეალური საფრთხის შესახებ გააფრთხილა უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.