imedi /  06 დეკემბერი 2023, 21:01 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სჭირდება ხმამაღალი მხარდაჭერა, უნგრეთი სწორედ ასეთი მხარდამჭერი ქვეყანაა ევროკავშირის საბჭოში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ასეც გაგრძელდება

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს საკითხთან დაკავშირებით არსებობს მხარდაჭერა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია არის მტკიცე.

„ვიცით, რომ საკითხს, რომელიც დეკემბერში დადგება დღის წესრიგში, ევროკავშირის საბჭოში სჭირდება კონსენსუსი, ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა. ჩვენ გვესმის უნგრეთის პოზიციები, რომელიც გამოითქმის იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს. რაც მთავარია, ჩვენთვის აქ ამოსავალი არის, რომ რა პროცესებიც ვითარდება და იმ პოზიციებმა, რაც დაფიქსირდება ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში, არ დააზიანოს საქართველოს პოზიცია და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ დრომდე რაც გვესმის ასევე უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან, არის ის, რომ აპელირება კეთდება კონსენსუსის საჭიროებაზე. ეს ბუნებრივია, რომ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების გახსნას სჭირდება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა.
ეს იქნება ინტენსიური ერთი კვირა, ვიდრე ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ინტენსიური განხილვები თავად ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში გადაწყვეტილების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, სხვაგვარად მოლოდინები არც იყო, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უნგრეთის მხრიდან არსებობდეს საქართველოს საკითხზე მტკიცე მხარდაჭერა და კონსენსუსი, რომელიც მიღწეული იქნება წევრ სახელმწიფოებს შორის, ჩვენთვის იყოს სასარგებლო“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სჭირდება აქტიური, ხმამაღალი მხარდაჭერა, უნგრეთი სწორედ ასეთი მხარდამჭერი ქვეყანაა ევროკავშირის საბჭოში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ასეც გაგრძელდება.

საქართველოსთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია არის მტკიცე. ჩვენ ეს არაერთხელ მოგვისმენია. ეს მხარდაჭერა გამოიხატებოდა ძალიან ინტენსიური ორმხრივი ვიზიტების გაცვლაშიც, ორმხრივ ურთიერთობებშიც და ეს მხარდაჭერა რჩება ისევ ისეთი ძლიერი, როგორც აქამდე ვიხილეთ უნგრეთის მხრიდან. საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სჭირდება აქტიური, ხმამაღალი მხარდაჭერა და უნგრეთი სწორედ ასეთი მხარდამჭერი ქვეყანაა ევროკავშირის საბჭოში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ასეც გაგრძელდება. ის, რა საკითხებზეც მიდის მსჯელობა, რა თქმა უნდა, უნგრეთისთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. ეს ეხება თავად უნგრეთის მოსახლეობას და ბუნებრივია, ეს პოზიციები გამოითქმის სწორედ აქედან გამომდინარე. რაც მთავარია, აქცენტი კეთდება კონსენსუსის აუცილებლობაზე და იმედი გვაქვს, ეს კონსენსუსი 15 დეკემბერს მიღწეული იქნება წევრ ქვეყნებს შორის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ყველა სიახლე

რობერტ ჰაბეკი

22 თებერვალი 2024, 03:07

მსოფლიო

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

22 თებერვალი 2024, 01:41

მსოფლიო

თეთრი სახლი: ზიანი, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აქტიურად აყენებენ ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, ყოველდღიურად იზრდება

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ენდრიუ ბეითსმა გააკრიტიკა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი უკრაინისათვის დამატებითი დახმარების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე არგატანის გამო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 თებერვალი 2024, 01:01

მსოფლიო

ზელენსკი: ვამზადებთ უსაფრთხოების სფეროში ახალ შეთანხმებებს ჩვენს პარტნიორებთან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების სფეროში ახალი შეთანხმებები გამოაცხადა.

22 თებერვალი 2024, 00:51

კულტურა

Linkin Park-ი ჩესტერ ბენინგტონის ვოკალით აქამდე უცნობ სიმღერას გამოუშვებს

ჩესტერ ბენინგტონმა თავი 2017 წლის 20 ივლისს მოიკლა. ამის შემდეგ ჯგუფს ახალი მასალა არ გამოუშვია, მაგრამ შარშან ალბომ Meteora-ს იუბილეს აღსანიშნავად, ჩესტერთან ერთად ჩაწერილი აქამდე უცნობი სიმღერა და ვიდეორგოლი გამოუშვეს.

22 თებერვალი 2024, 00:30

კულტურა

სემ მენდესი The Beatles-ის წევრებზე ფილმებს გადაიღებს

მენდესი ასევე პროექტის პროდიუსერი იქნება. პროექტის იდეა მენდესს 1 წლის წინ გაუჩნდა. მას უნდა 4 სურათში ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნის, რინგო სტარისა და ჯორჯ ჰარისონის ისტორიები გადმოსცეს, რომლებიც ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული. რეჟისორს უკვე აქვს ეკრანიზაციის უფლებებიThe Beatles-ის სტუდიისგან Apple Records, მაკარტნისგან, სტარისგან და გარდაცვლილი ლენონისა და ჰარისონის ოჯახებისგან.

რიანა და A$AP Rocky

22 თებერვალი 2024, 00:12

კულტურა

A$AP Rocky-ს განცხადებით, რიანა ახალ ალბომზე მუშაობს

რეპერმა A$AP Rocky-მ განაცხადა, რომ მისმა პარტნიორი რიანა ახალ ალბომზე მუშაობს. ვიდეო, რომელშიც მუსიკოსი ამაზე საუბრობს სოციალურ ქსელში Х გამოქვეყნდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 თებერვალი 2024, 00:06

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულის დასაწყისში იქნება მზად

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულის დასაწყისში იქნება მზად.

დიმიტრი ხუნდაძე

21 თებერვალი 2024, 23:58

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, მას შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ დაიბრუნოს ხელისუფლება და თავისი ჩვეული დესტრუქციული, მავნებლური პოლიტიკა გაატაროს

რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, მას შემდე „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ დაიბრუნოს ხელისუფლება და თავისი ჩვეული დესტრუქციული, მავნებლური პოლიტიკა გაატაროს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

21 თებერვალი 2024, 23:56

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: გიორგი ვაშაძე ჩაჭიდებულია იმას, რომ თითქოს 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გაიქცა. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გავიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არავინ დაბრუნებულა

გიორგი ვაშაძე ჩაჭიდებულია იმას, რომ თითქოს 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გაიქცა. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გავიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არავინ დაბრუნებულა - თავად ვაშაძეც არის ამ 800 000-ში უკვე რამდენჯერმე ნამყოფი, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

21 თებერვალი 2024, 23:48

მსოფლიო

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო: უკრაინის სპეცსამსახურები ამოწმებენ გავრცელებულ ინფორმაციას ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის სპეცსამსახურები ამოწმებენ გავრცელებულ ინფორმაციას ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ.

დიმიტრი ხუნდაძე

21 თებერვალი 2024, 23:46

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: გლობალური ომის პარტიაში უპირატესობას მაინც სალომე ზურაბიშვილს ანიჭებენ და ამზადებენ, რომ „ლელოს“ შეუერთონ

„მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტირებულია, მისი წარსული ძალიან მძიმეა და მისმა დანაშაულებმა ის ძალიან მყარად გაჭედა საპყრობილეში - სრულიად კანონიერად. მისი გათავისუფლება ძალიან რთული იქნება, თუმცა ამის სქემაც არსებობს - თუკი დაუკვეთენ, სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ, დღეს-დღეობით უპირატესობას მაინც სალომე ზურაბიშვილს ანიჭებენ და ამზადებენ, რომ „ლელოს“ შეუერთონ. ახლა „ლელოს“ მეტად ახლოს წევენ სალომე ზურაბიშვილთან, მაგრამ მიდის ასევე დაკვირვება, რომ გვარამია და მელია ერთმანეთს შეუერთდნენ, თუ შეძლებენ 5%-იანი ბარიერის გადალახვას“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

21 თებერვალი 2024, 23:45

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი უფრო მეტად გამოიკვეთება სარგებლიან ლიდერად „ნაცმოძრაობის“ გადარჩენისათვის - სააკაშვილი თუ ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი უფრო მეტად გამოიკვეთება სარგებლიან ლიდერად „ნაცმოძრაობის“ გადარჩენისათვის - სააკაშვილი თუ ზურაბიშვილი, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

21 თებერვალი 2024, 23:36

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ალიანსში წარმოდგენილი აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო და ასევე ევროკავშირის აბსოლუტურად ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მადლიერები ვართ და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი გაგრძელდეს. იმიტომ რომ ჩვენთვის, არაღიარების პოლიტიკა არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით შედეგების დასადებად ამ სახელმწიფოების მხარდაჭერა და პარტნიორობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანი

21 თებერვალი 2024, 23:35

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატოში ან ევროკავშირში ინტეგრაციაზე, პრაქტიკულად, საქართველო დღეს იყენებს ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს, რომელიც ხელმისაწვდომია უკვე წევრი სახელმწიფოებისთვის

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატოში ან ევროკავშირში ინტეგრაციაზე, პრაქტიკულად, საქართველო დღეს იყენებს ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს, რომელიც ხელმისაწვდომია უკვე წევრი სახელმწიფოებისთვის, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

21 თებერვალი 2024, 23:33

თავდაცვა

ირაკლი ჩიქოვანი: ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო არ არის მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი სახელმწიფო, ჩვენ რეგიონში ალიანსის ერთ-ერთი სანდო დასაყრდენი პარტნიორი ვართ

ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, რომელიც ყოველწლიურად ვითარდება. ფატია, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნიან ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

21 თებერვალი 2024, 23:27

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ძალიან პოზიტიურად და დადებითად შეიძლება შეფასდეს ნატო-საქართველოს კომისიის დღევანდელი სხდომა

„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან, როგორც პრესკონფერენციაზე, ასევე შეხვედრის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც სხვადასხვა კონკრეტულ პროგრამაში გამოიხატება. ბევრი ინსტრუმენტია, როგორც პოლიტიკური, ასევე კონკრეტული მხარდაჭერის, რომლებსაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად ვიყენებთ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ენტონი ბლინკენი ლულა და სილვა

21 თებერვალი 2024, 23:22

მსოფლიო

ენტონი ბლინკენმა ბრაზილიის პრეზიდენტს განუცხადა, რომ აშშ არ ეთანხმება მის განცხადებას, რომელიც ღაზაში ისრაელის ქმედებებს ჰოლოკოსტს ადარებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრაზილიის პრეზიდენტს, ლულა და სილვას განუცხადა, რომ აშშ არ ეთანხმება ბრაზილიის ლიდერის განცხადებას, რომელიც ღაზაში ისრაელის ქმედებებს ჰოლოკოსტს ადარებს.

თამთა მეგრელიშვილი

21 თებერვალი 2024, 23:11

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი თემურ ჯანაშიას: გაუგებარია, როგორ გესახებათ სააკაშვილის მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში, მან ხომ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და ახლა გინდათ ანტისახელმწიფოებრივ, გაცხადებულ რევოლუციურ ქმედებებში ჩართოთ?

„ბატონო თემურ, მინიმუმ პოლიტიკური უხერხულობაა ისაუბროთ მიხეილ სააკაშვილის უდანაშაულობაზე. გთხოვთ დაასახელოთ ერთი სამართლებრივი საფუძველი მაინც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უდანაშაულობას დაამტკიცებს. ასევე გაუგებარია, როგორ გესახებათ მისი მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში, მან ხომ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და ახლა გინდათ ის ანტისახელმწიფოებრივ გაცხადებულ რევოლუციურ ქმედებებში ჩართოთ?! თქვენი განცხადებები არის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებების ანულირების უნიჭო მცდელობა და ხაზს უსვამს იმას, რომ თქვენ საქართველოს კანონმდებლობას საერთოდ არ იცნობთ. მინაწერი: თქვენ გენერალ-მაიორი ბრძანდებით და თქვენგან ეს უმეცრება მივიღოთ თუ პოლიტიკურ დაკვეთას მივაწეროთ?!“-წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

21 თებერვალი 2024, 22:37

კულტურა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული დელეგაციის წევრების შეხვედრებმა უცხოელ კოლეგებთან კვლავ დიდი წარმატებით ჩაიარა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, კობა ხუბუნაიას, ხელმძღვანელობით ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა, ქართველმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა, მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს „ევრიმაჟის“ წარმომადგენელ ალექს ტრაილასთან, რომელთან ერთად განიხილეს „ევრიმაჟის“ ახალ საკონკურსო პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის საკითხი, რომელიც გულისხმობს სატელევიზიო სერიალების - თანამშრომლობით შექმნილი პროდუქციების - მხარდაჭერას.

გია აბაშიძე

21 თებერვალი 2024, 22:23

პოლიტიკა

გია აბაშიძე: როგორი ანომალიაა, როცა ოფიცერი კაცი, ნაცდეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია სექტის დავალებით, უტიფრად ითხოვს კანონდარღვევას

როგორი ანომალიაა, როცა ოფიცერი კაცი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, ნაცდეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია სექტის დავალებით, უტიფრად ითხოვს კანონდარღვევას. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში საარჩევნო ხმა არ აქვს, შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას იმის შესახებ, რომ „სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება რევოლუციურ წინაპროცესში მონაწილეობა მიიღოს“.