07 დეკემბერი 2023, 16:59 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე გახარიაზე: ფეიკ კამპანიით ცდილობს ავტორიტეტის მოპოვებას და იმას ვერ ხვდება, რომ მატყუარებს და მოღალატეებს ქართველები ვერ ვიტანთ - საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მოღალატეს, მატყუარას და თაღლითს აღიარება ვერასდროს ექნება

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

გახარიას, მოღალატე ადამიანს არაფერს ვუპასუხებ. თქვენ გიპასუხებთ, რომ გახარიას ეს პოზიცია არის ყველაზე მდაბიო, ბინძური ფეიკი, რომელიც გამოიგონა იმიტომ, რომ გუშინწინ თუ იმის წინ დააბრეხვა რაღაც ოცდახუთი ადამიანიო და ორი დღე ვაწვებოდით, უკაცრავად ჟარგონისთვის, გამოექვეყნებინა სია და გამოაქვეყნა სისულელე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გიორგი გახარიას გუნდის მიერ გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, გიორგი გახარია დღემდე აგრძელებს ღალატს და ასეთი ბინძური კამპანიით ცდილობს ავტორიტეტის მოპოვებას.

მისივე თქმით, ავტორიტეტი ჰქონდა მაშინ, როდესაც თურმე თამაშობდა და თამაშის პირობებში ლაპარაკობდა სიმართლეს, რაც იყო ქვეყნისთვის მომგებიანი და პოზიტიური.

„წარმოუდგენელი სისულელე გამოაქვეყნა. მოუწია, იმიტომ, რომ ეგონა დარჩებოდა ისე. თან პიარულად რა სისულელეებს აკეთებენ. წარმოიდგინეთ, ოცდახუთი მგონი მისი საარჩევნო ნომერია, თან იფიქრა, ჩემს ნომერს გავარეკლამებო ქვეცნობიერად, ოცდახუთ სიტყვას ჩავდებო და თან ოცდახუთ ოჯახს დავაბრალებ, არავინ მკითხავს სახელ და გვარებს და ვიძახებ მთელი წელიო. მერე მოვუწოდეთ, აბა თქვი ვინ არის ეს ოცდახუთი და ილაპარაკა სისულელეები. ღალატის ნაწილია, ადამიანი აგრძელებს ღალატს დღემდე. გუნდში იყო, საუბრობდა სწორ რაღაცებს, თურმე მაშინაც თამაშობდა. შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს ადამიანსო ხომ გაგიგიათ, მას არ ჰქონია საერთოდ შუბლის ძარღვი რა გაუწყდებოდა და ასეთი ბინძური, ფეიკ კამპანიით ცდილობს ავტორიტეტის მოპოვებას და იმას კი ვერ ხვდება, რომ მატყუარებს და მოღალატეებს ქართველები ვერ ვიტანთ და ეს არის სიმართლე. იყოს თავისთვის, კი ბატონო, ამ ქვეყანაში არავინ არაფერს დაუშავებს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მოღალატეს, მატყუარას და თაღლითს აღიარება ვერ ექნება ვერასდროს და ამით თუ უნდა ფონს გავიდეს ვერ მივართვით, რომ გახარია ღალატის და ტყუილების ფონზე გახდეს ავტორიტეტული. ავტორიტეტი ჰქონდა მაშინ, როდესაც თურმე თამაშობდა და თამაშის პირობებში ლაპარაკობდა სიმართლეს, რაც იყო ქვეყნისთვის მომგებიანი და პოზიტიური. ახლა, როცა თავის თავი გამოაჩინა ადამიანმა, რა დარჩა მისგან ძალიან კარგად ხედავთ“, - განახადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

გაბრიელ ატალი

28 თებერვალი 2024, 19:19

პოლიტიკა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, საფრანგეთსა და საქართველოს ევროპული მომავალი აკავშირებთ.

28 თებერვალი 2024, 18:36

პოლიტიკა

რუსლან აბაშიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მელინე არაკელიანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

28 თებერვალი 2024, 18:30

სამართალი

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2024, 18:07

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ინტერესია, არჩევნები კარგად ჩატარდეს, მათ შორის იმიტომ, რომ არჩევნებს დიდი სხვაობით ვიგებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალ პარლამენტში გვეყოლება სავარაუდოდ უფრო მეტი დეპუტატი

როდესაც დეზინფორმაცია შიდა აქტორებიდან მოდის, ეს კიდევ უფრო მძიმე და დამღუპველია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გავამახვილოთ ნებისმიერი ტიპის დეზინფორმაციაზე, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას არჩევნების კარგად ჩატარებას, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

28 თებერვალი 2024, 18:06

საზოგადოება

სახელმწიფო მინისტრის აპარატი: გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო მინისტრმა „მეტას“ პლატფორმებზე პოლიტიკური რეკლამის მიზნით $28 864 დახარჯა. სინამდვილეში დაიხარჯა $736

„სწორედ ამ უმთავრესი მიზნის მისაღწევად განხორციელდა კამპანია „ქართული ენა გვაერთიანებს“, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ენის შესწავლის მნიშვნელობის ხაზგასმისა და პოპულარიზაციის, ისევე როგორც ქართული ენის შესწავლის არსებულ შესაძლებლობებზე არაქართულენოვანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, „მეტას“ პლატფორმაზე განთავსებულ იქნა ზემოაღნიშნული ღირებულების შესაბამისი ვიდეო-რგოლები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2024, 18:05

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ქართული ჯარის პროფესიონალიზმი და მისი საბრძოლო მომზადების დონე არის ძალიან მაღალი

„რაც შეეხება სამხედრო თანამშრომლობა არის ძალიან მაღალ დონეზე და ეს არ გამოიხატება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლაში მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე ნატოს მისიებში, არამედ ეს გამოიხატება აშშ-ს მიერ ქართული ჯარის დახმარების საკითხებში“.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2024, 18:01

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მე ვერ ვხედავ ვერანაირ ბარიერს იმისათვის, თუ რატომ არ შეიძლება იყოს პირდაპირი ფრენები ამერიკასთან

„არის რაღაც კონკრეტული თემები, რომელზეც შეიძლება მალევე დადგეს შედეგი და არის თემები, რომელთაც უფრო დიდი დრო დასჭირდება. მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში უვიზო მიმოსვლასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ამერიკასთან. თუმცა, მაგალითად პირდაპირ ფრენებზე მე ვერ ვხედავ ვერანაირ ბარიერს იმისათვის, თუ რატომ არ შეიძლება იყოს პირდაპირი ფრენები. არც ჩვენთან და არც ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო ავიაკომპანიები არ არსებობს და ესენი არის ყველა კერძო, კომერციული სტრუქტურები. თუმცა, როგორც ჩვენ, ასევე ამერიკის მხარემ უნდა დავაინტერესოთ კერძო ავიახაზები, რომ მათ პირდაპირი რეისები გახსნან და ამ მხრივ ჩვენ გვქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ დავაინტერესოთ კერძ ავია გადამყვანები. პირდაპირ ფრენებს მოაქვს უფრო მეტი ხალხთაშორისი კონტაქტი, უფრო მეტი ტურისტი და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ამერიკიდან უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში, ვიდრე დღეს ჩამოდის და უფრო მეტმა ამერიკელმა გაიცნოს ჩვენი ქვეყანა. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დიასპორისთვის, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს“, - აღნიშნა სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2024, 17:58

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: რობინ დანიგანის განცხადებით, ის ცდილობს, მოიძიოს ყველაზე უფრო ეფექტიანი გზა, რომ ქართულ კომპანიებს უფრო მეტად გაეხსნათ გზა ამერიკულ ბაზარზე სავაჭროდ

აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა თქვა, რომ ის ცდილობს, მოიძიოს ყველაზე უფრო ეფექტიანი გზა, რომ ქართულ კომპანიებს უფრო მეტად გაეხსნათ გზა ამერიკულ ბაზარზე სავაჭროდ, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2024, 17:55

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: თუ მყისიერად არ მოიხსნება სავიზო მიმოსვლა აშშ-თან, გამარტივდეს მაინც

„უვიზო მიმოსვლა ცოტა უფრო რთული საკითხია, თუმცა, ჩვენ გვსურს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდეთ ისეთივე მიდგომა საქართველოს მიმართ, როგორიც აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ. თუ მყისიერად არ მოიხსნება სავიზო მიმოსვლა, გამარტივდეს მაინც. ჩვენს მოქალაქეებს არ უნდა უწევდეთ თვეობით და წლობით საკონსულოს რიგში დგომა, რომ ვიზა მიიღონ. ესეც არის მნიშვნელოვანი საკითხი და [აშშ-ის] ელჩმაც თქვა თავის გამოსვლაში, რომ ამ საკითხს ძალიან ყურადღებით მიხედავენ და იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა გაუმარტივდეთ, ყველაფერს გააკეთებენ. საბოლოო მიზანი მაინც უვიზო მიმოსვლაა“, - აღნიშნა სამხარაძემ.

28 თებერვალი 2024, 17:50

საზოგადოება

ოთარ შამუგია USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 1000-ზე მეტმა საწარმომ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო; დაინერგა სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები; საწარმოებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს წარმოება და რეალიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის განვითარება. მიმდინარე წელს, ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად, 15-მდე პროექტს ვახორციელებთ, რაც ღირებულებათა ჯაჭვის ფაქტობრივად მთელ სპექტრს მოიცავს. პარტნიორებთან ერთად განხორციელებული პროექტები, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გაცილებით უფრო ეფექტიანს ხდის. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ ფერმერებს აწარმოონ ხარისხიანი ქართული პროდუქცია და იყვნენ უფრო კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე“, - განაცხადა შამუგიამ.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2024, 17:49

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ელჩის მხრიდან ჩვენ ვნახეთ გულწრფელი მზაობა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მისი ელჩობის პერიოდში ახალ დონეზე გადავიდეს

ელჩის მხრიდან ჩვენ ვნახეთ გულწრფელი მზაობა იმისა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მისი ელჩობის პერიოდში ახალ დონეზე გადავიდეს, მეტად გაღრმავდეს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

დავით ქართველიშვილი

28 თებერვალი 2024, 17:48

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ნინო ლომჯარიაზე: ლეონიდ ილიას ძემდე მას ჯერ ბევრი აკლია, თუმცა ახალგაზრდაა და ყველაფერი წინა აქვს

„დღეს ნინო ლომჯარიამ შალვა პაპუაშვილი მის არაჯეროვან დაფასებაში შეარცხვინა და მას თავისი „ჩინ-მედლების“ ნუსხა და აღიარებების დონე შეახსენა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჯილდო, საფრანგეთის ღირსების ორდენი, მსოფლიო ომბუდსმენთა გაერთიანების მმართველი საბჭოს წევრობა“

28 თებერვალი 2024, 17:36

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია აშშ-ს მხარდაჭერა, მათ შორის სოფლის მეურნეობის რეფორმირების კუთხით

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ევროპაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა საქართველოში ევროპული სტანდარტების შესაბამისი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

28 თებერვალი 2024, 17:29

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მოუსმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს მოუსმინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

28 თებერვალი 2024, 17:14

მსოფლიო

Lufthansa-ს თანამშრომლებმა სამდღიანი გაფიცვა დაიწყეს

გერმანიაში Lufthansa-ს თანამშრომლებმა სამდღიანი გაფიცვა დაიწყეს. ავიაკომპანიის ტექნიკური განყოფილების თანამშრომლები ანაზღაურების მომატებას ითხოვენ. გაფიცვის შესახებ თანამშრომლებმა ავიაკომპანიას მხოლოდ 12 საათით ადრე აცნობეს. Lufthansa-ს წარმომადგენლების განცხადებით, ეს მათი მხრიდან უპასუხისმგებლო ნაბიჯია.

28 თებერვალი 2024, 17:05

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების ანგარიშები ცნობად მიიღო

„ღირებული და მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა მრავალმხრივ ფორმატებში, რაც განსაკუთრებული შესაძლებლობაა გლობალური გამოწვევების განხილვისთვის, სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისადმი მხარდაჭერის გაძლიერებისთვის. აღნიშნული ფორმატები მნიშვნელოვანია, რადგან გვეძლევა კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა ისეთ პარლამენტებთან, რომლებთანაც გეოგრაფიულად წვდომა ადვილი არ არის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

გია აბაშიძე

28 თებერვალი 2024, 16:53

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (ე.წ. რუსული) კანონი აღარაა საჭირო, იმდენად უხეში გახდა მეხუთე კოლონის ანგარებიანი დესტრუქცია და მათი ინტენსიური მხილება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებებს ეხმიანება, რომელიც საზღვარგარეთიდან ოპოზიციის დიდი ნაწილის დაფინანსებას ეხება.

28 თებერვალი 2024, 16:39

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თამარ ჩიბურდანიძე

28 თებერვალი 2024, 16:22

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: „ლელოს“ შეეშალა, ნუ გაკიცხავთ, 0,70% გულისხმობდნენ, ამდენ ხმას კი ნამდვილად აიღებენ. ამომრჩევლის 70%-თან კი უკვე შეკრა ხანგრძლივი ალიანსი ხელისუფლებამ

მისივე თქმით, „ლელოს“ არჩევნებში მონაწილეობის გარეშე შეუძლია სახლში წავიდეს, რადგან მათი მარცხი გარდაუვალია. „ამას რომ ხვდებიან, იმიტომ აკეთებენ არითმეტიკაში დაკარგულ სასაცილო განცხადებებს,“ - აღნიშნა მან.

ლევან ნიკოლეიშვილი

28 თებერვალი 2024, 16:14

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: რუსეთზე რომ სანქციების დაწესებამ ბრძოლის სურათი არ შეცვალა ფაქტია, მით უფრო თუ დასავლეთი პარალელურ რეჟიმში მასთან გარკვეულ სამარცხვინო სავაჭრო ურთიერთობებშია

მიუხედავად იმისა, ვინ რა ციფრს დაასახელებს და საინფორმაციო ომს რა დონეზე გაშლის, თუ უკრაინა დროულად ვერ მიიღებს დახმარებას რუსეთი შეძლებს კიდევ უფრო წინ წაიწიოს, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.