imedi /  08 დეკემბერი 2023, 12:06 / სანდო წყარო

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ შევძელით ის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და თან ვიღებთ კანდიდატის სტატუსს

გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

ის, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მზად არიან, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდეს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთან დაკავშირებით, უკვე გაცხადებულია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მოყვა ხელისუფლებისგან პრაგმატული და ადეკვატური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, რის შედეგადაც საქართველო დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

„ის, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მზად არიან, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდეს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთან დაკავშირებით - უკვე გაცხადებულია. ჩვენ შევძელით ის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და თან ვიღებთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის ყველაზე მძლავრი იარაღი და შედეგი იმისა, რა ნაბიჯებიც თავის დროზე გადავდგით ჩვენ „ხალხის ძალამ“ და ამას მოყვა მთავრობის ადეკვატური და პრაგმატული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა“, -განაცხადა მაჭარაშვილმა.

ყველა სიახლე

21 თებერვალი 2024, 16:02

პოლიტიკა

ასოცირების საბჭო: ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და მიესალმა საქართველოს მზარდ ექსპორტს ევროკავშირში

ასოცირების საბჭო მიესალმა COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას და ასევე ქვეყნის მშპ-ს მაჩვენებლის ზრდას. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რამაც შესაძლებელი გახადა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომით გამოწვეული შოკის წარმატებით გადალახვა, - ამის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.

21 თებერვალი 2024, 16:01

პოლიტიკა

ასოცირების საბჭო: ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მზაობასა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მზაობასა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში „Roam like at Home“ ინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.

21 თებერვალი 2024, 15:59

პოლიტიკა

ასოცირების საბჭო: ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა რიგ სფეროებში და წარმატებით მოახდინა თავისი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან ბევრ სექტორში

ხაზი გაუსვა რა დეზინფორმაციის, ანტი-ევროპული რიტორიკისა და გარე ძალების მიერ საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ამ მიმართულებით არსებითი ნაბიჯების გადადგმისკენ და ამავდროულად, მხედველობაში მიიღო მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული ძალისხმევა.

21 თებერვალი 2024, 15:59

პოლიტიკა

ასოცირების საბჭო: ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების კუთხით

ასოცირების საბჭო მიესალმა ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული ცხრა ნაბიჯი განხორციელდება, - ამის შესახებ ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დოკუმენტშია ნათქვამი.

21 თებერვალი 2024, 15:58

რეგიონი

ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია დაიწყო

რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, პარკის გეგმარება რჩება უცვლელი და განახლდება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა, სადაც გამოყენებული იქნება მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, ასევე დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, ტერიტორიას დაემატება ახალი ხე-მცენარეები, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

21 თებერვალი 2024, 15:50

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: გვარამია ამბობს, რომ გახარიასთან გაერთიანდება, თან „ნაცი“ არ არის, მაგრამ „ნაცებთან“ გაერთიანდება, ასეთი უცნაური სქემა მარტო იმაზე მიუთითებს, რომ უბრალოდ, ამომრჩეველს ატყუებენ

გვარამია ამბობს, რომ გახარიასთან გაერთიანდება, თან "ნაცი" არ არის, მაგრამ "ნაცებთან" გაერთიანდება - აი ასეთი უცნაური სქემა მარტო იმაზე მიუთითებს, რომ უბრალოდ, ამომრჩეველს ატყუებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

21 თებერვალი 2024, 15:37

მსოფლიო

„კონფლიქტის შეიარაღების კვლევის“ ბრიტანული საგამოძიებო ორგანიზაცია: რუსეთის მიერ უკრაინაში გასროლილი რაკეტა ამერიკულ და ევროპულ საწარმოებში დამზადებულ ასობით კომპონენტს შეიცავდა

ანგარიშის თანახმად, დეტალურად შეისწავლეს 2024 წლის იანვარში, ხარკოვში ჩამოვარდნილი ჩრდილოეთ კორეული რაკეტის 290 ნამსხვრევი, მათგან 75 პროცენტი ამერიკის კომპანიების მიერ შექმნილია და გაყინული, რუსეთის მიერ გამოყენებული რაკეტის კომპონენტების 16 პროცენტი კი ევროპულ საწარმოებს უკავშირდება

კირილ ბუდანოვი

21 თებერვალი 2024, 15:33

მსოფლიო

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: რუსეთს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე კონტროლის დასამყარებლად ძალები არ ჰყოფნის

კირილ ბუდანოვის თქმით, ორწლიანი ომის შედეგად, ოკუპანტის არმია ცოცხალი ძალისა და ტექნიკის ნაკლებობას განიცდის და ამის გამო რთულ ვითარებაშია. გამოცემა წერს, რომ თუ უკრაინა 2024 წელს ფრონტის ხაზზე პოზიციების შეინარჩუნებს, მოწინააღმდეგის არმიის გამოფიტვას და საკუთარი ძალების აღდგენას შეძლებს. 2025 წელს კი ახალი კონტრიერიშის დაწყების საშუალება მიეცემა.

21 თებერვალი 2024, 15:31

სამართალი

პროკურატურამ ოჯახური ძალადობის ფაქტზე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახური ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი

21 თებერვალი 2024, 15:29

პოლიტიკა

ლაშა ხუციშვილი „ლელოს“ 1000-ლარიან პენსიაზე: ის იდეები და მოსაზრებები, რასაც ამ პოლიტიკური ჯგუფისგან ვისმენთ, მხოლოდ გაანახევრებს ბიუჯეტს არათუ გაზრდის

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარტია „ლელოს“ 1000-ლარიანი პენსიის დაპირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს იდეა ემსახურება საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

21 თებერვალი 2024, 15:26

თავდაცვა

თავდაცვის ძალების მეთაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

„შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მხრიდან გაწეული მხარდაჭერა, მათ შორის, სამხედრო განათლების, ერთობლივი სწავლებების, ექსპერტული, მატერიალურ-ტექნიკური და სხვადასხვა მიმართულებით თურქეთის კონტრიბუცია, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში აღმოჩენილი დახმარება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიქტორ ჯაფარიძე

21 თებერვალი 2024, 15:24

პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძე: სალომე ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, მე ნიკა გვარამიას დავეთანხმები მის გამონათქვამებში

„სალომე ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, მე ნიკა გვარამიას დავეთანხმები მის გამონათქვამებში, ეს ერთი. მეორე, მიხეილ სააკაშვილზე დიდი დამნაშავე ქართულ საპყრობილეს არ ჰყოლია და ქართულმა ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და გადააბრძანოს საკანში, სადაც არის მისი ადგილი“

21 თებერვალი 2024, 15:22

ეკონომიკა

განახლებადი ენერგია და შუა დერეფნის პოტენციალი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იაპონიის ელჩთან განიხილეს

„უცხოელ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრიორიტეტს წარმოადგენს. შეხვედრა შედგა იაპონიის ელჩთან იშიძუკა ჰიდეკთან, სადაც საუბარი შეეხო განახლებადი ენერგიების პროექტებსა და შუა დერეფნის მნიშვნელობას. ვფიქრობ, მსგავსი სახის პარტნიორული ურთიერთობები ხელს შეუწყობს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას, რადგან მსგავსი კომუნიკაცია განაპირობებს პირდაპირ ბიზნეს კავშირებსა და პოტენციურ თანამშრომლობას“

21 თებერვალი 2024, 15:17

კულტურა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული დელეგაციის წევრები „ევრიმაჟის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

შეხვედრაზე განიხილეს „ევრიმაჟის“ - „სერიალების ერთობლივი პროდუქციის საპილოტე პროგრამაში“ საქართველოს გაერთიანება, რაც ახალი ქართული სერიალების დაფინანსებას გულისხმობს.

თემურ მღებრიშვილი

21 თებერვალი 2024, 15:17

სამართალი

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი დაიკითხა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, მას მუშაობისას კერძო, ფარული, ან ღია ხარჯები არ გაუწევია.

თეიმურაზ ჯანაშია

21 თებერვალი 2024, 15:16

სამართალი

თეიმურაზ ჯანაშია: ბოტოქსი იყო ის, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას ესაჭიროებოდა

„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს არასდროს შეუსრულებია უკანონო გადაწყვეტილება. ბოტოქსი იყო ის საჭიროება, რაც პრეზიდენტის ჯანმრთელობას სჭირდებოდა. ეს დაადასტურა მოწმემ, რომელიც პროკურატურამ მოიწვია სასამართლოზე, მან დაადასტურა, რომ ამ სახის მანიპულაციები, ეს ბოტოქსი იქნებოდა, თუ სხვა, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა",- განაცხადა ჯანაშიამ.

21 თებერვალი 2024, 15:15

სამართალი

როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე, ბრალდების და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვებით წარდგებიან

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და მკვლელობაში ბრალდებულების, კუდის ყოფილი სპეცრაზმელების პროცესზე ნაფიცი მსაჯულების წინაშე, ბრალდების და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვებით წარდგებიან.

21 თებერვალი 2024, 15:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, შეხვედრაზე შევაჯამეთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დღეს შეხვედრა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან. შეხვედრაზე შევაჯამეთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და მიმოვიხილეთ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ დაუშვილი

21 თებერვალი 2024, 15:04

პოლიტიკა

მიხეილ დაუშვილი: ნაცმოძრაობასთან, მათ შორის ნიკა გვარამიასთან, არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ, ჩვენს პარტიას არ ექნება არავითარი კავშირი და თანამშრომლობა

ნაცმოძრაობასთან, მათ შორის ნიკა გვარამიასთან, არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ, ჩვენს პარტიას არ ექნება არავითარი კავშირი და თანამშრომლობა, რადგან ჩვენ შორის არის ღირებულებითი სხვაობები როგორც წარსულთან, ისე აწმყოსთან და მომავალთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბექა ოდიშარია

21 თებერვალი 2024, 15:04

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: არ ვიცი, ნიკა გვარამია ვის დავალებას ასრულებს, ვის ინსტრუქციას მიჰყვება, როგორ მოხდა მისი ასეთი რეინკარნაცია

არ ვიცი, ნიკა გვარამია ვის დავალებას ასრულებს, ვის ინსტრუქციას მიჰყვება, როგორ მოხდა მისი ასეთი რეინკარნაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.