„ხალხის ძალა“: ოპოზიცია რევოლუციის მორიგ მცდელობას შემოგვთავაზებს, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებების გახსნის თემით მანიპულირება, მთავარია, ხალხმა ყურადღება არ მოადუნოს

ფოტო: „ხალხის ძალა“
სწორედ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალა იყო, რამაც ჩვენს ქვეყანას თავიდან აარიდა უკრაინიზაცია, მშვიდობა შეუნარჩუნა, მეორე მხრივ, კანდიდატის სტატუსიც მიაღებინა, – ამის შესახებ ნათქვამია მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
„კიდევ ერთხელ გვინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს მივულოცოთ კანდიდატის სტატუსი, რომელიც სახელმწიფო ინტერესებისათვის ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ორწლიანი წარმატებული ბრძოლის შედეგია. კანდიდატის სტატუსის თემამ, რომელიც „გლობალური ომის პარტიამ“ უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხ დღეში საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაძლიერებლად მოიგონა, საბოლოოდ დაკარგა რევოლუციური აქტუალობა, რაც ქართველი ხალხის გონიერებისა და ხელისუფლების პრინციპულობის დამსახურებაა. გავკადნიერდებით და ვიტყვით, რომ ამ შედეგის დადგომაში განსაკუთრებული წვლილი ჩვენ – „ხალხის ძალას“ მიგვიძღვის. რომ არა სიმართლე, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში საზოგადოებას ვეუბნებოდით, ქართველი ხალხი ვერ აღიჭურვებოდა იმ იარაღით, რომელიც უმძიმეს ზეწოლასთან გასამკლავებლად იყო აუცილებელი. საზოგადოებას განვუმარტეთ სიმართლე, რომ კანდიდატის სტატუსს არც რაიმე ფინანსურ-ეკონომიკური სარგებელი უკავშირდებოდა და არც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას აჩქარებდა. ამ ფონზე, სტატუსის თემა ერთადერთ მიზანს – სტატუსის არმოცემის პირობებში, საქართველოში რევოლუციის მოწყობასა და ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას ისახავდა. იმის გამო, რომ ხალხს სიმართლე გავაგებინეთ, ამ თემამ რევოლუციური მუხტი სრულად დაკარგა. საბოლოოდ, კანდიდატის სტატუსი იმიტომ მოგვენიჭა, რომ ის, როგორც ხელისუფლების გადატრიალების ინსტრუმენტი, „გლობალური ომის პარტიისთვის“ სრულად გაუფასურდა. სწორედ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალა იყო ის, რამაც ჩვენს ქვეყანას, ერთი მხრივ, უკრაინიზაცია აარიდა თავიდან და მშვიდობა შეუნარჩუნა, მეორე მხრივ, კანდიდატის სტატუსიც მიაღებინა“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპოზიცია საარჩევნო წელს საზოგადოებას რევოლუციის მორიგ უპერსპექტივო მცდელობას შესთავაზებს, რის გამოც ხალხმა ყურადღება არ მოადუნოს.
„ ახლა მთავარია, ხელისუფლებამ და ხალხმა ეიფორიის გამო ყურადღება არ მოვადუნოთ და რაიმე შეცდომა სამომავლოდ არ დავუშვათ. მომავალ წელს ტარდება საპარლამენტო არჩევნები და ცხადია, ოპოზიცია, რომელსაც არჩევნების მოგების არავითარი რესურსი არ აქვს, რევოლუციის მორიგ უპერსპექტივო მცდელობას შემოგვთავაზებს. „ენჯეოები“ კიდევ ერთხელ გამოფენენ მტკიცებულებების გარეშე მრავალგზის ნახმარ და გაცვეთილ ფრაზებს მოსყიდვის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, „ნაცმოძრაობა“ არ შევა პარლამენტში და მოითხოვს რიგგარეშე არჩევნებს. შემდეგ საქმეში ჩვენი დაუძინებელი გარემეგობრებიც ჩაერთვებიან და ეცდებიან, ევროკავშირის თემა რევოლუციური სცენარისთვის კიდევ ერთხელ გამოიყენონ. მართალია, კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, მაგრამ უკრაინას და მოლდოვას ჩვენზე ადრე გაუხსნეს მოლაპარაკებები, რითაც ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების დაკნინება სურდათ, თუმცა მოლაპარაკებების გახსნის თემამ მათთვის სასურველი ეფექტი ვერ იქონია და სტატუსის მიღება ვერ გადაფარა. ამ ფონზე, ისინი ყველანაირად ცდილობენ და მომავალშიც ეცდებიან, მოლაპარაკებების თემა კანდიდატის სტატუსის სიმაღლეზე ასწიონ, რომ მასაც რევოლუციური მუხტი შესძინონ. სინამდვილეში, მოლაპარაკებების გახსნის თარიღს არავითარი განსაკუთრებული ფასი არა აქვს. როგორც ცნობილია, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას 5-6 წელი მაინც დასჭირდება. ამ ფონზე, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მოლაპარაკებებს 2024 წელს გაგვიხსნიან და იქიდან 4-5 წელიწადში შევალთ ევროკავშირში, თუ 2025 წელს გაგვიხსნიან და იქიდან 3-4 წელიწადში გავწევრიანდებით. ისიც კარგად გვახსოვს, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან ჩვენზე ადრე დაიწყო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესები, თუმცა საქართველომ სამივე შემთხვევაში დაასწრო უკრაინასა და მოლდოვას, მათზე ადრე გააფორმა ორივე შეთანხმება და მიიღო ვიზალიბერალიზაცია.
მაღალი ალბათობით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ან არჩევნებიდან რამდენიმე დღეში „გლობალური ომის პარტია“ უზრუნველყოფს, რომ ევროკომისიამ გასცეს უარყოფითი რეკომენდაცია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე, ხოლო თუ ოპოზიციამ დეკემბრის შუა რიცხვებამდე მცირე მუხტი მაინც შეინარჩუნა – ევროპულ საბჭოსაც ათქმევინებენ უარს მოლაპარაკებების გახსნაზე. საბოლოოდ, ყველაფერი ხალხის რეაქციაზე იქნება დამოკიდებული. თუ ოპოზიციის მცდელობა იმთავითვე ჩავარდება, უკვე მომავალი წლის დეკემბერში გაიხსნება მოლაპარაკებები, ხოლო თუ ოპოზიციას მუხტი 2-3 თვე შემორჩება, მოლაპარაკებებს 2025 წელს გაგვიხსნიან. მთავარია, როგორც უკვე ითქვა, ხალხმა ყურადღება არ მოადუნოს. პრევენციაზე მუშაობა დღეიდან არის საჭირო, რადგან ვხედავთ, რომ მოლაპარაკებების გახსნის თემით მანიპულირება უკვე დაწყებულია. გვჯერა, სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას ვერაფერი მოერევა, რაც კანდიდატის სტატუსის მიღებითაც ძალიან კარგად გამოჩნდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ყველა სიახლე

14 ივნისი 2025, 11:40
რეგიონი
ქუთაისი „გემო ფესტს“ მასპინძლობს
3 დღის განმავლობაში ფესტივალზე მისულ სტუმრებს იმერული სამზარეულოსა და ღვინის დაგემოვნება შეეძლებათ. ფესტივალი ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს

14 ივნისი 2025, 11:28
კულტურა
„მწერალთა სახლში“ ხელოვან ნანა ყაულაშვილის თოჯინებისა და ნაქარგობების გამოფენა და წიგნის „ამბავს გეტყვი“ წარდგენა გაიმართა
ავტორმა წარადგინა საკუთარი წიგნი, რომელიც მოიცავს მის მიერ შექმნილ თოჯინებს, მათზე დაწერილ ზღაპრებსა და სხვა პროზაულ ჩანახატებს, ასევე ნამუშევრებს, რომლებიც მას წლების განმავლობაში დაუგროვდა.

14 ივნისი 2025, 11:17
მსოფლიო
ირანული მედია ორი ებრაული F35 მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება
ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ორი ებრაული F35 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 11:10
რეგიონი
რევაზ სოხაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან და ხარაგაულის მერ კობა ლურსმანაშვილთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

14 ივნისი 2025, 10:58
ჯანდაცვა
14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა - ერთი ადამიანის მიერ, გაღებული სისხლით, სამი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი
14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა, რომლის მიზანიც უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა თუ საჭიროებაზე ცნობიერების ამაღლებაა.

14 ივნისი 2025, 10:55
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი: საქართველო, როგორც შავი ზღვისპირა ქვეყანა, სრულად აცნობიერებს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთო გამოწვევების დაძლევის და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო „გაეროს 2025 წლის ოკეანეების კონფერენციის“ ფარგლებში გამართულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომლის თემაც იყო „თანამშრომლობის ყველა ფორმის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, განსაკუთრებით - რეგიონულ და სუბრეგიონულ დონეზე“.

14 ივნისი 2025, 10:46
სამართალი
პოლიციამ აჭარაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.ბ და 1993 წელს დაბადებული თ.შ. დააკავეს, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 ივნისი 2025, 10:42
სამართალი
იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული ი.ზ. დააკავეს.

14 ივნისი 2025, 10:39
მსოფლიო
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი: ირანზე დარტყმები ოპერატიული და ეროვნული მნიშვნელობისაა
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-მაიორმა თომერ ბარმა ირანის წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკის ობიექტების დაბომბვა ისრაელისთვის ოპერატიული და ეროვნული მნიშვნელობისაა.

14 ივნისი 2025, 10:25
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე: მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას - ვინც ქვეყნის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს, უნდა განეიტრალდეს, დაიწყოს მოლაპარაკებები სამეზობლოსთან უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ, გამკაცრდეს კონტროლი საზღვრებზე
მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას. კაცობრიობა შეიშალა. ამასობაში ევროკავშირი ღრმად არის გადაშეშფოთებული გვარამიას დაპატიმრებით, ვნერვიულობდი, გულის შეტევები არ დამართოდა ტუსკსა და მაკრონს, მაგრამ მათ წინასაინფარქტო მდგომარეობას ნიტროგლიცერინივით მიუსწრო ლატვიის მამაკაცი პრეზიდენტის გათხოვებამ, - წერს ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

14 ივნისი 2025, 10:24
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი გაეროს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო პანელზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიცაში, გაეროს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო პანელზე სიტყვით გამოვიდა. საერთაშორისო პანელის თემა „მდგრადი თევზჭერის მართვის ხელშეწყობა“ იყო.

14 ივნისი 2025, 10:08
ჯანდაცვა
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, მინისტრი ბენეფიციარებს შეხვდა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე შშმ ბავშვთა და შშმ პირთა დღის ცენტრ „ანიკას“ ესტუმრა.

14 ივნისი 2025, 10:05
კულტურა
„თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2025“-ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კამერული და ფოლკლორული მუსიკის საღამო გაიმართა.
„თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2025“-ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კამერული და ფოლკლორული მუსიკის საღამო გაიმართა.

14 ივნისი 2025, 10:00
მსოფლიო
იორდანიამ საჰაერო სივრცე გახსნა
იორდანიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ქვეყნის საჰაერო სივრცე გახსნა მას შემდეგ, რაც ის ისრაელსა და ირანს შორის დაწყებული საომარი მოქმედებების გამო დაკეტილი იყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 09:36
მსოფლიო
„ცაჰალი“: ისრაელის თავდაცვის არმია ირანზე შეტევებს აგრძელებს
ისრაელის თავდაცვის არმიის (“ცაჰალის“) ინფორმაციით, მათი შეიარაღებული ძალები ირანზე შეტევების მიტანას აგრძელებენ.

14 ივნისი 2025, 09:23
საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება 14 ივნისს საქართველოში
14 ივნისს ქუთაისში დღისით +26 და ღამით +18 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექიან ამინდს ვარაუდობენ.

14 ივნისი 2025, 09:00
მსოფლიო
ირანმა გამთენიისას ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების მორიგი ტალღა გაუშვა
ირანის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას ისრაელის მიმართულებით კიდევ ერთი შეტევა დაიწყეს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 08:37
მსოფლიო
ისრაელელი მედიკოსები: ირანის დარტყმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21 დაშავდა
ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურმა - „მაგენ დავიდ ადომ“ ისრაელის ცენტრალური სანაპირო დაბლობის რეგიონზე ირანის შეტევის შედეგად დაშავებულთა მონაცემები განაახლა. მედიკოსების ცნობით, დახმარება 21 დაშავებულს აღმოუჩინეს, რომელთა შორის ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, რამდენიმე სერიოზულადაა დაჭრილი, დანარჩენების მდგომარეობა კი მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმისაა.

14 ივნისი 2025, 08:00
მსოფლიო
რუსულმა ძალებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს
რუსულმა ძალებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს. უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში ღამის განმავლობაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები მუშაობდნენ. საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქის მიმართულებით „შაჰედის“ ტიპის დრონები გაუშვეს.

14 ივნისი 2025, 05:28
მსოფლიო
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა დონალდ ტრამპთან ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე სამხედრო ოპერაცია განიხილა
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე სამხედრო ოპერაცია განიხილა.