ეკა სეფაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: მას მხოლოდ პირადი ამბიციები აწუხებს და არ აინტერესებს, როგორ და რანაირად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფოს შენების პროცესში

ეკა სეფაშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
ფაქტი, რომ ზურაბიშვილი არ ემორჩილება კონსტიტუციას და კვლავ აპირებს კონსტიტუციის დარღვევით მიუნხენში გამგზავრებას, კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ, მისთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენების პროცესი უმნიშვნელო საკითხია, - განაცხადა მედიასთან საუბარში, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა, რითაც შეაფასა პრეზიდენტის გადაწყვეტილება მთავრობის დაუკითხავად, 16-18 თებერვალს მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში.
ეკა სეფაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს პირადი ამბიციები აწუხებს და სულაც არ აინტერესებს, როგორ და რანაირად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფოს შენების პროცესში.
„მმართველმა გუნდმა სალომე ზურაბიშვილს პასუხი, მაშინ გასცა როცა დაადგინა, რომ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას.
თავის დროზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით ხმები არ გვეყოფოდა, ჩვენ წამოვიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა, რაც იყო ერთგვარად მმართველი გუნდის პასუხი, რომ ჩვენ კონსტიტუციის დარღვევა არ მიგვაჩნია პრეზიდენტის მხრიდან გამართლებულ საქციელად. ყოველ ჯერზე კი იმპიჩმენტის პროცედურა ჩემი აზრით არ არის გამართლებული.
ფაქტი, რომ ზურაბიშვილი არ ემორჩილება კონსტიტუციას და კვლავ აპირებს კონსტიტუციის დარღვევით მიუნხენში გამგზავრებას, კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ, მისთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენების პროცესი უმნიშვნელო საკითხია. როდესაც წარმოადგენ ქვეყნის პრეზიდენტს, პირველ რიგში მოგეთხოვება კონსტიტუციის დაცვა. მისი საქციელი კი მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს, რომ მას მხოლოდ პირადი ამბიციები აწუხებს და არ აინტერესებს, როგორ და რანაირად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფოს შენების პროცესში.“ - განაცხადა სეფაშვილმა.
ეკა სეფაშვილის განცხადებითვე, იგი მიესალმება პრემიერის გადაწყვეტილებას, პირველი ვიზიტი განახორციელოს ბრიუსელში, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს მზაობას, განუხრელად მიჰყვეს ევროპის კურსს.
„მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. გადაწყვეტილება კი, რომელიც მიიღო პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, განახორციელოს პირველი ვიზიტი ევროკავშირის ე.წ დედაქალაქში ანუ ბრიუსელში, არის ერთგვარი პოლიტიკური გზავნილი. რა თქმა უნდა ამ პოლიტიკურ გზავნილს აქვს ერთგვარი პოლიტიკური დატვირთვა, რაც არის ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი - ევროკავშირში გაწევრიანება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რელევანტურია პრემიერის გადაწყვეტილება - პირველი ვიზიტი განახორციელოს ბრიუსელში და კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს მზაობა, განუხრელად მიჰყვეს ევროპის კურსს.“ - აღნიშნა სეფაშვილმა.
ყველა სიახლე

26 მარტი 2025, 11:24
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-ის ზოგი შტატი უცხოელების არჩევნებში მონაწილეობას არ კრძალავს - „ეს ფედერალური კანონების დარღვევაა“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ქვეყანაში საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

26 მარტი 2025, 11:17
ეკონომიკა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია Edelweiss Air იწყებს
მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაემატება. Lufthansa Group-ში შემავალი შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ი ფრენებს ციურიხი - თბილისი - ციურიხის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 12 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და კვირას შესრულდება.

26 მარტი 2025, 11:10
საზოგადოება
GCCA-იმ „ვოლტ ჯორჯიას“ უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), საკურიერო სექტორში, შპს „ვოლტ ჯორჯიას“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი - უსამართლო კომერციული საქმიანობა დაუდგინდა.

26 მარტი 2025, 11:01
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი სააქციო საზოგადოების „მინა“ გენერალურ დირექტორს ოლგუნ თაშდემირს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სააქციო საზოგადოების „მინა“ გენერალურ დირექტორს ოლგუნ თაშდემირს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

26 მარტი 2025, 10:57
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინას ჯარის დასაფინანსებლად ფული არ აქვს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალ Time-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ბიუჯეტს ჯარის დაფინანსება არ შეუძლია.

26 მარტი 2025, 10:55
ტექნოლოგიები
კოსმოსურმა ტელესკოპმა „ევკლიდმა“ 2 000-ზე მეტი ჯუჯა გალაქტიკა აღმოაჩინა
კოსმოსურმა ტელესკოპმა „ევკლიდმა“ 2 000-ზე მეტი ჯუჯა გალაქტიკა აღმოაჩინა.

26 მარტი 2025, 10:50
პოლიტიკა
პაატა დავითაია: 2008 წელს ოპოზიცია აყენებდა საკითხს კომისიის შექმნაზე. პარლამენტში მაშინდელი ძალთა გადანაწილება არ იძლეოდა საშუალებას, უმრავლესობის კეთილი ნების გარეშე შემდგარიყო საგამოძიებო კომისია
2008 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მორჩა, ძალიან სერიოზულ დონეზე იდგა საკითხი, რამდენიმე მიმართულებით დაწყებულიყო ამ საკითხის გამორკვევა. პირველ რიგში, ეს იყო იმდროინდელი ოპოზიციის მოთხოვნა, რომელიც იმყოფებოდა პარლამენტში. მე მაშინ უმცირესობის ლიდერის მოადგილის თანამდებობას ვიკავებდი, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

26 მარტი 2025, 10:39
ეკონომიკა
ავიაკომპანია Edelweiss: „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ“
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და შვეიცარიული ავიაკომპანიის Edelweiss ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Edelweiss-ის სოციალურ ქსელებში: facebook და Instagram საქართველოს შესახებ პოსტები ფოტოებით გამოქვეყნდა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

26 მარტი 2025, 10:34
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის მარიამ გერსამიას ორგანიზაციის „მედიახმა" კვლევის პრეზენტაციას, საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გახსნის
გავრცელებული ინფორმაციით პრეზენტაციას გახსნის გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ-პეტერ ფიშერი. ცნობისთვის, მარიამ გერსამია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრია, რომელმაც საქმიანობა ეკა გიგაურთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ გააგრძელა.

26 მარტი 2025, 10:31
ტექნოლოგიები
ჩინეთში შექმნეს ვირუსი, რომელიც კიბოს უჯრედებს ღორის ქსოვილად გარდაქმნის. იმუნიტეტი მას როგორც საფრთხეს ისე აღიქვამს და ანადგურებს
ჩინეთში შექმნეს ვირუსი, რომელიც კიბოს უჯრედებს ღორის ქსოვილად გარდაქმნის.

26 მარტი 2025, 10:24
ტექნოლოგიები
ცნობილია რამდენი გადაუხადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 286 დღით ჩარჩენილ ამერიკელ ასტრონავტებს ზეგანაკვეთური შრომისთვის
ცნობილია რამდენი გადაუხადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 286 დღით ჩარჩენილ ამერიკელ ასტრონავტებს ზეგანაკვეთური შრომისთვის.

26 მარტი 2025, 10:15
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა
2024 წლის საქმიანობის კონსოლიდირებული ანგარიშის დამტკიცების შემდგომ დოკუმენტი გასაჯაროვდება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის, ხოლო „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის“ 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.

26 მარტი 2025, 10:13
საზოგადოება
2025 წლის სოციალური პროგრესის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერი გახდა და 13 წლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია
2025 წლის სოციალური პროგრესის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერი გახდა და ისტორიული, 13 წლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია.

26 მარტი 2025, 10:00
მსოფლიო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გაემგზავრა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის მოსკოვში გაემგზავრა.

26 მარტი 2025, 09:58
სპორტი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასული წლის 26 მარტს „ევრო 2024“-ზე ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავი საკოლექციო მონეტების რეალიზაცია სიმბოლურად დღეიდან დაიწყო
2025 წლის 31 მარტიდან, მონეტების შესაბამისი მარაგის არსებობის შემთხვევაში, მონეტების რეალიზაცია საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებთან ერთად, გაგრძელდება ასევე, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობითაც -

26 მარტი 2025, 09:33
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი: გერმანიას მიგრანტები სჭირდება. სხვაგვარად ჩვენი ქვეყანა ვერ გადარჩება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას მიგრანტები სჭირდება, სხვაგვარად ის ვერ გადარჩება.

26 მარტი 2025, 09:00
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთს ეკუთვნის. მისი გადაცემა უკრაინისთვის შეუძლებელია
რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკვე რუსეთის საკუთრებაა და მისი გადაცემა უკრაინისთვის შეუძლებელია.

26 მარტი 2025, 08:46
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ბათუმში ევროპის საბჭოს ორგანიზებულ შეხვედრაზე: მოვუწოდებთ გაასაჯაროონ რეალურად კონკრეტული აქტივობები და მიზნები, რათა შემდგომ არ აღმოჩნდეს, რომ ლამაზი სიტყვების მიღმა ხდებოდა ხოლმე რევოლუციური სცენარების დადგმა
ბათუმში ევროპის საბჭოს ორგანიზებული შეხვედრა მიმდინარეობს თემაზე - „ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში“. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად რეალურ მიზნებს მალავს და შესაძლოა, როგორც წარსულის მაგალითზე რევოლუციური სცენარების დაგეგმვას ემსახურებოდეს.

26 მარტი 2025, 08:39
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი საპარლამენტო დელეგაციის სერბეთში ვიზიტზე: დღეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან
მსოფლიოში ძალიან სწრაფად იცვლება სიტუაცია და ჩვენ მაქსიმალურად გვჭირდება მეტი მოკავშირე გვყავდეს, განსაკუთრებით, ევროპულ სივრცეში და ამიტომ ძალიან სასიხარულოა, რომ სერბეთი მხარს გვიჭერს, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა სერბეთში ჟურნალისტებთან.

26 მარტი 2025, 08:32
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეგნებულ სისხლის სამართლის დანაშაულზე წავიდნენ სწორედ იმისთვის, რომ როგორც ჩანს, მოუწევდათ ძალიან მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა
„ისინი [მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე] შეგნებულ სისხლის სამართლის დანაშაულზე წავიდნენ სწორედ იმისთვის, რომ როგორც ჩანს, მოუწევდათ ძალიან მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა. თქვენ იცით, რომ ეს არ არის ერთადერთი საქმე, რომელზეც იმუშავებს კომისია და მოსალოდნელია, რომ მათ შორის ეს გვარები [ხაზარაძე-ჯაფარიძე] სხვა ბიზნესის წართმევასა და რეკეტის საქმეებშიც აღმოჩნდეს“, - აღნიშნა ბოჟაძემ.