17 თებერვალი 2024, 16:37 / სანდო წყარო

ილია დარჩიაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ევროპის მოკავშირეთა უმაღლეს მთავარსარდალთან და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან, გენერალ ქრისტოფერ კავოლისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები.

ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ ამერიკის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. აღინიშნა შავი ზღვის რეგიონის გაზრდილი მნიშვნელობა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური მიმართულებით.

ასევე, აღინიშნა აშშ-ს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ ურყევი მხარდაჭერა.

ყველა სიახლე

სოზარ სუბარი

15 აპრილი 2024, 15:57

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: არის თუ არა საქართველოს მტერი და მოღალატე, ვინც მაგალითად სვანების შესახებ უმრავლესობის მიერ დაპყრობილი უფლებაწართმეული მოსახლეობის ტერმინის დამკვიდრებას ცდილობს?

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოეხმაურა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში არაერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობის სტატუსის არასწორად ინტერპრეტირების მაგალითები მოიყვანა. ბითაძის თქმით, ერთ-ერთი ამგვარი მაგალითი იყო სვანების წარმოჩენა მკვიდრ მოსახლეობად (Indigenous people) და ამ მოტივით სვანეთში ჰესის მშენებლობის შეჩერების საკითხის დასმა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს იგივეა, რაც ამერიკაში ინდიელების თემა

მამუკა მდინარაძე

15 აპრილი 2024, 15:51

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილს: რაღას ნერვიულობთ, ამ ხალხს რაღას ატყუებთ, თქვენ რომ გკითხოთ კაცმა, 5-6 თვეში აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში და შეცვალეთ ეს კანონი მაშინ

ჩემი აზრით, ბატონო ლევან, თქვენ ახლა აღიარეთ ის, რომ არჩევნებში რომ დაიხარჯება შავი ფული პოლიტიკური მიზნებისათვის, ამის გამომჟღავნება არ გინდათ ყველაზე მეტად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას განუცხადა.

15 აპრილი 2024, 15:42

სამართალი

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, - ამის შესახებ აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მამუკა მდინარაძე

15 აპრილი 2024, 15:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე თეონა აქუბარდიას: ეკლესიის წინააღმდეგ რომ იბრძვიან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გაქვს, იცით რატომ? არ გვაქვს გამჭვირვალობის კანონი

რიგ შემთხვევებში და ძალიან ბევრ შემთხვევაში ფერმერებზე რომ ვსაუბრობდით, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, ოკუპირებული ტერიტორიების დახმარებაზე, ასეთი გრანტები ეხმარება ჩვენს სახელმწიფოს და აბსოლუტურ თანხვედრაშია ქართულ ეროვნულ ინტერესებთან. მაგრამ ის გრანტები, რომლის უკანაც დგას პოლარიზაცია, რადიკალიზაცია, მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის უცხოური ინტერესი, რომელიც არ ემთხვევა ქართულ ინტერესს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

15 აპრილი 2024, 15:39

პოლიტიკა

პრემიერი: ხელისუფლება თავად აჩვენებს გამჭვირვალობის მაგალითს, ქვეყნდება მთავრობის ყველა გადაწყვეტილება თუ სამართლებრივი აქტი და გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი არასამთავრობოებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება

შეხვედრა მქონდა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რობინ დანიგანთან; ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

15 აპრილი 2024, 15:38

თავდაცვა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა

სხდომაზე კომიტეტის წევრები მეორე მოსმენით „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს გაეცნენ

15 აპრილი 2024, 15:15

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებს კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ესაუბრა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ის ემსახურება ერთადერთ მიზანს − არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას

დავით ქართველიშვილი

15 აპრილი 2024, 15:14

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ხელისუფლებას: დღეს ელისაშვილს თუ შეარჩენთ ამ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს - ხვალ ჩემს შვილს თუ შვილიშვილებს ქუჩაში თავს რომ დაესხას არარაობათა ეს ბრბო - შურისძიებას და ლინჩის წესს მივმართო?

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება. ქართველიშვილი ხელისუფლებას მიმართავს, რომ ელისაშვილს ეს ძალადობა თუ შერჩა, ხვალ შესაძლოა, ამან უარესი ძალადობა წაახალისოს.

კახა კალაძე

15 აპრილი 2024, 15:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი იყოს საჯარო

საზოგადოებას ვერანაირი არგუმენტი ვერ მოისმინა, თუ რატომ არის კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ცუდი ან რატომ აქვს პრობლემა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ მიესალმება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას პროცესის ღიაობასთან დაკავშირებით.

15 აპრილი 2024, 15:09

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პერსონალის მეშვიდე საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს

5 დღის განმავლობაში კვირეულის მონაწილეები უნივერსიტეტების ეფექტიანად მართვის პროცესში ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. ინსტიტუციების ცალკეული აკადემიური ერთეულები განიხილავენ თუ რა ძირითადი პრიორიტეტები გააჩნიათ ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის მიმართულებით. ასევე, ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრებენ

კახა კალაძე

15 აპრილი 2024, 15:03

პოლიტიკა

კახა კალაძე: რადიკალური ოპოზიციონერები როგორც შეუძლიათ, ისე აბულინგებენ ჟურნალისტებს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სინამდვილეში არა ლიბერალები, არამედ ფაშისტები არიან, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან რიგი ოპოზიციონერების მხრიდან ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებზე ბულინგის ფაქტებს.

დავით ქართველიშვილი

15 აპრილი 2024, 15:00

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მარიონეტებო, აგენტებო და მათი საერთაშორისო მედროვე პატრონებო! დასრულდება თქვენი დრო! ამერიკაშიც და ევროპაშიც! დღეს თქვენი დრო სრულდება აქ - საქართველოში! შეეგუეთ ამას!

„ეროვნულ ნალექში გადავარდება ყველა ის მონა და ლაქია, ვისი წარმომადგენელიც ჩვენ დღეს ვიხილეთ პარლამენტში," - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებს. დავით ქართველიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, აუცილებლად გახდება ღირსეული ევროკავშირის წევრი საკუთარი ღირსებით.

ანრი ოხანაშვილი

15 აპრილი 2024, 14:57

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილმა თინა ბოკუჩავა დარბაზიდან გააძევა

„ქალბატონო თინა, გაძევებული ბრძანდებით სხდომათა დარბაზიდან. არაერთხელ დაუმორჩილებლობის გამო, გთხოვთ, გაბრძანდით სხდომათა დარბაზიდან. ტაში დაუკარით სხვებს. მიკროფონის ჩემს გარეშე ჩართვისთვის და იმისთვის, რომ აგრძელებთ დემაგოგიას და სხდომის წაყვანას უშლით ხელს“, - განმარტა ანრი ოხანაშვილმა.

15 აპრილი 2024, 14:56

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია ალეკო ელისაშვილის - ძალით კაცის შესრულებით, ეს იყო დაგეგმილი და ამის მტკიცებულება მაქვს

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მასზე ალეკო ელისაშვილის თავდასხმა შეკვეთილი პროვოკაცია იყო. მისივე თქმით, მას ამის მტკიცებულებაც აქვს. უმრავლესობის ლიდერმა ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

ანრი ოხანაშვილი

15 აპრილი 2024, 14:49

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: ეს გააკეთეთ ყველამ, ქალბატონი ნაცვლიშვილით დაწყებული, ბოკუჩავათი გაგრძელებული

„აი, ეს გააკეთეთ თქვენ. თქვენ ხართ თანამონაწილე იმისი, რაც ამ ადამიანმა იკადრა. გსურთ ენჯეოებს კომენტარის გაკეთება? კომენტარის გაკეთება ენჯეოებს ამ ფაქტზე არ უნდათ, რაც ელისაშვილმა იკადრა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა

15 აპრილი 2024, 14:47

პოლიტიკა

პარლამენტის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქციას მართავენ

აქცია სტვენის, შეძახილებისა და საყვირების ფონზე ტარდება. ისინი ამ ფორმით გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ. მათი მოთხოვნაა, აქციის მონაწილე 10 მონაწილე შეუშვან პარლამენტის შენობაში.

თამარ კორძაია

15 აპრილი 2024, 14:42

პოლიტიკა

თამარ კორძაია პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. ძალიან მძიმე იყო სანახავად

„ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. ძალიან მძიმე იყო ეს სანახავად ნამდვილად. არ ვეთანხმებით მსგავს ქმედებას. მიუღებელი იყო რაც მოხდა ამ დარბაზში. ჩემთვის მიუღებელია ასეთი ქცევა“, - აღნიშნა კორძაიამ

ალეკო ელისაშვილი

15 აპრილი 2024, 14:36

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი მანდატურმა პარლამენტიდან გააძევა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

15 აპრილი 2024, 14:28

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თამთა მეგრელიშვილი

15 აპრილი 2024, 14:24

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვაზე: მამუკა მდინარაძემ კანონის პროექტის ირგვლივ მარტივი და მკაფიო განმარტებები გააკეთა - კანონის პროექტის პრეზენტაცია მაღალი დონით ფასდება

მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ მხარეს პოლიტიკურ მარცხს შეჩვეული, ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი ოპოზიცია იდგა, ხოლო მეორე მხარეს - სახელმწიფოებრივად მოქმედი უმრავლესობა, ეროვნული გეგმით