19 თებერვალი 2024, 13:58 / სანდო წყარო

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე და მასში მოცემულ აქტივობებზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, სამოქმედო გეგმაში ასახულია როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში შემავალი საკანონმდებლო ინიციატივები, ასევე კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციები და პარტნიორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებები. კომიტეტის წევრებმა სამოქმედო გეგმის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს.

სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, განსახილველ საკითხთა დღის წესრიგს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი - „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების შესახებ“ საკანონმდებლო წინადადება დაემატა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, წარმოდგენილ წინადადებაში საუბარია უსაფრთხოების სექტორის კონტროლის მიზნით პარლამენტის სპეციალიზებული სტრუქტურის შექმნაზე, მის შემადგენლობასა და მანდატზე. ასევე სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების საკითხებზე და მუდმივმოქმედ ექსპერტთა საბჭოს მანდატზე.

„საკანონმდელო წინადადებაში არის საკითხები, რომლებიც ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავენ და არის საკითხები, რომლებსაც არ ვიზიარებთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის გაძლიერება და ჩვენი ევროპელი პარტნიორები იმ დოკუმენტში, რომელიც წარმოადგინეს საკმაოდ კარგად ახდენენ ამ მექანიზმების შეფასებას. დოკუმენტში გარკვევით წერია, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორზე, საკანონმდებლო დონეზე, ზედამხედველობის მექანიზმები კარგად მოწესრიგებულია და ზედამხედველობის გაუმჯობესებისთვის მხოლოდ პრაქტიკულ ნაწილზე და ნდობის ჯგუფის ფორმატში ოპოზიციის ჩართულობაზეა საუბარი. მინდა კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ოპოზიციის წარმომადგენელს, ვინც არის ნდობის ჯგუფის შემადგენლობაში, დაბრუნდეს ჯგუფში და დაესწროს მის შეხვედრებს და ის ერთი ვაკანტური ადგილი, რაც დღემდეა დარჩენილი, ოპოზიციის პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რეგლამენტის მიხედვით, წარმოადგინოს“, - განაცხადა ბერაიამ.

მისივე თქმით, საერთაშორისო გამჭვირვალობა ბევრს საუბრობს სხვისი მანდატის გაზრდაზე და გაფართოებაზე, სხვის ხარვეზებზე და მაშინ, როდესაც აღნიშნული ორგანიზაციის გამჭვირვალობაზე იყო საუბარი, ორგანიზაცია კატეგორიული წინააღმდეგი იყო და ის საკანონმდებლო ინიციატივა, რაც ჩვენმა უმრავლესობის წევრებმა შეიმუშავეს, რუსულ კანონად მონათლეს. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, საკანონმდებლო წინადადება კომიტეტის უმრავლესობის წევრებისთვის საინტერესო არ არის და შესაბამისად, მისი გაზიარება არ მოხდება.

სხდომაზე კომიტეტის ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო წინადადების დაჩქარებული წესით შემოტანის საკითხი გააპროტესტეს და მისი შესწავლის მიზნით განხილვის გადატანა ითხოვეს. ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნაზე განმარტებები გაკეთდა და აღინიშნა, რომ აღნიშნული წინადადება პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა და შესაბამისად, პარლამენტის წევრებს მისი გაცნობის შესაძლებლობა ორი თვის განმავლობაში ჰქონდათ.

კომიტეტის წევრებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2024, 13:51

მსოფლიო

Reuters: ირანში აცახდებენ, რომ ისპაანში მომხდარი ინციდენტის გამო ისრაელს არ უპასუხებენ

ირანში აცახდებენ, რომ ისპაჰანში მომხდარი ინციდენტის გამო ისრაელისთვის პასუხის გაცემა არ იგეგმება. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

კახა კალაძე

19 აპრილი 2024, 13:50

პოლიტიკა

კახა კალაძე: შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ, მაგრამ მეგობარი რომ ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყანას 2012 წლიდან მართავს და ვერავინ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაედგას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2024, 13:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს: როცა გინდათ სქესის მიხედვით უყურებთ საკითხებს და როცა გინდათ, კარგად მამა-პაპურად იგინებით და შეურაცხყოფას აყენებთ მანდატურებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს

სქესის ინსტრუმენტალიზება, რასაც თქვენ აკეთებთ ახლა მანიპულაციურად, ეს არის ყველაზე მდაბალი საქციელი , - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ თეონა აქუბარდიას, რომელმაც სალომე სამადაშვილის სხდომიდან გაძევების ფორმა გააპროტესტა.

კახა კალაძე

19 აპრილი 2024, 13:41

პოლიტიკა

კახა კალაძე: რატომ უნდა გაიწვიონ კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?! იმასაც გვეუბნებოდნენ, თუ სააკაშვილს არ გამოვუშვებდით, დავშორდებოდით ევროკავშირს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით მედიის კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტის გაწვევის საფუძველს ვერ ხედავს.

ნინო ფოჩხუა

19 აპრილი 2024, 13:40

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხელისუფლებამ კანონი არ მიიღოს.

დიმიტრი ხუნდაძე

19 აპრილი 2024, 13:36

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა

სწორედ კელი დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც ერთი წლის წინ, „გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა - ახლა მის ხელმეორედ შემოტანას ის იღებს პირად გამოწვევად, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა.

ვახტანგ გომელაური

19 აპრილი 2024, 13:35

სამართალი

ვახტანგ გომელაური: შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში, აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას, აღნიშნული მთავრობის მიერ აღიარებულია ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საყურადღებო მიმართულებად.

კახა კალაძე

19 აპრილი 2024, 13:32

პოლიტიკა

კახა კალაძე „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე: ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვას

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხზე საზოგადოების ნაწილის მხრიდან სპეკულაციები მიმდინარეობს.

ვახტანგ გომელაური

19 აპრილი 2024, 13:31

სამართალი

ვახტანგ გომელაური: იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მანდატის ზრდა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ქალთა მიმართ ან და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის საქმეებს, სამართალწარმოების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მუდმივ რეჟიმში ამონიტორინგებს.

კახა კალაძე

19 აპრილი 2024, 13:31

პოლიტიკა

კახა კალაძე კელი დეგნანზე: გვახსოვს მისი განცხადებები, რომელიც აცდენილია ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკულ განცხადებასთან დაკავშირებით მედიის შეკითხვას უპასუხა.

კახა კალაძე

19 აპრილი 2024, 13:27

პოლიტიკა

კახა კალაძე რადიკალ ოპოზიციონერებზე: იმის მაგივრად, ყველას მოუწოდონ, ჟურნალისტებს ხელი არ შეუშალონ სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ

ჩვეულებრივი ფაშისტები არიან, არ შეცვლილან ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იმავეს აკეთებდნენ, - ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე რადიკალი ოპოზიციონერების მხრიდან კონკრეტული ტელეკომპანიების ჟურნალისტების ბულინგს.

ვახტანგ გომელაური

19 აპრილი 2024, 13:23

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: სამსახურის გაძლიერების მიზნით, იგეგმება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის რეფორმა, რის ფარგლებშიც, სამსახური შეუერთდება ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს

2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის საქმეში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართვის უფლებამოსილება მიენიჭა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გია აბაშიძე

19 აპრილი 2024, 13:21

პოლიტიკა

გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ „ნაცრადიკალებს“ და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას

პარადოქსია და მიუტევებელია, რომ NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ „ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ რაღაც პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „არის დადასტურებული ეჭვი, რომ NED-ი და EED-ი აფინანსებენ პარტიებს და რადიკალურ მოძრაობებს. გაესაჯაროებინათ პროექტები, რა საჭიროა ამდენი განცხადება?!“

კახა კალაძე

19 აპრილი 2024, 13:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, შესყიდვის პირობებში მწარმოებელი ქვეყანა მიუთითოს

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, შესყიდვის პირობებში მწარმოებელი ქვეყანა მიუთითოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ვახტამგ გომელაური

19 აპრილი 2024, 13:17

სამართალი

ვახტანგ გომელაური: შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, პარტნიორ უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გეგმავს და ერთვება სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიასა თუ აქტივობაში

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით აღებული ვალდებულებების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე რეაგირების, ასევე, პრევენციის მიმართულებით.

ვახტანგ გომელაური

19 აპრილი 2024, 13:14

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ყოველწლიურად იზრდება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა

სამინისტროს პოლიტიკა განსაკუთრებით მკაცრია ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებთან მიმართებით - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ნადარეიშვილი

19 აპრილი 2024, 13:10

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს, საშუალოვადიან პერიოდში, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სავალუტო ფონდის ანგარიში ასევე შეეხება მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელს, რომლის მიხედვითაც საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის 5 კანდიდატ ქვეყანას და შედარებით მაღალ მაჩვენებელს შემდეგ წლებშიც შეინარჩუნებს.

19 აპრილი 2024, 13:07

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ცნობიერების ამაღლების მიზნით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას და მის მავნე ზემოქმედებას არაერთი სატელევიზიო და რადიო ეთერი დაეთმო

ბოლო 2 წლის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაური

19 აპრილი 2024, 13:01

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ციფრები ნათლად ადასტურებს, რომ პოლიციის მიმართ ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, გაზრდილია მომართვიანობა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, 2017 წელს - რეგისტრირებულია 2143 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 72.52%; 2018 წელს - რეგისტრირებულია 4761 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 63.12%; 2019 წელს - რეგისტრირებულია 4867 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 62.44%; 2020 წელს - რეგისტრირებულია 5204 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 65.99%; 2021 წელს - რეგისტრირებულია 4767 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 76.17%; 2022 წელს - რეგისტრირებულია 4106 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 87.34%; 2023 წელი - რეგისტრირებულია 4101 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 86.37%;

19 აპრილი 2024, 12:58

რეგიონი

ComCom-მა ზუგდიდსა და აბაშაში 300-ზე მეტი ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, აბაშის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების თაობაზე 25 სემინარი ჩაატარა და 300-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადა.