imedi /  19 თებერვალი 2024, 16:01 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილი ნაცების მესამე პრეზიდენტია და არა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ნაცების მესამე პრეზიდენტია და არა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, - განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და დასძინა, რომ მიუნხენის კონფერენციაში ზურაბიშვილის მონაწილეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრეზიდენტი პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას.

„სალომე ზურაბიშვილი ნაცების მესამე პრეზიდენტია და არა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც ასრულებს დავალებებს და რა აქვს მოტივაცია დავალების შესრულებისას - შეიძლება ეს იყოს მისი ოჯახის წევრების სარფიანად დასაქმება, თუ 2003-2004 წლებში მიღებული დავალების ამ ეტაპზე შესრულება, დავინახავთ რამდენიმე თვეში.

მიუნხენის კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არის კიდევ ერთი შეურაცხყოფა იმ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების, რომელმაც მას უთხრა, შენ საქართველოს ე.წ პრეზიდენტო, რომელსაც ფიცი გაქვს დადებული ქვეყნის კონსტიტუციაზე, არ სცემ პატივს ამ კონსტიტუციას და არღვევ მას.

- ვარღვევ პასუხობს სალომე ზურაბიშვილი და უკვე მერამდენედ დემონსტრაციულად მიდის იქ, სადაც ფუნქციონალურად, კონსტიტუციით არაფერი ესაქმება. წავიდა იმისთვის, რომ პოლიტიკურ „კარტინკას“ კიდევ ერთი პაზლი შემატოს,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ყველა სიახლე

ეკა სეფაშვილი

15 აპრილი 2024, 16:37

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციების სფერო არის ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე და ევროსაბჭოდან გვითითებენ, რომ ეს სფერო უფრო გამჭვირვალე გავხადოთ

ბატონო მამუკა, თუ შეიძლება კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, თუ არის კანონში რაიმე ისეთი მუხლი ან ჩანაწერი, რომლითაც ხდება იმ ორგანიზაციების სეგმენტაცია, რომლებიც საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან და თურმე მტრად უნდა ჩავთვალოთ უცხოური ქვეყნის დონორი? - ასე მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა მიმდინარეობს.

15 აპრილი 2024, 16:35

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას შეტევისკენ მოუწოდებს

„ერთიანობისა და შეტევის დროა! მოვუწოდებ ყველა თაობის ჩემს მხარდამჭერებს, მონაწილეობა მიიღონ რუსული კანონის წინააღმდეგ დღეიდან დაწყებულ ყველა აქციაში და დაიცვან საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი“, - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი

ანრი ოხანაშვილი

15 აპრილი 2024, 16:26

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი „საიას" თავმჯდომარეს: ქალბატონო ნონა, დაგმობა ხომ არ გინდათ იმის, რაც გააკეთა ელისაშვილმა? უფლებების დაცვაზე რომ ზრუნავთ და რეაქცია რომ არ გქონდათ, ეს არის უბედურება, ერთი არ მოგითხოვიათ, რომ განცხადების გავრცელება გსურდათ

ქალბატონო ნონა, გამიჯვნა ხომ არ გინდათ და დაგმობა იმის, რაც გააკეთა ელისაშვილმა? რეაქცია რომ არ გქონდათ, ეს რაზე მეტყველებს იცით? უფლებების დაცვაზე რომ ზრუნავთ და რეაქცია რომ არ გქონდათ, ეს არის უბედურება, - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მამუკა მდინარაძე

15 აპრილი 2024, 16:25

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „გამჭვირვალობის კანონზე“: საფრანგეთში ალგორითმულ ტექნიკაზე დაფუძნებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები დაშვებულია ერთადერთ შემთხვევაში, ეს არის ტერორიზმთან ბრძოლა და მეორე დაუშვეს ამ კანონის მიზნებთან მიმართებაში

ფრანგმა გაიგო, მოეწონა კიდეც და უკვე მიღებული აქვს ქვედა პალატას და მიიღებს სავარაუდოდ ზედა პალატითაც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

15 აპრილი 2024, 16:18

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს და დელეგაციის წევრებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუს და დელეგაციის წევრებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

სოზარ სუბარი

15 აპრილი 2024, 15:57

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: არის თუ არა საქართველოს მტერი და მოღალატე, ვინც მაგალითად სვანების შესახებ უმრავლესობის მიერ დაპყრობილი უფლებაწართმეული მოსახლეობის ტერმინის დამკვიდრებას ცდილობს?

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოეხმაურა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა საერთაშორისო ორგანიზაციებში არაერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობის სტატუსის არასწორად ინტერპრეტირების მაგალითები მოიყვანა. ბითაძის თქმით, ერთ-ერთი ამგვარი მაგალითი იყო სვანების წარმოჩენა მკვიდრ მოსახლეობად (Indigenous people) და ამ მოტივით სვანეთში ჰესის მშენებლობის შეჩერების საკითხის დასმა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს იგივეა, რაც ამერიკაში ინდიელების თემა

მამუკა მდინარაძე

15 აპრილი 2024, 15:51

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილს: რაღას ნერვიულობთ, ამ ხალხს რაღას ატყუებთ, თქვენ რომ გკითხოთ კაცმა, 5-6 თვეში აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში და შეცვალეთ ეს კანონი მაშინ

ჩემი აზრით, ბატონო ლევან, თქვენ ახლა აღიარეთ ის, რომ არჩევნებში რომ დაიხარჯება შავი ფული პოლიტიკური მიზნებისათვის, ამის გამომჟღავნება არ გინდათ ყველაზე მეტად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას განუცხადა.

15 აპრილი 2024, 15:42

სამართალი

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, - ამის შესახებ აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მამუკა მდინარაძე

15 აპრილი 2024, 15:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე თეონა აქუბარდიას: ეკლესიის წინააღმდეგ რომ იბრძვიან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გაქვს, იცით რატომ? არ გვაქვს გამჭვირვალობის კანონი

რიგ შემთხვევებში და ძალიან ბევრ შემთხვევაში ფერმერებზე რომ ვსაუბრობდით, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, ოკუპირებული ტერიტორიების დახმარებაზე, ასეთი გრანტები ეხმარება ჩვენს სახელმწიფოს და აბსოლუტურ თანხვედრაშია ქართულ ეროვნულ ინტერესებთან. მაგრამ ის გრანტები, რომლის უკანაც დგას პოლარიზაცია, რადიკალიზაცია, მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის უცხოური ინტერესი, რომელიც არ ემთხვევა ქართულ ინტერესს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

დავით ქართველიშვილი

15 აპრილი 2024, 15:40

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი იაგო ხვიჩიას: თქვენს კითხვაზე - „ვის იმედად რჩება საქართველო?" ვპასუხობ - ღმერთის, სამშობლოს, ქართველობის!!!

გადახედეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას! კუბილიუსის წინაპართა იმედად ვიყავით, რამაც აქამდე მოიყვანა საქართველო?" - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამით ოპოზიციონერ იაგო ხვიჩიას პასუხობს, რომელიც თავის მხრივ კითხულობს - ვის იმედად რჩება საქართველო, თუ არ ხდება ევროპელი პარტნიორების აზრის გათვალისწინება.

ირაკლი კობახიძე

15 აპრილი 2024, 15:39

პოლიტიკა

პრემიერი: ხელისუფლება თავად აჩვენებს გამჭვირვალობის მაგალითს, ქვეყნდება მთავრობის ყველა გადაწყვეტილება თუ სამართლებრივი აქტი და გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი არასამთავრობოებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება

შეხვედრა მქონდა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რობინ დანიგანთან; ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

15 აპრილი 2024, 15:38

თავდაცვა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა

სხდომაზე კომიტეტის წევრები მეორე მოსმენით „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს გაეცნენ

15 აპრილი 2024, 15:15

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებს კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ესაუბრა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ის ემსახურება ერთადერთ მიზანს − არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას

დავით ქართველიშვილი

15 აპრილი 2024, 15:14

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ხელისუფლებას: დღეს ელისაშვილს თუ შეარჩენთ ამ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს - ხვალ ჩემს შვილს თუ შვილიშვილებს ქუჩაში თავს რომ დაესხას არარაობათა ეს ბრბო - შურისძიებას და ლინჩის წესს მივმართო?

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება. ქართველიშვილი ხელისუფლებას მიმართავს, რომ ელისაშვილს ეს ძალადობა თუ შერჩა, ხვალ შესაძლოა, ამან უარესი ძალადობა წაახალისოს.

კახა კალაძე

15 აპრილი 2024, 15:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი იყოს საჯარო

საზოგადოებას ვერანაირი არგუმენტი ვერ მოისმინა, თუ რატომ არის კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ცუდი ან რატომ აქვს პრობლემა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ მიესალმება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას პროცესის ღიაობასთან დაკავშირებით.

15 აპრილი 2024, 15:09

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პერსონალის მეშვიდე საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს

5 დღის განმავლობაში კვირეულის მონაწილეები უნივერსიტეტების ეფექტიანად მართვის პროცესში ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. ინსტიტუციების ცალკეული აკადემიური ერთეულები განიხილავენ თუ რა ძირითადი პრიორიტეტები გააჩნიათ ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის მიმართულებით. ასევე, ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრებენ

კახა კალაძე

15 აპრილი 2024, 15:03

პოლიტიკა

კახა კალაძე: რადიკალური ოპოზიციონერები როგორც შეუძლიათ, ისე აბულინგებენ ჟურნალისტებს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სინამდვილეში არა ლიბერალები, არამედ ფაშისტები არიან, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან რიგი ოპოზიციონერების მხრიდან ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებზე ბულინგის ფაქტებს.

დავით ქართველიშვილი

15 აპრილი 2024, 15:00

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მარიონეტებო, აგენტებო და მათი საერთაშორისო მედროვე პატრონებო! დასრულდება თქვენი დრო! ამერიკაშიც და ევროპაშიც! დღეს თქვენი დრო სრულდება აქ - საქართველოში! შეეგუეთ ამას!

„ეროვნულ ნალექში გადავარდება ყველა ის მონა და ლაქია, ვისი წარმომადგენელიც ჩვენ დღეს ვიხილეთ პარლამენტში," - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებს. დავით ქართველიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, აუცილებლად გახდება ღირსეული ევროკავშირის წევრი საკუთარი ღირსებით.

ანრი ოხანაშვილი

15 აპრილი 2024, 14:57

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილმა თინა ბოკუჩავა დარბაზიდან გააძევა

„ქალბატონო თინა, გაძევებული ბრძანდებით სხდომათა დარბაზიდან. არაერთხელ დაუმორჩილებლობის გამო, გთხოვთ, გაბრძანდით სხდომათა დარბაზიდან. ტაში დაუკარით სხვებს. მიკროფონის ჩემს გარეშე ჩართვისთვის და იმისთვის, რომ აგრძელებთ დემაგოგიას და სხდომის წაყვანას უშლით ხელს“, - განმარტა ანრი ოხანაშვილმა.

15 აპრილი 2024, 14:56

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია ალეკო ელისაშვილის - ძალით კაცის შესრულებით, ეს იყო დაგეგმილი და ამის მტკიცებულება მაქვს

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მასზე ალეკო ელისაშვილის თავდასხმა შეკვეთილი პროვოკაცია იყო. მისივე თქმით, მას ამის მტკიცებულებაც აქვს. უმრავლესობის ლიდერმა ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.