IMEDI /  20 თებერვალი 2024, 12:07 / სანდო წყარო

მაია ბითაძე: შოვის სტიქიასთან დაკავშირებით შვეიცარიელმა ექსპერტებმა ჩვენი გეოლოგების პირველად დასკვნაში გამოქვეყნებული ყველა ძირითადი ასპექტი დაადასტურეს და ყველა კითხვას პასუხი გაეცა

მაია ბითაძე

მაია ბითაძე

სამწუხაროდ, ჩვენ დეზინფორმაციების გავრცელების ძალიან აქტიურ ფაზაში ვიმყოფებით, რასაც ხელს უწყობს ზოგიერთი ადამიანის, ე.წ. ექსპერტის, არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ მედიასაშუალების მხრიდან სიცრუის ტირაჟირების ხელშეწყობა, რაც ძალიან სამწუხაროა. დღეს მინდა გამოვეხმაურო შოვის ტრაგედიაზე გავრცელებულ იმ მითებს, რომელმაც გასულ წელს ჩვენი საზოგადოების შეძრწუნება გამოიწვია და მიმართული იყო ჩვენი მოსახლეობის ემოციებზე სათამაშოდ, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„გასულ კვირას, გარემოს დაცვის სამინისტროში გაიმართა პრეზენტაცია, სადაც წარდგენილი იყო შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა შოვის ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით და ასევე შემდგომში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ შვეიცარიელმა ექსპერტებმა, რომელთაც ძალიან დიდი, მრავალწლიანი და კვალიფიციური გამოცდილება აქვთ, ერთი-ერთში დაადასტურეს ის დასკვნები და ანალიზები, რაც ქართველმა ექსპერტებმა მოამზადეს გასულ წელს. გამოვლინდა ოთხი სიყალბე, რომელიც მოსახლეობაში ვრცელდებოდა.

1. ამბობდნენ, თითქოს მდინარე ბუბისწყლის აუზში ადგილი ჰქონდა წყლის გრძელვადიან შეგუბებას, თითქოს წინა დღეებში მოსული იყო დიდი რაოდენობით ნალექი, რამაც გამოიწვია ასეთი მასშტაბის სტიქია, თითქოს სახელმწიფო უწყებებმა ყურადღება არ მიაქციეს ამ საკითხებს. სინამდვილეში, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით დადასტურდა, რომ სტიქიის განვითარებამდე, მდინარე ბუბისწყლის აუზში წყლის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ჰქონია, რასაც ადასტურებს სტიქიამდე დაახლოებით სამი საათით ადრე გადაღებული სატელიტური სურათები და მდ. ჭანჭახზე (მდ. რიონის შესართავთან) არსებული ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემები. ასევე, ფაქტობრივად, სტიქიის განვითარებამდე 15 საათის განმავლობაში უნალექო ამინდი იყო. შოვის ტერიტორიაზე 2023 წლის 2 აგვისტოს დღის ბოლომდე მოსული ნალექის რაოდენობა 10-დან 20 მილიმეტრის ფარგლებში იყო. გაცილებით მეტი რაოდენობის ნალექი (30 და 36 მმ) აღინიშნა ამავე წლის ივნისის თვეში, რასაც არ გამოუწვევია სტიქია. შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზად დასახელდა კლიმატის ცვლილების ფონზე მყინვარის ინტენსიური დნობა, ამან გამოიწვია მყინვარ ბუბას სათავეებში ერთი მილიონი კუბური მეტრი კლდე-ზვავის ჩამოშლა, რამაც ხელი შეუწყო ჯამში ოთხი მილიონი კუბური მეტრი მეწყრისა და ღვარცოფის ფორმირებას. ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ღვარცოფული მასის გადაადგილების საშუალო სიჩქარე 18-24 მ/წმ იყო და შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 7.5-10 წუთში მიაღწია, რაც ასევე დადასტურდა უცხოელი ექსპერტების მხრიდან;

2. ამბობდნენ, თითქოს სტიქიის მიზეზი ტყის უკანონო ჭრა გახდა. სინამდვილეში, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნაში ხე-ტყის უკანონო ჭრა სტიქიის გამომწვევ მიზეზად არ სახელდება. ასეთი მასშტაბური სტიქიის გამომწვევი მიზეზი იყო კლიმატის ცვლილების ფონზე მყინვარის ინტენსიური დნობა, რამაც გამოიწვია კლდე-ზვავის ჩამოშლა და ხეობაში მეწყრულ -ღვარცოფული პროცესების გააქტიურება;

3. ამბობდნენ, თითქოს კაპიტალური დამცავი ნაგებობა რომ ყოფილიყო, შეაკავებდა მეწყერს და ღვარცოფს, ამასთანავე არ ექნებოდა ასეთი დამანგრეველი შედეგები. სინამდვილეში, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით, მსგავსი ტიპის ხეობებში, კაპიტალური დამცავი ნაგებობების მშენებლობა ასეთი მასშტაბის სტიქიურ პროცესებს ვერ შეაკავებდა. მსოფლიოში ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტიან გზას, ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ტერიტორიის სწორი სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს;

4. ამბობდნენ, თითქოს შეიძლებოდა განგაშის სისტემის არსებობის შემთხვევაში, ტრაგედიის თავიდან აცილება. სინამდვილეში, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით საუკეთესო და ყველაზე თანამედროვე განგაშის სისტემების არსებობის შემთხვევაშიც კი, გაფრთხილების დრო იმდენად მცირეა, რომ არათუ სტიქიის ზონიდან, არამედ მიმდებარე დასახლებებიდანაც კი მოსახლეობის დროული ევაკუაცია, ხშირ შემთხვევაში, თეორიულადაც კი შეუძლებელია. შესაბამისად, მსგავსი მასშტაბის, კომპლექსური სტიქიური მოვლენის შესახებ ადრეული გაფრთხილების – განგაშის სისტემის მოწყობა სტიქიის სწრაფად განვითარების გამო, ვერ უზრუნველყოფდა ეფექტიან ადრეულ გაფრთხილებასა და საფრთხეების თავიდან აცილებას. კომპლექსური ხასიათის სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება მთელ მსოფლიოში დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია, რასაც საერთაშორისო ექსპერტებიც ადასტურებენ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ამასთან, როგორც ბითაძემ აღნიშნა, შვეიცარიელი ექსპერტების მიერ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაიცა:

„უკანასკნელ წლებში, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კომპლექსური სტიქიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, მყინვარულ ხეობებში ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები. შესაბამისად, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება, რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება. შესაძლებელია დეტალური კვლევების საფუძველზე, ცალკეულ შემთხვევაში მონიტორინგისა და გაფრთხილების კომპლექსური სისტემების გამოყენებაც; მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება; მდ. ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

18 აპრილი 2024, 23:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ამ დღეებში მოახერხეს „ენჯეოებმა“ და მათმა მფარველმა პარტიებმა, შეეკრიბათ ადამიანები იმ მოწოდებით, რომ რაც შეიძლება უფრო ნაკლები სუვერენიტეტი გვქონდეს. ეს არის პარადოქსი

„ძალიან სამწუხარო დასკვნებია, რასაც ვაკეთებთ და რასაც ვუყურებთ. ნაცვლად იმისა, რომ წარმოდგენილიყო რაიმე არგუმენტი მსჯელობისთვის, ვხედავდით ბრახუნს მაგიდაზე, ნაცვლად იმისა, რომ ეთქვათ რა არის შინაარსობრივად მათთვის მიუღებელი, გვეუბნებოდნენ, რომ ვიღაცამ რაღაც თქვა და ამიტომ უნდა მივიღოთ, თუ არ მივიღოთ“

18 აპრილი 2024, 22:59

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს

დიმიტრი ხუნდაძე

18 აპრილი 2024, 22:57

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ უკრაინიზაცია, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე

„ხალხის ძალის“ წერილს გამოეხმაურა პარტიის გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წერილში საუბარია იმ საფრთხეებზე, რომლის თავიდან აცილება საქართველოს უმთავრესი ამოცანაა.

პაატა კვიჟნაძე

18 აპრილი 2024, 22:43

პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე: მე „ეროვნული მოძრაობიდან“ ვარ, მერაბ კოსტავა და გამსახურდია ებრძოდნენ კომუნისტურ პარტიას, რომელიც მართავდა საქართველოს, იმათ რომ იცოდნენ ახლა რა ხდება, რომ „ენჯეოებმა“ უნდა მართონ საქართველო, საფლავში გადატრიალდებოდნენ

მე პირადად „ეროვნული მოძრაობიდან" ვარ, საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ვიყავი „ეროვნული მოძრაობიდან", კომუნისტების წინააღმდეგ. შემდეგ ვიყავი პრეფექტი, ყველა ომი გადატანილი მაქვს და ახლა რომ მეუბნებიან, რომ ეს ენჯეოს კანონი თუ მივიღე, თურმე, რუსეთუმე ვყოფილვართ, წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

18 აპრილი 2024, 21:41

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: ნატოს პარტნიორებმა უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის დამატებით 6 კომპლექსი შეიძლება გადასცენ

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ნატოს პარტნიორებმა უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის დამატებით 6 კომპლექსი შეიძლება გადასცენ.

ლევან იზორია

18 აპრილი 2024, 21:35

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს

„გავრცელებული ინფორმაცია ელჩის დაბარების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ელჩი, კომპეტენციის ფარგლებში რეგულარულად მართავს შეხვედრებს გერმანულ მხარესთან, მათ შორის ბუნდესტაგში, ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა თემებზე, დაინტერესების შემთხვევაში ასევე უზიარებს გერმანულ მხარეს ინფორმაციას მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე“

გურამ მაჭარაშვილი

18 აპრილი 2024, 21:31

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ელისაშვილი როგორც პოლიტიკოსი დასრულდა უკვე. ყველამ ნახა რა ამაზრზენად ეძველბიჭებოდა პოლიციელებს

„ელისაშვილი როგორც პოლიტიკოსი დასრულდა უკვე. ყველამ ნახა რა ამაზრზენად ეძველბიჭებოდა პოლიციელებს, აწვებოდა და ა.შ. კარგად იცის მან, რომ პოლიციელი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, იცავს მართლწესრიგს, ჰყავს ოჯახი და უფრო მეტი ღირსება გააჩნია ვიდრე თავად ბატონ ელისაშვილს, გააკეთებს იმას, რაც არის კანონი“

გიორგი ვოლსკი

18 აპრილი 2024, 21:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საზოგადოებამ იხილა, ალეკო ელისაშვილი როგორ ახტებოდა პოლიციის კორდონს, მომაწექითო, ყვიროდა, აგრესიული იყო, შემდეგ ტერიტორიიდან განარიდეს

„დეპუტატისგან სწორია ასეთი საქციელი, რომლის მოწოდებასაც შეიძლება, ისეთი სახის დაპირისპირება მოჰყვეს, რაც საქართველოს თანამედროვე ისტორიას ძალიან ძვირად დაუჯდება? ალეკო ელისაშვილი როგორ გამოიყურება, როგორც პოლიტიკოსი, მოქალაქე, როცა იგინება და ჯიბიდან გავარდნილი ხულიგანივით იქცევა? რაც შეეხება ძალადობას, გადაჭარბებული ძალის გამოყენება არავის მიმართ არ შეიძლება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

18 აპრილი 2024, 21:15

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან

ნიკოლოზ სამხარაძე

18 აპრილი 2024, 21:14

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი კურსი გაცხადებულად დასავლურია და პროექტი, რომელიც გამჭვირვალობას ითვალისწინებს ვერ შეუშლის ხელს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში

კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება, ვინაიდან ყველაფერი, რასაც საქართველოში რუსული ერქმევა იწვევს საზოგადო აღშფოთებას, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით BBC-სთან ინტერვიუში.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 აპრილი 2024, 21:06

მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა პოლონელ სამართალდამცველებთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოავლინა რუსეთის აგენტი, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურებს ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმის მოწყობა შესთავაზა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა პოლონელ სამართალდამცველებთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოავლინა რუსეთის აგენტი, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურებს ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმის მოწყობა შესთავაზა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

18 აპრილი 2024, 21:05

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი გამჭვირვალობის კანონპროექტზე ხელოვანთა ნაწილის კრიტიკულ პოზიციაზე: ასე გააფთრებით და ასეთი მწარე განცხადებებით გამოსვლით, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ვითომდა, სცილდება ევროპას, უპირისპირდები ერს

ასე გააფთრებით და ასეთი მწარე განცხადებებით გამოსვლით იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ვითომდა, სცილდება ევროპას, უპირისპირდები ერს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ხელოვანთა იმ ნაწილი პოზიციის შეფასებისას განაცხადა, რომლებიც ხელისუფლებას გამჭვირვალობის კანონპროექტის გამო აკრიტიკებენ.

18 აპრილი 2024, 21:02

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს: კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა

მისი თქმით, „კანონპროექტი არ ითვალისწინებს არანაირ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, არავის სტიგმატიზაციას და არ ეხება ცალკეულ პირებს. ის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსთხოვს ყოველწლიურად წარადგინონ თავიანთი შემოსავლები და ხარჯები, რაც ძალიან ახლოს დგას ევროდირექტივასთან, რომელიც 3 თვის წინ მიიღო ევროკომისიამ და დასამტკიცებლად გადასცა ევროპარლამენტს.“

18 აპრილი 2024, 20:52

საზოგადოება

მოძრაობები „ჯიუტი“ და „დაფიონი“ პარლამენტთან აქციას მართავენ

სტუდენტური მოძრაობები „ჯიუტი“ და „დაფიონი“ პარლამენტთან აქციას მართავენ. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

გია აბაშიძე

18 აპრილი 2024, 20:37

პოლიტიკა

გია აბაშიძე რადიკალური ექვსეულის წერილზე: ვერ ხვდებიან ეს ლუზერი არარაობა რევანშისტები, რომ „ნაცმედიისა“ და „ნაცსექტის“ ადეპტების გარდა, მათი კონგენიალური სისულელეები ფართო საზოგადოებას არ აინტერესებს

„ნაცმოძრაობის“ გარდა, არცერთი ამ პოლიტიკური ჯამბაზის პარტიად წოდებულ კანტორას არ ძალუძს 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ამათი წინააღმდეგობა - კოორდინაცია ისეთივე რეალობაა, როგორც მანამდე მათ მიერ შექმნილი „რდილოვანი კაბინეტი“, „ტექნიკური მთავრობა“ და ქვიშაში თამაშის სხვა მსგავსი პროექტები, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე რადიკალური ექვსეულის („ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“,, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) წერილს, სადაც ნათქვამია, რომ აცხადებენ სრულ კოორდინაციას და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის.

სვიმონ ჯანგულაშვილი

18 აპრილი 2024, 20:29

პოლიტიკა

სვიმონ ჯანგულაშვილი: ჩაუყევით ქართველი ფეხბურთელების, ასევე პატრიოტული და პრო-ევროპული პოზიციის გამომხატველ ფოტოებს - როგორ აბულინგებენ, რატომ არ გაჰკივითო „არა რუსულ კანონსო”

„საზოგადოება ქართული"-ს საინიციატივო ჯგუფის წევრი, დირიჟორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში ქართველი ხელოვანებისა და სპორტსმენების მიმართ ბულინგის კამპანიას ეხმაურება.

იოავ გალანტი

18 აპრილი 2024, 20:23

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ მას აქვს მოქმედების თავისუფლება, გააკეთოს ის, რაც სურს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელის სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ მას აქვს მოქმედების თავისუფლება, გააკეთოს ის, რაც სურს.

თამარ კორძაია

18 აპრილი 2024, 20:16

პოლიტიკა

თამარ კორძაია: ნებისმიერ ჟურნალისტზე ძალადობა რა თქმა უნდა გამოსაძიებელია

ნებისმიერ ჟურნალისტზე ძალადობა არის რა თქმა უნდა გამოსაძიებელი, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატი თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიების დაწყებას.

მიხაი პოპშოი

18 აპრილი 2024, 19:51

მსოფლიო

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოლდოვა ყოყმანობს შეუერთდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას, რათა არ გამოიწვიოს მოსკოვის გარკვეული უარყოფითი რეაქცია

„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაი პოპშოიმ განაცხადა, რომ მოლდოვა ყოყმანობს შეუერთდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას, რათა არ გამოიწვიოს მოსკოვის გარკვეული უარყოფითი რეაქცია.

სვიმონ ჯანგულაშვილი

18 აპრილი 2024, 19:45

პოლიტიკა

„საზოგადოება ქართული“-ს საინიციატივო ჯგუფის წევრი სვიმონ ჯანგულაშვილი: ქართველთა უმრავლესობა ყოველთვის იქნება მკვლელების, 26 მაისის და 7 ნოემბრის მომწყობი ძალის წინააღმდეგ

„ძალიან მძიმე ამბავი იყო 26 მაისი. იმიტომ, რომ თუკი კიდევ რაღაც პროპაგანდისტული ახსნა ჰქონდათ 7 ნოემბერს და მანამდე რასაც აკეთებდნენ, იმ 26 მაისს ყველამ დავინახეთ, რომ ეს იყო სისხლიანი ძალა“-ამის შესახებ „საზოგადოება ქართული“-ს საინიციატივო ჯგუფის წევრმა, დირიჟორმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევას და დარბევის დროს განვითარებული მოვლენებს იხსენებს.