21 თებერვალი 2024, 09:24 / სანდო წყარო

ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაზე: გვქონდა ძალიან საინტერესო, შინაარსით დატვირთული, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული დისკუსია. მხარეებმა ძალიან პოზიტიურად შეაფასეს საბჭოს შედეგები

ვახტანგ მახარობლიშვილი

ვახტანგ მახარობლიშვილი

გაიმართა საქართველო-ევროკავშირის რიგით მე-8 ასოცირების საბჭო, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის მხრიდან უმაღლესი წარმომადგენელი, ბატონი ბორელი და საქართველოს მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ძალიან საინტერესო, შინაარსით დატვირთული და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული დისკუსია იყო და მხარეებმა ძალიან პოზიტიურად შეაფასეს საბჭოს შედეგები.

„რა თქმა უნდა, ორივე მხარემ ისაუბრა დეკემბრის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ეფუძნებოდა ერთი მხრივ, ქვეყნის, საქართველოს მოსახლეობის დიდ სურვილს, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში, ხოლო მეორე მხრივ, იმ ძალისხმევას და იმ ჩატარებულ რეფორმებს და საქმიანობას, რომელიც ქართულმა მხარემ გასწია დეკემბრის გადაწყვეტილების მიღებამდე.
რა თქმა უნდა, მხარეებმა ასევე ისაუბრეს შემდგომ ნაბიჯებზე. ქართულმა მხარემ ევროპელ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია თუ რა ნაბიჯები გადაიდგა და იდგმება 9 ე.წ. ნაბიჯის განხორციელების მიმართულებით და ევროპულმა მხარემ, ევროკომისიამ, ისევე როგორც საბჭომ, აღგვითქვა მტკიცე მხარდაჭერა აღნიშნულ პროცესში.
მნიშვნელოვანი დისკუსია ასევე შეეხო ეკონომიკურ თანამშრომლობას და რაც შეეხება ევროკავშირის შიდა ბაზარში საქართველოს ინტეგრაციას, ძალიან საინტერესო და ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან თემებზე იყო საუბარი, რომელიც ეხება მაგალითად როუმინგისა და საბანკო გადარიცხვების თემატიკას. ეს ის ორი დიდი თემაა, რომელთა ჰარმონიზებაც ჩვენს მოქალაქეებს უაღრესად გაუადვილებს კომუნიკაციას ევროკავშირის სივრცეში.
ასევე, ბუნებრივია, ხაზი გაესვა საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირის კრიზისებისა და კატასტროფების პრევენციის მექანიზმში. ფაქტობრივად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა აღნიშნული მიმართულებით და ალბათ ახლო მომავალში მოხდება საქართველოს გაწევრიანება აღნიშნულ მექანიზმში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსთან, ერთი მხრივ პრევენციის და მეორე მხრივ რეაგირების მიმართულებით. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უფრო აქტიურად იქნებიან ჩართულები საქართველოს მხარდაჭერის და დახმარების მიმართულებით სამწუხარო შემთხვევების პირობებში“, - განაცხადა ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.

როგორც მან აღნიშნა, დღის წესრიგით ასევე საუბარი იყო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით.

„ქართულმა მხარემ მიაწოდა ევროპულ მხარეს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბოლო ინციდენტებთან დაკავშირებით. მხარეებმა ასევე იმსჯელეს იმ შესაძლო სამომავლო ნაბიჯებზე, რაც შეიძლება ერთობლივად გადაიდგას იმისათვის, რომ მოვახერხოთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. რა თქმა უნდა, ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა, როგორც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქართველო არსებობასთან დაკავშირებით, ასევე იმ როლთან დაკავშირებით, რა როლსაც ევროკავშირის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ახორციელებს. ხაზი გაესვა აუცილებლობას ერთობლივი ძალისხმევის, რომ კონკრეტული შედეგები იქნას მიღწეული შესაბამის ფორმატებში“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

დღეს ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. დღესვე ნატო- საქართველოს კომისიის სხდომაა დაგეგმილი.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2024, 01:12

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მხარს არ დაუჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას პალესტინის სახელმწიფოებრიობის შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ აშშ მხარს არ დაუჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას პალესტინის სახელმწიფოებრიობის შესახებ.

გიორგი გამსახურდია

19 აპრილი 2024, 01:07

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ევროპულ ქვეყნებში პოლიცია გაცილებით ხისტად იქცევა ამ შემთხვევაში, როდესაც პოლიციის თანამშრომელზე ვინმე ხელს აღმართავს

ევროპულ ქვეყნებში პოლიცია გაცილებით ხისტად იქცევა ამ შემთხვევაში, როდესაც პოლიციის თანამშრომელზე ვინმე ხელს აღმართავს, - განაცხადა საპროტესტო აქციებზე პოლიციის ქმედებების შეფასებისას პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2024, 01:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ის, რომ სტრატეგიული პარტნიორები არიან, არ ნიშნავს, რომ ყოველ მომენტში მეგობრები არიან - ხანდახან ცუდსაც გვეუბნებიან

შალვა პაპუაშვილის თქმით, ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი და ხანდახან, როდესაც ინტერესზეა საუბარი, მეგობრობა გვერდზე იწევა.

გიორგი გამსახურდია

19 აპრილი 2024, 01:00

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია აქციებზე: ცოტა გაცდენილია პროტესტის საზღვრებს და ფორმებს. ეს არის რადიკალური ოპოზიციის ხელწერა, რომელსაც აქვს ერთი კონკრეტული მიზანი - არეულობა, დესტაბილიზაცია, სისხლისღვრა

პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ გამჭვირვალობის კანონის განხილვის პროცესის პარალელურად განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2024, 00:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვაპირებთ, ჯიუტად გავაგრძელოთ ჩვენი ხაზი და მოვითხოვოთ არგუმენტები

ჩვენ ვაპირებთ, ჯიუტად გავაგრძელოთ ჩვენი ხაზი და მოვითხოვოთ არგუმენტები, - განაცხადა გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2024, 00:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როგორც კი მოვიქცევით ევროპულად, ჩვენც ევროპულად მოგვექცევიან. როგორც კი ჩვენ მოვიქცევით როგორც ქვეშევრდომები, რომლებსაც თითს დაუქნევენ და გაჩუმდებიან, არც ჩვენ მოგვექცევიან ევროპულად

„ჩვენ მოგვეზღვება ჩვენი საქმეებისთვის. როგორც კი ჩვენ მოვიქცევით ევროპულად, ჩვენც მოგვექცევიან ევროპულად. როგორც კი ჩვენ მოვიქცევით როგორც ქვეშევრდომები, რომლებსაც თითს დაუქნევენ და გაჩუმდებიან, არც ჩვენ მოგვექცევიან ევროპულად. ამიტომ აქ მართლა დგას საკითხი იმაზე, ვაცნობიერებთ თუ არა იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო გვაქვს და რომ ჩვენით უნდა გადავწყვიტოთ საკითხები. ილია ჭავჭავაძე ლამის თავის ერთ-ერთ სახედ ჰყავთ გამოცხადებული გარკვეულ კასტას“

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2024, 00:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო

„ჯერ დავსვათ კითხვა - რატომ ხდება ასე, რომ თავს იწუხებენ სხვადასხვა სტრუქტურები, რომ დადონ [შემოსავლებზე ინფორმაცია]. მარტივი მიზეზია - მალავენ. სხვა ახსნა ამას არ აქვს, ვინაიდან მე მაგალითად NED-ის ხელმძღვანელობასთან მქონდა შეხვედრები შარშან. გაზაფხულზეც მქონდა, შემდეგ კიდევ მქონდა შეხვედრა. შემპირდნენ, რომ გაასაჯაროებდნენ [ფინანსებს] და არ გაასაჯაროვეს. ამას რა ჰქვია? ამას ჰქვია მხოლოდ ერთადერთი სახელი“

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2024, 00:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არის დადასტურებული ეჭვი, რომ NED-ი და EED-ი აფინანსებენ პარტიებს და რადიკალურ მოძრაობებს. გაესაჯაროებინათ პროექტები, რა საჭიროა ამდენი განცხადება?!

დემოკრატიის ნაციონალურ ფონდთან და ევროპის დემოკრატიის ფონდთან ერთი წლის განმავლობაში მქონდა მე პირადად კომუნიკაცია, რომ გაესაჯაროებინათ თავისი პროექტები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

18 აპრილი 2024, 23:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: წარმოუდგენელია, დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეს უნდოდეს, რომ მისგან დაფარონ ინფორმაცია, მის დაუკითხავად შემოდიოდეს აქ ფული და პოლიტიკაში მონაწილეობდეს

წარმოუდგენელია, სახელმწიფოსა და მოქალაქეს, რომელსაც თავი მიაჩნია დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქედ, უნდოდეს, რომ მისგან დაფარონ ინფორმაცია, მის დაუკითხავად შემოდიოდეს აქ ფული და პოლიტიკაში მონაწილეობდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

18 აპრილი 2024, 23:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ადამიანებმა მოსკოვი ჩაინაცვლეს თავის მენტალიტეტში ბრიუსელით, ან რაღაც სხვა დედაქალაქით. ეს არის სწორედ ყოფილი კოლონიის მენტალიტეტი, რომლითაც როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დაავადებულია ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი

ევროკავშირი არის თანაბარი სახელმწიფოების კავშირი და ჩვენ გვინდა არა მოწყალება ევროკავშირისგან, არამედ გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ერთობლივად მივიღებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

18 აპრილი 2024, 23:52

მსოფლიო

სტოლტენბერგი: უკრაინას სჭირდება ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალა, ნატოს მოკავშირეებს შეუძლიათ მიაწოდონ საბრძოლო მასალა, თუმცა როდესაც საქმე ეხება ცოცხალ ძალას, ეს უკრაინამ უნდა უზრუნველყოს

უკრაინას სჭირდება ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალა, ნატოს მოკავშირეებს შეუძლიათ მიაწოდონ საბრძოლო მასალა, თუმცა როდესაც საქმე ეხება ცოცხალ ძალას, ეს უკრაინამ უნდა უზრუნველყოს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

შალვა პაპუაშვილი

18 აპრილი 2024, 23:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა და რა უნდა აკეთოს

„ჩვენ გვინდა ამ ურთიერთობაში ვიყოთ უბრალოდ ობიექტი, რომლის შესახებაც დიდები და ძლიერები იღებენ გადაწყვეტილებებს, თუ გვინდა ვიყოთ ამ პროცესის თანაბარი უფლებიანი მონაწილე. ჩვენ რა გვინდა ევროკავშირში ინტეგრირებისგან?! ჩვენ გვინდა ვიყოთ მოლაპარაკების ნაწილი თუ გვინდა რომ მოგვცენ მითითება რა გავაკეთოთ და ჩვენ ამის მხოლოდ აღმსრულებლები უნდა ვიყოთ?! “

შალვა პაპუაშვილი

18 აპრილი 2024, 23:36

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ პარტნიორების შეფასებაზე: დასვით კითხვა „რატომ“ და ვერც ერთ ამ განცხადებაში პასუხს ვერ ნახავთ

დღესაც იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ყველა ეს ტექსტი წაიკითხეთ, დადეთ ერთმანეთის გვერდით და ვერც ერთ არგუმენტს ვერ ნახავთ, - განაცხადა გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებების შეფასებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

18 აპრილი 2024, 23:30

პოლიტიკა

აქციის მონაწილეები „იმედისა“ და „პოსტივის“ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ისევ ხელს უშლიან

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები „იმედისა“ და „პოსტივის“ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან და გადამღებ ჯგუფებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

შალვა პაპუაშვილი

18 აპრილი 2024, 23:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ამ დღეებში მოახერხეს „ენჯეოებმა“ და მათმა მფარველმა პარტიებმა, შეეკრიბათ ადამიანები იმ მოწოდებით, რომ რაც შეიძლება უფრო ნაკლები სუვერენიტეტი გვქონდეს. ეს არის პარადოქსი

„ძალიან სამწუხარო დასკვნებია, რასაც ვაკეთებთ და რასაც ვუყურებთ. ნაცვლად იმისა, რომ წარმოდგენილიყო რაიმე არგუმენტი მსჯელობისთვის, ვხედავდით ბრახუნს მაგიდაზე, ნაცვლად იმისა, რომ ეთქვათ რა არის შინაარსობრივად მათთვის მიუღებელი, გვეუბნებოდნენ, რომ ვიღაცამ რაღაც თქვა და ამიტომ უნდა მივიღოთ, თუ არ მივიღოთ“

18 აპრილი 2024, 22:59

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს

დიმიტრი ხუნდაძე

18 აპრილი 2024, 22:57

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ უკრაინიზაცია, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე

„ხალხის ძალის“ წერილს გამოეხმაურა პარტიის გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წერილში საუბარია იმ საფრთხეებზე, რომლის თავიდან აცილება საქართველოს უმთავრესი ამოცანაა.

პაატა კვიჟნაძე

18 აპრილი 2024, 22:43

პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე: მე „ეროვნული მოძრაობიდან“ ვარ, მერაბ კოსტავა და გამსახურდია ებრძოდნენ კომუნისტურ პარტიას, რომელიც მართავდა საქართველოს, იმათ რომ იცოდნენ ახლა რა ხდება, რომ „ენჯეოებმა“ უნდა მართონ საქართველო, საფლავში გადატრიალდებოდნენ

მე პირადად „ეროვნული მოძრაობიდან" ვარ, საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ვიყავი „ეროვნული მოძრაობიდან", კომუნისტების წინააღმდეგ. შემდეგ ვიყავი პრეფექტი, ყველა ომი გადატანილი მაქვს და ახლა რომ მეუბნებიან, რომ ეს ენჯეოს კანონი თუ მივიღე, თურმე, რუსეთუმე ვყოფილვართ, წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

18 აპრილი 2024, 21:41

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: ნატოს პარტნიორებმა უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის დამატებით 6 კომპლექსი შეიძლება გადასცენ

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ნატოს პარტნიორებმა უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის დამატებით 6 კომპლექსი შეიძლება გადასცენ.

ლევან იზორია

18 აპრილი 2024, 21:35

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს

„გავრცელებული ინფორმაცია ელჩის დაბარების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ელჩი, კომპეტენციის ფარგლებში რეგულარულად მართავს შეხვედრებს გერმანულ მხარესთან, მათ შორის ბუნდესტაგში, ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა თემებზე, დაინტერესების შემთხვევაში ასევე უზიარებს გერმანულ მხარეს ინფორმაციას მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე“