21 თებერვალი 2024, 23:11 / სანდო წყარო

თამთა მეგრელიშვილი თემურ ჯანაშიას: გაუგებარია, როგორ გესახებათ სააკაშვილის მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში, მან ხომ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და ახლა გინდათ ანტისახელმწიფოებრივ, გაცხადებულ რევოლუციურ ქმედებებში ჩართოთ?

თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ჯანაშიამ ერთ-ერთ ტელევიზიაში განაცხადა, რომ „სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება რევოლუციურ წინაპროცესში მონაწილეობა მიიღოს“.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, თემურ ჯანაშიას ეს განცხადებები არის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებების ანულირების უნიჭო მცდელობა.

„პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ამ მომენტში 2 დასრულებული და 3 მიმდინარე საქმეა. მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია გირგვლიანის საქმეზე- 2018 წლის 5 იანვარს, საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, დაუსწრებლად 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას გულისხმობს. გამოძიების მიხედვით, 2006 წლის 27 იანვარს, თბილისში, კაფე შარდენ ბარში თამარ მერაბიშვილს (სალაყაია), დავით ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, გურამ დონაძეს და სხვებს, სანდრო გირგვლიანთან და მის მეგობარ ლევან ბუხაიძესთან მოუხდათ შელაპარაკება. შურისძიების მიზნით, დავით ახალაიას დავალებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე და ასევე, დავით ახალაიას დავალებით, უმოწყალოდ სცემეს და აწამეს. ამ საქმეზე, 2006 წელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები გასამართლდნენ. ისინი სასჯელაღსრულების N10 დაწესებულებაში, კომფორტულ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ სასჯელის მოხდის პერიოდში, საპატიმრო დაწესებულებას ტოვებდნენ ყოველგვარი დოკუმენტაციის და ნებართვის გარეშე. 2008 წელს ისინი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა წინასწარი შეთანხმებით შეიწყალა.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია - ვალერი გელაშვილის საქმეზე:

2018 წელს მიხეილ სააკაშვილს მსჯავრი დაედო ყოფილ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. 28 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას საბოლოოდ, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2005 წლის 14 ივლისს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეურაცხმყოფელი სტატიის გამოქვეყნების გამო, მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და ერეკლე კოდუას ორგანიზებით, "სოდი"-ს სპეცრაზმის თანამშრომლები, შურისძიების მიზნით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს და ცეცხლსასროლი იარაღის კონდახებით სასტიკად სცემეს. ასევე გასტაცეს ცეცხლსასროლი იარაღი, თანხა და ძვირფასი ნივთი. თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ცხვირის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რაც შეფასდა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებად, რომელმაც მსხვერპლს წარუშლელად დაუმახინჯა სახე.
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებია
9 024 367 ლარის გაფლანგვა
კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომლის განხილვაც მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება.
პროკურატურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის ბიუჯეტიდან გამოყო თანხა.
2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მის პირადი მიზნებისთვის დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. კერძოდ, ეს ეხება სასტუმროს მომსახურებას, სამგზავრო ბილეთების შეძენას, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებას, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურებას, კოსმეტიკურ პროცედურებს, საცხოვრებელი ფართის დაქირავებასა და ტანსაცმლის შეძენას.
მიმდინარეა "იმედი“, „7 ნოემბერი“, ბადრი პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდების საქმე
ამ საქმეზე პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს 2014 წლის 28 ივლისს, დაუსწრებლად წაუყენა ბრალი.
ასევე მიმდინარეა საზღვრის კვეთის საქმე.

უკრაინიდან საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პროკურატურამ 2021 წლის 20 ოქტომბერს წაუყენა ბრალი მიხეილ სააკაშვილს.

გამოძიების ვერსიით, 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სახელწოდებით „ვილნიუსი“. სწორედ ამ გემიდან 29 სექტემბერს ჩამოვიდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერი. მძღოლმა ფოთის პორტის ტერიტორიაზე გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, იგი მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა. ამ მომენტში, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ტრაილერის მძღოლის ელგუჯა ცომაიას დახმარებით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

ამ ფონზე, ბატონო თემურ, მინიმუმ პოლიტიკური უხერხულობაა ისაუბროთ მიხეილ სააკაშვილის უდანაშაულობაზე.
გთხოვთ დაასახელოთ ერთი სამართლებრივი საფუძველი მაინც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უდანაშაულობას დაამტკიცებს.
ასევე გაუგებარია, როგორ გესახებათ მისი მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში, მან ხომ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და ახლა გინდათ ის ანტისახელმწიფოებრივ გაცხადებულ რევოლუციურ ქმედებებში ჩართოთ?!
თქვენი განცხადებები არის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებების ანულირების უნიჭო მცდელობა და ხაზს უსვამს იმას, რომ თქვენ საქართველოს კანონმდებლობას საერთოდ არ იცნობთ.

მინაწერი: თქვენ გენერალ-მაიორი ბრძანდებით და თქვენგან ეს უმეცრება მივიღოთ თუ პოლიტიკურ დაკვეთას მივაწეროთ?!“-წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ყველა სიახლე

22 აპრილი 2024, 01:48

სამართალი

სუს-ი: ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე სკოლაში ჩატარდა და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საეჭვო არაფერია აღმოჩენილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იარაღია აღმოჩენილი, არ დასტურდება და ყალბია. როგორც „იმედინიუსს“ სუს-ში განუცხადეს, „ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას ატარებენ. ამასთან, უწყების განმარტებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საეჭვო არაფერია აღმოჩენილი.

22 აპრილი 2024, 01:34

მსოფლიო

სკოლებში ტერაქტის მომზადების შესახებ ყალბი შეტყობინებები უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთსა და რუსეთში წლის დასაწყისიდან ვრცელდება

ინფორმაცია სკოლებში ტერაქტების მომზადების შესახებ ​რუსეთსა და ყაზახეთში უკვე რამდენიმე თვეა პერიოდულად ვრცელდება. ბოლოს სკოლებში სროლის შესახებ შეტყობინებები 19 აპრილს ასტანაში გავრცელდა. ყაზახეთის პოლიციაში ამ ინფორმაციას ფეიკი უწოდეს.

სოფო ნიკოლაიშვილი

22 აპრილი 2024, 01:34

პოლიტიკა

სოფო ნიკოლაიშვილი: მე ის თაობა ვარ, რომელმაც გამოიარა 9 აპრილი. მაშინ გამოვედით ახალგაზრდები და რუსულ ტანკებს ხელებს ვურტყამდით, ვეძახდით მკვლელებს და მე მინდა რუსეთი?!

მე ის თაობა ვარ, რომელმაც გამოიარა 9 აპრილი. მაშინ გამოვედით ახალგაზრდები და რუსულ ტანკებს ხელებს ვურტყამდით, ვეძახდით მკვლელებს და მე მინდა რუსეთი?!, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, პროდიუსერმა, სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

სოფო ნიკოლაიშვილი

22 აპრილი 2024, 01:20

პოლიტიკა

სოფო ნიკოლაიშვილი: როგორ ბედავთ თქვენ, რომ „იმედის“ ეთერებში ვარდებით?! ჩვენ თქვენ არ გივარდებით. ჩვენ ამას არ ვკადრულობთ. თქვენ არ ხართ ევროპელები, თქვენ ხართ ბოლშევიკები

როგორ ბედავთ თქვენ, რომ „იმედის“ ეთერებში ვარდებით?! ჩვენ თქვენ არ გივარდებით. ჩვენ ამას არ ვკადრულობთ. თქვენ არ ხართ ევროპელები, თქვენ ხართ ბოლშევიკები! ევროპელობა არ არის ის, რასაც თქვენ აკეთებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, პროდიუსერმა, სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“, განაცხადა.

22 აპრილი 2024, 00:47

სამართალი

სუსის განცხადებით, „ტელეგრამში“ ტერორიზმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება

„ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებენ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

სოფო ნიკოლაიშვილი

22 აპრილი 2024, 00:40

პოლიტიკა

სოფო ნიკოლაიშვილი რადიკალებზე: ასეთი მიუღებელი თუ არის რუსეთი, „რუსული კანონები“, რატომ ითმენენ მათ გვერდით ელენე ხოშტარიას, რომლის ოჯახსაც რუსული რუბლები ერიცხება

ასეთი მიუღებელი თუ არის რუსეთი, „რუსული კანონები“, რატომ ითმენენ მათ გვერდით ელენე ხოშტარიას, რომლის ოჯახსაც რუსული რუბლები ერიცხება?!, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, პროდიუსერმა, სოფო ნიკოლაიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“, განაცხადა.

ლუკა ეხვაია

22 აპრილი 2024, 00:37

პოლიტიკა

ლუკა ეხვაია: მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ საგარეო პოლიტიკური კურსი შეეცვალა სახელმწიფოს, ეს არის უბრალოდ აბსურდი

„ეს ადამიანები გველაპარაკებიან ევროპულ იდეალებზე და ამ დროს ეწინააღმდეგებიან გამჭვირვალობას, ძლიერი, უსაფრთხო სახელმწიფოს შენებას. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თავს ასაღებენ საზოგადოების პროგრესულ ნაწილად და ამ დროს ჩვენი საზოგადოების ღირებულებების ბუნებრივი სისტემისგან სრულიად მოწყვეტილები არიან და ცდილობენ თავს მოგვახვიონ ჩვენთვის არადამახასიათებელი და არაბუნებრივი ღირებულებები“, - განაცხადა ეხვაიამ.

სოფო ნიკოლაიშვილი

22 აპრილი 2024, 00:20

პოლიტიკა

სოფო ნიკოლაიშვილი: ერთი წუთით მაინც რომ მქონდეს განცდა, რომ გამჭვირვალობის კანონით ვინმე, თუნდაც ხელისუფლება რუსეთისკენ მიგვაქანებს, დამერწმუნეთ, პირველი მე ვიქნებოდი რუსთაველის გამზირზე

„ძალიან მომწონს, რომ ახალგაზრდებს ასე აღელვებთ ქვეყნის ბედი, არ არიან ისინი ინდიფერენტულები ქვეყნის მომავლის მიმართ და ერთი წუთით მაინც რომ მქონდეს ისეთი განცდა, რომ ვინმე, ამ კანონით, თუნდაც ხელისუფლება მიგვაქანებს რუსეთისკენ, დამერწმუნეთ, პირველი მე ვიქნებოდი რუსთაველის გამზირზე. იცით რატომ? მე ის თაობა ვარ, რომელმაც 1989 წლის 10 აპრილს გაიღვიძა სრულ ჯოჯოხეთში! წინა დღეს 9 აპრილი მოხდა - მე მაშინ 16 წლის ვიყავი. გამოვედით ახალგაზრდები და რუსულ ტანკებს ხელებს ვურტყამდით. ვეძახდით მკვლელებს და მე მინდა რუსეთი?! ეს წარმოუდგენელია!ის თაობა ვარ, რომლის თვალწინაც გაიარა ძმათა მკვლელმა, სამოქალაქო ომმა. ჩვენი მამები და ნაცნობები ერთმანეთს ხოცავდნენ - ესეც რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული. მე როგორ მენდომება რუსეთი?! ის თაობა ვარ, რომელმაც დაკარგა აფხაზეთი.

ლუკა ეხვაია

22 აპრილი 2024, 00:11

პოლიტიკა

ლუკა ეხვაია: ვხედავთ უპრეცედენტო რამეს - ჩვენს რეგიონში გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ ახალი გლობალური აქტორები. ზუსტად ამ კონტექსტში უნდა აღვიქვათ გამჭვირვალობის კანონი

„და ვხედავთ უპრეცედენტო რამეს, რომ ჩვენს რეგიონში გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ ახალი გლობალური აქტორები, როგორებიც არიან ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი. ეს საერთოდ ყველაფერს ცვლის და ართულებს უსაფრთხოების პოლიტიკას. ზუსტად ამ კონტექსტში უნდა აღვიქვათ გამჭვირვალობის კანონი და უნდა დავინახოთ, რომ ჩვენთვის ამ მომენტში ინფორმაცია იმაზე თუ საიდან შემოდის ფინანსები, რისთვის შემოდის და როგორ იხარჯება, არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ეხვაიამ.

ლევან გიგინეიშვილი

21 აპრილი 2024, 23:49

საზოგადოება

ლევან გიგინეიშვილი ლოზუნგზე „მამული, ენა, ერთობა“: ძალიან პრეტენზიული უნდა იყო, რომ ილია ჭავჭავაძის ასეთი მნიშვნელოვანი ციტატა შეცვალო

„ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი, ძალიან პრეტენზიული უნდა იყო, რომ ილია ჭავჭავაძის ასეთი მნიშვნელოვანი ციტატა შეცვალო. მე თვითონ ფილოლოგი ვარ, ქართულს ვასწავლი და ამას არ გავაკეთებდი ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი“, - განაცხადა გიგინეიშვილმა.

ლევან გიგინეიშვილი

21 აპრილი 2024, 23:45

პოლიტიკა

ლევან გიგინეიშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: არის მცდელობა, გაუქმდეს მსჯელობის, დისკუსიის სივრცე და ეს ძალიან სახიფათოა, რადგან ჭეშმარიტება ასეთ თავისუფალ დისკუსიაში დგინდება

არის მცდელობა, გაუქმდეს მსჯელობის, დისკუსიის სივრცე და ეს ძალიან სახიფათოა, რადგან ჭეშმარიტება ასეთ თავისუფალ სივრცეში, მსჯელობაში, დისკუსიაში დგინდება, - ამის შესახებ ფილოლოგმა, პროფესორმა, ლევან გიგინეიშვილმა გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“, - განაცხადა.

21 აპრილი 2024, 23:38

პოლიტიკა

ლევან გიგინეიშვილი: აქამდე პოლიტბიურო იყო კრემლიდან, იმისი უნდა დაგეჯერებინა - რასაც ჩამძახებ, იმას ამოგძახებ. იგივე შეხედულება არ უნდა გქონდეს ევროპელზე

„კარგია ეს ინიციატივა, რომ ილაპარაკონ ევროპელმა პარტნიორებმა, რატომ ფიქრობენ, რომ ეს კანონი არის გადახრა დემოკრატიისგან. რატომ არის „ფარა“ სხვა და ეს სხვა? რა განსხვავებია ამ კანონპროექტსა და ევროპარლამენტში არსებულ მსგავს კანონს შორის? ვილაპარაკოთ ამაზე“, - განაცხადა გიგინეიშვილმა.

დავით კირკიტაძე

21 აპრილი 2024, 23:11

პოლიტიკა

დავით კირკიტაძე: რუსთავში, „ნაცმოძრაობის“ ფრაქცია არ მონაწილეობს საკრებულოს თანამდებობებზე გამოცხადებულ დოღში. ჩვენი პოზიცია ბექა ლილუაშვილმა იცის და მიკვირს, რატომ ატყუებს ხალხს?

„რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია არ იღებს მონაწილეობას საკრებულოს თანამდებობებზე გამოცხადებულ დოღში, ჩვენი პოზიცია ბექა ლილუაშვილმა იცის და მიკვირს რატომ ატყუებს ხალხს? ასე რომ ძველო და ახალო ქოცებო დაგიჭამიათ ერთმანეთი!!! თქვენ ორივე პოლიტიკური ჯგუფი მარტო მაგ საქმეზე ხართ მაინც მოსული“, - წერს კირკიტაძე.

გივი მიქანაძე

21 აპრილი 2024, 22:45

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: როდესაც ჩვენ ვსვამთ კითხვას, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს ან რატომ უნდა გავაკეთოთ ის და ამაზე პასუხი არ არის, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე

როდესაც ისმება კითხვა, რატომ აკეთებთ ამას და ეს არ გააკეთოთ, ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებაზე და ჩვენ ვსვამთ კითხვას, რატომ არ უნდა გავაკეთოთ, თუკი თქვენ გაქვთ? რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენც გვქონდეს?!, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძე, „იმედის კვირას“ განუცხადა.

სოზარ სუბარი

21 აპრილი 2024, 22:15

პოლიტიკა

სოზარ სუბარი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: საზოგადოების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ თუ ჩვენი მეგობრები დასავლეთიდან გვეუბნებიან, ე.ი. არ უნდა მივიღოთ, ამით შესაძლოა, რაღაც დავკარგოთ. რატომღაც ასეთი უპირობო განცდაა

საზოგადოების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ თუ ჩვენი მეგობრები დასავლეთიდან გვეუბნებიან, ე.ი არ უნდა მივიღოთ და ამით შესაძლოა, რაღაც დავკარგოთ. რატომღაც ასეთი უპირობო განცდაა, რომ რადგანაც მეგობარია ის ყოველთვის შენს სასარგებლოდ მოქმედებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „იმედის კვირას“ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.

სოზარ სუბარი

21 აპრილი 2024, 21:59

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და გამჭვირვალობის კანონი არის ამ სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთი იარაღი

„საკმარისია ერთი ტყვია გავარდეს საქართველოში, რომ მერე უკან ვეღარ შემოვაბრუნებთ პროცესებს. მერე საქართველოს სახელმწიფომ შესაძლოა სამუდამოდ შეწყვიტოს არსებობა. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და ეს გამჭვირვალობის კანონი (აგენტების კანონს რომ უწოდებს კელი დეგნანი აბსოლუტურად შეგნებულად), არის ამ სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთი იარაღი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ რას აფინანსებს ქვეყანაში, რომ შემთხვევით არ დაგვიფინანსონ სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ეს 2003 წელს მოხდა საქართველოში“, - აცხადებს სუბარი.

ზაზა შათირიშვილი

21 აპრილი 2024, 21:43

საზოგადოება

ზაზა შათირიშვილი: დღეს საქართველო ნამდვილად არის პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც აქვს თავისი ძალა, თავისი ძალისხმევა და მიდის თავისი გზით

„ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მივიღეთ ძალიან სერიოზული საბედისწერო გამოცდილება. დღეს ეს ყველაფერი თითქოს დაგროვდა, აკუმულირდა. ძალიან იშვიათად მქონია ისეთი განცდა, რომ ვხედავ - რაც ხდება, სწორია. დღეს საქართველო ნამდვილად არის პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც აქვს თავისი გადაწყვეტილება, თავისი ძალა, თავისი ძალისხმევა და მიდის თავისი გზით“, - მიიჩნევს შათირიშვილი.

ვილი სანიოლი

21 აპრილი 2024, 21:41

სპორტი

ვილი სანიოლი: დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გზაზე ვართ. როდესაც რაღაც მომენტში მივხვდები, რომ ნაკრებისთვის შესაფერისი მწვრთნელი აღარ ვარ, თავად წავალ

მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გზაზე ვართ. ყველა ქვეყანაში ასეა, როდესაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ხარ, ზოგს უყვარხარ და ზოგს - არა. როდესაც იგებ საუკეთესო ხარ და როდესაც აგებ - ყველაზე ცუდი, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

ვილი სანიოლი

21 აპრილი 2024, 21:38

სპორტი

ვილი სანიოლი: კვეკვესკირს ვუთხარი, 3 წლის წინ ნანახი მქონდა ვიდეო, სადაც ის ტიროდა. პენალტს თუ გაიტანდა, შევქმნიდით ისტორიას, იმ ვიდეოს გაგრძელება იქნებოდა - იტირებდა ბედნიერებისგან. ფეხბურთი ასეთი ისტორიებისგან შედგება

კვეკვესკირს ვესაუბრე. ვუთხარი, რომ ნანახი მქონდა 3 წლის წინ ვიდეო, სადაც ის ტიროდა. „შენ დღეს იტირებ, მაგრამ სხვა მიზეზით“ - ეს იყო ჩემი სიტყვები. მე ეს საუბარი სულ თავში მიტრიალებდა 26-ში. სიის შედგენისას კვეკვესკირს ვუთხარი, რომ მეხუთე ყოფილიყო. თუ გაიტანდა, ჩვენ შევქმნიდით ისტორიას, ეს განცდა მქონდა. იმ ვიდეოს გაგრძელება იქნებოდა - იტირებდა ბედნიერებისგან. ფეხბურთი ასეთი ისტორიებისგან შედგება, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა.

ვილი სანიოლი

21 აპრილი 2024, 21:32

სპორტი

ვილი სანიოლი: ჩვენ ვართ საქართველოში, სადაც ამდენი ფეხბურთელი არ გვყავს და ამიტომ უნდა ავირჩიო მხოლოდ ის, ვინც ნაკრებს მოუტანს შედეგს, პოზიტივს. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩემს არჩევანს ყოველთვის გულშემატკივარი ვერ ხსნის

ხშირად დავდივარ ფეხბურთელების თამაშებზე. როდესაც ვხედავ, რომ ფეხბურთელი უშვებს შეცდომას და ერთი და იგივე შეცდომა სხვა მატჩებზეც 2-ჯერ და 3-ჯერ მეორდება, ჩემთვის ნათელია, რომ მე მას ნაკრებში ვერ წავიყვან, რადგან შეცდომებს ვერ დავამატებ. რატომ? იმიტომ რომ ამას შინაგანად უკვე გამოცდილებიდან ვგრძნობ და შეიძლება ვერ ავხსნა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.