imedi /  22 თებერვალი 2024, 23:03 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: მოლდოვაში მოსამართლეები გაატარეს გადამოწმების ფილტრში, კომისიაში ჰყავდათ ადეიშვილის მოადგილე, ასეთმა ხალხმა თუ უნდა გადაამოწმოს ჩვენთანაც, ამაზე ვერ შევთანხმდებით

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

მოლდოვაში მოსამართლეები გაატარეს გადამოწმების ფილტრში, კომისიაში ჰყავდათ ადეიშვილის მოადგილე, ასეთმა ხალხმა თუ უნდა გადაამოწმოს ჩვენთანაც, ამაზე ვერ შევთანხმდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრაზე ერთადერთი საკითხი იყო, რასაც არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია აყენებდ, ეს არის ე.წ. ვეტინგის სისტემა. მისი თქმით, ამ სისტემის მიხედვით, მათ შორის უცხოელი საელჩოების მიერ დანიშნული ხალხი ჩაერთვება ქართველი მოსამართლეების გადამოწმებაში.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს. საინტერესო დისკუსია გვქონდა და ჩავედით სიღრმეებში ყველა საკითხებში, ისტორიულ სიღრმეებში და სხვა ქვეყნების მაგალითებზეც ვისაუბრეთ. ის საკითხები, რომლებიც ასახულია იურიდიული კომიტეტის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტში, მისაღებია ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორისთვისაც. როგორც ჩანს, ამ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები არ ჰქონიათ. საკითხი, რასაც ისინი აყენებენ და რომელიც არ გახლავთ მოთხოვნა ვენეციის კომისიის, ეს არის ე.წ. ვეტინგის სისტემა, სისტემა, რომლის მიხედვითაც, მათ შორის უცხოელი საელჩოების მიერ დანიშნული ხალხი ჩაერთვება ქართველი მოსამართლეების გადამოწმებაში. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავსვით საკითხი, რა არის ამისი საფუძველი, რატომ უნდა გავაკეთოთ ეს. ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ”, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მათი მხრიდან არცერთი მაგალითი არ დასახელდა სასამართლო გადაწყვეტილების, რომელზეც იქნებოდა ეჭვი, რომ რაიმე სისტემური პრობლემაა.

,,იყო საუბარი, რომ ნდობა არ არსებობს ან რაიმე უსამართლო გადაწყვეტილებები ხომ არ გამოდის. მაგალითი არ დასახელდა სასამართლო გადაწყვეტილების, რომელზეც იქნებოდა ეჭვი, რომ რაიმე სისტემური პრობლემაა. პირიქით, დღეს წლიური ანგარიშის ფარგლებში ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე ყველა სასამართლო საქმეზე, რომელზეც იყო ხოლმე მითითება – „რუსთავი 2“-ის საქმეზე, ახალაიას, მელიას, სააკაშვილის საქმეებზე, რომლითაც ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, თითქოს მართლმსაჯულება არის პოლიტიზებული. ყველა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი და ყველა, ვინც მას თავს ესხმოდა, იყო მტყუანი. ასეთი ბევრნი იყვნენ, თავს ესხმოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, ზოგიერთი უცხოელი აქტორიც კი. თუ გაიხსენებთ „რუსთავი 2“-ის, სააკაშვილის, ახალიას საქმეს, ნახავთ განცხადებებს, როგორ გვიფასებდნენ ამას უკანგადადგმულ ნაბიჯად, როგორ გამოხატავდნენ შეშფოთებებს. ყველა აღმოჩნდა მტყუანი ქართულ მართლმსაჯულებასთან. ამიტომ, რა თქმა უნდა ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადონ და თქვან, შევცდით, ხუთი წელი „რუსთავი 2“-ის საქმეზე ვაჯანჯღარეთ ქართული საზოგადოება, ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადონ, ახლაც ოპოზიცია ითხოვს, რომ მოსამართლეები სიღნაღიდან მესტიამდე უნდა გავატაროთ რაღაც სპეციალურ ფილტრში. ეს არასერიოზულია. აქედან გამომდინარე, ჩვენი თანხმობა აქ არ არის.

მეორე – მაგალითებად მოჰყავთ უკრაინა და მოლდოვა. სწორედ მოლდოვაში უცხოელებმა დანიშნეს კომისიის წევრები, რომლებმაც გადაამოწმეს თუ გადამოწმების ფილტრში გაატარეს მოლდოველი მოსამართლეები. მოლდოვაში კომისიის წევრები უცხოელებს ჰყავდათ დასახელებული, იყო ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. ასეთი წარმოდგენა თუ აქვთ, ასეთმა ხალხმა უნდა გადაამოწმოს ქართველი მოსამართლის კეთილსინდისიერება თუ სხვა რამ, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ვერ შევთანხმდებით. დაჟინებით ვკითხულობთ, რა არის საბაბი, არგუმენტი, რატომ არის ეს საჭირო, მაგრამ ამას ვერავინ გვეუბნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

ბექა ოდიშარია

14 აპრილი 2024, 18:21

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: რუსულ კანონში არის ისეთი შეზღუდვები და აკრძალვები, რომელთა ნასახი ჩვენს კანონ-პროექტში საერთოდ არ არის

რუსულ კანონში არის ისეთი შეზღუდვები და აკრძალვები, რომელთა ნასახი ჩვენს კანონ-პროექტში საერთოდ არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

14 აპრილი 2024, 18:02

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ისევ და ისევ, ასე მშრალად, ლოზუნგებით მიმდინარეობს ბრძოლა კანონის და აზროვნების წინააღმდეგ

მშრალად, ლოზუნგებით მიმდინარეობს ბრძოლა კანონის და აზროვნების წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა.

მეუფე შიო

14 აპრილი 2024, 17:59

საზოგადოება

მეუფე შიო: მხოლოდ სინანულის გზაზე შეიძლება გაიხსნას ჩვენში ის ყველა სიკეთე, რაც ღმერთმა ასე უხვად მისცა ადამიანის ბუნებას

მხოლოდ სინანულის გზაზე შეიძლება გაიხსნას ჩვენში ის ყველა სიკეთე, რაც ღმერთმა ასე უხვად მისცა ადამიანის ბუნებას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

14 აპრილი 2024, 17:50

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ელენე ხოშტარიას: არადამაჯერებელია პატრიოტიზმზე საუბრობდე, რუსეთს ოკუპანტს ეძახდე და ქართულად რუსულ რუბლს ითვლიდე - ისევ ის ხარ, რაც იყავი, თუნდაც რუბლი ფუნტად გიქციონ, გაშიფრული რუსეთის აგენტი ხარ და სხვა არაფერი

ახლახან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით თანხა გადაირიცხა. ხოშტარიების ანგარიშზე 30 000 ფუნტი ჩაირიცხა. ამ ფაქტმა არ დაგაბნიოთ, ეს ამჯერადაც რუსული რუბლია, უბრალოდ, სხვა ვალუტაში დათვლილი, - წერს „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან ნიკოლეიშვილი

14 აპრილი 2024, 17:48

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ხვალ „რუსული კანონი“ უნდა გააპროტესტონ და ლიაკა ხოშტარია „უდიდესი“ რადიკალური ძალის მატარებელია, ამიტომაც ძირს რუბლები, გაუმარჯოს ფუნტებს

ელენე ხოშტარიას, ისევ ჩაერიცხა ფული რუსეთიდან, უფრო სწორედ „ჩერეზ“ ლონდონი მოსკოვიდან და რაც მთავარია არა რუბლები, ამჯერად - ფუნტები! მაგარი შენიღბვაა, თან ისეთი, 21-ე საუკუნეს და რუსეთის წინააღმდეგ „მებრძოლ გმირს“ რომ მოუხდება, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

დავით მათიკაშვილი

14 აპრილი 2024, 17:45

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ქართველი ხალხი და საქართველო იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეს ევროპული კანონმდებლობა გამჭვირვალობის შესახებ

ქართველი ხალხი და საქართველო იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეს ევროპული კანონმდებლობა გამჭვირვალობის შესახებ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

ბექა ოდიშარია

14 აპრილი 2024, 17:45

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღესაც არიან მსხვილი დამფინანსებლები, რომელთაც რუსეთის ფედერაციაში აქვთ უზარმაზარი ბიზნესები და ძალიან მსხვილი წილები

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დღესაც არიან მსხვილი დამფინანსებლები, რომელთაც რუსეთის ფედერაციაში აქვთ უზარმაზარი ბიზნესები და ძალიან მსხვილი წილები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ელენე ხოშტარიასთვის გადარიცხულ თანხებზე საუბრისას განაცხადა.

14 აპრილი 2024, 17:44

პოლიტიკა

როგორ და რა ფორმით უნდა გააპროტესტონ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი - ამ საკითხზე თბილისში ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ

როგორ და რა ფორმით უნდა გააპროტესტონ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი - ამ საკითხზე ნინო ლომჯარიას და გიორგი მშვენიერაძის ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

14 აპრილი 2024, 17:35

პოლიტიკა

ექიმების ნაწილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სოფო ჯაფარიძის მიერ ორგანიზებულ აქციაზე გააპროტესტა

ექიმების დღევანდელი აქცია სააკაშვილის პარტიის წევრის, სოფო ჯაფარიძის ორგანიზებით გაიმართა. მედიკოსები აღიარებდნენ, რომ კანონპროექტი წაკითხული არ აქვთ.

დავით მათიკაშვილი

14 აპრილი 2024, 17:31

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უკვე მერამდენედ გამოაშკარავდა, რომ ხოშტარიები პირდაპირ ფინანსდებიან რუსეთიდან და შემდეგ ამ თანხებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ხარჯავენ

ფაქტია, უკვე მერამდენედ ხდება იმის გამოაშკარავება, რომ ხოშტარიები პირდაპირ ფინანსდებიან რუსეთიდან და შემდეგ ამ თანხებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ხარჯავენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებით, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

რომის პაპი ფრანცისკე

14 აპრილი 2024, 17:26

მსოფლიო

რომის პაპი: ლოცვით, შეშფოთებითა და ტკივილით ვეცნობით ამბებს, რომელიც ისრაელიდან ბოლო საათებში მოვიდა

ლოცვით, შეშფოთებითა და ტკივილით ვეცნობით ამბებს, რომელიც ისრაელიდან ბოლო საათებში მოვიდა, სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით ირანის ქმედებების გამო, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

დავით ქართველიშვილი

14 აპრილი 2024, 17:22

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ელენე ხოშტარიაზე: მოსკოვიდან ლონდონში უპრობლემოდ ირიცხება ფული, აქ კი „შავ საბანკო ხვრელებს“ ეძებენ

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით თანხა გადაირიცხა. ხოშტარიების ანგარიშზე 30 000 ფუნტი ჩაირიცხა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

მუჰამედ ბაგერი

14 აპრილი 2024, 17:21

მსოფლიო

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალი: ჩვენ ვაცნობეთ აშშ-ს, რომ თუ ის მონაწილეობას მიიღებს სიონისტური რეჟიმის აგრესიაში, რეგიონში არსებული მათი ბაზები და სამხედრო ობიექტები ჩვენს სამიზნეში მოექცევა

შვეიცარიის შუამავლობით ჩვენ ვაცნობეთ აშშ-ს, რომ თუ ის მონაწილეობას მიიღებს სიონისტური რეჟიმის აგრესიაში, რეგიონში არსებული მათი ბაზები და სამხედრო ობიექტები ჩვენს სამიზნეში მოექცევა, - განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალმა, მუჰამედ ბაგერიმ.

ზურაბ ქადაგიძე

14 აპრილი 2024, 17:18

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ბომბეიდან არა, მაგრამ მოსკოვიდან ლონდონამდე კი გაუთხრიათ შავი ხვრელი მამა-შვილ ხოშტარიებს… ბრიტანულ ვალუტაში გაცვლილი სინდისი უფრო ტკბილად დასახურდავებელია „ეროვნულ” სულისკვეთებაზე

ისე გააღარიბეს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი, რომ რუბლებს ვეღარ უხდიან მოსკოვიდან და „ჩერეზ ჩორნიე დირი”, გირვანქა სტერლინგებით უნაზღაურებენ ხელფასს… ბომბეიდან არა, მაგრამ მოსკოვიდან ლონდონამდე კი გაუთხრიათ შავი ხვრელი, მამა-შვილ ხოშტარიებს… ისე გააღარიბეს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი, რომ რუბლებს ვეღარ უხდიან მოსკოვიდან და „ჩერეზ ჩორნიე დირი”, გირვანქა სტერლინგებით უნაზღაურებენ ხელფას…, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ოლაფ შოლცი

14 აპრილი 2024, 17:13

LIVE ისრაელი

ოლაფ შოლცი: ჩვენ მკაცრად ვგმობთ ირანის თავდასხმას, ირანმა ეს გზა არ უნდა გააგრძელოს

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ირანის თავდასხმას, ირანმა ეს გზა არ უნდა გააგრძელოს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

14 აპრილი 2024, 17:03

საზოგადოება

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქის შესახებ საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

14 აპრილი 2024, 17:01

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როგორც ჩანს, აშშ-ში უკვე დაიწყო მოქალაქეების ფსიქოლოგიური მომზადება, რათა მიაჩვიონ წარმოუდგენლის მიღებას - ნეოლიბერალური „სიღრმისეული სახელმწიფოს“ კურთხევით, მიუღებელი „უცხო ადამიანის“, ტრამპის ფიზიკურ ლიკვიდაციას

ნეოლიბერალების კლანში, რომლებმაც ფსონი 81 წლის ჯო ბაიდენზე დადეს, პოლიტიკური რევანშის მაძიებელი დონალდ ტრამპის საარჩევნო რბოლიდან გაძევების არაერთი წარუმატებელი მცდელობების ფონზე, სასოწარკვეთამ უმაღლეს ზღვარს მიაღწია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

ჰადას მეიცადი

14 აპრილი 2024, 16:57

LIVE ისრაელი

ჰადას მეიცადი: ირანს უნდა აეკრძალოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ტერორისტული ოპერაციების გაგრძელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს და მთელ რეგიონს

ირანს უნდა აეკრძალოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ტერორისტული ოპერაციების გაგრძელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს და მთელ რეგიონს, მის საშიშ სამხედრო ბირთვულ მისწრაფებებთან ერთად, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ისრაელის ელჩის, ჰადას მეიცადის განცხადებაში.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

14 აპრილი 2024, 16:22

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: დედაენის პარკში „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ: საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის შვილი ლანა ღოღობერიძე, რუსული გვარის მქონე მიხეილ კალატოზოვის შვილიშვილი ნანკა კალატოზიშვილი

„დედაენის პარკში „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ: საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის შვილი ლანა ღოღობერიძე. საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის ოჯახის რძალი ქეთათო. რუსული გვარის მქონე მიხეილ კალატოზოვის შვილიშვილი ნანკა კალატოზიშვილი”- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გია აბაშიძე

14 აპრილი 2024, 16:21

პოლიტიკა

გია აბაშიძე: უსამშობლო ელენე ხოშტარიას მისმა რუსმა სამხრეებიანმა კურატორებმა გირვანქა სტერლინგები ჩაურიცხეს - სავარაუდოდ, ეს ავანსია საგაზაფხულო დესტრუქციული ქმედებებისთვის

„მგიმოელი“ უსამშობლო ელენე ხოშტარიას დასპონსორების მეთოდი მისმა რუსმა სამხრეებიანმა კურატორებმა შეცვალეს და იელენა გეორგიევნას გირვანქა სტერლინგებში ჩაურიცხეს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით 30 000 ფუნტის ჩარიცხვის თაობაზე.