23 თებერვალი 2024, 15:45 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, რომ გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ჩინეთთან

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ჩვენი ხედვები არის მკაფიო. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ორივე სახელმწიფოსთან, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ჩინეთთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ორივე არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ორივე არის ზე სახელმწიფო, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

„შესაბამისად, ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ორივე მიმართულებით არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი პარტნიორობის ისტორია, ჩინეთთან შარშან დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა, შარშან მოეწერა შესაბამის შეთანხმებას ხელი, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ორივე შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და გვინდა, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება.

რაც შეეხება პრიორიტეტებს, პრიორიტეტები არის არა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, ურთიერთობა არის ორმხრივი საქმე, შესაბამისად, პრიორიტეტებიც განისაზღვრება ორმხრივად.

რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას. ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ამ ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიც არის გამოხატული, მაგალითად, გვაქვს ძალიან გააქტიურებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკურ პროექტებში ძალიან აქტიურად არიან ჩართული ჩინური კომპანიები, რაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სათანადოდ განხორციელდეს შესაბამისი პროექტები.

ასევე, თქვენ იცით, რომ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელმოწერილი ჩინეთთან, რამაც ხელი შეუწყო ამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. გვაქვს პირდაპირი ფრენები ჩინეთთან, აღდგა ეს პირდაპირი ფრენები კოვიდის შემდეგ ძალიან მალევე, ჩინური მხარის გადაწყვეტილებით. ასევე თქვენ ნახეთ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, მას უმაღლეს დონეზე მოუწყვეს დახვედრა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველა კუთხით ჩანს ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და იმის მიმართ, რომ მათ სურთ ამ სტრატეგიული პარტნიორობის მაქსიმალურად განვითარება და გაღრმავება.

„რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე, გარკვეული გამოვლინება იმისა, რომ თითქოს შესუსტებული იყო ინტერესი სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რაც ჩვენთვის სამწუხარო განვითარება იყო. კონკრეტულ დეტალებშიც იყო ეს გამოხატული, მაგალითისათვის რომ ავიღოთ, უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა ქვეყნებს შორის უკვე არაერთი წელია, დაახლოებით 6-7 წელი იქნება. ეს გამოიხატება, მათ შორის, პროტოკოლურ საკითხებშიც, მაგალითად მილოცვები რომ ავიღოთ, დაახლოებით, ალბათ უკვე მე-8 წელია უმაღლეს დონეზე არცერთ პრეზიდენტს, თუ პრემიერ-მინისტრს არ მიუღია მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება ეს მილოცვები. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც არ გვაქვს მაინცდამაინც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, არ გვაქვს უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას. დღეს გვქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან. მასთან გვქონდა გულწრფელი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გამოიხატა სურვილი, რომ უმჯობესია უფრო ინტენსიური იყოს სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს შორის.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, რომ გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ჩინეთთან. დანარჩენი არის დამოკიდებული შესაბამის ქვეყნებზე. ურთიერთობები არის არა ცალმხრივი საკითხი, არამედ ორმხრივი. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ ორმხრივ ინტერესებზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ წარიმართება პროცესები სამომავლოდ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. ჩვენი პრიორიტეტები არის ნათელი. ჩვენ გვინდა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

ილონ მასკი

21 აპრილი 2024, 17:55

მსოფლიო

ილონ მასკი აშშ-ში ტიკტოკის შესაძლო აკრძალვას ეხმაურება

სოციალურ ქსელ X-ის მფლობელი ამბობს, რომ კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.

21 აპრილი 2024, 17:49

საზოგადოება

საქართველოში დრიფტის სეზონი, King of drift-ის გრანდიოზული ტურნირით გაიხსნა

საქართველოში დრიფტის სეზონი, King of drift-ის გრანდიოზული ტურნირით გაიხსნა. დილიდან „ლილო არენაზე“ შეკრებილმა მაყურებელმა არაერთი სანახაობრივი გამოსვლა ნახა.

21 აპრილი 2024, 17:47

მსოფლიო

ტენესის შტატში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ტენესის შტატში წვეულებაზე სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

21 აპრილი 2024, 17:45

მსოფლიო

პოლონელი ფერმერები უკრაინის საზღვარზე გამშვები პუნქტების ბლოკირებას განაგრძობენ

პოლონელი ფერმერები უკრაინის საზღვარზე გამშვები პუნქტების ბლოკირებას განაგრძობენ, - აცხადებს უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი ანდრეი დიმჩენკო.

21 აპრილი 2024, 17:40

მსოფლიო

აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს კენჭს 23 აპრილს უყრის

პროცედურის თანახმად, კანონპროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც დოკუმენტს ხელი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. როგორც პენტაგონის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება ერთი კვირის ვადაში გახდება შესაძლებელი.

21 აპრილი 2024, 17:39

მსოფლიო

უკრაინამ სევასტოპოლის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა

უკრაინამ ანექსირებული სევასტოპოლის პორტზე ნეპტუნის ტიპის ფრთოსანი რაკეტით იერიში მიიტანა. თავდასხმის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 აპრილი 2024, 17:35

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებაზე: მოწყვლადი ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების უფლება უნდა იყოს სრულად დაცული, მაგრამ ამავდროულად, სრულად უნდა იყოს დაცული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესი

მოწყვლადი ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების უფლება უნდა იყოს სრულად დაცული, მაგრამ ამავდროულად, სრულად უნდა იყოს დაცული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესი

რატი იონათამიშვილი

21 აპრილი 2024, 17:32

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ევროპის ლიბერალური ღონისძიების სახელით მიმდინარე კონფერენციაზე: თავიანთ მზაკვრულ გეგმებს ვერასოდეს განახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში

„დახურულ ფორმატში აკეთებენ ამას და არ უშვებენ კრიტიკულ მედიას. ეს ნიშნავს, რომ დასამალი აქვთ. ისინი მალავენ ამ ყველაფერს და ზუსტად ვიცით რატომაც, მაგრამ ვერ დამალავენ, ვიანიდან თავიანთ მზაკვრულ გეგმებს ვერასოდეს განახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 აპრილი 2024, 17:28

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ვინც ამ პროცესს მართავს და ახალგაზრდების ხარჯზე უნდათ თავიანთი ვიწროპოლიტიკური მიზნების მიღწევა, იმ ადამიანებს არავითარი სურვილი არ აქვთ, რომ არათუ ამ კანონთან, ნებისმიერ კანონთან ჰქონდეთ კონსტრუქციული დამოკიდებულება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ვინც ამ პროცესებს მართავს, ახალგაზრდების ხარჯზე სურს თავისი ვიწროპოლიტიკური მიზნების მიღწევა

დავით მათიკაშვილი

21 აპრილი 2024, 17:17

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე: არც გარე აქტორებს და არც შიდა აქტორებს სურთ არსებით მსჯელობაში შემოსვლა

„რომ გითხრათ, რომ დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ ვინმე არგუმენტირებულად რაიმე ფორმით დასვამს კითხვებს, ეს ასე არ არის. პირველმა მოსმენამ აბსოლუტურად საპირისპირო სურათი დაგვანახა. იყო ყვირილი, ძალადობა, ჩხუბი - ყველაფერი არგუმენტირებული კითხვების გარდა. არც გარე აქტორებს და არც შიდა აქტორებს სურთ არსებით მსჯელობაში შემოსვლა, რამეთუ იმდენად მარტივი, ადვილად გასაგები არის ეს კანონპროექტი, რომ კითხვაზე თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნამ საქართველო რაიმე ფორმით დააშოროს ევროპას, რაიმე ფორმით ააცდინოს ამ გზას, რა თქმა უნდა, ცხადია, ვერავის ექნება სათანადო პასუხი“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 აპრილი 2024, 17:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: თვით ლუსტრაციას ხომ არ მოახდენენ?! - გამჭვირვალობის კანონპროექტის მეორე მოსმენით მუხლობრივ განხილვებში მონაწილეობის მიღება კატეგორიულად არ უნდათ

თვით ლუსტრაციას ხომ არ მოახდენენ?! ამიტომ გამჭვირვალობის კანონპროექტის მეორე მოსმენით მუხლობრივ განხილვებში მონაწილეობის მიღება კატეგორიულად არ უნდათ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

21 აპრილი 2024, 17:08

პოლიტიკა

„მამული, ენა სარწმუნოება“ - ქალაქში ახალი ბანერები გამოჩნდა

ქალაქში ახალი ბანერები გამოჩნდა. მამული, ენა სარწმუნოება. მას შემდეგ, რაც ილია ჭავჭავაძის სიტყვები დაამახინჯეს, ამ ბანერებით ცდილობენ საქართველოს მოქალაქეებს ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები კიდევ ერთხელ შეახსენონ.

21 აპრილი 2024, 16:52

პოლიტიკა

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალიდან დაიწყება

22 აპრილის, 11:00 საათზე განხილვა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება. მომდევნო დღეებში კანონპროექტებს განიხილავენ ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში.

21 აპრილი 2024, 15:54

მსოფლიო

ისრაელმა ლიბანის სამხრეთში „ჰეზბოლას“ რამდენიმე ობიექტი დაბომბა

ისრაელის ავიაციამ ლიბანის სამხრეთში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ რამდენიმე ობიექტი დაბომბა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იტყობინება.

ენტონი ბლინკენი

21 აპრილი 2024, 15:29

მსოფლიო

Bloomberg: ენტონი ბლინკენი ღიად განუცხადებს ჩინურ მხარეს, რომ თუ პეკინი რუსული სამხედრო მანქანისთვის ტექნოლოგიების მიწოდებას არ შეწყვეტს, სანქციები გარდაუვალი იქნება

ვაშინგტონი მზადაა სანქციები დაუწესოს პეკინს, თუ ის რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების მიწოდებას გააგრძელებს. ამის თაობაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჩინურ მხარეს პეკინში ვიზიტისას აცნობებს

21 აპრილი 2024, 14:57

მსოფლიო

Politico: შეერთებული შტატები კიევში საკუთარ საელჩოში სამხედრო მრჩევლების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს

შეერთებული შტატები კიევში საკუთარ საელჩოში სამხედრო მრჩევლების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს, - ინფორმაციას გამოცემა Politico პენტაგონის წარმომადგენლის, პეტ რაიდერის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 აპრილი 2024, 14:50

მსოფლიო

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი: რუსეთი ყველანაირად შეეცდება ფრონტის ხაზზე შეტევითი აქტივობა მანამდე გაზარდოს, სანამ უკრაინა ახალ ამერიკულ დახმარებას მიიღებს

რუსეთი ყველანაირად შეეცდება ფრონტის ხაზზე შეტევითი აქტივობა მანამდე გაზარდოს, სანამ უკრაინა ახალ ამერიკულ დახმარებას მიიღებს, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს. ამასთან, როგორც ამერიკელი სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, ბოლო 6 თვის განმავლობაში რუსებმა აღმოსავლეთის ფრონტზე მხოლოდ მცირე ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიეს და ნაკლებად სავარაუდოა, ახლო მომავალში ფრონტის ხაზის გარღვევა შეძლონ.

ზაალ ანჯაფარიძე

21 აპრილი 2024, 14:48

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ისტერიული აქცია „არა რუსულ კანონს“ რომ საბოლოოდ სქესობრივი ურთიერთობის თავისებურებების პროპაგანდასა და ილია ჭავჭავაძის თუ სხვათა რევიზიაში გადაიზრდებოდა ამ ჭრელი შემადგენლობის მხრიდან, სავსებით მოსალოდნელი იყო

ისტერიული აქცია „არა რუსულ კანონს“ რომ საბოლოოდ სქესობრივი ურთიერთობის თავისებურებების პროპაგანდასა და ილია ჭავჭავაძის თუ სხვათა რევიზიაში გადაიზრდებოდა ამ ჭრელი შემადგენლობის მხრიდან, სავსებით მოსალოდნელი იყო - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

21 აპრილი 2024, 14:45

პოლიტიკა

თბილისში მეორე დღეა ევროპის ლიბერალური ღონისძიების სახელით კონფერენცია იმართება, უცნობია დამფინანსებელთა ვინაობაც და ისიც, თუ რას ემსახურება კონფერენცია

რას ემსახურება კონფერენცია, რომელიც ევროპის ლიბერალური ღონისძიების სახელით თბილისში მეორე დღეა იმართება - ამ შეკითხვაზე პასუხი ისევ არ არის. უცნობია დამფინანსებელთა ვინაობაც. ცნობილია მხოლოდ ღონისძიების სპიკერები, რომელთა შორის არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორის წევრები.

მეუფე იაკობი

21 აპრილი 2024, 14:37

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ერთობის მოწინააღმდეგე ვინ არის, მაგრამ რა გაგიკეთებია საქართველოსთვის, რა გაგიკეთებია, რომ ილია ჭავჭავაძეს დევიზს უცვლი

ბოდბელი ეპისკოპოსი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მღვდელმთავარმა გამჭვირვალობის კანონზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა საპროტესტო აქციებზე. მეუფე იაკობისთვის მიუღებელია ილია ჭავჭავაძის სიტყვების დამახინჯება. ბოდბელი ეპისკოპოსი მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობაზე საუბრობს.